მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეგობრებს გადაფარებული მიშოსთვის უკნიდან "შტირი" გაუყრიათ... 8 წლის უნახავ დედას შვილი მოკლული დახვდა, მიშოს მეუღლე და 2 მცირეწლოვანი გოგონა დარჩა" - მკვლელობის დეტალები
"მეგობრებს გადაფარებული მიშოსთვის უკნიდან "შტირი" გაუყრიათ... 8 წლის უნახავ დედას შვილი მოკლული დახვდა, მიშოს მეუღლე და 2 მცირეწლოვანი გოგონა დარჩა" - მკვლელობის დეტალები

თბი­ლის­ში 25 წლის მიშო ქავ­თა­რა­ძე მოკ­ლეს. შემ­თხვე­ვა ვარ­კე­თილ­ში მოხ­და. ასე­ვე დაჭ­რი­ლია მოკ­ლუ­ლის მამა და კი­დევ ორი პირი. და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პი­რო­ბი­თი მსჯავ­რის ქვეშ მყო­ფი, 2004 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ.გ. ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს.

  • შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა, თბი­ლის­ში, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ოთხ პირს და­ნით სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა არე­ში მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა. მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად ერთი პირი (მიშო ქავ­თა­რა­ძე) სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნის­თა­ნა­ვე გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო სამ პირს შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა უტარ­დე­ბა.

AMBEBI.GE მოკ­ლუ­ლი ახალ­გაზ­რდას დე­ი­დაშ­ვილს ანი ფა­ცა­ცი­ას ესა­უბ­რა:

"ჩათ­ვა­ლეთ, რომ მიშო ჩემი ძმაა... იქ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რი მომ­ხდა­რა, უკა­ნა ეზო­ში ვი­ღაც ბი­ჭე­ბი მო­ვიდ­ნენ და მათ­თან შე­ლა­პა­რა­კე­ბა მოხ­და. ჩხუ­ბის დროს ბი­ძა­ჩე­მი - ბესო ჩა­ვი­და ეზო­ში ბი­ჭე­ბის მო­სა­რი­გებ­ლად. ყვე­ლა­ფე­რი თით­ქოს გა­ირ­კვა, და­ლაგ­და სი­ტუ­ა­ცია, მაგ­რამ ის ბი­ჭე­ბი უკან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლან შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლე­ბი და მი­შოს და მის ძმა­კა­ცებს თავს დას­ხმი­ან. ამ ბი­ჭებს მიშო არ იც­ნობ­და, უბ­რა­ლოდ, უბ­ნე­ლე­ბი ჰგო­ნე­ბია და შო­რი­დან და­უ­ძა­ხი­ათ, ისი­ნი აშა­რე­ბი­ან, გა­ი­ა­რეო, და ამას მოჰ­ყვა მთე­ლი ამ­ბა­ვი. ერთ-ერთს, მან­ქა­ნა­ში მჯდომს, რო­მე­ლიც ამ ამ­ბავს შე­ეს­წრო, და­უ­ნა­ხავს, რომ 4 ბიჭი ერ­თმა­ნეთ­ზე იყო გა­და­ფა­რე­ბუ­ლი, ერ­თმა­ნეთს იცავ­დნენ - ანუ ჩემი დე­ი­დაშ­ვი­ლი, ბი­ძა­ჩე­მი და მისი ორი მე­გო­ბა­რი ცდი­ლობ­დნენ ერ­თმა­ნე­თი გა­და­ერ­ჩი­ნათ. ჩვე­ნებს არც ერთს არ ჰქო­ნია ია­რა­ღი, ერ­თმა­ნეთს აშ­ვე­ლებ­დნენ, უბ­რა­ლოდ. ბი­ძა­ჩემს ბევ­რი მძი­მე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნეს და­ნით, ის ახლა სიკ­ვდილს ებ­რძვის, ბი­ჭებს გა­და­ე­ფა­რა.

  • მე­გობ­რებს გა­და­ფა­რე­ბუ­ლი მი­შოს­თვის უკ­ნი­დან "შტი­რი" (წვრი­ლი და გრძე­ლი, ბას­რი სა­გა­ნი) გა­უყ­რი­ათ. ბი­ჭე­ბი რომ ყვი­როდ­ნენ, დაჭ­რი­ლე­ბი ვარ­თო, დაჭ­რილ­მა მი­შომ თა­ვი­სი ხე­ლით ჩას­ვა ისი­ნი მან­ქა­ნა­ში, არც უთ­ქვამს, რომ ისიც დაჭ­რი­ლი იყო და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­სულს გა­უ­ჩერ­და გული, იქ და­ლია სული. ბი­ძა­ჩემს სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი აქვს გულ­ში, ყელ­ში, ფილ­ტვიც და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი აქვს...

იმ ორ ბი­ჭ­საც ოპე­რა­ცია გა­უ­კეთ­და და ახლა პა­ლა­ტებ­ში არი­ან გა­დაყ­ვა­ნი­ლი, მათი მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია. ექი­მე­ბი ბი­ძა­ზე არც ფიქ­რობ­დნენ, რომ გა­დარ­ჩე­ბო­და. მიშო დე­ი­და­ჩე­მის ერ­თა­დერ­თი შვი­ლია. დე­ი­და ემიგ­რა­ცი­ა­ში იყო, 8 წლის უნა­ხა­ვი შვი­ლის სა­ნა­ხა­ვად მოფ­რი­ნავ­და, აე­რო­პორ­ტში უნდა დახ­ვედ­რო­და. გუ­შინ ჩა­მოფ­რინ­და, არ იცო­და შვი­ლის ამ­ბა­ვი, მო­ვა­ტყუ­ეთ, რომ რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში იყო. ისე­თი გამ­წა­რე­ბუ­ლია, მეტი არ შე­იძ­ლე­ბა...

ახლა დას­ტი­რის, ყვე­ლამ გა­ი­გოს, ერ­თა­დერ­თი შვი­ლი მო­მიკ­ლეს და მწა­რედ უნდა და­ი­სა­ჯონ მკვლე­ლე­ბიო. ამ ამ­ბავს დე­ი­დას გამო არ ვა­სა­ჯა­რო­ებ­დით. ის მიკ­ვირს, რომ თქვენს გარ­და რე­ა­გი­რე­ბა არა­ვის მო­უხ­დე­ნია და მიჩ­ნდე­ბა კი­თხვა - მკვლე­ლებს ვი­ღაც ხომ არ მფარ­ვე­ლობს? მკვლე­ლე­ბი არ ვიცი, ვინ არი­ან, ჭო­რის დო­ნე­ზე ამ­ბო­ბენ, რომ ნა­ხა­ლოვ­კე­ლე­ბი არი­ან.

შსს-დან რა ინ­ფორ­მა­ცი­აც მი­ვი­ღე, ყვე­ლა და­კა­ვე­ბუ­ლია, მკვლე­ლი გუ­შინ და­ა­კა­ვეს გორ­ში. მათ გვა­რებს არ გვე­უბ­ნე­ბი­ან... მიშო სწავ­ლობ­და, სპორ­ტი­თაც იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, პა­ტარ-პა­ტა­რა ბიზ­ნე­სე­ბიც ჰქონ­და, ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი, საქ­მი­ა­ნი და ინ­ტე­რე­სი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი იყო. მას მე­უღ­ლე და 2 მცი­რე­წლო­ვა­ნი გო­გო­ნა დარ­ჩა. მოგ­ვიკ­ლეს ბიჭი, რო­მე­ლიც ქველ­მოქ­მე­დე­ბის გარ­და არა­ფერს აკე­თებ­და. რა ვიცი, სა­ო­ცა­რი ბიჭი გა­მოგ­ვე­ცა­ლა ხე­ლი­დან“...

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მეგობრებს გადაფარებული მიშოსთვის უკნიდან "შტირი" გაუყრიათ... 8 წლის უნახავ დედას შვილი მოკლული დახვდა, მიშოს მეუღლე და 2 მცირეწლოვანი გოგონა დარჩა" - მკვლელობის დეტალები

"მეგობრებს გადაფარებული მიშოსთვის უკნიდან "შტირი" გაუყრიათ... 8 წლის უნახავ დედას შვილი მოკლული დახვდა, მიშოს მეუღლე და 2 მცირეწლოვანი გოგონა დარჩა" - მკვლელობის დეტალები

თბილისში 25 წლის მიშო ქავთარაძე მოკლეს. შემთხვევა ვარკეთილში მოხდა. ასევე დაჭრილია მოკლულის მამა და კიდევ ორი პირი. დანაშაულში ბრალდებული პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 2004 წელს დაბადებული დ.გ. ცხელ კვალზე დააკავეს.

  • შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ოთხ პირს დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ერთი პირი (მიშო ქავთარაძე) საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, ხოლო სამ პირს შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.

AMBEBI.GE მოკლული ახალგაზრდას დეიდაშვილს ანი ფაცაციას ესაუბრა:

"ჩათვალეთ, რომ მიშო ჩემი ძმაა... იქ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, უკანა ეზოში ვიღაც ბიჭები მოვიდნენ და მათთან შელაპარაკება მოხდა. ჩხუბის დროს ბიძაჩემი - ბესო ჩავიდა ეზოში ბიჭების მოსარიგებლად. ყველაფერი თითქოს გაირკვა, დალაგდა სიტუაცია, მაგრამ ის ბიჭები უკან დაბრუნებულან შეიარაღებულები და მიშოს და მის ძმაკაცებს თავს დასხმიან. ამ ბიჭებს მიშო არ იცნობდა, უბრალოდ, უბნელები ჰგონებია და შორიდან დაუძახიათ, ისინი აშარებიან, გაიარეო, და ამას მოჰყვა მთელი ამბავი. ერთ-ერთს, მანქანაში მჯდომს, რომელიც ამ ამბავს შეესწრო, დაუნახავს, რომ 4 ბიჭი ერთმანეთზე იყო გადაფარებული, ერთმანეთს იცავდნენ - ანუ ჩემი დეიდაშვილი, ბიძაჩემი და მისი ორი მეგობარი ცდილობდნენ ერთმანეთი გადაერჩინათ. ჩვენებს არც ერთს არ ჰქონია იარაღი, ერთმანეთს აშველებდნენ, უბრალოდ. ბიძაჩემს ბევრი მძიმე ჭრილობა მიაყენეს დანით, ის ახლა სიკვდილს ებრძვის, ბიჭებს გადაეფარა.

  • მეგობრებს გადაფარებული მიშოსთვის უკნიდან "შტირი" (წვრილი და გრძელი, ბასრი საგანი) გაუყრიათ. ბიჭები რომ ყვიროდნენ, დაჭრილები ვართო, დაჭრილმა მიშომ თავისი ხელით ჩასვა ისინი მანქანაში, არც უთქვამს, რომ ისიც დაჭრილი იყო და საავადმყოფოში მისულს გაუჩერდა გული, იქ დალია სული. ბიძაჩემს სასიკვდილო ჭრილობები აქვს გულში, ყელში, ფილტვიც დაზიანებული აქვს...

იმ ორ ბიჭსაც ოპერაცია გაუკეთდა და ახლა პალატებში არიან გადაყვანილი, მათი მდგომარეობა სტაბილურია. ექიმები ბიძაზე არც ფიქრობდნენ, რომ გადარჩებოდა. მიშო დეიდაჩემის ერთადერთი შვილია. დეიდა ემიგრაციაში იყო, 8 წლის უნახავი შვილის სანახავად მოფრინავდა, აეროპორტში უნდა დახვედროდა. გუშინ ჩამოფრინდა, არ იცოდა შვილის ამბავი, მოვატყუეთ, რომ რეანიმაციაში იყო. ისეთი გამწარებულია, მეტი არ შეიძლება...

ახლა დასტირის, ყველამ გაიგოს, ერთადერთი შვილი მომიკლეს და მწარედ უნდა დაისაჯონ მკვლელებიო. ამ ამბავს დეიდას გამო არ ვასაჯაროებდით. ის მიკვირს, რომ თქვენს გარდა რეაგირება არავის მოუხდენია და მიჩნდება კითხვა - მკვლელებს ვიღაც ხომ არ მფარველობს? მკვლელები არ ვიცი, ვინ არიან, ჭორის დონეზე ამბობენ, რომ ნახალოვკელები არიან.

შსს-დან რა ინფორმაციაც მივიღე, ყველა დაკავებულია, მკვლელი გუშინ დააკავეს გორში. მათ გვარებს არ გვეუბნებიან... მიშო სწავლობდა, სპორტითაც იყო დაკავებული, პატარ-პატარა ბიზნესებიც ჰქონდა, ძალიან აქტიური, საქმიანი და ინტერესიანი ადამიანი იყო. მას მეუღლე და 2 მცირეწლოვანი გოგონა დარჩა. მოგვიკლეს ბიჭი, რომელიც ქველმოქმედების გარდა არაფერს აკეთებდა. რა ვიცი, საოცარი ბიჭი გამოგვეცალა ხელიდან“...

წაიკითხეთ ასევე: