სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“გრინჩის“ წყევლა - რა ბედი ეწიათ ყველასთვის საყვარელი საშობაო ფილმის მსახიობებს: ადრეული სიკვდილი, ბრძოლა ნარკომანიასთან და ბრალდებები სექსუალურ შევიწროებაზე
“გრინჩის“ წყევლა - რა ბედი ეწიათ ყველასთვის საყვარელი საშობაო ფილმის მსახიობებს: ადრეული სიკვდილი, ბრძოლა ნარკომანიასთან და ბრალდებები სექსუალურ შევიწროებაზე

“რო­გორ მო­ი­პა­რა გრინჩმა შობა“ ის ფილ­მია, რომ­ლის გა­რე­შეც შობა-ახა­ლი წლის დღე­ე­ბი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია და რო­მე­ლიც ყო­ველ­წლი­უ­რად მი­ლი­ო­ნო­ბით მა­ყუ­რე­ბელს ახა­რებს.


ეს არის ყვე­ლა დრო­ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი სა­დღე­სას­წა­უ­ლო კი­ნო­სუ­რა­თი.


  • რო­გორც აღ­მოჩ­ნდა “გრინ­ჩის“ მსა­ხი­ო­ბებ­მა წარ­მო­უდ­გენ­ლად ტრა­გი­კუ­ლი ამ­ბე­ბი გა­და­ი­ტა­ნეს. მათ შო­რის ჯოშ რა­ი­ან ევან­სის ტრა­გი­კუ­ლი ნა­ად­რე­ვი სიკ­ვდი­ლი, რო­მე­ლიც პა­ტა­რა გრინ­ჩის როლს თა­მა­შობ­და - ის ფილ­მის პრე­მი­ე­რი­დან ორი წლის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა.

ტე­ი­ლორ მომ­სენ­მა, რო­მე­ლიც სინ­დი ლუს თა­მა­შობს, ერთ-ერთ შო­უ­ში დეპ­რე­სი­ას­თან და ნარ­კო­მა­ნი­ას­თან ბრძო­ლის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა. რიგ სკან­და­ლებ­ში გა­ეხ­ვა მთა­ვა­რი რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ჯიმ ქე­რიც. სწო­რედ ამი­ტომ, ფილ­მს “გრინ­ჩის წყევ­ლაც“ შე­არ­ქვეს.


  • ტე­ი­ლორ მომ­სე­ნი

7 წლის ტე­ი­ლორ მომ­სე­ნი სინ­დი ლუს როლ­ში

ტე­ი­ლორ მომ­სე­ნი, რო­მე­ლიც ფილმში პა­ტა­რა გო­გო­ნას- სინ­დი ლუს როლს ას­რუ­ლებ­და, მძი­მე დეპ­რე­სი­ა­სა და ნარ­კო­ტი­კებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ებ­რძო­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ის პანკ როკ ჯგუ­ფის The Pretty Reckless-ის სო­ლის­ტი გახ­და.


ტე­ი­ლო­რი ახლა 31 წლის არის. მან სინ­დი ლუს როლი 7 წლის ასაკ­ში შე­ას­რუ­ლა. The Grinch-ში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლის შემ­დეგ, ტე­ი­ლორ­მა ითა­მა­შა რო­ლე­ბი Hansel and Gretel- სა და Spy Kids 2-ში, თუმ­ცა მის­მა სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რამ გან­ვი­თა­რე­ბა ვერ იპო­ვა.


მოგ­ვი­ა­ნე­ბით მან მი­ი­ღო როლი პო­პუ­ლა­რულ სე­რი­ალ Gossip Girl-ში, თუმ­ცა შოუ მე­ო­თხე სე­ზო­ნის გა­და­ღე­ბი­სას მი­ა­ტო­ვა და მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რა და­ი­წყო. ამას­თან, სე­რი­ა­ლის გა­დამ­ღებ­მა ჯგუფ­მა ტე­ი­ლო­რი მკაც­რად გა­აკ­რი­ტი­კა.

“მისი მდგო­მა­რე­ო­ბა სა­ვა­ლა­ლო იყო, არ ახ­სოვ­და სცე­ნა­რით გა­წე­რი­ლი ტექ­სტი. ვფიქ­რობ­დით: "რა­ტომ გავ­ხდით ყვე­ლა ამ გო­გოს მძევ­ლე­ბი?" - გა­ნა­ცხა­და E!-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში სე­რი­ა­ლის გუნ­დის წევ­რმა, ტიმ გა­ნიმ.

ტე­ი­ლორ მომ­სე­ნი დღეს


2021 წელს გო­გო­ნამ ისა­უბ­რა იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ ებ­რძო­და ორი მე­გობ­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ,"დეპ­რე­სი­ი­სა და ნარ­კო­მა­ნი­ის აბ­სო­ლუ­ტუ­რად ბნელ ჯურღმულს“ 2017 და 2018 წლებ­ში.


ერთ-ერთ გა­და­ცე­მა­ში მან თაყ­ვა­ნის­მცემ­ლის მხრი­დან “სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბის შე­სა­ხებ“ ისა­უბ­რა. მსა­ხი­ობ­მა ბოლო ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ კი­ნო­ინ­დუსტრი­ა­ში დაბ­რუ­ნე­ბას არ გეგ­მავს.


  • ჯიმ ქერი


ის გახ­და პირ­ვე­ლი მსა­ხი­ო­ბი, რო­მელ­მაც ფილმში რო­ლის შეს­რუ­ლე­ბით 20 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი გა­მო­ი­მუ­შა­ვა.


ჯიმ ქერი ისევ რჩე­ბა ჰო­ლი­ვუ­დის გა­მორ­ჩე­ულ ვარ­სკვლა­ვად. თუმ­ცა, მისი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის ტრა­გი­კულ თვით­მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი ჩრდილს აყე­ნებს “გრინ­ჩის“ ვარ­სკვლავს.


  • გარ­დამ­ტე­ხი მო­მენ­ტი 2015 წელს დად­გა, რო­დე­საც 30 წლის ირ­ლან­დი­ელ­მა ვი­ზა­ჟის­ტმა კატ­რი­ო­ნა უა­ით­მა თავი მო­იკ­ლა და ცნო­ბი­ლი გახ­და მათი ურ­თი­ერ­თო­ბის სკან­და­ლუ­რი დე­ტა­ლე­ბი. მათ შო­რის მი­მო­წე­რა, სა­დაც 25 წლით უმ­ცრო­სი კატ­რი­ო­ნა მსა­ხი­ობს “სექ­სი­სა და ნარ­კო­ტი­კე­ბის გარ­ყვნილ ცხოვ­რე­ბა­ში“ იძუ­ლე­ბით ჩარ­თვა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და.

ჯიმ ქერი და კატ­რი­ო­ნა უა­ი­თი


სა­ნამ ქერი მე­გო­ბა­რი გო­გო­ნას დაკ­რძალ­ვა­ზე მიფ­რი­ნავ­და, გარ­დაც­ვლი­ლის დე­დამ მას უჩივ­ლა და გა­ნა­ცხა­და, რომ მის­მა შვილ­მა თავი მო­რა­ლუ­რი ტან­ჯვის გამო მო­იკ­ლა, რო­მე­ლიც ვარ­სკვლავ­მა მსა­ხი­ობ­მა მი­ა­ყე­ნა. გა­მო­ძი­ე­ბა მალე შე­წყდა, ხოლო გარ­დაც­ვლი­ლის დედა მე­დი­ას­თან აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლა.


ქერი მე­გო­ბა­რი გო­გო­ნას დაკ­რძალ­ვა­ზე


2022 წელს ჯიმ ქე­რიმ, რო­მე­ლიც ახლა უკვე 62 წლი­საა, გა­ნა­ცხა­და, რომ კი­ნო­ინ­დუსტრი­ას ტო­ვებ­და, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე თვე­ში მა­ინც დაბ­რუნ­და. ლონ­დონ­ში სა­უბ­რი­სას კა­ნა­დელ­მა მსა­ხი­ობ­მა თქვა, რომ მისი პი­რა­დი ქო­ნე­ბა, რო­მე­ლიც ოდეს­ღაც და­ახ­ლო­ე­ბით 120 მი­ლი­ონ დო­ლა­რად იყო შე­ფა­სე­ბუ­ლი, შემ­ცირ­და.


მოგ­ვი­ა­ნე­ბით მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და კატ­რი­ო­ნას მიერ, თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე, iPad-ზე დარ­ჩე­ნი­ლი წე­რი­ლე­ბი. იქ გო­გო­ნა ჯიმ ქე­რის ადა­ნა­შა­უ­ლებ­და და წერ­და, რომ მსა­ხი­ობ­მა ის გარ­კვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბით და­ა­ინ­ფი­ცი­რა, რა­მაც ცხოვ­რე­ბა გა­უ­ნად­გუ­რა.


  • ”შენ ბევ­რი კარ­გი გა­ა­კე­თე ჩემ­თვის, მაგ­რამ შენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბამ გა­მა­ნად­გუ­რა რო­გორც პი­როვ­ნე­ბა, ჯიმ. ცხოვ­რე­ბა მიყ­ვარ­და, ვი­ყა­ვი თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი, თავს კარ­გად ვგრძნობ­დი და ვა­მა­ყობ­დი ჩემ მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის უმე­ტე­სო­ბით. თუმ­ცა, შენ გა­მა­ცა­ნი კო­კა­ი­ნი, მე­ძა­ვე­ბი, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბა და და­ა­ვა­დე­ბე­ბი,“ - წერ­და ის და“ჰერ­პე­სის“ ვირუ­სი­სა და “პა­პი­ლო­მა“ ვირუ­სის შე­სა­ხე­ბაც სა­უბ­რობს.


სა­პა­სუ­ხოდ, ჯიმ ქერი აცხა­დებ­და რომ გარ­დაც­ვლი­ლი მას აშან­ტა­ჟებ­და და ემუქ­რე­ბო­და, რომ თუ არ გა­და­უხ­დი­და რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ონ დო­ლარს, ყვე­ლას გა­ა­გე­ბი­ნებ­და რომ ქე­რიმ მას სქე­სობ­რი­ვი გზით გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბი გა­დას­დო.


  • კრის­ტი­ნა ბა­რანსკი


კრის­ტი­ნა ბა­რანსკიმ, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია თა­ვი­სი რო­ლე­ბით ფილ­მებ­ში "Mama Mia!" და "დიდი აფეთ­ქე­ბის თე­ო­რია", სა­შო­ბაო ფილმში მარ­თა მეი ჰო­ვი­ე­რის როლი შე­ას­რუ­ლა.


კრის­ტი­ნა ღიად სა­უბ­რობ­და, თუ რამ­დე­ნად რთუ­ლი იყო მისი მდგო­მა­რე­ო­ბა 2014 წელს მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო. მე­თიუ კო­ულ­სი 69 წლის ასაკ­ში გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბით გარ­და­იც­ვა­ლა.


  • “მე­თი­უს გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე თვე­ში მო­მი­წია კა­მე­რის წინ დავ­მდგა­რი­ყა­ვი. კარ­გი იყო სამ­სა­ხურ­ში დაბ­რუ­ნე­ბა. თუმ­ცა პირ­ვე­ლი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სრულ გა­ურ­კვევ­ლო­ბა­ში ვი­ყა­ვი. ს

ძნე­ლია, რო­დე­საც 30 წე­ლია და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი ხარ, ყო­ველ დი­ლით ამ ადა­მი­ა­ნის პი­რის­პირ ზი­ხარ, ყა­ვას სვამ და უც­ბად ეს ყვე­ლა­ფე­რი ქრე­ბა", - გა­ნა­ცხა­და კრის­ტი­ნამ 2017 წელს.


მსა­ხი­ობს ბრწყინ­ვა­ლე კა­რი­ე­რა ჰქონ­და თე­ატ­რში, ტე­ლე­ვი­ზი­ა­სა და კი­ნო­ში, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წარ­მა­ტე­ბა მო­უ­ტა­ნა ტა­ნი­ას როლ­მა ფილმში Mama Mia!


  • ჯო­შუა რა­ი­ან ევან­სი


ჯო­შუა რა­ი­ან ევან­სი, რო­მე­ლიც ფილმში ახალ­გაზ­რდა გრინ­ჩის როლს ას­რუ­ლებ­და, ტრა­გი­კუ­ლად გარ­და­იც­ვა­ლა 2002 წელს.


ის 18 წლის იყო, რო­დე­საც 2000 წელს სა­შო­ბაო ბესტსე­ლერ­ში ითა­მა­შა. ფილ­მის გა­მოს­ვლი­დან 2 წლის შემ­დეგ კი გარ­და­იც­ვა­ლა.


აქონ­დროპ­ლა­ზი­ის დი­აგ­ნო­ზის გამო, ჯო­შუა თა­ვის ასაკ­ზე ბევ­რად ახალ­გაზ­რდად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და. CBS-ის ცნო­ბით, ჯო­შუა 2002 წლის ივ­ლის­ში, 20 წლის ასაკ­ში, სან დი­ე­გოს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში სა­მე­დი­ცი­ნო პრო­ცე­დუ­რის დროს გარ­და­იც­ვა­ლა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას გუ­ლის თან­და­ყო­ლი­ლი დე­ფექ­ტის გამო ოპე­რა­ცია უტარ­დე­ბო­და.



  • ჯეფ­რი ტემ­ბო­რი


კი­ნო­სა და ტე­ლე­ვი­ზი­ის ლე­გენ­და­რულ­მა მსა­ხი­ობ­მა ჯეფ­რი ტემ­ბორ­მა სა­შო­ბაო ფილმში მერი ავ­გუს­ტუ­სის როლი შე­ას­რუ­ლა.


  • თუმ­ცა მას შემ­დეგ, რაც ფილმში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო, 80 წლის მსა­ხი­ო­ბი სკან­დალ­ში აღ­მოჩ­ნდა. ის სექ­სუ­ა­ლურ შე­ვიწ­რო­ე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს.

Emmy-ს ჯილ­დოს მფლო­ბე­ლი მსა­ხი­ო­ბი და­ჟი­ნე­ბით ამ­ტკი­ცებ­და, რომ არა­სო­დეს შე­უ­ვიწ­რო­ე­ბია ქა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მას უჩი­ოდ­ნენ. The Hollywood Reporter-თან ინ­ტერ­ვი­უს დროს, ვარ­სკვლავ­მა თქვა, რომ მას ყო­ველ­თვის უჭირ­და თა­ვი­სი ფეთ­ქე­ბა­დი ხა­სი­ა­თის კონ­ტრო­ლი და ზოგ­ჯერ იყო აგ­რე­სი­უ­ლი.


ტემ­ბო­რის თქმით, ერთხელ, გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე Transparent-ის აღ­მას­რუ­ლე­ბელ პრო­დი­უ­სერს ბრი­ჯიტ ბე­დარდს უყ­ვი­რა. ერთ-ერთი ბრალ­მდე­ბე­ლი ამ­ტკი­ცებ­და, რომ მსა­ხი­ობ­მა მას “უკა­ნალ­ზე და­არ­ტყა“ და აი­ძუ­ლა ეყუ­რე­ბი­ნა "მისი პორ­ნოს­თვის".


სა­პა­სუ­ხოდ ტემ­ბორ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა გან­ცხა­დე­ბა, რო­მელ­შიც ბარნსს უწო­და “უმა­დურ ყო­ფილს თა­ნა­შემ­წეს", რო­მელ­საც უსა­ფუძ­ვლო ბრალ­დე­ბე­ბი ჰქონ­და.


წყა­რო


იხი­ლეთ ასე­ვე:



ავტორი:

“გრინჩის“ წყევლა - რა ბედი ეწიათ ყველასთვის საყვარელი საშობაო ფილმის მსახიობებს: ადრეული სიკვდილი, ბრძოლა ნარკომანიასთან და ბრალდებები სექსუალურ შევიწროებაზე

“გრინჩის“ წყევლა - რა ბედი ეწიათ ყველასთვის საყვარელი საშობაო ფილმის მსახიობებს: ადრეული სიკვდილი, ბრძოლა ნარკომანიასთან და ბრალდებები სექსუალურ შევიწროებაზე

“როგორ მოიპარა გრინჩმა შობა“ ის ფილმია, რომლის გარეშეც შობა-ახალი წლის დღეები წარმოუდგენელია და რომელიც ყოველწლიურად მილიონობით მაყურებელს ახარებს.


ეს არის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სადღესასწაულო კინოსურათი.


  • როგორც აღმოჩნდა “გრინჩის“ მსახიობებმა წარმოუდგენლად ტრაგიკული ამბები გადაიტანეს. მათ შორის ჯოშ რაიან ევანსის ტრაგიკული ნაადრევი სიკვდილი, რომელიც პატარა გრინჩის როლს თამაშობდა - ის ფილმის პრემიერიდან ორი წლის შემდეგ გარდაიცვალა.

ტეილორ მომსენმა, რომელიც სინდი ლუს თამაშობს, ერთ-ერთ შოუში დეპრესიასთან და ნარკომანიასთან ბრძოლის შესახებ ისაუბრა. რიგ სკანდალებში გაეხვა მთავარი როლის შემსრულებელი ჯიმ ქერიც. სწორედ ამიტომ, ფილმს “გრინჩის წყევლაც“ შეარქვეს.


  • ტეილორ მომსენი

7 წლის ტეილორ მომსენი სინდი ლუს როლში

ტეილორ მომსენი, რომელიც ფილმში პატარა გოგონას- სინდი ლუს როლს ასრულებდა, მძიმე დეპრესიასა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულებას ებრძოდა. მოგვიანებით ის პანკ როკ ჯგუფის The Pretty Reckless-ის სოლისტი გახდა.


ტეილორი ახლა 31 წლის არის. მან სინდი ლუს როლი 7 წლის ასაკში შეასრულა. The Grinch-ში შესრულებული როლის შემდეგ, ტეილორმა ითამაშა როლები Hansel and Gretel- სა და Spy Kids 2-ში, თუმცა მისმა სამსახიობო კარიერამ განვითარება ვერ იპოვა.


მოგვიანებით მან მიიღო როლი პოპულარულ სერიალ Gossip Girl-ში, თუმცა შოუ მეოთხე სეზონის გადაღებისას მიატოვა და მუსიკალური კარიერა დაიწყო. ამასთან, სერიალის გადამღებმა ჯგუფმა ტეილორი მკაცრად გააკრიტიკა.

“მისი მდგომარეობა სავალალო იყო, არ ახსოვდა სცენარით გაწერილი ტექსტი. ვფიქრობდით: "რატომ გავხდით ყველა ამ გოგოს მძევლები?" - განაცხადა E!-თან ინტერვიუში სერიალის გუნდის წევრმა, ტიმ განიმ.

ტეილორ მომსენი დღეს


2021 წელს გოგონამ ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ ებრძოდა ორი მეგობრის გარდაცვალების შემდეგ,"დეპრესიისა და ნარკომანიის აბსოლუტურად ბნელ ჯურღმულს“ 2017 და 2018 წლებში.


ერთ-ერთ გადაცემაში მან თაყვანისმცემლის მხრიდან “სექსუალური შევიწროების შესახებ“ ისაუბრა. მსახიობმა ბოლო ინტერვიუში განაცხადა, რომ კინოინდუსტრიაში დაბრუნებას არ გეგმავს.


  • ჯიმ ქერი


ის გახდა პირველი მსახიობი, რომელმაც ფილმში როლის შესრულებით 20 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.


ჯიმ ქერი ისევ რჩება ჰოლივუდის გამორჩეულ ვარსკვლავად. თუმცა, მისი შეყვარებულის ტრაგიკულ თვითმკვლელობასთან დაკავშირებული ბრალდებები ჩრდილს აყენებს “გრინჩის“ ვარსკვლავს.


  • გარდამტეხი მომენტი 2015 წელს დადგა, როდესაც 30 წლის ირლანდიელმა ვიზაჟისტმა კატრიონა უაითმა თავი მოიკლა და ცნობილი გახდა მათი ურთიერთობის სკანდალური დეტალები. მათ შორის მიმოწერა, სადაც 25 წლით უმცროსი კატრიონა მსახიობს “სექსისა და ნარკოტიკების გარყვნილ ცხოვრებაში“ იძულებით ჩართვაში ადანაშაულებდა.

ჯიმ ქერი და კატრიონა უაითი


სანამ ქერი მეგობარი გოგონას დაკრძალვაზე მიფრინავდა, გარდაცვლილის დედამ მას უჩივლა და განაცხადა, რომ მისმა შვილმა თავი მორალური ტანჯვის გამო მოიკლა, რომელიც ვარსკვლავმა მსახიობმა მიაყენა. გამოძიება მალე შეწყდა, ხოლო გარდაცვლილის დედა მედიასთან აღარ გამოჩენილა.


ქერი მეგობარი გოგონას დაკრძალვაზე


2022 წელს ჯიმ ქერიმ, რომელიც ახლა უკვე 62 წლისაა, განაცხადა, რომ კინოინდუსტრიას ტოვებდა, თუმცა რამდენიმე თვეში მაინც დაბრუნდა. ლონდონში საუბრისას კანადელმა მსახიობმა თქვა, რომ მისი პირადი ქონება, რომელიც ოდესღაც დაახლოებით 120 მილიონ დოლარად იყო შეფასებული, შემცირდა.


მოგვიანებით მედიაში გავრცელდა კატრიონას მიერ, თვითმკვლელობამდე, iPad-ზე დარჩენილი წერილები. იქ გოგონა ჯიმ ქერის ადანაშაულებდა და წერდა, რომ მსახიობმა ის გარკვეული დაავადებებით დააინფიცირა, რამაც ცხოვრება გაუნადგურა.


  • ”შენ ბევრი კარგი გააკეთე ჩემთვის, მაგრამ შენთან ურთიერთობამ გამანადგურა როგორც პიროვნება, ჯიმ. ცხოვრება მიყვარდა, ვიყავი თავდაჯერებული, თავს კარგად ვგრძნობდი და ვამაყობდი ჩემ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების უმეტესობით. თუმცა, შენ გამაცანი კოკაინი, მეძავები, ფსიქოლოგიური ძალადობა და დაავადებები,“ - წერდა ის და“ჰერპესის“ ვირუსისა და “პაპილომა“ ვირუსის შესახებაც საუბრობს.


საპასუხოდ, ჯიმ ქერი აცხადებდა რომ გარდაცვლილი მას აშანტაჟებდა და ემუქრებოდა, რომ თუ არ გადაუხდიდა რამდენიმე მილიონ დოლარს, ყველას გააგებინებდა რომ ქერიმ მას სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები გადასდო.


  • კრისტინა ბარანსკი


კრისტინა ბარანსკიმ, რომელიც ცნობილია თავისი როლებით ფილმებში "Mama Mia!" და "დიდი აფეთქების თეორია", საშობაო ფილმში მართა მეი ჰოვიერის როლი შეასრულა.


კრისტინა ღიად საუბრობდა, თუ რამდენად რთული იყო მისი მდგომარეობა 2014 წელს მეუღლის გარდაცვალების გამო. მეთიუ კოულსი 69 წლის ასაკში გულის უკმარისობით გარდაიცვალა.


  • “მეთიუს გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში მომიწია კამერის წინ დავმდგარიყავი. კარგი იყო სამსახურში დაბრუნება. თუმცა პირველი თვის განმავლობაში სრულ გაურკვევლობაში ვიყავი. ს

ძნელია, როდესაც 30 წელია დაქორწინებული ხარ, ყოველ დილით ამ ადამიანის პირისპირ ზიხარ, ყავას სვამ და უცბად ეს ყველაფერი ქრება", - განაცხადა კრისტინამ 2017 წელს.


მსახიობს ბრწყინვალე კარიერა ჰქონდა თეატრში, ტელევიზიასა და კინოში, მაგრამ განსაკუთრებული წარმატება მოუტანა ტანიას როლმა ფილმში Mama Mia!


  • ჯოშუა რაიან ევანსი


ჯოშუა რაიან ევანსი, რომელიც ფილმში ახალგაზრდა გრინჩის როლს ასრულებდა, ტრაგიკულად გარდაიცვალა 2002 წელს.


ის 18 წლის იყო, როდესაც 2000 წელს საშობაო ბესტსელერში ითამაშა. ფილმის გამოსვლიდან 2 წლის შემდეგ კი გარდაიცვალა.


აქონდროპლაზიის დიაგნოზის გამო, ჯოშუა თავის ასაკზე ბევრად ახალგაზრდად გამოიყურებოდა. CBS-ის ცნობით, ჯოშუა 2002 წლის ივლისში, 20 წლის ასაკში, სან დიეგოს საავადმყოფოში სამედიცინო პროცედურის დროს გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მას გულის თანდაყოლილი დეფექტის გამო ოპერაცია უტარდებოდა.



  • ჯეფრი ტემბორი


კინოსა და ტელევიზიის ლეგენდარულმა მსახიობმა ჯეფრი ტემბორმა საშობაო ფილმში მერი ავგუსტუსის როლი შეასრულა.


  • თუმცა მას შემდეგ, რაც ფილმში მონაწილეობა მიიღო, 80 წლის მსახიობი სკანდალში აღმოჩნდა. ის სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს.

Emmy-ს ჯილდოს მფლობელი მსახიობი დაჟინებით ამტკიცებდა, რომ არასოდეს შეუვიწროებია ქალები, რომლებიც მას უჩიოდნენ. The Hollywood Reporter-თან ინტერვიუს დროს, ვარსკვლავმა თქვა, რომ მას ყოველთვის უჭირდა თავისი ფეთქებადი ხასიათის კონტროლი და ზოგჯერ იყო აგრესიული.


ტემბორის თქმით, ერთხელ, გადასაღებ მოედანზე Transparent-ის აღმასრულებელ პროდიუსერს ბრიჯიტ ბედარდს უყვირა. ერთ-ერთი ბრალმდებელი ამტკიცებდა, რომ მსახიობმა მას “უკანალზე დაარტყა“ და აიძულა ეყურებინა "მისი პორნოსთვის".


საპასუხოდ ტემბორმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ბარნსს უწოდა “უმადურ ყოფილს თანაშემწეს", რომელსაც უსაფუძვლო ბრალდებები ჰქონდა.


წყარო


იხილეთ ასევე: