მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გია ხუხაშვილი: "მსოფლიოს თვალში ივანიშვილი ნიღაბს იხსნის - სანქცირებულ ადამიანს აწინაურებს... იმიტაციას ახდენს, თითქოს ის თავისიანებს არ წირავს"
გია ხუხაშვილი: "მსოფლიოს თვალში ივანიშვილი ნიღაბს იხსნის - სანქცირებულ ადამიანს აწინაურებს... იმიტაციას ახდენს, თითქოს ის თავისიანებს არ წირავს"

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი სა­ქარ­თვე­ლოს ვიცე-პრე­მი­ე­რად და­ნიშ­ნა. შე­სა­ბა­მის ბრძა­ნე­ბას ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ხელი დღეს მო­ა­წე­რა. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში დღე­ი­დან სამი ვიცე-პრე­მი­ე­რი იქ­ნე­ბა.

პირ­ვე­ლი ვიცე-პრე­მი­ე­რის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრი ლე­ვან და­ვი­თაშ­ვი­ლი ას­რუ­ლებს. ვიცე-პრე­მი­ე­რია თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ჩი­ქო­ვა­ნი.

  • გუ­შინ, 19 დე­კემ­ბერს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი, გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის, სან­ქცი­რე­ბუ­ლი ზვი­ად ხა­რა­ზიშ­ვი­ლის ("ხა­რე­ბას") მო­ად­გი­ლე, მირ­ზა კე­ზე­ვა­ძე გლო­ბა­ლუ­რი მაგ­ნიტსკის სი­ა­ში არი­ან შეყ­ვა­ნი­ლი.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია აშშ-ს სა­ხა­ზი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტის ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა. სა­ხა­ზი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ სან­ქცი­ე­ბი უწეს­დე­ბა ორ ქარ­თველ თა­ნამ­დე­ბო­ბის პირს, რომ­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის, ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რე­ბი­სა და მო­მი­ტინ­გე­ე­ბის სას­ტიკ დარ­ბე­ვა­ში, მათ შო­რის 2024 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მარ­თუ­ლი დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბის დროს.

პრეს­რე­ლიზ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ აშშ-ის მხრი­დან სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი იყო გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფოს­თან, რო­მელ­მაც მი­ნის­ტრი ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი და შსს-ს კი­დევ ოთხი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი და­ა­სან­ქცი­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის გამო.

რას ნიშ­ნავს ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე პრე­მი­ე­რის დღე­ვან­დე­ლი ნა­ბი­ჯი, გო­მე­ლა­უ­რის და­წი­ნა­უ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ამა­ზე პო­ლი­ტო­ლო­გი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი სა­უბ­რობს:

"ჩე­მის აზ­რით, ეს არის ის­ტე­რი­უ­ლი რე­აქ­ცია იმი­ტომ, რომ დღეს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ყვე­ლა­ზე მე­ტად სის­ტე­მის ჩა­მოშ­ლის ეში­ნია. ეში­ნია, რომ რომ სის­ტე­მა­ში და­ი­წყე­ბა რყე­ვე­ბი და შე­სა­ბა­მი­სად, თუ სის­ტე­მა ჩა­მო­ი­შა­ლა, თვი­თონ ივა­ნიშ­ვი­ლი ფუ­ლით ვერ და­ი­წყებს სირ­ბილს, ხომ? ამი­ტომ ის ახლა ცდი­ლობს სის­ტე­მა ასე­თი წე­სით შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს - თით­ქოს ის თა­ვი­სი­ა­ნებს არ წი­რავს, პი­რი­ქით, სტი­მულს აძ­ლევს, ამის იმი­ტა­ცი­ას ახ­დენს, რა­საც, ბუ­ნებ­რი­ვია, არა­ვინ "ჭამს“. რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, ახლა ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი შს მი­ნის­ტრი იქ­ნე­ბა, თუ ვიცე-პრე­მი­ე­რი? - არა­ნა­ი­რი. ამით ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი სხვებს ეუბ­ნე­ბა, ბო­ლომ­დე ჩემ­თან იყა­ვით, თქვე­ნი სტი­მუ­ლი­რე­ბის რა­ღაც ინ­სტრუ­მენ­ტებს კი­დევ ვფლო­ბო.

სი­ნამ­დვი­ლე­ში, ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლოა ეს ყვე­ლა­ფე­რი. ვფიქ­რობ, ამ სი­სუ­ლე­ლეს არც ერთი პო­ლი­ცი­ე­ლიც კი აღარ „ჭამს“. ივა­ნიშ­ვი­ლის მო­ტი­ვი ამ შემ­თხვე­ვა­ში გო­მე­ლა­უ­რის და­ფა­სე­ბა კი არ არის, არა­მედ ის, რომ სის­ტე­მას და­ა­ნა­ხოს, თა­ვი­სი­ა­ნებს ერ­თგუ­ლე­ბის­თვის რომ აჯილ­დო­ებს, ამის იმი­ტა­ცი­ას აკე­თებს. მისი ეს ნა­ბი­ჯი სის­ტე­მის რღვე­ვის ში­ში­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, მსოფ­ლი­ოს თვალ­ში კი ივა­ნიშ­ვი­ლი ნი­ღაბს იხ­სნის - სან­ქცი­რე­ბულ ადა­მი­ანს აწი­ნა­უ­რებს. ეს არის წმინ­დად რუ­სუ­ლი მო­დე­ლი, ამით ბი­ძი­ნა და­სავ­ლეთს ეუბ­ნე­ბა, მე რუ­სეთ­ში მივ­დი­ვარ, ვინც გინ­დათ, ის და­ა­სან­ქცი­რეთ, მე აქ ჩემს მა­ფი­ას მივ­ხე­და­ვო. ბუ­ნებ­რი­ვია, ყულ­ფი ვიწ­როვ­დე­ბა და გო­მე­ლა­უ­რის და­სან­ქცი­რე­ბა ნიშ­ნავს იმას, რომ შემ­დე­გი ივა­ნიშ­ვი­ლია, მას­ზე ახ­ლოს არა­ვი­ნაა სან­ქცი­ებ­თან. და­სავ­ლე­თი კიდე რა­ღა­ცა მა­ნევ­რის სა­შუ­ა­ლე­ბას, პა­ტა­რა ფან­ჯა­რას უტო­ვებს ივა­ნიშ­ვილს, მაგ­რამ რე­აქ­ცი­ა­ზე ხომ ჩანს, რომ ამას აზრი არ აქვს? შემ­დე­გი აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა ივა­ნიშ­ვი­ლი".

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

გია ხუხაშვილი: "მსოფლიოს თვალში ივანიშვილი ნიღაბს იხსნის - სანქცირებულ ადამიანს აწინაურებს... იმიტაციას ახდენს, თითქოს ის თავისიანებს არ წირავს"

გია ხუხაშვილი: "მსოფლიოს თვალში ივანიშვილი ნიღაბს იხსნის - სანქცირებულ ადამიანს აწინაურებს... იმიტაციას ახდენს, თითქოს ის თავისიანებს არ წირავს"

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოს ვიცე-პრემიერად დანიშნა. შესაბამის ბრძანებას ირაკლი კობახიძემ ხელი დღეს მოაწერა. საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში დღეიდან სამი ვიცე-პრემიერი იქნება.

პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ასრულებს. ვიცე-პრემიერია თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი.

  • გუშინ, 19 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის, სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილის ("ხარებას") მოადგილე, მირზა კეზევაძე გლობალური მაგნიტსკის სიაში არიან შეყვანილი.

აღნიშნული ინფორმაცია აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. სახაზინო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სანქციები უწესდება ორ ქართველ თანამდებობის პირს, რომლებიც მონაწილეობდნენ მედიის წარმომადგენლების, ოპოზიციონერებისა და მომიტინგეების სასტიკ დარბევაში, მათ შორის 2024 წლის განმავლობაში გამართული დემონსტრაციების დროს.

პრესრელიზში აღნიშნულია, რომ აშშ-ის მხრიდან სანქციების დაწესება კოორდინირებული იყო გაერთიანებულ სამეფოსთან, რომელმაც მინისტრი ვახტანგ გომელაური და შსს-ს კიდევ ოთხი მაღალჩინოსანი დაასანქცირა საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო.

რას ნიშნავს ამ ყველაფრის ფონზე პრემიერის დღევანდელი ნაბიჯი, გომელაურის დაწინაურებასთან დაკავშირებით, ამაზე პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი საუბრობს:

"ჩემის აზრით, ეს არის ისტერიული რეაქცია იმიტომ, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილს ყველაზე მეტად სისტემის ჩამოშლის ეშინია. ეშინია, რომ რომ სისტემაში დაიწყება რყევები და შესაბამისად, თუ სისტემა ჩამოიშალა, თვითონ ივანიშვილი ფულით ვერ დაიწყებს სირბილს, ხომ? ამიტომ ის ახლა ცდილობს სისტემა ასეთი წესით შეინარჩუნოს - თითქოს ის თავისიანებს არ წირავს, პირიქით, სტიმულს აძლევს, ამის იმიტაციას ახდენს, რასაც, ბუნებრივია, არავინ "ჭამს“. რა მნიშვნელობა აქვს, ახლა ვახტანგ გომელაური შს მინისტრი იქნება, თუ ვიცე-პრემიერი? - არანაირი. ამით ბიძინა ივანიშვილი სხვებს ეუბნება, ბოლომდე ჩემთან იყავით, თქვენი სტიმულირების რაღაც ინსტრუმენტებს კიდევ ვფლობო.

სინამდვილეში, ძალიან სასაცილოა ეს ყველაფერი. ვფიქრობ, ამ სისულელეს არც ერთი პოლიციელიც კი აღარ „ჭამს“. ივანიშვილის მოტივი ამ შემთხვევაში გომელაურის დაფასება კი არ არის, არამედ ის, რომ სისტემას დაანახოს, თავისიანებს ერთგულებისთვის რომ აჯილდოებს, ამის იმიტაციას აკეთებს. მისი ეს ნაბიჯი სისტემის რღვევის შიშითაა განპირობებული, მსოფლიოს თვალში კი ივანიშვილი ნიღაბს იხსნის - სანქცირებულ ადამიანს აწინაურებს. ეს არის წმინდად რუსული მოდელი, ამით ბიძინა დასავლეთს ეუბნება, მე რუსეთში მივდივარ, ვინც გინდათ, ის დაასანქცირეთ, მე აქ ჩემს მაფიას მივხედავო. ბუნებრივია, ყულფი ვიწროვდება და გომელაურის დასანქცირება ნიშნავს იმას, რომ შემდეგი ივანიშვილია, მასზე ახლოს არავინაა სანქციებთან. დასავლეთი კიდე რაღაცა მანევრის საშუალებას, პატარა ფანჯარას უტოვებს ივანიშვილს, მაგრამ რეაქციაზე ხომ ჩანს, რომ ამას აზრი არ აქვს? შემდეგი აუცილებლად იქნება ივანიშვილი".

წაიკითხეთ ასევე: