პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სავსეა სოცმედია გერმანიაში მცხოვრები ემიგრანტების მიმართ ზიზღით... მაგდებურგის სკოლებში დიდ დაპირისპირებას ვარაუდობენ" - რას ჰყვება მაგდებურგში მცხოვრები ქართველი უმძიმეს ღამეზე
"სავსეა სოცმედია გერმანიაში მცხოვრები ემიგრანტების მიმართ ზიზღით... მაგდებურგის სკოლებში დიდ დაპირისპირებას ვარაუდობენ" - რას ჰყვება მაგდებურგში მცხოვრები ქართველი უმძიმეს ღამეზე

გუ­შინ, გერ­მა­ნი­ა­ში სა­შო­ბაო ბაზ­რო­ბა­ზე ტრა­გე­დია მოხ­და. BMW-ს ფირ­მის ავ­ტო­მან­ქა­ნა ხალ­ხის მა­სა­ში შე­იჭ­რა, შე­დე­გად ხუთი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და 200-მდე და­შავ­და. ინ­ცი­დენ­ტი ქა­ლაქ მაგ­დე­ბურ­გში მოხ­და, სა­დაც მძღო­ლი პო­ლი­ცი­ამ ად­გილ­ზე და­ა­კა­ვა.

  • მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით პო­ლი­ცია აცხა­დებს, რომ ეს შე­საძ­ლოა გან­ზრახ ქმე­დე­ბა იყოს. ად­გილ­ზე მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბაა, ქა­ლაქ­ში ჩა­ვიდ­ნენ გერ­მა­ნი­ის კან­ცლე­რი ოლაფ შოლ­ცი და შს მი­ნის­ტრი ნენ­სი ფე­ზე­რი.

შემ­თხვე­ვის სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვე, 50 წლის ტა­ლებ ალ-აბ­დულ­მოჰ­სე­ნი, ფსი­ქი­ატ­რია სა­უ­დის არა­ბე­თი­დან. ის 2006 წლი­დან გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რობ­და. მისი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი სავ­სეა გერ­მა­ნი­ის პო­ლი­ტი­კის კრი­ტი­კით. ის AfD (Alternative für Deutschland) გერ­მა­ნი­ის პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის მხარ­დამ­ჭე­რია. პარ­ტია 2013 წელს და­არ­სდა და თავ­და­პირ­ვე­ლად მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტი ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ევ­რო­ზო­ნის კრი­ტი­კა­ზე ჰქონ­და. თუმ­ცა, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პარ­ტი­ის იდე­ო­ლო­გია გა­და­ერ­თო მიგ­რა­ცი­ი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ზე.

AfD ცნო­ბი­ლია თა­ვი­სი მკაც­რი იმიგ­რა­ცი­უ­ლი პო­ლი­ტი­კით, ის­ლა­მის კრი­ტი­კით და ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის მი­მართ სკეპ­ტი­ციზ­მით. პარ­ტია ხში­რად აკ­რი­ტი­კე­ბენ ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე და პო­პუ­ლის­ტურ შე­ხე­დუ­ლე­ბებ­თან ასო­ცი­რე­ბის გამო. მისი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ძი­რი­თა­დად კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის, გერ­მა­ნუ­ლი იდენ­ტო­ბის დაც­ვის და ევ­როს­კეპ­ტი­ციზ­მის გამო მხარს უჭე­რენ.

AfD გერ­მა­ნი­ა­ში სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში მე­სა­მე ყვე­ლა­ზე დიდი ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლაა და აქვს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა რო­გორც ბუნ­დეს­ტაგ­ში (პარ­ლა­მენ­ტში), ასე­ვე რე­გი­ო­ნულ პარ­ლა­მენ­ტებ­ში.

  • ქე­თე­ვან ასა­თი­ა­ნი-ჰერ­მან 13 წე­ლია, რაც გერ­მა­ნი­ის ქა­ლაქ მაგ­დე­ბურ­გში ცხოვ­რობს. იმ დღეს ოჯახ­თან ერ­თად სა­შო­ბაო ბაზ­რო­ბა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი მომ­ხდა­რი­დან 20 წუ­თით ადრე და­ტო­ვა. სახ­ლში მი­სულ­მა ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­ი­გო ტრა­გე­დი­ის შე­სა­ხებ

- 13 წე­ლია, მაგ­დე­ბურ­გში ვცხოვ­რობ, ქმარ-შვილ­თან ერ­თად. აქ ჩა­ვა­ბა­რე მა­გის­ტრა­ტუ­რა­ზე და დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, ამა­ვე ქა­ლაქ­ში დავ­რჩით სა­ცხოვ­რებ­ლად. ყო­ვე­ლი წლის, ნო­ემ­ბრის ბო­ლოს, მაგ­დე­ბურ­გში იხ­სნე­ბა სა­შო­ბაო ბაზ­რო­ბა, რა­საც თით­ქმის მთე­ლი წელი ელო­დე­ბა ხალ­ხი.

გერ­მა­ნე­ლე­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დატ­ვირ­თვა აქვს შო­ბის დღე­სას­წა­ულს და წი­ნა­სა­შო­ბაო მზა­დე­ბას. “ჯა­დოს­ნურ დე­კემ­ბერს” ყვე­ლა მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დე­ბით ხოლ­მე. სა­შო­ბაო ბაზ­რო­ბა, რო­მე­ლიც, და­ახ­ლო­ე­ბით, 1 თვის მან­ძილ­ზე გრძელ­დე­ბა, ყო­ველ­თვის სავ­სეა ხალ­ხით, მით უმე­ტეს - ბავ­შვე­ბით. გუ­შინ ჩვენ­თან არ­და­დე­გე­ბი, ბევ­რის­თვის კი - შვე­ბუ­ლე­ბის პე­რი­ო­დი და­ი­წყო. ჩვენც გა­ვე­დით სა­სე­ირ­ნოდ. რო­გორც კი სახ­ლში მო­ვე­დით და ტე­ლე­ვი­ზო­რი ჩავ­რთე, ეს შემ­ზა­რა­ვი ამ­ბა­ვი შე­ვი­ტყვე, 20 წუ­თით ავ­ცდი ამ ტრა­გე­დი­ას.

- ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნია და­შა­ვე­ბუ­ლი?

- ერთი სა­ა­თის წინ გა­მოქ­ვეყ­ნდა გა­ნახ­ლე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი და 200-მდე ადა­მი­ა­ნია და­შა­ვე­ბუ­ლი, 5 - გარ­დაც­ვლი­ლი, მათ შო­რის, ერთი პა­ტა­რა ბავ­შვია. გა­ირ­კვა, რომ დამ­ნა­შა­ვე 2006 წლი­დან გერ­მა­ნი­ა­ში მცხოვ­რე­ბი, 50 წლის კა­ცია, სა­უ­დის არა­ბე­თი­დან. ის მაგ­დე­ბურ­გის ერთ-ერთ მთა­ვარ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მუ­შა­ობ­და, ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის ექი­მად.

უც­ნა­უ­რი ის არის, რომ ის ან­ტი­ის­ლა­მურ კამ­პა­ნი­ა­ში აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი და პარ­ტია AfD-ს აქ­ტი­უ­რი მხარ­დამ­ჭე­რია. ამავდრო­უ­ლად, ემიგ­რან­ტებს, ძა­ლი­ან ეხ­მა­რე­ბო­და. გარ­და იმი­სა, რომ ასე­თი შემ­ზა­რა­ვი ტრა­გე­დია მოხ­და, პო­ლი­ტი­კუ­რა­დაც, დიდი დატ­ვირ­თვა აქვს ამ ფაქტს. ისე­დაც, ბოლო დროს, გერ­მა­ნი­ა­ში ემიგ­რან­ტე­ბის მი­მართ გაღ­ვი­ვე­ბუ­ლი ღია აგ­რე­სი­ის ფონ­ზე, ასე­თი რამ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ, პარ­ტია AfD-ს წის­ქვილ­ზე ას­ხამს წყალს.

სავ­სეა, სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დია გერ­მა­ნი­ა­ში მცხოვ­რე­ბი ემიგ­რან­ტე­ბის მი­მართ ზი­ზღით. ადრე თუ არა­ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი, შე­უმ­დგა­რი ემიგ­რან­ტე­ბი ჩა­დი­ოდ­ნენ და­ნა­შა­ულს, ახლა, წარ­მა­ტე­ბულ­მა ემიგ­რან­ტმა ჩა­ი­დი­ნა. თან 2014-ში, ლტოლ­ვი­ლე­ბის ნა­კად­თან ერ­თად კი არა, ძა­ლი­ან დიდი ხნის წინა ჩა­მო­სუ­ლი.

ეს გერ­მა­ნი­ა­ში მცხოვ­რე­ბი ნე­ბის­მი­ე­რი უცხო­ე­ლის მი­მართ, ზი­ზღს შე­უ­წყობს ხელს და ეს ტენ­დენ­ცია, ამ ამ­ბი­დან, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გას­ვლის შემ­დე­გაც კი საგ­რძნო­ბია, სამ­წუ­ხა­როდ.

- ახლა რა მდგო­მა­რე­ო­ბაა ქა­ლაქ­ში, პა­ნი­კა თუ იგ­რძნო­ბა?

- პა­ნი­კა არის, კი. ყვე­ლას ეში­ნია, სახ­ლი­დან გას­ვლის, თუმ­ცა გაფრ­თხი­ლე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ ყო­ფი­ლა. დღეს ოლაფ შოლ­ცი ჩა­მო­ვი­და, რომ­ლის მი­მარ­თაც, ასე­ვე გამ­ძაფ­რდა ზი­ზღი და და­ნა­შა­უ­ლის თა­ნა­მო­ნა­წი­ლედ მო­ი­აზ­რე­ბენ.

- რო­გო­რი ქა­ლა­ქია მაგ­დე­ბურ­გი, ადრე თუ ყო­ფი­ლა მსგავ­სი შემ­თხვე­ვა?

- უმ­შვი­დე­სი ქა­ლა­ქია და მსგავს რა­მეს, აქ, არა­ვინ ელო­და. ზუს­ტად 8 წლის წინ, 19 დე­კემ­ბერს, მსგავ­სი შემ­თხვე­ვა მოხ­და ბერ­ლინ­ში. იქ მეტი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა და მა­შინ­დე­ლი ბექგ­რა­უნ­დი, ის­ლა­მის­ტუ­რი იყო. ზუს­ტად 8 წლის შემ­დეგ, იმა­ვეს გან­მე­ო­რე­ბა, ოღონდ ამ­ჯე­რად კა­ცის­გან, რო­მე­ლიც გერ­მა­ნი­ის ის­ლა­მი­ზი­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძო­და, ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რია და ბევრ კი­თხვას ბა­დებს.

ხალ­ხი, ძა­ლი­ა­ნაა შე­ში­ნე­ბუ­ლი და ჩემი შვი­ლე­ბის კლა­სე­ლე­ბის მშობ­ლე­ბიც იმას ფიქ­რო­ბენ, რო­გორ მი­ვა­წო­დოთ ეს ამ­ბა­ვი ბავ­შვებს ისე, რომ ზი­ზღი და შიში, უა­რე­სად არ გაღ­ვივ­დეს, მით უმე­ტეს - ბავ­შვებ­ში. უამ­რა­ვი ემიგ­რან­ტი ბავ­შვია მაგ­დე­ბურ­გის სკო­ლებ­ში და დიდ და­პი­რის­პი­რე­ბას ვა­რა­უ­დო­ბენ, არამ­ხო­ლოდ ზრდას­რუ­ლებ­თან, არა­მედ გერ­მა­ნელ და არა­გერ­მა­ნელ ბავ­შვებს შო­რის.

AfD, ორ­შა­ბათს, დიდ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას გეგ­მავს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მათ­მა მხარ­დამ­ჭერ­მა ჩა­ი­დი­ნა ეს. ემიგ­რან­ტე­ბის­გან გერ­მა­ნე­ლე­ბის “დაც­ვას”, უფრო აქ­ტი­უ­რად აპი­რე­ბენ. თან, თე­ბერ­ვალ­ში არ­ჩევ­ნე­ბია და ვინც მათ არ უჭერ­და მხარს, ამ ამ­ბის მერე, ისი­ნიც მათ მხა­რეს გა­და­ვიდ­ნენ.

წელს მაგ­დე­ბურ­გის ინ­ტეგ­რა­ცი­ი­სა და მიგ­რა­ცი­ის საბ­ჭოს წევ­რად ამირ­ჩი­ეს და ეს ფონი ძა­ლი­ან გა­არ­თუ­ლებს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში წარ­მა­ტე­ბა­საც, მიგ­რან­ტე­ბის ინ­ტეგ­რა­ცი­ის ხელ­შე­წყო­ბას­თან მი­მარ­თე­ბა­ში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"სავსეა სოცმედია გერმანიაში მცხოვრები ემიგრანტების მიმართ ზიზღით... მაგდებურგის სკოლებში დიდ დაპირისპირებას ვარაუდობენ" - რას ჰყვება მაგდებურგში მცხოვრები ქართველი უმძიმეს ღამეზე

"სავსეა სოცმედია გერმანიაში მცხოვრები ემიგრანტების მიმართ ზიზღით... მაგდებურგის სკოლებში დიდ დაპირისპირებას ვარაუდობენ" - რას ჰყვება მაგდებურგში მცხოვრები ქართველი უმძიმეს ღამეზე

გუშინ, გერმანიაში საშობაო ბაზრობაზე ტრაგედია მოხდა. BMW-ს ფირმის ავტომანქანა ხალხის მასაში შეიჭრა, შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და 200-მდე დაშავდა. ინციდენტი ქალაქ მაგდებურგში მოხდა, სადაც მძღოლი პოლიციამ ადგილზე დააკავა.

  • მომხდართან დაკავშირებით პოლიცია აცხადებს, რომ ეს შესაძლოა განზრახ ქმედება იყოს. ადგილზე მძიმე მდგომარეობაა, ქალაქში ჩავიდნენ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და შს მინისტრი ნენსი ფეზერი.

შემთხვევის სავარაუდო დამნაშავე, 50 წლის ტალებ ალ-აბდულმოჰსენი, ფსიქიატრია საუდის არაბეთიდან. ის 2006 წლიდან გერმანიაში ცხოვრობდა. მისი სოციალური ქსელი სავსეა გერმანიის პოლიტიკის კრიტიკით. ის AfD (Alternative für Deutschland) გერმანიის პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერია. პარტია 2013 წელს დაარსდა და თავდაპირველად მთავარი აქცენტი ევროკავშირისა და ევროზონის კრიტიკაზე ჰქონდა. თუმცა, წლების განმავლობაში პარტიის იდეოლოგია გადაერთო მიგრაციისა და უსაფრთხოების საკითხებზე.

AfD ცნობილია თავისი მკაცრი იმიგრაციული პოლიტიკით, ისლამის კრიტიკით და ევროპული ინტეგრაციის მიმართ სკეპტიციზმით. პარტია ხშირად აკრიტიკებენ ულტრამემარჯვენე და პოპულისტურ შეხედულებებთან ასოცირების გამო. მისი მხარდამჭერები ძირითადად კონსერვატიული ღირებულებების, გერმანული იდენტობის დაცვის და ევროსკეპტიციზმის გამო მხარს უჭერენ.

AfD გერმანიაში საკანონმდებლო ორგანოში მესამე ყველაზე დიდი ოპოზიციური ძალაა და აქვს წარმომადგენლობა როგორც ბუნდესტაგში (პარლამენტში), ასევე რეგიონულ პარლამენტებში.

  • ქეთევან ასათიანი-ჰერმან 13 წელია, რაც გერმანიის ქალაქ მაგდებურგში ცხოვრობს. იმ დღეს ოჯახთან ერთად საშობაო ბაზრობაზე იმყოფებოდა და შემთხვევის ადგილი მომხდარიდან 20 წუთით ადრე დატოვა. სახლში მისულმა ტელევიზიით გაიგო ტრაგედიის შესახებ

- 13 წელია, მაგდებურგში ვცხოვრობ, ქმარ-შვილთან ერთად. აქ ჩავაბარე მაგისტრატურაზე და დამთავრების შემდეგ, ამავე ქალაქში დავრჩით საცხოვრებლად. ყოველი წლის, ნოემბრის ბოლოს, მაგდებურგში იხსნება საშობაო ბაზრობა, რასაც თითქმის მთელი წელი ელოდება ხალხი.

გერმანელებისთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს შობის დღესასწაულს და წინასაშობაო მზადებას. “ჯადოსნურ დეკემბერს” ყველა მოუთმენლად ველოდებით ხოლმე. საშობაო ბაზრობა, რომელიც, დაახლოებით, 1 თვის მანძილზე გრძელდება, ყოველთვის სავსეა ხალხით, მით უმეტეს - ბავშვებით. გუშინ ჩვენთან არდადეგები, ბევრისთვის კი - შვებულების პერიოდი დაიწყო. ჩვენც გავედით სასეირნოდ. როგორც კი სახლში მოვედით და ტელევიზორი ჩავრთე, ეს შემზარავი ამბავი შევიტყვე, 20 წუთით ავცდი ამ ტრაგედიას.

- ბოლო ინფორმაციით, რამდენი ადამიანია დაშავებული?

- ერთი საათის წინ გამოქვეყნდა განახლებული მონაცემები და 200-მდე ადამიანია დაშავებული, 5 - გარდაცვლილი, მათ შორის, ერთი პატარა ბავშვია. გაირკვა, რომ დამნაშავე 2006 წლიდან გერმანიაში მცხოვრები, 50 წლის კაცია, საუდის არაბეთიდან. ის მაგდებურგის ერთ-ერთ მთავარ საავადმყოფოში მუშაობდა, ფსიქიატრიული განყოფილების ექიმად.

უცნაური ის არის, რომ ის ანტიისლამურ კამპანიაში აქტიურად იყო ჩართული და პარტია AfD-ს აქტიური მხარდამჭერია. ამავდროულად, ემიგრანტებს, ძალიან ეხმარებოდა. გარდა იმისა, რომ ასეთი შემზარავი ტრაგედია მოხდა, პოლიტიკურადაც, დიდი დატვირთვა აქვს ამ ფაქტს. ისედაც, ბოლო დროს, გერმანიაში ემიგრანტების მიმართ გაღვივებული ღია აგრესიის ფონზე, ასეთი რამ წინასაარჩევნოდ, პარტია AfD-ს წისქვილზე ასხამს წყალს.

სავსეა, სოციალური მედია გერმანიაში მცხოვრები ემიგრანტების მიმართ ზიზღით. ადრე თუ არაინტეგრირებული, შეუმდგარი ემიგრანტები ჩადიოდნენ დანაშაულს, ახლა, წარმატებულმა ემიგრანტმა ჩაიდინა. თან 2014-ში, ლტოლვილების ნაკადთან ერთად კი არა, ძალიან დიდი ხნის წინა ჩამოსული.

ეს გერმანიაში მცხოვრები ნებისმიერი უცხოელის მიმართ, ზიზღს შეუწყობს ხელს და ეს ტენდენცია, ამ ამბიდან, რამდენიმე საათის გასვლის შემდეგაც კი საგრძნობია, სამწუხაროდ.

- ახლა რა მდგომარეობაა ქალაქში, პანიკა თუ იგრძნობა?

- პანიკა არის, კი. ყველას ეშინია, სახლიდან გასვლის, თუმცა გაფრთხილება ოფიციალურად არ ყოფილა. დღეს ოლაფ შოლცი ჩამოვიდა, რომლის მიმართაც, ასევე გამძაფრდა ზიზღი და დანაშაულის თანამონაწილედ მოიაზრებენ.

- როგორი ქალაქია მაგდებურგი, ადრე თუ ყოფილა მსგავსი შემთხვევა?

- უმშვიდესი ქალაქია და მსგავს რამეს, აქ, არავინ ელოდა. ზუსტად 8 წლის წინ, 19 დეკემბერს, მსგავსი შემთხვევა მოხდა ბერლინში. იქ მეტი ადამიანი გარდაიცვალა და მაშინდელი ბექგრაუნდი, ისლამისტური იყო. ზუსტად 8 წლის შემდეგ, იმავეს განმეორება, ოღონდ ამჯერად კაცისგან, რომელიც გერმანიის ისლამიზირების წინააღმდეგ იბრძოდა, ძალიან უცნაურია და ბევრ კითხვას ბადებს.

ხალხი, ძალიანაა შეშინებული და ჩემი შვილების კლასელების მშობლებიც იმას ფიქრობენ, როგორ მივაწოდოთ ეს ამბავი ბავშვებს ისე, რომ ზიზღი და შიში, უარესად არ გაღვივდეს, მით უმეტეს - ბავშვებში. უამრავი ემიგრანტი ბავშვია მაგდებურგის სკოლებში და დიდ დაპირისპირებას ვარაუდობენ, არამხოლოდ ზრდასრულებთან, არამედ გერმანელ და არაგერმანელ ბავშვებს შორის.

AfD, ორშაბათს, დიდ საპროტესტო აქციას გეგმავს, მიუხედავად იმისა, რომ მათმა მხარდამჭერმა ჩაიდინა ეს. ემიგრანტებისგან გერმანელების “დაცვას”, უფრო აქტიურად აპირებენ. თან, თებერვალში არჩევნებია და ვინც მათ არ უჭერდა მხარს, ამ ამბის მერე, ისინიც მათ მხარეს გადავიდნენ.

წელს მაგდებურგის ინტეგრაციისა და მიგრაციის საბჭოს წევრად ამირჩიეს და ეს ფონი ძალიან გაართულებს საქმიანობაში წარმატებასაც, მიგრანტების ინტეგრაციის ხელშეწყობასთან მიმართებაში