მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“იმედია ეს პოსტი მალე წაიშლება! შეცდომაა ამის დაწერა ახლა...“ - მიხეილ სააკაშვილი კრიტიკის ობიექტი გახდა: რას წერს ექსპრეზიდენტი გუშინდელი აქციის შესახებ
“იმედია ეს პოსტი მალე წაიშლება! შეცდომაა ამის დაწერა ახლა...“ - მიხეილ სააკაშვილი კრიტიკის ობიექტი გახდა: რას წერს ექსპრეზიდენტი გუშინდელი აქციის შესახებ

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი გახ­და.

მის მიერ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რილ პოსტს სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და სხვა ცნო­ბა­დი სა­ხე­ე­ბის მხრი­დან უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მოჰ­ყვა.

“შეც­დო­მაა ამ­დე­ნი ხალ­ხის ჩა­მოყ­ვა­ნა და გა­მარ­ჯვე­ბის გა­რე­შე უკან გაშ­ვე­ბა,“ - წერ­და სა­ა­კაშ­ვი­ლი “ფე­ის­ბუ­ქის“ ოფი­ცი­ა­ლურ ან­გა­რიშ­ზე.

  • თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით სტა­ტუ­სი ჩა­ას­წო­რა და გან­მარ­ტა, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში სხვა რა­მეს გუ­ლის­ხმობ­და:

“შეც­დო­მაა ამ­დე­ნი ხალ­ხის გა­მოს­ვლა და გა­მარ­ჯვე­ბის გა­რე­შე უკან გაშ­ვე­ბა.

პ.ს. სამ­წუ­ხა­როდ, ჩემი სი­ტყვი­ე­რი და­ნა­ბა­რე­ბის არას­წო­რად და­პოსტვა მოხ­და და შე­სა­ბა­მი­სად ჩემ­მა ამ პოსტმა გა­მო­იწ­ვია დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი რე­აქ­ცია.

რა თქმა უნდა, ხალ­ხი სა­კუ­თა­რი ნე­ბით გა­მო­დის და აპ­რო­ტეს­ტებს. ჩემი მი­ზა­ნი იყო, ხაზი გა­მეს­ვა შთამ­ბეჭ­და­ვი მსვლე­ლო­ბი­სათ­ვის და ხელ­შე­სა­ხე­ბი შე­დე­გე­ბის დად­გო­მის აუ­ცი­ლებ­ლო­ბი­სათ­ვის,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მე­ლიც გუ­შინ, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე გა­მარ­თულ მას­შტა­ბურ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას ეხე­ბა.

აქ­ცი­ა­ზე შეკ­რე­ბი­ლებ­მა პრო­ტეს­ტი ხო­რუ­მის ცეკ­ვით გა­მო­ხა­ტეს, რა­მაც საკ­მა­ოდ ეფექ­ტუ­რი და ამა­ღელ­ვე­ბე­ლი სა­ნა­ხა­ო­ბა შექ­მნა.

  • რო­გორ ეხ­მა­უ­რე­ბი­ან სა­ა­კაშ­ვი­ლის პოსტს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში?

აღ­ნიშ­ნუ­ლი პოს­ტი უმე­ტეს­მა ნა­წილ­მა გაკ­რი­ტი­კა. ნა­წილ­მა კი და­წე­რა, რომ რად­გან “ფე­ის­ბუ­ქის“ ან­გა­რიშს უშუ­ა­ლოდ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი არ აკონ­ტრო­ლებს, შე­საძ­ლოა გა­ურ­კვევ­ლო­ბას ჰქონ­და ად­გი­ლი.

“შეც­დო­მაა ამის და­წე­რა ახლა - ორი შეც­დო­მაა შიგ­ნით - ხალ­ხის ჩა­მოყ­ვა­ნა­ზე და გა­მარ­ჯვე­ბა რომ არ იყო გუ­შინ. ახლა ისეთ ვი­თა­რე­ბა­ში ხარ, რომ შეც­დო­მა­ზე მი­თი­თე­ბაც უხერ­ხუ­ლია, მეს­მის, მაგ­რამ სი­მარ­თლე ესაა, მიშა“, - წერს მიშა მშვილ­და­ძე კო­მენ­ტა­რებ­ში.

  • "ერ­თი­ა­ნო­ბა - ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლის იგორ ნარ­მა­ნი­ას თქმით, “თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში ყო­ველ­დღი­უ­რი მსვლე­ლო­ბე­ბი, აქ­ცი­ე­ბი, არის სრუ­ლად თვი­თორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი“.

“რე­გი­ო­ნებ­ში ცალ­კე მსვლე­ლო­ბე­ბი იმარ­თე­ბა.

ეს პრო­ცე­სი სრუ­ლი­ად უმარ­თა­ვი, თვი­თორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლია და აუ­ცი­ლებ­ლად დას­რულ­დე­ბა გა­მარ­ჯვე­ბით,“ - წერს იგორ ნარ­მა­ნია.

  • “იმე­დია ეს პოს­ტი მალე წა­იშ­ლე­ბა“ - სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია ტე­ლე­წამ­ყვან­მა ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ან­მაც და­ა­ფიქ­სი­რა.

  • “კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის“ ერთ-ერთი ლი­დე­რი, ნიკა მე­ლია:

“ვინც ამ პრო­ცესს ვერ გრძნობს, ვერ ხვდე­ბა რა ხდე­ბა, ვე­რა­ფერს მა­ტებს, ჯო­ბია გა­ჩუმ­დეს და არც არა­ფე­რი მო­აკ­ლოს.

ეჭ­ვი­ა­ნო­ბაა ამ პოს­ტის სა­ფუძ­ვე­ლი, დრო­ი­სა და კონ­ტექ­სტის ვერ აღ­ქმა. უბ­რა­ლოდ კარ­გია, რომ არა­ვის აინ­ტე­რე­სებს და ვერც პრო­ცესს და­ა­ზი­ა­ნებს,“ - აღ­ნიშ­ნავს ნიკა მე­ლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

“იმედია ეს პოსტი მალე წაიშლება! შეცდომაა ამის დაწერა ახლა...“ - მიხეილ სააკაშვილი კრიტიკის ობიექტი გახდა: რას წერს ექსპრეზიდენტი გუშინდელი აქციის შესახებ

“იმედია ეს პოსტი მალე წაიშლება! შეცდომაა ამის დაწერა ახლა...“ - მიხეილ სააკაშვილი კრიტიკის ობიექტი გახდა: რას წერს ექსპრეზიდენტი გუშინდელი აქციის შესახებ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, კრიტიკის ობიექტი გახდა.

მის მიერ, სოციალურ ქსელში დაწერილ პოსტს საზოგადოებისა და სხვა ცნობადი სახეების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.

“შეცდომაა ამდენი ხალხის ჩამოყვანა და გამარჯვების გარეშე უკან გაშვება,“ - წერდა სააკაშვილი “ფეისბუქის“ ოფიციალურ ანგარიშზე.

  • თუმცა მოგვიანებით სტატუსი ჩაასწორა და განმარტა, რომ სინამდვილეში სხვა რამეს გულისხმობდა:

“შეცდომაა ამდენი ხალხის გამოსვლა და გამარჯვების გარეშე უკან გაშვება.

პ.ს. სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად დაპოსტვა მოხდა და შესაბამისად ჩემმა ამ პოსტმა გამოიწვია დამსახურებული რეაქცია.

რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს. ჩემი მიზანი იყო, ხაზი გამესვა შთამბეჭდავი მსვლელობისათვის და ხელშესახები შედეგების დადგომის აუცილებლობისათვის,“ - აღნიშნულია ყოფილი პრეზიდენტის განცხადებაში, რომელიც გუშინ, რუსთაველის გამზირზე გამართულ მასშტაბურ საპროტესტო აქციას ეხება.

აქციაზე შეკრებილებმა პროტესტი ხორუმის ცეკვით გამოხატეს, რამაც საკმაოდ ეფექტური და ამაღელვებელი სანახაობა შექმნა.

  • როგორ ეხმაურებიან სააკაშვილის პოსტს სოციალურ ქსელში?

აღნიშნული პოსტი უმეტესმა ნაწილმა გაკრიტიკა. ნაწილმა კი დაწერა, რომ რადგან “ფეისბუქის“ ანგარიშს უშუალოდ მიხეილ სააკაშვილი არ აკონტროლებს, შესაძლოა გაურკვევლობას ჰქონდა ადგილი.

“შეცდომაა ამის დაწერა ახლა - ორი შეცდომაა შიგნით - ხალხის ჩამოყვანაზე და გამარჯვება რომ არ იყო გუშინ. ახლა ისეთ ვითარებაში ხარ, რომ შეცდომაზე მითითებაც უხერხულია, მესმის, მაგრამ სიმართლე ესაა, მიშა“, - წერს მიშა მშვილდაძე კომენტარებში.

  • "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილის იგორ ნარმანიას თქმით, “თბილისის ქუჩებში ყოველდღიური მსვლელობები, აქციები, არის სრულად თვითორგანიზებული“.

“რეგიონებში ცალკე მსვლელობები იმართება.

ეს პროცესი სრულიად უმართავი, თვითორგანიზებულია და აუცილებლად დასრულდება გამარჯვებით,“ - წერს იგორ ნარმანია.

  • “იმედია ეს პოსტი მალე წაიშლება“ - საკუთარი პოზიცია ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმაც დააფიქსირა.

  • “კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია:

“ვინც ამ პროცესს ვერ გრძნობს, ვერ ხვდება რა ხდება, ვერაფერს მატებს, ჯობია გაჩუმდეს და არც არაფერი მოაკლოს.

ეჭვიანობაა ამ პოსტის საფუძველი, დროისა და კონტექსტის ვერ აღქმა. უბრალოდ კარგია, რომ არავის აინტერესებს და ვერც პროცესს დააზიანებს,“ - აღნიშნავს ნიკა მელია.