საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“საკადრისი პასუხი გავეცით, არ მოეწონა... საფეთქელთან მომიქნია ხელი, დამეწყო დაბუჟება“ - რას ჰყვება “ქალთა მარშის“ მონაწილე მასზე განხორციელებულ ძალადობაზე
“საკადრისი პასუხი გავეცით, არ მოეწონა... საფეთქელთან მომიქნია ხელი, დამეწყო დაბუჟება“ - რას ჰყვება “ქალთა მარშის“ მონაწილე მასზე განხორციელებულ ძალადობაზე

გუ­შინ, პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლეს­თან, ორ­ბე­ლი­ა­ნის მო­ე­დან­ზე, “ქა­ლე­ბის მარ­შის“ მო­ნა­წი­ლეს იქ მყო­ფი ახალ­გაზ­რდა კაცი ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და.

ფაქ­ტის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ჟურ­ნა­ლის­ტმა გი­ორ­გი კვი­ჟი­ნა­ძემ გა­ავ­რცე­ლა. კად­რებ­ში ჩანს, რომ ბიჭი 29 წლის ქეთა მესხს სა­ხე­ში ძლი­ე­რად ურტყამს, რის შემ­დე­გაც ახალ­გაზ­რდა ქალი ძირს ეცე­მა.

ქეთა მეს­ხი

“დე­დას გვა­გი­ნებ­დნენ და დრო­ზე გა**ვით ახლა აქე­და­ნო. ჩვენც გა­ვე­ცით სა­კად­რი­სი პა­სუ­ხი, რა თქმა უნდა ეგ პა­სუ­ხიც არ მო­ე­წო­ნა და ეგ­რე­ვე გად­მო­ვი­და ფი­ზი­კურ შე­უ­რა­ცხყო­ფა­ზე.

წაქ­ცე­ვის შე­დე­გად ხელი და­ვი­ზი­ა­ნე. თა­ვის არე­ში, სა­ფეთ­ქლის­კენ მქონ­და გა­მოქ­ნე­უ­ლი ხელი, სა­დაც მომ­ხვდა და და­ი­წყო თა­ვის და­ბუ­ჟე­ბა, შემ­დეგ წა­მო­ვი­და ტკი­ვი­ლე­ბი,“- აცხა­დებს ქეთა მეს­ხი “ტე­ლე­კომ­პა­ნია პირ­ველ­თან“ სა­უ­ბარ­ში.

ამას­თან, რო­გორც “ქალ­თა მარ­შის“ მო­ნა­წი­ლე­ე­ბი აცხა­დე­ბენ, ძა­ლა­დო­ბას მშვი­დად უყუ­რებ­დნენ იქვე მდგო­მი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი და მათ რე­ა­გი­რე­ბა არ ჰქო­ნი­ათ.

  • მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ვა­რა­უ­დი იმის შე­სა­ხებ, რომ კად­რებ­ში ასა­ხუ­ლი ბიჭი, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ახალ­გაზ­რდუ­ლი ფრთის წევ­რია.

აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას უარ­ყოფს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტა­ტი და პარ­ტი­ის ახალ­გაზ­რდუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე, გი­ორ­გი ჩაკ­ვე­ტა­ძე.

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ახალ­გაზ­რდუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე, გი­ორ­გი ჩაკ­ვე­ტა­ძე.

რო­გორც ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ახალ­გაზ­რდულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას და მის არ­ცერთ წევ­რს არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ აქვს ამ ინ­ცი­დენ­ტთან.

"მსურს გა­მო­ვეხ­მა­უ­რო გუ­შინ, ორ­ბე­ლი­ა­ნის მო­ე­დან­ზე მომ­ხდარ ინ­ცი­დენტს. ორი დღეა, ოპო­ზი­ცი­უ­რი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ავ­რცე­ლე­ბენ სიც­რუ­ეს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ახალ­გაზ­რდულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ჩვენ არა­ერ­თხელ ვამ­ხი­ლეთ მსგავ­სი “ფე­ი­კე­ბი”, თუმ­ცა, კვლავ აქვს ად­გი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნის მცდე­ლო­ბას.

კერ­ძოდ, პირ­ველ ეტაპ­ზე გავ­რცელ­და ტყუ­ი­ლი, რომ ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რი, ზუკა კირ­ვა­ლი­ძე მო­ნა­წი­ლე­ობ­და ორ­ბე­ლი­ან­ზე მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტში. შემ­დეგ, ეს თა­ვად­ვე უარ­ყვეს. დღეს კი, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ისევ არ­წმუ­ნე­ბენ, რომ ამ ფაქ­ტის შე­საძ­ლო ფი­გუ­რან­ტე­ბი ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რე­ბი არი­ან.

ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნავ, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ახალ­გაზ­რდულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას და მის არც ერთ წევ­რს არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ აქვს ამ ინ­ცი­დენ­ტთან. სამ­წუ­ხა­როდ, მსგავ­სი სი­უ­ჟე­ტე­ბი­თა და დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ით ეს ჯგუ­ფე­ბი ცდი­ლო­ბენ შეგ­ნე­ბუ­ლად შე­ბღა­ლონ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სა­ხე­ლი და ავ­ტო­რი­ტე­ტი.

მო­ვი­თხოვთ ნაც. მოძ­რა­ო­ბის ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის­გან სა­ჯა­როდ უარ­ყონ ეს ბრალ­დე­ბე­ბი. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ახალ­გაზ­რდუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია კა­ტე­გო­რი­უ­ლად ემიჯ­ნე­ბა და გმობს ნე­ბის­მი­ერ ძა­ლა­დო­ბას", - წერს გი­ორ­გი ჩაკ­ვე­ტა­ძე.

ცნო­ბის­თვის, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და კად­რე­ბი, სა­დაც ჩანს,რომ ორ­ბე­ლი­ა­ნის მო­ე­დან­ზე მა­მა­კა­ცი „ქა­ლე­ბის მარ­შის“ მო­ნა­წი­ლეს ფი­ზი­კუ­რად უს­წორ­დე­ბა.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

“საკადრისი პასუხი გავეცით, არ მოეწონა... საფეთქელთან მომიქნია ხელი, დამეწყო დაბუჟება“ - რას ჰყვება “ქალთა მარშის“ მონაწილე მასზე განხორციელებულ ძალადობაზე

“საკადრისი პასუხი გავეცით, არ მოეწონა... საფეთქელთან მომიქნია ხელი, დამეწყო დაბუჟება“ - რას ჰყვება “ქალთა მარშის“ მონაწილე მასზე განხორციელებულ ძალადობაზე

გუშინ, პრეზიდენტის სასახლესთან, ორბელიანის მოედანზე, “ქალების მარშის“ მონაწილეს იქ მყოფი ახალგაზრდა კაცი ფიზიკურად გაუსწორდა.

ფაქტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა გიორგი კვიჟინაძემ გაავრცელა. კადრებში ჩანს, რომ ბიჭი 29 წლის ქეთა მესხს სახეში ძლიერად ურტყამს, რის შემდეგაც ახალგაზრდა ქალი ძირს ეცემა.

ქეთა მესხი

“დედას გვაგინებდნენ და დროზე გა**ვით ახლა აქედანო. ჩვენც გავეცით საკადრისი პასუხი, რა თქმა უნდა ეგ პასუხიც არ მოეწონა და ეგრევე გადმოვიდა ფიზიკურ შეურაცხყოფაზე.

წაქცევის შედეგად ხელი დავიზიანე. თავის არეში, საფეთქლისკენ მქონდა გამოქნეული ხელი, სადაც მომხვდა და დაიწყო თავის დაბუჟება, შემდეგ წამოვიდა ტკივილები,“- აცხადებს ქეთა მესხი “ტელეკომპანია პირველთან“ საუბარში.

ამასთან, როგორც “ქალთა მარშის“ მონაწილეები აცხადებენ, ძალადობას მშვიდად უყურებდნენ იქვე მდგომი სამართალდამცველები და მათ რეაგირება არ ჰქონიათ.

  • მოგვიანებით, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვარაუდი იმის შესახებ, რომ კადრებში ასახული ბიჭი, “ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წევრია.

აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს “ქართული ოცნების" დეპუტატი და პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი ჩაკვეტაძე.

“ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი ჩაკვეტაძე.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, "ქართული ოცნების" ახალგაზრდულ ორგანიზაციას და მის არცერთ წევრს არანაირი შეხება არ აქვს ამ ინციდენტთან.

"მსურს გამოვეხმაურო გუშინ, ორბელიანის მოედანზე მომხდარ ინციდენტს. ორი დღეა, ოპოზიციური მედიასაშუალებები მიზანმიმართულად ავრცელებენ სიცრუეს "ქართული ოცნების" ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან დაკავშირებით. ჩვენ არაერთხელ ვამხილეთ მსგავსი “ფეიკები”, თუმცა, კვლავ აქვს ადგილი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას.

კერძოდ, პირველ ეტაპზე გავრცელდა ტყუილი, რომ ჩვენი ორგანიზაციის წევრი, ზუკა კირვალიძე მონაწილეობდა ორბელიანზე მომხდარ ინციდენტში. შემდეგ, ეს თავადვე უარყვეს. დღეს კი, საზოგადოებას ისევ არწმუნებენ, რომ ამ ფაქტის შესაძლო ფიგურანტები ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები არიან.

ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ "ქართული ოცნების" ახალგაზრდულ ორგანიზაციას და მის არც ერთ წევრს არანაირი შეხება არ აქვს ამ ინციდენტთან. სამწუხაროდ, მსგავსი სიუჟეტებითა და დეზინფორმაციით ეს ჯგუფები ცდილობენ შეგნებულად შებღალონ ორგანიზაციის სახელი და ავტორიტეტი.

მოვითხოვთ ნაც. მოძრაობის ტელევიზიებისგან საჯაროდ უარყონ ეს ბრალდებები. "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაცია კატეგორიულად ემიჯნება და გმობს ნებისმიერ ძალადობას", - წერს გიორგი ჩაკვეტაძე.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს,რომ ორბელიანის მოედანზე მამაკაცი „ქალების მარშის“ მონაწილეს ფიზიკურად უსწორდება.