კონფლიქტები
მსოფლიო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე პრემიერის განცხადება სხვანაირად გავიგე, ამიტომ არ ვდგავარ დღეს ქუჩაში... ჩვეულებრივად მივიღებ მონაწილეობას კონცერტებში, ცხოვრება გრძელდება" - ზურა მანჯავიძე საყოველთაო პროტესტზე
"მე პრემიერის განცხადება სხვანაირად გავიგე, ამიტომ არ ვდგავარ დღეს ქუჩაში... ჩვეულებრივად მივიღებ მონაწილეობას კონცერტებში, ცხოვრება გრძელდება" - ზურა მანჯავიძე საყოველთაო პროტესტზე

ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­ში" მომ­ღე­რალ­მა ზურა მან­ჯა­ვი­ძემ იმ ე.წ. ბუ­ლინგზე ისა­უბ­რა, რო­მე­ლიც ბოლო დროს ორ და­პი­რის­პი­რე­ბულ მხა­რეს შო­რის პო­ლი­ტი­კის გამო წარ­მო­იშ­ვა... ამ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთერს არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა.

AMBEBI.GE მუ­სი­კოს და ტე­ლე­წამ­ყვან ზურა მან­ჯა­ვი­ძეს ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ამ­ბებ­ზე ესა­უბ­რა.

- ზურა, რო­გორ შეხ­ვდით პრე­მი­ერ მი­ნის­ტრ კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბას, რომ ქვე­ყა­ნა 2028 წლის ბო­ლომ­დე ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კითხს აღარ გა­ნი­ხი­ლავს?

- ეს არას­წო­რი ინ­ტერპრე­ტა­ცი­აა... მე, რო­გორც თქვეს, ისე გა­ვი­გე, - რად­გან 2028 წლამ­დე თვი­თონ არ გვიხ­სნი­ან დი­ა­ლოგს, ჩვენ არ შე­გეხ­ვე­წე­ბით, არ გთხოვთ დი­ა­ლო­გის გახ­სნას. მა­ნამ­დე მე­ტად მო­ვემ­ზა­დე­ბით, რომ 2030 წლის­თვის მა­ინც, კე­თი­ლი ინე­ბონ და იფიქ­რონ ჩვე­ნი ევ­რო­კავ­შირ­ში შეყ­ვა­ნა. ადა­მი­ა­ნი რომ გე­უბ­ნე­ბა, 2030 წლამ­დე კარ­ზე ნუ და­მი­კა­კუ­ნებ, თან აქეთ შარს გდებს, შენ რა­ტომ არ მეხ­ვე­წე­ბიო, ამ ამ­ბავ­მა ცოტა თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა­ზე უნდა იმოქ­მე­დოს.

- და ამ ყვე­ლა­ფერ­ზე უარი უნდა ვთქვათ?

- ადა­მი­ა­ნი გე­უბ­ნე­ბა, რომ 2030 წლამ­დე არ მი­გი­ღებ, რო­გორც მა­ვა­ნი იტყო­და, ცალ ფეხ­ზეც რომ დად­გე, კარი და­კე­ტი­ლი­აო. ჩვე­ნი თხოვ­ნის მი­უ­ხე­და­ვად, რად­გან დი­ა­ლოგს არ გვიხ­სნი­ან, ამი­ტომ მთავ­რო­ბამ თქვა, 2028 წლამ­დე აღარ გთხოვთ, არ მო­ვალთ, არ აგი­ტა­ლა­ხებთ კარს, არ შე­გე­ვედ­რე­ბით, რომ დი­ა­ლო­გი გაგ­ვიხ­სნათ. ამ თხოვ­ნით 2028 წელს მო­ვალთ, რომ უფრო მომ­ზა­დე­ბუ­ლი ვი­ყოთ, ეკო­ნო­მი­უ­რად გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი და თუ სურ­ვი­ლი გექ­ნე­ბათ, დი­ა­ლო­გი მერე გაგ­ვიხ­სე­ნით, რომ 2030 წლის შემ­დეგ მა­ინც გა­ნი­ხი­ლოთ ჩვე­ნი შეყ­ვა­ნა ევ­რო­კავ­შირ­ში... მგო­ნი, მარ­ტი­ვი იყო და ამ­ხე­ლა ამ­ბა­ვი არ უნდა მოჰ­ყო­ლო­და.

- და ეს ხალ­ხი, ამ დღე­ე­ბის მან­ძილ­ზე ქუ­ჩა­ში ტყუ­ი­ლად დგას?

- მა­გათ სხვა­ნა­ი­რად გა­ი­გეს, მე ასე გა­ვი­გე. ამი­ტომ არ ვდგა­ვარ დღეს ქუ­ჩა­ში. ვინც რო­გორ გა­ი­გო, იმის მი­ხედ­ვით აკე­თებს დას­კვნას.

- ე.ი. ხალ­ხმა არას­წო­რად გა­ი­გო?

- ან რისი გა­გე­ბაც უნდა ის გა­ი­გო. მე არა­ვის ვა­ყე­ნებ შე­უ­რა­ცხყო­ფას და არც მი­ვა­ყე­ნებ, ყვე­ლას თა­ვის აღ­ქმე­ბი აქვს, თა­ვის გა­გე­ბა, შეგ­ნე­ბა და იმის მი­ხედ­ვით მოქ­მე­დებს. მე ასე გა­ვი­გე, ვინც რო­გორ გა­ი­გო, ისე გა­ა­კე­თოს.

- 28 ნო­ემ­ბრის შემ­დეგ, პირ­ვე­ლი 2 კვი­რა ძა­ლი­ან მძი­მე იყო. უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი და­შავ­და, და­ზა­რალ­და, ნა­ცე­მია, და­სა­ხიჩ­რდა, და­ა­კა­ვეს... რო­გო­რი იყო იმ დღე­ებ­ში, ზურა მან­ჯა­ვი­ძის, პატ­რი­ო­ტი ქარ­თვე­ლის ემო­ცი­ე­ბი?

- ძა­ლი­ან ცუდი სა­ყუ­რე­ბე­ლია ზო­გა­დად ქარ­თვე­ლე­ბის და­პი­რის­პი­რე­ბა, რო­გო­რი სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მო­საზ­რე­ბე­ბიც არ უნდა ჰქონ­დეთ. წე­სით, ერ­თმა­ნეთ­ში უნდა ვნა­ხუ­ლობ­დეთ იმის ძა­ლას, რომ ერ­თმა­ნეთს მო­ვუს­მი­ნოთ და არ და­ვუ­პი­რის­პირ­დეთ. ძა­ლი­ან სა­ში­ნე­ლი სა­ყუ­რე­ბე­ლია და გულ­ზე მხვდე­ბა თი­თო­ე­უ­ლი მოხ­ვედ­რი­ლი მუშ­ტი, ფეხი, ქვა თუ ხელ­კე­ტი - ყვე­ლა­ნა­ი­რი და­პი­რის­პი­რე­ბა ძა­ლი­ან ცუდი სა­ყუ­რე­ბე­ლია... სამ­წუ­ხა­როდ, საქ­მე ამ დო­ნემ­დე მი­ვი­და.

- ჟურ­ნა­ლის­ტებ­ზე თავ­დას­ხმას მინ­და, შე­ვე­ხოთ, კერ­ძოდ, მაკა ჩიხ­ლა­ძე­სა და მის ოპე­რა­ტორ გი­ორ­გი შე­წი­რულ­ზე. „იმე­დის“ ეთერ­ში ამ თე­მას გა­ნი­ხი­ლავ­დით. კად­რებ­ში კარ­გად ჩანს, რომ ჟურ­ნა­ლის­ტი, ქალი სა­სიკ­ვდი­ლო­დაა გა­მე­ტე­ბუ­ლი...

- რა თქმა უნდა, სა­ში­ნე­ლე­ბაა ის კად­რე­ბი, ძა­ლი­ან ცუდი სა­ყუ­რე­ბე­ლია. იმ გა­და­ცე­მა­შიც აღ­ვნიშ­ნე, რომ სას­წრა­ფოდ გა­მო­სა­ძი­ე­ბე­ლია და და­სა­კა­ვე­ბე­ლი ის მო­ძა­ლა­დე ადა­მი­ა­ნე­ბი. ყვე­ლა და­ზა­რა­ლე­ბულს სო­ლი­და­რო­ბას ვუ­ცხა­დებ, ორი­ვე მხრი­დან, ეს ხაზ­გას­მით მინ­და ვთქვა.

- ორი­ვე მხრი­დან - ამა­ში რას გუ­ლის­ხმობთ?

- ამას ახ­სნა უნდა? პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი არ არი­ან? ისი­ნი ხალ­ხი არ არი­ან და იმათ არ სტკი­ვათ?! თუ არ არი­ან ისი­ნი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი?!

- "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დროს თქვენც იყა­ვით აქ­ცი­ე­ბის მო­ნა­წი­ლე, აპ­რო­ტეს­ტებ­დით მა­შინ­დე­ლი მთავ­რო­ბის პო­ლი­ტი­კას და ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­დით ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. ამის გამო თავ­დას­ხმის ობი­ექ­ტი თქვენს ძმას­თან ერ­თად თვი­თო­ნაც ყო­ფილ­ხართ. ასე­თი ძა­ლა­დო­ბა სა­კუ­თარ თავ­ზე გაქვთ გა­მოც­დი­ლი...

- ამი­ტო­მაც აღ­ვნიშ­ნე, რომ სას­წრა­ფოდ უნდა მო­ი­ძი­ონ და და­ა­კა­ვონ მო­ძა­ლა­დე­ე­ბი, ნიღ­ბი­ა­ნე­ბი, ვინც თავს და­ესხნენ იმა­ვე ჟურ­ნა­ლის­ტებს, იმ ქალ­ბა­ტონს გან­სა­კუთ­რე­ბით და ოპე­რა­ტორს. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი და უნდა იყ­ვნენ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი. რა თქმა უნდა, სა­ში­ნე­ლე­ბაა... შე­და­რე­ბი­თი და­ხა­სი­ა­თე­ბა არ მინ­და, გა­მო­მი­ვი­დეს, რა ხდე­ბო­და მა­შინ და რა ხდე­ბო­და ახლა. ჩვენ ვი­დე­ქით სრუ­ლი­ად მშვი­დო­ბი­ა­ნად, მარ­თლა ფო­თო­ლი არ ჩა­მო­ვარ­დნი­ლა, რა­საც ვერ ვი­ტყვით დღე­ვან­დელ აქ­ცი­ებ­ზე. ბოლო დღე­ებ­ში, რო­დე­საც მო­მი­ტინ­გე­ე­ბი მშვი­დო­ბი­ა­ნად დგა­ნან და პო­ლი­ცი­ე­ლებს ქვებს არ ეს­ვრი­ან, ძა­ლა­დობ­რივ ქმე­დე­ბებს არ მი­მარ­თა­ვენ, არა­ვინ მათ თავს არ ეს­ხმის და მო­მი­ტინ­გე­ე­ბი იქ თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან...

ჩვენ მა­შინ არა­ვის ვეს­ხმო­დით და მა­ინც გვი­ტა­ცებ­დნენ, გვა­სა­ხიჩ­რებ­დნენ, ამის კად­რე­ბი არ­სე­ბობს. ამი­რან ბი­წა­ძე სიკ­ვდი­ლის პი­რას იყო მიყ­ვა­ნი­ლი, ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვილ­ზე აღა­რა­ფერს ვამ­ბობ. მო­მი­ტინ­გე ალექ­სან­დრო­ვის ბაღ­ში ჩა­ივ­ლი­და თუ არა, ხრო­ვად და­ე­სე­ოდ­ნენ და სიკ­ვდი­ლამ­დე მიჰ­ყავ­დათ. არა­და, მშვი­დო­ბი­ა­ნად მდგა­რი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ, რომ­ლებ­საც ხელ­ჯო­ხიც არ ეჭი­რათ. მა­შინ რო­მე­ლი­მეს კენ­ჭის სრო­ლაც კი რომ გა­ე­ბე­და, რა და­ე­მარ­თე­ბო­და, ამის წარ­მოდ­გე­ნა რთუ­ლი არ არის. მერე რო­გო­რი ულ­მობ­ლო­ბით გა­მორ­ჩე­ოდ­ნენ და­კა­ვე­ბი­სას და შემ­დეგ სა­პა­ტიმ­რო­ებ­ში ადა­მი­ა­ნებს რა დღე­ში აგ­დებ­დნენ, ამის კად­რე­ბი თუ არ აქვთ ნა­ნა­ხი, ად­ვი­ლია მო­ძი­ე­ბა... ახლა ამ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი­დან ერთი გა­მო­ვი­დეს და თქვას, რომ სა­კან­ში ვინ­მე სცემს.

- კი, ჰყვე­ბი­ან ისი­ნი, რომ და­კა­ვე­ბის შემ­დე­გაც სცე­მეს.

- და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, კა­მე­რა­ში სცე­მეს ვინ­მე? ახლა ეს არის სრუ­ლი ტყუ­ი­ლი...

- ამ კრი­ზი­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მო­სავ­ლად რა მი­გაჩ­ნი­ათ?

- დი­ა­ლო­გი. აუ­ცი­ლებ­ლად დი­ა­ლო­გი იმ მარ­თლა გუ­ლან­თე­ბულ ახალ­გაზ­რდებ­თან, ვინც თა­ვი­სი შეგ­ნე­ბით აპ­რო­ტეს­ტებს. შეგ­ვიძ­ლია ამ სა­კი­თხზე დავ­სხდეთ, ვი­კა­მა­თოთ, ვიმ­სჯე­ლოთ და არა ისე, სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აზ­რის მი­უ­ღებ­ლად, პირ­და­პირ მონა, მო­ღა­ლა­ტე, რუსი ეძა­ხო ადა­მი­ანს. ყვე­ლამ უნდა იპო­ვოს სა­კუ­თარ თავ­ში ძალა, მო­უს­მი­ნოს სა­პი­რის­პი­რო არ­გუ­მენტს, სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბა შე­ა­ფა­სოს. თი­თო­ე­ულ­მა ადა­მი­ან­მა ინი­ცი­ა­ტი­ვა უნდა გა­მო­ი­ჩი­ნოს, რომ მი­ვიდ­ნენ ერ­თმა­ნეთ­თან, დას­ხდნენ, და­ი­ლა­პა­რა­კონ. ამა­ში რაც ნაკ­ლე­ბი პო­ლი­ტი­კო­სი ჩა­ე­რე­ვა, უკე­თე­სია. ისი­ნი, ვინც ძა­ლა­დო­ბა­ზე არი­ან აწყო­ბი­ლი და ძა­ლა­დობ­რი­ვი გზებს ეძე­ბენ, მხო­ლოდ რე­ვო­ლუ­ცია და ომი უნ­დათ, იმ პო­ლი­ტი­კო­სებ­ზე ლა­პა­რა­კი არ შე­იძ­ლე­ბა. ვსა­უბ­რობ, ნამ­დვილ, გუ­ლან­თე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­ზე, ვი­საც ქვეყ­ნის­თვის კარ­გი უნდა, გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ­გაზ­რდებს, ვი­საც თა­ვი­სი აზ­რე­ბი აქვთ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი.

დავ­სხდეთ და ვი­კა­მა­თოთ. იქ­ნებ მე გა­დავ­დი­ვარ მათ აზ­რზე, იქ­ნებ ვი­ზი­ა­რებ მათ შე­ხე­დუ­ლე­ბებს, ან პი­რი­ქით, რა­ღა­ცა­ში ისი­ნი სცდე­ბი­ან, შე­უც­დო­მე­ლი ადა­მი­ა­ნი ხომ არ არ­სე­ბობს?! რა­ტომ უნდა ეძა­ხო მონა და ქვეყ­ნის მტე­რი, ვი­საც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი აქვს და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხედ­ვა. ორ­მა­გი სტან­დარ­ტე­ბით აზ­როვ­ნე­ბას თუ მო­ეშ­ვე­ბი­ან, კარ­გი იქ­ნე­ბა. მე თუ მტკი­ვა ჩემი მშვი­დო­ბი­ა­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქის, თუ არამ­შვი­დო­ბი­ა­ნის ცემა და მას­ზე ან­გა­რიშს­წო­რე­ბა, იმ პო­ლი­ცი­ე­ლებ­საც ისე­ვე სტკი­ვათ ის მოხ­ვედ­რი­ლი რი­ყის ქვა თავ­ში. რამ­დე­ნი და­სა­ხიჩ­რე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლია, ნა­ხეთ სუ­რა­თე­ბი და მიხ­ვდე­ბით, რა დღე­ში არი­ან ისი­ნიც. უნდა შე­ეძ­ლოთ, გა­მო­ნა­ხონ ძალა, ორი­ვე მხა­რეს და­ზა­რა­ლე­ბულს სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­უ­ცხა­დონ. ჩვენ თუ ლა­პა­რა­კი არ ვის­წავ­ლეთ და ორი­ვე მხა­რის და­ნახ­ვა, არა­ფე­რი გა­მო­ვა.

- მუ­სი­კო­სე­ბის ნა­წილ­მა სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­კუ­თა­რი გეგ­მე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბას აც­ნო­ბა. ბევ­რმა, შექ­მნი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო კონ­ცერ­ტე­ბი გა­ა­უქ­მა. რო­გო­რია თქვე­ნი, რო­გორც მუ­სი­კო­სის, გეგ­მე­ბი სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით?

- ჩვე­უ­ლებ­რი­ვად მი­ვი­ღებთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას კონ­ცერ­ტებ­ში. მგო­ნი, ცხოვ­რე­ბა გრძელ­დე­ბა, რა თქმა უნდა, ცოტა ნერ­ვებ­მოშ­ლი­ლად, მაგ­რამ უნდა გა­მო­ვუს­წროთ ერ­თმა­ნეთს ხა­სი­ა­თი, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა და მშვი­დო­ბის­კენ მი­დის ეს ყვე­ლა­ფე­რი. ვი­საც ქვეყ­ნის­თვის კარ­გი უნდა, იმას ეს უნდა უნ­დო­დეს. ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გაგ­რძელ­დე­ბა ცხოვ­რე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"მე პრემიერის განცხადება სხვანაირად გავიგე, ამიტომ არ ვდგავარ დღეს ქუჩაში... ჩვეულებრივად მივიღებ მონაწილეობას კონცერტებში, ცხოვრება გრძელდება" - ზურა მანჯავიძე საყოველთაო პროტესტზე

"მე პრემიერის განცხადება სხვანაირად გავიგე, ამიტომ არ ვდგავარ დღეს ქუჩაში... ჩვეულებრივად მივიღებ მონაწილეობას კონცერტებში, ცხოვრება გრძელდება" - ზურა მანჯავიძე საყოველთაო პროტესტზე

ტელეკომპანია "იმედში" მომღერალმა ზურა მანჯავიძემ იმ ე.წ. ბულინგზე ისაუბრა, რომელიც ბოლო დროს ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის პოლიტიკის გამო წარმოიშვა... ამ სატელევიზიო ეთერს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.

AMBEBI.GE მუსიკოს და ტელეწამყვან ზურა მანჯავიძეს ქვეყანაში მიმდინარე ამბებზე ესაუბრა.

- ზურა, როგორ შეხვდით პრემიერ მინისტრ კობახიძის განცხადებას, რომ ქვეყანა 2028 წლის ბოლომდე ევროინტეგრაციის საკითხს აღარ განიხილავს?

- ეს არასწორი ინტერპრეტაციაა... მე, როგორც თქვეს, ისე გავიგე, - რადგან 2028 წლამდე თვითონ არ გვიხსნიან დიალოგს, ჩვენ არ შეგეხვეწებით, არ გთხოვთ დიალოგის გახსნას. მანამდე მეტად მოვემზადებით, რომ 2030 წლისთვის მაინც, კეთილი ინებონ და იფიქრონ ჩვენი ევროკავშირში შეყვანა. ადამიანი რომ გეუბნება, 2030 წლამდე კარზე ნუ დამიკაკუნებ, თან აქეთ შარს გდებს, შენ რატომ არ მეხვეწებიო, ამ ამბავმა ცოტა თავმოყვარეობაზე უნდა იმოქმედოს.

- და ამ ყველაფერზე უარი უნდა ვთქვათ?

- ადამიანი გეუბნება, რომ 2030 წლამდე არ მიგიღებ, როგორც მავანი იტყოდა, ცალ ფეხზეც რომ დადგე, კარი დაკეტილიაო. ჩვენი თხოვნის მიუხედავად, რადგან დიალოგს არ გვიხსნიან, ამიტომ მთავრობამ თქვა, 2028 წლამდე აღარ გთხოვთ, არ მოვალთ, არ აგიტალახებთ კარს, არ შეგევედრებით, რომ დიალოგი გაგვიხსნათ. ამ თხოვნით 2028 წელს მოვალთ, რომ უფრო მომზადებული ვიყოთ, ეკონომიურად გაძლიერებული და თუ სურვილი გექნებათ, დიალოგი მერე გაგვიხსენით, რომ 2030 წლის შემდეგ მაინც განიხილოთ ჩვენი შეყვანა ევროკავშირში... მგონი, მარტივი იყო და ამხელა ამბავი არ უნდა მოჰყოლოდა.

- და ეს ხალხი, ამ დღეების მანძილზე ქუჩაში ტყუილად დგას?

- მაგათ სხვანაირად გაიგეს, მე ასე გავიგე. ამიტომ არ ვდგავარ დღეს ქუჩაში. ვინც როგორ გაიგო, იმის მიხედვით აკეთებს დასკვნას.

- ე.ი. ხალხმა არასწორად გაიგო?

- ან რისი გაგებაც უნდა ის გაიგო. მე არავის ვაყენებ შეურაცხყოფას და არც მივაყენებ, ყველას თავის აღქმები აქვს, თავის გაგება, შეგნება და იმის მიხედვით მოქმედებს. მე ასე გავიგე, ვინც როგორ გაიგო, ისე გააკეთოს.

- 28 ნოემბრის შემდეგ, პირველი 2 კვირა ძალიან მძიმე იყო. უამრავი ადამიანი დაშავდა, დაზარალდა, ნაცემია, დასახიჩრდა, დააკავეს... როგორი იყო იმ დღეებში, ზურა მანჯავიძის, პატრიოტი ქართველის ემოციები?

- ძალიან ცუდი საყურებელია ზოგადად ქართველების დაპირისპირება, როგორი საწინააღმდეგო მოსაზრებებიც არ უნდა ჰქონდეთ. წესით, ერთმანეთში უნდა ვნახულობდეთ იმის ძალას, რომ ერთმანეთს მოვუსმინოთ და არ დავუპირისპირდეთ. ძალიან საშინელი საყურებელია და გულზე მხვდება თითოეული მოხვედრილი მუშტი, ფეხი, ქვა თუ ხელკეტი - ყველანაირი დაპირისპირება ძალიან ცუდი საყურებელია... სამწუხაროდ, საქმე ამ დონემდე მივიდა.

- ჟურნალისტებზე თავდასხმას მინდა, შევეხოთ, კერძოდ, მაკა ჩიხლაძესა და მის ოპერატორ გიორგი შეწირულზე. „იმედის“ ეთერში ამ თემას განიხილავდით. კადრებში კარგად ჩანს, რომ ჟურნალისტი, ქალი სასიკვდილოდაა გამეტებული...

- რა თქმა უნდა, საშინელებაა ის კადრები, ძალიან ცუდი საყურებელია. იმ გადაცემაშიც აღვნიშნე, რომ სასწრაფოდ გამოსაძიებელია და დასაკავებელი ის მოძალადე ადამიანები. ყველა დაზარალებულს სოლიდარობას ვუცხადებ, ორივე მხრიდან, ეს ხაზგასმით მინდა ვთქვა.

- ორივე მხრიდან - ამაში რას გულისხმობთ?

- ამას ახსნა უნდა? პოლიციელები დაზარალებული არ არიან? ისინი ხალხი არ არიან და იმათ არ სტკივათ?! თუ არ არიან ისინი დაზარალებული?!

- "ნაციონალური მოძრაობის" დროს თქვენც იყავით აქციების მონაწილე, აპროტესტებდით მაშინდელი მთავრობის პოლიტიკას და ეწინააღმდეგებოდით ხელისუფლებას. ამის გამო თავდასხმის ობიექტი თქვენს ძმასთან ერთად თვითონაც ყოფილხართ. ასეთი ძალადობა საკუთარ თავზე გაქვთ გამოცდილი...

- ამიტომაც აღვნიშნე, რომ სასწრაფოდ უნდა მოიძიონ და დააკავონ მოძალადეები, ნიღბიანები, ვინც თავს დაესხნენ იმავე ჟურნალისტებს, იმ ქალბატონს განსაკუთრებით და ოპერატორს. აუცილებლად უნდა იყოს გამოძიებული და უნდა იყვნენ დაკავებულები. რა თქმა უნდა, საშინელებაა... შედარებითი დახასიათება არ მინდა, გამომივიდეს, რა ხდებოდა მაშინ და რა ხდებოდა ახლა. ჩვენ ვიდექით სრულიად მშვიდობიანად, მართლა ფოთოლი არ ჩამოვარდნილა, რასაც ვერ ვიტყვით დღევანდელ აქციებზე. ბოლო დღეებში, როდესაც მომიტინგეები მშვიდობიანად დგანან და პოლიციელებს ქვებს არ ესვრიან, ძალადობრივ ქმედებებს არ მიმართავენ, არავინ მათ თავს არ ესხმის და მომიტინგეები იქ თავისუფლად გადაადგილდებიან...

ჩვენ მაშინ არავის ვესხმოდით და მაინც გვიტაცებდნენ, გვასახიჩრებდნენ, ამის კადრები არსებობს. ამირან ბიწაძე სიკვდილის პირას იყო მიყვანილი, ვალერი გელაშვილზე აღარაფერს ვამბობ. მომიტინგე ალექსანდროვის ბაღში ჩაივლიდა თუ არა, ხროვად დაესეოდნენ და სიკვდილამდე მიჰყავდათ. არადა, მშვიდობიანად მდგარი ადამიანები იყვნენ, რომლებსაც ხელჯოხიც არ ეჭირათ. მაშინ რომელიმეს კენჭის სროლაც კი რომ გაებედა, რა დაემართებოდა, ამის წარმოდგენა რთული არ არის. მერე როგორი ულმობლობით გამორჩეოდნენ დაკავებისას და შემდეგ საპატიმროებში ადამიანებს რა დღეში აგდებდნენ, ამის კადრები თუ არ აქვთ ნანახი, ადვილია მოძიება... ახლა ამ დაკავებულებიდან ერთი გამოვიდეს და თქვას, რომ საკანში ვინმე სცემს.

- კი, ჰყვებიან ისინი, რომ დაკავების შემდეგაც სცემეს.

- დაკავების შემდეგ, კამერაში სცემეს ვინმე? ახლა ეს არის სრული ტყუილი...

- ამ კრიზისული სიტუაციიდან გამოსავლად რა მიგაჩნიათ?

- დიალოგი. აუცილებლად დიალოგი იმ მართლა გულანთებულ ახალგაზრდებთან, ვინც თავისი შეგნებით აპროტესტებს. შეგვიძლია ამ საკითხზე დავსხდეთ, ვიკამათოთ, ვიმსჯელოთ და არა ისე, საწინააღმდეგო აზრის მიუღებლად, პირდაპირ მონა, მოღალატე, რუსი ეძახო ადამიანს. ყველამ უნდა იპოვოს საკუთარ თავში ძალა, მოუსმინოს საპირისპირო არგუმენტს, საწინააღმდეგო ქმედება შეაფასოს. თითოეულმა ადამიანმა ინიციატივა უნდა გამოიჩინოს, რომ მივიდნენ ერთმანეთთან, დასხდნენ, დაილაპარაკონ. ამაში რაც ნაკლები პოლიტიკოსი ჩაერევა, უკეთესია. ისინი, ვინც ძალადობაზე არიან აწყობილი და ძალადობრივი გზებს ეძებენ, მხოლოდ რევოლუცია და ომი უნდათ, იმ პოლიტიკოსებზე ლაპარაკი არ შეიძლება. ვსაუბრობ, ნამდვილ, გულანთებულ ადამიანებზე, ვისაც ქვეყნისთვის კარგი უნდა, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ვისაც თავისი აზრები აქვთ ჩამოყალიბებული.

დავსხდეთ და ვიკამათოთ. იქნებ მე გადავდივარ მათ აზრზე, იქნებ ვიზიარებ მათ შეხედულებებს, ან პირიქით, რაღაცაში ისინი სცდებიან, შეუცდომელი ადამიანი ხომ არ არსებობს?! რატომ უნდა ეძახო მონა და ქვეყნის მტერი, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს და განსხვავებული ხედვა. ორმაგი სტანდარტებით აზროვნებას თუ მოეშვებიან, კარგი იქნება. მე თუ მტკივა ჩემი მშვიდობიანი თანამოქალაქის, თუ არამშვიდობიანის ცემა და მასზე ანგარიშსწორება, იმ პოლიციელებსაც ისევე სტკივათ ის მოხვედრილი რიყის ქვა თავში. რამდენი დასახიჩრებული პოლიციელია, ნახეთ სურათები და მიხვდებით, რა დღეში არიან ისინიც. უნდა შეეძლოთ, გამონახონ ძალა, ორივე მხარეს დაზარალებულს სოლიდარობა გამოუცხადონ. ჩვენ თუ ლაპარაკი არ ვისწავლეთ და ორივე მხარის დანახვა, არაფერი გამოვა.

- მუსიკოსების ნაწილმა საახალწლო კონცერტებთან დაკავშირებით საკუთარი გეგმები საზოგადოებას აცნობა. ბევრმა, შექმნილი მდგომარეობის გამო კონცერტები გააუქმა. როგორია თქვენი, როგორც მუსიკოსის, გეგმები საახალწლო კონცერტებთან დაკავშირებით?

- ჩვეულებრივად მივიღებთ მონაწილეობას კონცერტებში. მგონი, ცხოვრება გრძელდება, რა თქმა უნდა, ცოტა ნერვებმოშლილად, მაგრამ უნდა გამოვუსწროთ ერთმანეთს ხასიათი, ყველაფერი კარგად იქნება და მშვიდობისკენ მიდის ეს ყველაფერი. ვისაც ქვეყნისთვის კარგი უნდა, იმას ეს უნდა უნდოდეს. ჩვეულებრივად გაგრძელდება ცხოვრება აუცილებლად.