სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჯერჯერობით ჩემს კაბინეტში ცხოვრობს... სერიოზული ვოლიერია მისთვის ასაშენებელი, რადგან ძალიან ძლიერი ცხოველია" - რას ამბობს ზურაბ გურიელიძე ბექაურის ნაჩუქარ ბოკვერზე
"ჯერჯერობით ჩემს კაბინეტში ცხოვრობს... სერიოზული ვოლიერია მისთვის ასაშენებელი, რადგან ძალიან ძლიერი ცხოველია" - რას ამბობს ზურაბ გურიელიძე ბექაურის ნაჩუქარ ბოკვერზე

"ბოკ­ვე­რი უკვე ჩვენს ზო­ო­პარკშია," - წერს ორგზის ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი ლაშა ბე­ქა­უ­რი. ის თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კის დი­რექ­ტორ­თან ზუ­რაბ გუ­რი­ე­ლი­ძეს­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს. რო­გორც ირ­კვე­ვა ბოკ­ვე­რი, რო­მე­ლიც სკან­და­ლად ქცე­ულ ვი­დე­ო­ში ჩან­და, უკვე თბი­ლი­სის ზო­ო­პარკშია.

AMBEBI.GE ზო­ო­პარ­კის დი­რექ­ტორს ზურა გუ­რი­ე­ლი­ძეს ესა­უბ­რა:

- ლა­შამ ბოკ­ვე­რი ზო­ო­პარკში მო­იყ­ვა­ნა. თქვენ­თვის ცნო­ბი­ლი ხომ არ გახ­და, რა გზე­ბი­თაა ბოკ­ვე­რი ქვე­ყა­ნა­ში შე­მოყ­ვა­ნი­ლი?

- არ უთ­ქვამს. ალ­ბათ მას გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თან ექ­ნე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა, ეს სა­კი­თხი ამ სა­მი­ნის­ტროს ეხე­ბა. ჩემი კომ­პე­ტენ­ცია არ არის. გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო იყო ჩარ­თუ­ლი და იმე­დია, როცა ყვე­ლა­ფე­რი გა­ირ­კვე­ვა, მეტი ინ­ფორ­მა­ცია გვექ­ნე­ბა. ალ­ბათ გარ­კვე­უ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბია ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი.

- რამ­დე­ნი თვი­საა ბოკ­ვე­რი?

- და­ახ­ლო­ე­ბით 2 თვის და ცოტა მე­ტის.

- რამ­დენ ხან­ში შე­იძ­ლე­ბა ის ადა­მი­ა­ნის­თვის სა­ხი­ფა­თო გახ­დეს?

- ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია, მაგ­რამ ჩვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბით, 4 თვი­დან შე­საძ­ლე­ბე­ლია და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი იყოს - 4 თვი­დან იწყე­ბენ ინ­ტენ­სი­ურ თა­მა­შებს. მაგ დროს შე­იძ­ლე­ბა ბრჭყა­ლე­ბით ადა­მი­ანს სე­რი­ო­ზუ­ლი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნოს.

- რას უპი­რებთ?

- რა­საც სხვა ცხო­ვე­ლებს ზო­ო­პარკში, იმა­ვეს - მო­ვუვ­ლით და გავზრდით. თუმ­ცა ამ ეტა­პის­თვის მზად არ ვართ - ვო­ლი­ე­რიც არ გვაქვს. დიდ ლო­მებ­თან რო­დე­საც ცხო­ვე­ლე­ბის ჩას­მა ხდე­ბა, ეს პრო­ცე­დუ­რა მა­ში­ნაც ფრთხი­ლად უნდა მოხ­დეს, მაგ­რამ ამ ასაკ­ში ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­მო­რი­ცხუ­ლია. ასე რომ, სას­წრა­ფოდ უნდა გა­ვუ­კე­თოთ ვო­ლი­ე­რი. ჯერ­ჯე­რო­ბით ჩემს კა­ბი­ნეტ­ში ცხოვ­რობს. შე­სა­ბა­მი­სად უნდა მო­ვუ­წყოთ ვო­ლი­ე­რი და და­ვი­წყებთ ამის გამ­ზა­დე­ბას. სა­ნამ პა­ტა­რაა, თა­ვი­დან დრო­ე­ბითს გა­ვუ­კე­თებთ, დიდი დროც არ გვაქვს. რე­ა­ლუ­რად საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი ვო­ლი­ე­რია ასა­შე­ნე­ბე­ლი. ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ცხო­ვე­ლია.

- ზო­ო­პარ­კი ახა­ლი ბი­ნა­და­რი, ლო­მე­ბის რა სა­ხე­ო­ბას მი­ე­კუთ­ვნე­ბა?

- არ­სე­ბობს ორი სა­ხე­ო­ბაა - სპარ­სუ­ლი და აფ­რი­კუ­ლი. ეს აფ­რი­კუ­ლი ლო­მია. კონ­კრე­ტუ­ლად რა ქვე­სა­ხე­ო­ბაა, ამ ასაკ­ში ცოტა ძნე­ლია პა­სუ­ხი, მით უფრო, გე­ნე­ტი­კუ­რი ანა­ლი­ზის გა­რე­შე. ჯერ­ჯე­რო­ბით თავი გა­მო­ავ­ლი­ნა რო­გორც პა­ტა­რა ლომ­მა. რა­ღა­ცებს ლა­პა­რა­კობს თა­ვის ენა­ზე.

- რას ლა­პა­რა­კობს?

- გა­ო­ცე­ბუ­ლია, ეს სად მოვხდიო...

- ამ­ბად გა­ვი­გეთ, რომ ლო­მის ბოკ­ვე­რის შე­მოყ­ვა­ნა 4 თვემ­დე შე­იძ­ლე­ბა, მერე კი არა...

- არა, ასე არ არის. CITES-ის (კონ­ვენ­ცია გა­და­შე­ნე­ბის პი­რას მყო­ფი სა­ხე­ო­ბე­ბით და მათ დე­რი­ვა­ტე­ბით სა­ერ­თა­შო­რი­სო ვაჭ­რო­ბის შე­სა­ხებ) ნე­ბარ­თვა სჭირ­დე­ბა არა მარ­ტო შე­მოყ­ვა­ნი­სას, არა­მედ იმ შემ­თხვე­ვა­შიც, უბ­რა­ლოდ ცხო­ვე­ლის ტყა­ვის ნა­წი­ლიც რომ შე­მო­ი­ტა­ნო. ასე­ვეა სა­ერ­თოდ გა­და­შე­ნე­ბის პი­რას მყოფ ცხო­ვე­ლებ­ზე, ხოლო ის ცხო­ვე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც CITES-ის ნუს­ხა­ში არ არი­ან, სხვა პრო­ცე­დუ­რე­ბია და გა­ცი­ლე­ბით უფრო მარ­ტი­ვი. სერ­ტი­ფი­კა­ტიც არ სჭირ­დე­ბათ. კა­ტი­სებ­რე­ბი ყვე­ლა­ნი CITES-ში არი­ან.

CITES-ის წევ­რია ყვე­ლა ქვე­ყა­ნა, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლოც. სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბი ამ კონ­ვენ­ცი­ის ორ­გა­ნო­ე­ბის მიერ გა­ი­ცე­მა. მა­ნამ­დე საკ­მა­ოდ რთუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბია გა­სავ­ლე­ლი, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვა არ მოხ­დეს. ბევ­რგან რა­ტომ­რაც მო­და­შია, გა­და­შე­ნე­ბის პი­რას მყო­ფი სა­ხე­ო­ბე­ბის ყოლა... ჩვენ­თან ამ კუ­თხით ასე­თი კა­ტას­ტრო­ფუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა არ არის.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ჯერჯერობით ჩემს კაბინეტში ცხოვრობს... სერიოზული ვოლიერია მისთვის ასაშენებელი, რადგან ძალიან ძლიერი ცხოველია" - რას ამბობს ზურაბ გურიელიძე ბექაურის ნაჩუქარ ბოკვერზე

"ჯერჯერობით ჩემს კაბინეტში ცხოვრობს... სერიოზული ვოლიერია მისთვის ასაშენებელი, რადგან ძალიან ძლიერი ცხოველია" - რას ამბობს ზურაბ გურიელიძე ბექაურის ნაჩუქარ ბოკვერზე

"ბოკვერი უკვე ჩვენს ზოოპარკშია," - წერს ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური. ის თბილისის ზოოპარკის დირექტორთან ზურაბ გურიელიძესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. როგორც ირკვევა ბოკვერი, რომელიც სკანდალად ქცეულ ვიდეოში ჩანდა, უკვე თბილისის ზოოპარკშია.

AMBEBI.GE ზოოპარკის დირექტორს ზურა გურიელიძეს ესაუბრა:

- ლაშამ ბოკვერი ზოოპარკში მოიყვანა. თქვენთვის ცნობილი ხომ არ გახდა, რა გზებითაა ბოკვერი ქვეყანაში შემოყვანილი?

- არ უთქვამს. ალბათ მას გარემოს დაცვის სამინისტროსთან ექნება ურთიერთობა, ეს საკითხი ამ სამინისტროს ეხება. ჩემი კომპეტენცია არ არის. გარემოს დაცვის სამინისტრო იყო ჩართული და იმედია, როცა ყველაფერი გაირკვევა, მეტი ინფორმაცია გვექნება. ალბათ გარკვეული პროცედურებია ჩასატარებელი.

- რამდენი თვისაა ბოკვერი?

- დაახლოებით 2 თვის და ცოტა მეტის.

- რამდენ ხანში შეიძლება ის ადამიანისთვის სახიფათო გახდეს?

- ინდივიდუალურია, მაგრამ ჩვენი გამოცდილებით, 4 თვიდან შესაძლებელია დამაზიანებელი იყოს - 4 თვიდან იწყებენ ინტენსიურ თამაშებს. მაგ დროს შეიძლება ბრჭყალებით ადამიანს სერიოზული ზიანი მიაყენოს.

- რას უპირებთ?

- რასაც სხვა ცხოველებს ზოოპარკში, იმავეს - მოვუვლით და გავზრდით. თუმცა ამ ეტაპისთვის მზად არ ვართ - ვოლიერიც არ გვაქვს. დიდ ლომებთან როდესაც ცხოველების ჩასმა ხდება, ეს პროცედურა მაშინაც ფრთხილად უნდა მოხდეს, მაგრამ ამ ასაკში ეს აბსოლუტურად გამორიცხულია. ასე რომ, სასწრაფოდ უნდა გავუკეთოთ ვოლიერი. ჯერჯერობით ჩემს კაბინეტში ცხოვრობს. შესაბამისად უნდა მოვუწყოთ ვოლიერი და დავიწყებთ ამის გამზადებას. სანამ პატარაა, თავიდან დროებითს გავუკეთებთ, დიდი დროც არ გვაქვს. რეალურად საკმაოდ სერიოზული ვოლიერია ასაშენებელი. ძალიან ძლიერი ცხოველია.

- ზოოპარკი ახალი ბინადარი, ლომების რა სახეობას მიეკუთვნება?

- არსებობს ორი სახეობაა - სპარსული და აფრიკული. ეს აფრიკული ლომია. კონკრეტულად რა ქვესახეობაა, ამ ასაკში ცოტა ძნელია პასუხი, მით უფრო, გენეტიკური ანალიზის გარეშე. ჯერჯერობით თავი გამოავლინა როგორც პატარა ლომმა. რაღაცებს ლაპარაკობს თავის ენაზე.

- რას ლაპარაკობს?

- გაოცებულია, ეს სად მოვხდიო...

- ამბად გავიგეთ, რომ ლომის ბოკვერის შემოყვანა 4 თვემდე შეიძლება, მერე კი არა...

- არა, ასე არ არის. CITES-ის (კონვენცია გადაშენების პირას მყოფი სახეობებით და მათ დერივატებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ) ნებართვა სჭირდება არა მარტო შემოყვანისას, არამედ იმ შემთხვევაშიც, უბრალოდ ცხოველის ტყავის ნაწილიც რომ შემოიტანო. ასევეა საერთოდ გადაშენების პირას მყოფ ცხოველებზე, ხოლო ის ცხოველები, რომლებიც CITES-ის ნუსხაში არ არიან, სხვა პროცედურებია და გაცილებით უფრო მარტივი. სერტიფიკატიც არ სჭირდებათ. კატისებრები ყველანი CITES-ში არიან.

CITES-ის წევრია ყველა ქვეყანა, მათ შორის, საქართველოც. სერტიფიკატები ამ კონვენციის ორგანოების მიერ გაიცემა. მანამდე საკმაოდ რთული პროცედურებია გასავლელი, რომ ამ მიმართულებით კანონის დარღვევა არ მოხდეს. ბევრგან რატომრაც მოდაშია, გადაშენების პირას მყოფი სახეობების ყოლა... ჩვენთან ამ კუთხით ასეთი კატასტროფული მდგომარეობა არ არის.

წაიკითხეთ ასევე: