სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი შვილი დიდი ხანია რუსთაველზე ცხოვრობს... 2 დღის წინ საკმაოდ რთული გადაწყვეტილება მივიღე, თუმცა ჩემს თავთან მართალი ვარ" - ვერიკო ტურაშვილი პროტესტზე
"ჩემი შვილი დიდი ხანია რუსთაველზე ცხოვრობს... 2 დღის წინ საკმაოდ რთული გადაწყვეტილება მივიღე, თუმცა ჩემს თავთან მართალი ვარ" - ვერიკო ტურაშვილი პროტესტზე

მომ­ღე­რა­ლი ვე­რი­კო ტუ­რაშ­ვი­ლი იმ გაბ­რა­ზე­ბულ ადა­მი­ან­თა შო­რი­საა, ვინც, 28 ნო­ემ­ბრი­დან დღემ­დე, რუს­თა­ველ­ზე დგას. მომ­ღე­რალ­მა, 3 დღის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რომ გა­ა­უქ­მა ყვე­ლა სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტი, რო­მე­ლიც და­გეგ­მი­ლი ჰქონ­და და შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი, რად­გან მი­აჩ­ნია, რომ ახლა კონ­ცერ­ტე­ბის გა­მარ­თვის დრო არ არის.

დღეს ქვეყ­ნის ბედი წყდე­ბა და რო­გორც ამ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე რუს­თა­ველ­ზე პრო­ტეს­ტით და მისი მტკი­ცე პო­ზი­ცი­ით, სა­ყო­ველ­თაო გან­წყო­ბას უერ­თდე­ბა. AMBEBI.GE ვე­რი­კო ტუ­რაშ­ვილს ესა­უბ­რა:

- პა­ტა­რა გოგო აღარ ვარ, რაც თავი მახ­სოვს, 9 აპ­რი­ლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი (მა­შინ პა­ტა­რა ვი­ყა­ვი), მხო­ლოდ მცი­რე მო­ნაკ­ვე­თებ­ში მახ­სოვს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა დამ­შვი­დე­ბუ­ლი... თუმ­ცა, რაც ახლა ხდე­ბა, ასე­თი არა­ფე­რი ყო­ფი­ლა არც ჩვენ­თან და არც - სხვა­გან. ამ­ხე­ლა უსა­მარ­თლო­ბა, ამ­ხე­ლა პრო­ტეს­ტი - ეს გა­სა­ო­ცა­რია. მგო­ნია, რომ ამ ყვე­ლაფ­რის შემ­ქმნე­ლე­ბი იმ­დე­ნად ბრიყ­ვე­ბი არი­ან, რომ იმა­საც ვერ ხვდე­ბი­ან (ხალ­ხს კი სე­რი­ო­ზუ­ლად აზა­რა­ლე­ბენ), რომ პირ­ველ რიგ­ში თვი­თონ ზა­რალ­დე­ბი­ან. უკან და­სა­ხევ ნა­ბი­ჯებ­საც აღარ იტო­ვე­ბენ, რომ თუნ­დაც თა­ვის­მა ნა­ყიდ­მა ამომ­რჩე­ველ­მა რა­ღაც­ნა­ი­რად და­დე­ბი­თად შე­ა­ფა­სოს. მათი ნა­მოქ­მე­და­რი ადეკ­ვა­ტუ­რო­ბის ფარ­გლებს გაც­და - ყო­ველ­დღე მძიმ­დე­ბა სი­ტუ­ა­ცია თუნ­დაც მათი გან­ცხა­დე­ბე­ბით, ქმე­დე­ბე­ბით. მთლი­ა­ნი სის­ტე­მა კე­დელ­თან მიმ­წყვდე­ულ სა­ცო­დავ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ არ­სე­ბას ჰგავს.

შე­სა­ბა­მი­სად ამ ყვე­ლა­ფერ­ზე მაქვს დიდი პრო­ტეს­ტი. 23 დღეა, ხალ­ხი რუს­თა­ველ­ზე დგას, მთლად 23 დღე არა, ვერ მო­ვი­ტყუ­ე­ბი, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე დღის გა­მოკ­ლე­ბით, სრუ­ლად ვი­ზი­ა­რებ ამ დიდ პრო­ტეს­ტის გან­წყო­ბას და რუს­თა­ველ­ზე ვარ. ჩემი შვი­ლი კი დიდი ხა­ნია იქ ცხოვ­რობს. რაც აქ­ცი­ებ­ზე ხდე­ბა და რა­საც ვუ­ყუ­რებ, ამ ფაქ­ტით გა­ო­ცე­ბუ­ლი ვარ, ეს ჩემ­თვის აღ­მო­ჩე­ნა­ზე მე­ტია. რა ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ, რომ ეს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი, უჭ­კვი­ა­ნე­სი, ლა­მა­ზი, მო­აზ­როვ­ნე ახალ­გაზ­რდე­ბი გვყავს. სა­ერ­თოდ, იქ მყო­ფი ნე­ბის­მი­ე­რი პატ­რი­ო­ტი ადა­მი­ა­ნი სჯო­ბია, ამ სა­ცო­დავ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფებს... თავს ბედ­ნი­ე­რად ვგრძნობ, რო­დე­საც ამ ადა­მი­ა­ნე­ბის გვერ­დით ვდგა­ვარ და ვი­ზი­ა­რებ ამ ყვე­ლა­ფერს.

- თუმ­ცა ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სა­პი­რის­პი­რო პო­ზი­ცი­ა­ზე მყო­ფი არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი არ­სე­ბობს. ეს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­შიც ნათ­ლად ჩანს. მათ ემა­ტე­ბა იმა­ვე სივ­რცე­ში ტროლ-ბო­ტე­ბიც. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი იმ ხალ­ხს, ვინც რუს­თა­ველ­ზე დგას, არ ამარ­თლე­ბენ... ამა­ზე რას იტყვით?

- მას მერე, რაც ჩემი პო­ზი­ცია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­ვა­ფიქ­სი­რე, ამ ტროლ-ბო­ტებს - არა­რე­ა­ლურ ადა­მი­ა­ნებს პირ­ვე­ლად შე­ვე­ჯა­ხე. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ჩემი ლან­ძღვა გა­ჩაღ­და... თუმ­ცა ესე­ნი ალ­ბათ სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი პი­რე­ბი არი­ან, რომ­ლებ­საც ესე­ნი აში­ნე­ბენ, რომ და­კარ­გა­ვენ სამ­სა­ხურს. შე­საძ­ლოა ვი­ღაც ქალ­ბა­ტო­ნი 70 წელს მიღ­წე­უ­ლი იყოს, სკო­ლა­ში მუ­შა­ობ­დეს, სხვა სამ­სა­ხუ­რის შოვ­ნის პერ­სპექ­ტი­ვას ვე­ღარ ხე­დავ­დეს და არ­სე­ბულ ხელ­ფასს ასე ებღა­უ­ჭე­ბა. ან და­ში­ნე­ბუ­ლი ბა­ღის თა­ნამ­შრო­მე­ლია, რო­მელ­საც და­ა­ძა­ლეს, რომ ასე­თი კო­მენ­ტა­რე­ბი და­ე­წე­რა. გარ­და ამი­სა, ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი არა­ერ­თი ფაქ­ტი ხომ არ­სე­ბობს, ჩა­ტებ­ში მი­მო­წე­რის სქ­რი­ნის, ჩა­ნა­წე­რის სა­ხით, სა­დაც ადა­მი­ა­ნებს ამას აი­ძუ­ლე­ბენ, აში­ნე­ბენ.

სამ­წუ­ხა­როდ მათ შო­რის ის ადა­მი­ე­ბიც არი­ან, რომ­ლე­ბიც გარ­კვე­ულ სა­კი­თხებს ფარ­თოდ ვერ უყუ­რე­ბენ და აფა­სე­ბენ. ამი­ტო­მაც უაზ­რო თე­მე­ბით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბენ, მა­გა­ლი­თად, ღმერ­თის სა­ხე­ლით ლა­პა­რა­კო­ბენ, ამას­თან ამ­ბო­ბენ, რომ ლგბტ არის ინ­ფექ­ცია, რომ­ლი­თაც ადა­მი­ა­ნი ინ­ფი­ცირ­დე­ბა. ამას ეუბ­ნე­ბი­ან, რომ და­სავ­ლე­თი არის ყვე­ლაფ­რით უმ­სგავ­სო, სა­დაც კა­ბებ­ში მორ­ბე­ნა­ლი კა­ცე­ბი და­დი­ან, - ამ ადა­მი­ა­ნებს ამას აჯე­რე­ბენ და ასე ატყუ­ე­ბენ... ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ კარ­გად იცის სად, რო­გორ, ვის­თან შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც თე­მე­ბით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა... ამ­დე­ნად, ვინც 41 შე­მო­ხა­ზა, არის ან ტყუ­ი­ლე­ბით გა­ბე­რი­ლი, ან ძა­ლა­დობ­რი­ვად და­მორ­ჩი­ლე­ბუ­ლი...

- წა­მი­კი­თხავს ისე­თი კო­მენ­ტა­რე­ბი, სა­დაც ვი­ღა­ცებს რუ­სეთ­თან ისე­თი­ვე ურ­თი­ერ­თო­ბა უნდა, რო­გორც გა­სულ სა­უ­კუ­ნე­ში იყო... არის ასე­თი ფაქ­ტე­ბიც...

- დიახ, მის­ტი­რი­ან იმ დროს, ჰგო­ნი­ათ, რომ ტა­ნია და ჟე­ნი­ას დრო და­უბ­რუნ­დე­ბა, რომ რუ­სე­თი მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ქვე­ყა­ნაა, მაგ­რამ ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის მა­ინც ძა­ლი­ან მცი­რე პრო­ცენ­ტია, ასე­ვე იდე­ის მიმ­დევ­რე­ბი­საც...

- ვე­რი­კო, მომ­ღერ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბამ, დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტე­ბი გა­ა­უქ­მეთ. გეგ­მე­ბი შეც­ვა­ლეთ, მაგ­რამ ზო­გი­ერ­თი მომ­ღე­რა­ლი სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტის­თვის ემ­ზა­დე­ბა...

- ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­დე­ბა ჩემი კო­ლე­გე­ბი კრი­ტი­კის ქარ-ცე­ცხლში გა­ვა­ტა­რო, მაგ­რამ მათ რი­გებ­ში ბევ­რი ისე­თია, რო­მელ­საც კო­ლე­გა­დაც არ მო­ვი­აზ­რებ, სა­ერ­თოდ არ ვიცი, სა­ი­დან მო­ვიდ­ნენ, რა უნ­დათ, ამ პრო­ფე­სი­ას­თან რა კავ­ში­რი აქვთ. თუმ­ცა არი­ან ისე­თე­ბი, რომ­ლებ­საც პრო­ფე­სი­უ­ლად ვა­ფა­სებ, მაქვს კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა და ახლა მათ­ზე სა­უ­ბარს არ გა­ვავ­რცობ... რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს შემ­თხვე­ვას, წუ­წუ­ნი არ მიყ­ვარს, ეს ჩემი სტი­ლი არ არის. ჩემი სტი­ლი ბევ­რი მუ­შა­ო­ბაა და შრო­მის შე­დე­გად იმის მო­პო­ვე­ბა, რაც მე­კუთ­ვნის. ჩვე­ნი პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლი დრო ახა­ლი წე­ლია. სხვა დროს თუ კონ­კრე­ტუ­ლი ჰო­ნო­რა­რი გვაქვს, ახა­ლი წლის პე­რი­ოდ­ში ჰო­ნო­რა­რი საგ­რძნობ­ლად იზ­რდე­ბა. ბევ­რი შე­მო­თა­ვა­ზე­ბაა ხოლ­მე. ტარ­დე­ბა რო­გორც კორ­პო­რა­ცი­უ­ლი, ასე­ვე სა­ხელ­მწი­ფო კონ­ცერ­ტე­ბი. ვი­ნა­ი­დან ახლა, ამ პრო­ტეს­ტის ნა­წი­ლი ვარ, 2 დღის წინ მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ გა­ვა­უქ­მო კონ­ცერ­ტე­ბი და შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი. ეს საკ­მა­ოდ რთუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა. ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბით არა­ვის­თან, არას­დროს ვმა­ნი­პუ­ლი­რებ, მაგ­რამ რე­ა­ლო­ბა ასე­თია, სა­კუ­თარ თავ­ზე დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბი მაქვს აღე­ბუ­ლი - ესაა ოჯა­ხის, სა­ბან­კო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და ა.შ.

- და საკ­მა­ოდ სო­ლი­დურ ჰო­ნო­რა­რებ­ზე თქვით უარი?

- ვთქვი უარი, რად­გან ვფიქ­რობ, რომ ახლა მხო­ლოდ ამის გა­კე­თე­ბა შე­მიძ­ლია, ამ ყვე­ლაფ­რის მი­მართ ასე­თი ტი­პის სო­ლი­და­რო­ბა გა­დავ­წყვი­ტე. მირ­ჩევ­ნია, ახალ წელს შევხდე ისე, რო­გორც ჩვე­უ­ლებ­რივ დღეს, სა­მა­გი­ე­როდ მარ­თა­ლი ვიყო ჩემს თავ­თან და შვი­ლებ­თან... რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ახლა ადა­მი­ანს ბედ­ნი­ე­რე­ბის შეგ­რძნე­ბა გქონ­დეს, როცა ქვე­ყა­ნა­ში ასე­თი ამ­ბა­ვია, მაგ­რამ ამ ნა­ბი­ჯით კმა­ყო­ფი­ლი ვარ, ამო­ვი­სუნ­თქე. მარ­თლა მჯე­რა, რომ ჩემს თავ­თან მარ­თა­ლი ვარ. ასე­თი შეგ­რძნე­ბა 2 თვის წინ არ მქონ­და, სკეპ­ტი­კუ­რი აზ­რე­ბი მა­წუ­ხებ­და, მე და ჩემს შვილს კა­მა­თიც კი მოგ­ვდი­ო­და... ახლა მთე­ლი შეგ­ნე­ბით, ჩემი ინ­ტუ­ი­ცი­ი­თაც ვხვდე­ბი, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ბოლო ეტაპ­ზეა. რო­გორც წესი, ინ­ტუ­ი­ცია იშ­ვი­ა­თად მღა­ლა­ტობს ხოლ­მე.

- რო­გორც აქ­ცი­ა­ზე მყოფ ადა­მი­ანს რა მო­თხოვ­ნე­ბი გაქვთ - რა არის თქვე­ნი სათ­ქმე­ლი?

- ახალ წლამ­დე უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბუ­ლი პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ, მათ შო­რის, ბავ­შვე­ბი, მათ შო­რის, ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი. გა­უ­გო­ნა­რი მუხ­ლით აქვთ ბრალ­დე­ბა წა­ყე­ნე­ბუ­ლი. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ჩა­ი­ნიშ­ნოს ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი, სა­დაც ხალ­ხის ნება და­ფიქ­სირ­დე­ბა და არა­ფე­რი გა­ყალბ­დე­ბა. ნამ­დვი­ლად ხალ­ხმა უნდა გა­და­წყვი­ტოს, ვინ უნდა იყოს ქვეყ­ნის მმარ­თვე­ლი. და მთა­ვა­რი - ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი არის ევ­რო­პის­კენ, ჩვე­ნი შვი­ლე­ბის მო­მა­ვა­ლი არის ევ­რო­პის­კენ! გული მტკი­ვა, რომ ეს ე.წ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნებს რო­გორც რა­ღაც მა­სას ისე აღიქ­ვამს, რო­მელ­თა მარ­თვა მათ­თვის არა­ფე­რია. არ ადარ­დებთ, რას ფიქ­რო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, მათ­თვის ისი­ნი კონ­კრე­ტუ­ლი ინ­დი­ვი­დე­ბი არ არი­ან... რო­დე­საც მათ ნა­მოქ­მე­დარ გა­უ­გო­ნარ ამ­ბებს ვის­მენ, ვხვდე­ბი, რომ მარ­თლა აგო­ნი­ა­ში არი­ან...

- სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი 24-ე დღეა, ქუ­ჩა­შია... მათ წი­ნა­აღ­მდეგ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი არა­ერ­თი ქმე­დე­ბი­სა, უკან არა­ვის და­უ­ხე­ვია... ამას რით ხსნით?

- ქარ­თვე­ლე­ბი ქუ­ჩა­ში არას­დროს გა­მო­დი­ან სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გა­საპ­რო­ტეს­ტებ­ლად, პრო­დუქ­ტებ­ზე ფა­სე­ბის და­სა­წე­ვად, ან ხელ­ფა­სე­ბის მო­მა­ტე­ბის მო­თხოვ­ნით, რაც ევ­რო­პა­ში ხში­რი ამ­ბა­ვია. ქარ­თვე­ლებს წი­თე­ლი მა­შინ ენ­თე­ბათ, რო­დე­საც ვინ­მე მათ ეროვ­ნულ სა­კი­თხებს ეხე­ბა... ამ ტალ­ღას, რაც ახლა არის დაძ­რუ­ლი, ვერ გა­ა­ჩე­რე­ბენ. გა­მო­რი­ცხუ­ლია. ეს კი­დევ უფრო გა­იზ­რდე­ბა. ჩემი აზრი, ამათ ეს ამ­ბა­ვი დიდი ხნის წინ და­ი­წყეს, მაგ­რამ ახლა უკან და­სა­ხე­ვიც აღარ აქვთ. არა­და, თა­ვის გუ­რუს­თან შე­თან­ხმე­ბუ­ლი ჰქონ­დათ, რომ სა­ქარ­თვე­ლო ლან­გრით მი­ერ­თმი­ათ. თუ არა­და, შე­საძ­ლოა, ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი შეჰ­ქმნო­დათ. რა­ღა­ცე­ბი მათ ფი­ნან­სურ სა­კი­თხებს და ოჯა­ხებ­საც შე­ე­ხო... სა­კი­თხი კი ისე დგას, რომ დათ­მო­ბა მო­უ­წევთ... ჩვე­ნი შვი­ლე­ბი ვალ­დე­ბუ­ლე­ბი არ არი­ან, ვი­ღა­ცის ფი­ნან­სურ პრობ­ლე­მებს შე­ე­წი­რონ. არც ჩვენ დაგ­ვი­შა­ვე­ბია მათ­თვის რამე, ამი­ტომ თა­ვი­ანთ საქ­ცი­ელ­ზე პა­სუ­ხი უნდა აგონ.

მთა­ვა­რი ფოტო: ალექ­სან­დრე ფურ­ცხვა­ნი­ძე

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"ჩემი შვილი დიდი ხანია რუსთაველზე ცხოვრობს... 2 დღის წინ საკმაოდ რთული გადაწყვეტილება მივიღე, თუმცა ჩემს თავთან მართალი ვარ" - ვერიკო ტურაშვილი პროტესტზე

"ჩემი შვილი დიდი ხანია რუსთაველზე ცხოვრობს... 2 დღის წინ საკმაოდ რთული გადაწყვეტილება მივიღე, თუმცა ჩემს თავთან მართალი ვარ" - ვერიკო ტურაშვილი პროტესტზე

მომღერალი ვერიკო ტურაშვილი იმ გაბრაზებულ ადამიანთა შორისაა, ვინც, 28 ნოემბრიდან დღემდე, რუსთაველზე დგას. მომღერალმა, 3 დღის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გააუქმა ყველა საახალწლო კონცერტი, რომელიც დაგეგმილი ჰქონდა და შემოთავაზებები, რადგან მიაჩნია, რომ ახლა კონცერტების გამართვის დრო არ არის.

დღეს ქვეყნის ბედი წყდება და როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე რუსთაველზე პროტესტით და მისი მტკიცე პოზიციით, საყოველთაო განწყობას უერთდება. AMBEBI.GE ვერიკო ტურაშვილს ესაუბრა:

- პატარა გოგო აღარ ვარ, რაც თავი მახსოვს, 9 აპრილიდან მოყოლებული (მაშინ პატარა ვიყავი), მხოლოდ მცირე მონაკვეთებში მახსოვს ჩვენი ქვეყანა დამშვიდებული... თუმცა, რაც ახლა ხდება, ასეთი არაფერი ყოფილა არც ჩვენთან და არც - სხვაგან. ამხელა უსამართლობა, ამხელა პროტესტი - ეს გასაოცარია. მგონია, რომ ამ ყველაფრის შემქმნელები იმდენად ბრიყვები არიან, რომ იმასაც ვერ ხვდებიან (ხალხს კი სერიოზულად აზარალებენ), რომ პირველ რიგში თვითონ ზარალდებიან. უკან დასახევ ნაბიჯებსაც აღარ იტოვებენ, რომ თუნდაც თავისმა ნაყიდმა ამომრჩეველმა რაღაცნაირად დადებითად შეაფასოს. მათი ნამოქმედარი ადეკვატურობის ფარგლებს გაცდა - ყოველდღე მძიმდება სიტუაცია თუნდაც მათი განცხადებებით, ქმედებებით. მთლიანი სისტემა კედელთან მიმწყვდეულ საცოდავ მდგომარეობაში მყოფ არსებას ჰგავს.

შესაბამისად ამ ყველაფერზე მაქვს დიდი პროტესტი. 23 დღეა, ხალხი რუსთაველზე დგას, მთლად 23 დღე არა, ვერ მოვიტყუები, მაგრამ რამდენიმე დღის გამოკლებით, სრულად ვიზიარებ ამ დიდ პროტესტის განწყობას და რუსთაველზე ვარ. ჩემი შვილი კი დიდი ხანია იქ ცხოვრობს. რაც აქციებზე ხდება და რასაც ვუყურებ, ამ ფაქტით გაოცებული ვარ, ეს ჩემთვის აღმოჩენაზე მეტია. რა ბედნიერები ვართ, რომ ეს არაჩვეულებრივი, უჭკვიანესი, ლამაზი, მოაზროვნე ახალგაზრდები გვყავს. საერთოდ, იქ მყოფი ნებისმიერი პატრიოტი ადამიანი სჯობია, ამ საცოდავ მდგომარეობაში მყოფებს... თავს ბედნიერად ვგრძნობ, როდესაც ამ ადამიანების გვერდით ვდგავარ და ვიზიარებ ამ ყველაფერს.

- თუმცა ჩვენს საზოგადოებაში საპირისპირო პოზიციაზე მყოფი არაერთი ადამიანი არსებობს. ეს სოციალურ ქსელებშიც ნათლად ჩანს. მათ ემატება იმავე სივრცეში ტროლ-ბოტებიც. ხელისუფლების მხარდამჭერები იმ ხალხს, ვინც რუსთაველზე დგას, არ ამართლებენ... ამაზე რას იტყვით?

- მას მერე, რაც ჩემი პოზიცია სოციალურ ქსელში დავაფიქსირე, ამ ტროლ-ბოტებს - არარეალურ ადამიანებს პირველად შევეჯახე. სოციალურ ქსელში ჩემი ლანძღვა გაჩაღდა... თუმცა ესენი ალბათ საჯარო სექტორში დასაქმებული პირები არიან, რომლებსაც ესენი აშინებენ, რომ დაკარგავენ სამსახურს. შესაძლოა ვიღაც ქალბატონი 70 წელს მიღწეული იყოს, სკოლაში მუშაობდეს, სხვა სამსახურის შოვნის პერსპექტივას ვეღარ ხედავდეს და არსებულ ხელფასს ასე ებღაუჭება. ან დაშინებული ბაღის თანამშრომელია, რომელსაც დააძალეს, რომ ასეთი კომენტარები დაეწერა. გარდა ამისა, ამის დამადასტურებელი არაერთი ფაქტი ხომ არსებობს, ჩატებში მიმოწერის სქრინის, ჩანაწერის სახით, სადაც ადამიანებს ამას აიძულებენ, აშინებენ.

სამწუხაროდ მათ შორის ის ადამიებიც არიან, რომლებიც გარკვეულ საკითხებს ფართოდ ვერ უყურებენ და აფასებენ. ამიტომაც უაზრო თემებით მანიპულირებენ, მაგალითად, ღმერთის სახელით ლაპარაკობენ, ამასთან ამბობენ, რომ ლგბტ არის ინფექცია, რომლითაც ადამიანი ინფიცირდება. ამას ეუბნებიან, რომ დასავლეთი არის ყველაფრით უმსგავსო, სადაც კაბებში მორბენალი კაცები დადიან, - ამ ადამიანებს ამას აჯერებენ და ასე ატყუებენ... ამ ხელისუფლებამ კარგად იცის სად, როგორ, ვისთან შეიძლება რაღაც თემებით მანიპულირება... ამდენად, ვინც 41 შემოხაზა, არის ან ტყუილებით გაბერილი, ან ძალადობრივად დამორჩილებული...

- წამიკითხავს ისეთი კომენტარები, სადაც ვიღაცებს რუსეთთან ისეთივე ურთიერთობა უნდა, როგორც გასულ საუკუნეში იყო... არის ასეთი ფაქტებიც...

- დიახ, მისტირიან იმ დროს, ჰგონიათ, რომ ტანია და ჟენიას დრო დაუბრუნდება, რომ რუსეთი მართლმადიდებლური ქვეყანაა, მაგრამ ასეთი ადამიანების მაინც ძალიან მცირე პროცენტია, ასევე იდეის მიმდევრებისაც...

- ვერიკო, მომღერლების უმეტესობამ, დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, საახალწლო კონცერტები გააუქმეთ. გეგმები შეცვალეთ, მაგრამ ზოგიერთი მომღერალი საახალწლო კონცერტისთვის ემზადება...

- ძალიან გამიჭირდება ჩემი კოლეგები კრიტიკის ქარ-ცეცხლში გავატარო, მაგრამ მათ რიგებში ბევრი ისეთია, რომელსაც კოლეგადაც არ მოვიაზრებ, საერთოდ არ ვიცი, საიდან მოვიდნენ, რა უნდათ, ამ პროფესიასთან რა კავშირი აქვთ. თუმცა არიან ისეთები, რომლებსაც პროფესიულად ვაფასებ, მაქვს კარგი ურთიერთობა და ახლა მათზე საუბარს არ გავავრცობ... რაც შეეხება ჩემს შემთხვევას, წუწუნი არ მიყვარს, ეს ჩემი სტილი არ არის. ჩემი სტილი ბევრი მუშაობაა და შრომის შედეგად იმის მოპოვება, რაც მეკუთვნის. ჩვენი პროფესიის ადამიანებისთვის გამორჩეული დრო ახალი წელია. სხვა დროს თუ კონკრეტული ჰონორარი გვაქვს, ახალი წლის პერიოდში ჰონორარი საგრძნობლად იზრდება. ბევრი შემოთავაზებაა ხოლმე. ტარდება როგორც კორპორაციული, ასევე სახელმწიფო კონცერტები. ვინაიდან ახლა, ამ პროტესტის ნაწილი ვარ, 2 დღის წინ მივიღე გადაწყვეტილება, რომ გავაუქმო კონცერტები და შემოთავაზებები. ეს საკმაოდ რთული გადაწყვეტილებაა. ჩემი მდგომარეობით არავისთან, არასდროს ვმანიპულირებ, მაგრამ რეალობა ასეთია, საკუთარ თავზე დიდი პასუხისმგებლობები მაქვს აღებული - ესაა ოჯახის, საბანკო ვალდებულებები და ა.შ.

- და საკმაოდ სოლიდურ ჰონორარებზე თქვით უარი?

- ვთქვი უარი, რადგან ვფიქრობ, რომ ახლა მხოლოდ ამის გაკეთება შემიძლია, ამ ყველაფრის მიმართ ასეთი ტიპის სოლიდარობა გადავწყვიტე. მირჩევნია, ახალ წელს შევხდე ისე, როგორც ჩვეულებრივ დღეს, სამაგიეროდ მართალი ვიყო ჩემს თავთან და შვილებთან... როგორ შეიძლება ახლა ადამიანს ბედნიერების შეგრძნება გქონდეს, როცა ქვეყანაში ასეთი ამბავია, მაგრამ ამ ნაბიჯით კმაყოფილი ვარ, ამოვისუნთქე. მართლა მჯერა, რომ ჩემს თავთან მართალი ვარ. ასეთი შეგრძნება 2 თვის წინ არ მქონდა, სკეპტიკური აზრები მაწუხებდა, მე და ჩემს შვილს კამათიც კი მოგვდიოდა... ახლა მთელი შეგნებით, ჩემი ინტუიციითაც ვხვდები, რომ ეს ყველაფერი ბოლო ეტაპზეა. როგორც წესი, ინტუიცია იშვიათად მღალატობს ხოლმე.

- როგორც აქციაზე მყოფ ადამიანს რა მოთხოვნები გაქვთ - რა არის თქვენი სათქმელი?

- ახალ წლამდე უკანონოდ დაკავებული პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ, მათ შორის, ბავშვები, მათ შორის, ჩვენი მეგობრები. გაუგონარი მუხლით აქვთ ბრალდება წაყენებული. აუცილებელია, ჩაინიშნოს ახალი არჩევნები, სადაც ხალხის ნება დაფიქსირდება და არაფერი გაყალბდება. ნამდვილად ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ უნდა იყოს ქვეყნის მმართველი. და მთავარი - ჩვენი მომავალი არის ევროპისკენ, ჩვენი შვილების მომავალი არის ევროპისკენ! გული მტკივა, რომ ეს ე.წ. ხელისუფლება ადამიანებს როგორც რაღაც მასას ისე აღიქვამს, რომელთა მართვა მათთვის არაფერია. არ ადარდებთ, რას ფიქრობენ ადამიანები, მათთვის ისინი კონკრეტული ინდივიდები არ არიან... როდესაც მათ ნამოქმედარ გაუგონარ ამბებს ვისმენ, ვხვდები, რომ მართლა აგონიაში არიან...

- საზოგადოების დიდი ნაწილი 24-ე დღეა, ქუჩაშია... მათ წინააღმდეგ განხორციელებული არაერთი ქმედებისა, უკან არავის დაუხევია... ამას რით ხსნით?

- ქართველები ქუჩაში არასდროს გამოდიან სოციალური პრობლემების გასაპროტესტებლად, პროდუქტებზე ფასების დასაწევად, ან ხელფასების მომატების მოთხოვნით, რაც ევროპაში ხშირი ამბავია. ქართველებს წითელი მაშინ ენთებათ, როდესაც ვინმე მათ ეროვნულ საკითხებს ეხება... ამ ტალღას, რაც ახლა არის დაძრული, ვერ გააჩერებენ. გამორიცხულია. ეს კიდევ უფრო გაიზრდება. ჩემი აზრი, ამათ ეს ამბავი დიდი ხნის წინ დაიწყეს, მაგრამ ახლა უკან დასახევიც აღარ აქვთ. არადა, თავის გურუსთან შეთანხმებული ჰქონდათ, რომ საქართველო ლანგრით მიერთმიათ. თუ არადა, შესაძლოა, ფინანსური პრობლემები შეჰქმნოდათ. რაღაცები მათ ფინანსურ საკითხებს და ოჯახებსაც შეეხო... საკითხი კი ისე დგას, რომ დათმობა მოუწევთ... ჩვენი შვილები ვალდებულები არ არიან, ვიღაცის ფინანსურ პრობლემებს შეეწირონ. არც ჩვენ დაგვიშავებია მათთვის რამე, ამიტომ თავიანთ საქციელზე პასუხი უნდა აგონ.

მთავარი ფოტო: ალექსანდრე ფურცხვანიძე

წაიკითხეთ ასევე: