მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეტროში, მამაკაცმა მძინარე ქალს ცეცხლი წაუკიდა - საზარელი ტრაგედიის დეტალები: რას აცხადებს ნიუ-იორკის პოლიცია დაკავებულზე
მეტროში, მამაკაცმა მძინარე ქალს ცეცხლი წაუკიდა - საზარელი ტრაგედიის დეტალები: რას აცხადებს ნიუ-იორკის პოლიცია დაკავებულზე

ნიუ-იორ­კის პო­ლი­ცი­ამ და­ა­კა­ვა მა­მა­კა­ცი, რო­მელ­მაც მათი თქმით, ქა­ლა­ქის მეტ­როს ვა­გონ­ში მყოფ ქალს ცე­ცხლი წა­უ­კი­და. შე­დე­გად ქალი გარ­და­იც­ვა­ლა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა 22 დე­კემ­ბერს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე სა­ზა­რე­ლი შემ­თხვე­ვის დე­ტა­ლებ­ზე ისა­უბ­რეს.

  • მათი თქმით, ქალი, რომ­ლის ვი­ნა­ო­ბა არ სა­ხელ­დე­ბა, ბრუკ­ლინ­ში, Coney Island-Stillwell Avenue მეტ­რო­სად­გუ­რის ერთ-ერთ სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლად მდგომ ვა­გონ­ში, დი­ლის 7:30 სა­ათ­ზე (1230 GMT) გა­უნ­ძრევ­ლად იჯდა. უც­ნო­ბი მა­მა­კა­ცი მას მშვი­დად მი­უ­ახ­ლოვ­და და სან­თე­ბე­ლას გა­მო­ყე­ნე­ბით, ტან­საც­მელს ცე­ცხლი წა­უ­კი­და.

ცე­ცხლი ქალს რამ­დე­ნი­მე წამ­ში მთლი­ა­ნად მო­ე­დო. ნიუ-იორ­კის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი თქმით, მა­ნამ­დე ორ ადა­მი­ანს შო­რის არა­ნა­ი­რი ურ­თი­ერთქმე­დე­ბა არ ყო­ფი­ლა, რის გა­მოც დიდი ალ­ბა­თო­ბით ისი­ნი ერ­თმა­ნეთს არ იც­ნობ­დნენ.

კვამ­ლი და სუნი იგ­რძნეს სად­გურ­ზე მყოფ­მა პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა. მათ ხან­ძარ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი გა­მო­ი­ყე­ნეს და სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა გა­მო­ი­ძა­ხეს, თუმ­ცა ქალი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა.

  • ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცელ­და სა­ზა­რე­ლი შემ­თხვე­ვის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო, სა­დაც ჩანს, რომ სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვე დამ­წვა­რი ქა­ლის­გან რამ­დე­ნი­მე ნა­ბი­ჯის მო­შო­რე­ბით, სკამ­ზე მშვი­დად ზის.

თავ­და­პირ­ვე­ლად ოფიც­რებ­მა მას­ზე ეჭვი ვერ აი­ღეს, თუმ­ცა გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად, მოგ­ვი­ა­ნე­ბით მისი და­კა­ვე­ბა მოხ­და.

ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლის ვი­ნა­ო­ბა სა­ჯა­როდ არ არის ცნო­ბი­ლი. პო­ლი­ცი­ის გან­ცხა­დე­ბით, ისი­ნი ჯერ კი­დევ იძი­ე­ბენ მსხვერ­პლის ვი­ნა­ო­ბას და თავ­დას­ხმის მი­ზეზს.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
ავტორი:

მეტროში, მამაკაცმა მძინარე ქალს ცეცხლი წაუკიდა - საზარელი ტრაგედიის დეტალები: რას აცხადებს ნიუ-იორკის პოლიცია დაკავებულზე

მეტროში, მამაკაცმა მძინარე ქალს ცეცხლი წაუკიდა - საზარელი ტრაგედიის დეტალები: რას აცხადებს ნიუ-იორკის პოლიცია დაკავებულზე

ნიუ-იორკის პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც მათი თქმით, ქალაქის მეტროს ვაგონში მყოფ ქალს ცეცხლი წაუკიდა. შედეგად ქალი გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა 22 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე საზარელი შემთხვევის დეტალებზე ისაუბრეს.

  • მათი თქმით, ქალი, რომლის ვინაობა არ სახელდება, ბრუკლინში, Coney Island-Stillwell Avenue მეტროსადგურის ერთ-ერთ სტაციონარულად მდგომ ვაგონში, დილის 7:30 საათზე (1230 GMT) გაუნძრევლად იჯდა. უცნობი მამაკაცი მას მშვიდად მიუახლოვდა და სანთებელას გამოყენებით, ტანსაცმელს ცეცხლი წაუკიდა.

ცეცხლი ქალს რამდენიმე წამში მთლიანად მოედო. ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტი თქმით, მანამდე ორ ადამიანს შორის არანაირი ურთიერთქმედება არ ყოფილა, რის გამოც დიდი ალბათობით ისინი ერთმანეთს არ იცნობდნენ.

კვამლი და სუნი იგრძნეს სადგურზე მყოფმა პოლიციელებმა. მათ ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებები გამოიყენეს და სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს, თუმცა ქალი ადგილზე დაიღუპა.

  • ინტერნეტში გავრცელდა საზარელი შემთხვევის ამსახველი ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სავარაუდო დამნაშავე დამწვარი ქალისგან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით, სკამზე მშვიდად ზის.

თავდაპირველად ოფიცრებმა მასზე ეჭვი ვერ აიღეს, თუმცა გამოძიების შედეგად, მოგვიანებით მისი დაკავება მოხდა.

ეჭვმიტანილის ვინაობა საჯაროდ არ არის ცნობილი. პოლიციის განცხადებით, ისინი ჯერ კიდევ იძიებენ მსხვერპლის ვინაობას და თავდასხმის მიზეზს.

წყარო

იხილეთ ასევე: