ავტორი:

რას ნიშნავს მაგნიტსკის სანქციების ქვეშ მოხვედრა, ანუ რა პრობლემები შეიძლება შეექმნათ გომელაურსა და კეზევაძეს? - ნინო ლომჯარია განმარტავს

რას ნიშნავს მაგნიტსკის სანქციების ქვეშ მოხვედრა, ანუ რა პრობლემები შეიძლება შეექმნათ გომელაურსა და კეზევაძეს? - ნინო ლომჯარია განმარტავს

აშშ-მა ვახტანგ გომელაურისა და მირზა კეზევაძის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.

კერძოდ, შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მირზა კეზევაძე აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის "სპეციალურად განსაზღვრულ პირთა სია"-ში (SDN List) მოხვდნენ. როგორც ცნობილია, SDN List-ი "ადამიანის უფლებებზე ანგარიშვალდებულების მაგნიტსკის გლობალური აქტის" საფუძველზე შეიქმნა და 2017 წლიდან მოქმედებს.

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია განმარტავს, რას ნიშნავს მაგნიტსკის სანქციების ქვეშ მოხვედრა.

მისი თქმით, თუ დასანქცირებულ პირებს აქვთ ქონება, საბანკო ანგარიშები, ან რაიმე სახის აქტივები, რომლებიც იმყოფება ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ან აშშ-ის იურისდიქციაში, ეს აქტივები გაიყინება.

"1. თუ დასანქცირებულ პირებს აქვთ ქონება, საბანკო ანგარიშები, ან რაიმე სახის აქტივები, რომლებიც იმყოფება ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ან აშშ-ის იურისდიქციაში, ეს აქტივები გაიყინება;

2. ამერიკული ბანკები, ფინანსური ინსტიტუტები ან საერთაშორისო ინსტიტუტები, რომლებიც აშშ-ს ფინანსურ სისტემას იყენებენ, ვერ განახორციელებენ მათ ანგარიშებზე ტრანზაქციებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინიც მოექცევიან იგივე სანქციების ქვეშ;

3. მათ შესაძლოა სცადონ გადარიცხვები იმ ბანკების მეშვეობით, რომლებიც არ იყენებენ აშშ-ის საფინანსო სისტემას, თუმცა პრაქტიკაში ეს მეტად რთული იქნება, რადგან გლობალური ფინანსური სისტემა მჭიდროდაა დაკავშირებული ამერიკულ ბაზართან. ბევრი საერთაშორისო ბანკი უფრთხის სანქცირებულ პირებთან თანამშრომლობას, რომ მათაც არ დაემუქროთ შეზღუდვები ან სანქციები" , - წერს ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში.

სანქციების თაობაზე გადაწყვეტილება შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვაშინგტონის ეს ნაბიჯი კოორდინირებული იყო დიდ ბრიტანეთთან, რომელმაც დღეს ასევე შემოიღო სანქციები გომელაურისა და კიდევ ოთხი ძალოვნის წინააღმდეგ.

იხილეთ ასევე: