პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აქ შევხვდები ახალ წელსაც" - რას ამბობს საპროტესტო აქციაზე მყოფი მსახიობი ირაკლი კვირიკაძე?
"აქ შევხვდები ახალ წელსაც" - რას ამბობს საპროტესტო აქციაზე მყოფი მსახიობი ირაკლი კვირიკაძე?

სა­ქარ­თვე­ლო­ში პრო­ტეს­ტის 22-ე დღეა - დე­და­ქა­ლა­ქის მთა­ვარ გამ­ზი­რი კვლავ გა­და­კე­ტი­ლია.

დღეს, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ა­ზე შე­იკ­რიბ­ნენ, სა­ი­და­ნაც მარ­შით რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მი­ვიდ­ნენ.

"მა­მე­ბის მარ­ში“, კა­ლათ­ბურ­თე­ლე­ბი­სა და კა­ლათ­ბურ­თის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის მარ­ში, სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს წარ­მო­მად­გე­ნელ­თა მარ­ში - ეს ის მსვლე­ლო­ბა, რომ­ლე­ბიც დღის მე­ო­რე-ნა­ხე­ვარ­ში სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ა­ზე შე­იკ­რი­ბა, რის შემ­დე­გაც რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე გა­და­ი­ნაც­ვლეს.

გარ­და ამი­სა, დღეს მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იმარ­თე­ბო­და სხვა­დას­ხვა ტი­პის მსვლე­ლო­ბე­ბიო. კერ­ძოდ, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს­თან - "გა­ა­გო­ნე მშობ­ლებს ხმის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი შე­იკ­რიბ­ნენ. თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­თან - სტუ­დენ­ტუ­რი ჯგუ­ფის - თა­ვი­სუ­ფა­ლი აუ­დი­ტო­რი­ის მარ­ში. ევ­რო­პის მო­ედ­ნი­დან სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტამ­დე გუ­რუ­ლე­ბის მარ­ში.

ამ დრო­ის­თვის რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა შე­ზღუ­დუ­ლია.

  • "მე ვერ გავ­რის­კავ­დი, რომ ეს ახა­ლი წელი სახ­ლში გა­ვა­ტა­რო. მინ­და, რომ ვიყო აქ"

ამ წუ­თებ­ში პარ­ლა­მენ­ტთან დგა­ნან ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც, მათ შორს მსა­ხი­ო­ბი ირაკ­ლი კვი­რი­კა­ძე იმ­ყო­ფე­ბა, რო­მე­ლიც "ტვ პირ­ველ­თან" აცხა­დებს, რომ ახა­ლი წლის შეხ­ვედ­რას სწო­რედ რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე აპი­რებს.

"რა თქმა უნდა, რომ აქ შევ­ხვდე­ბი ახალ წელ­საც, იმე­დია ჩემს თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან ერ­თად. ჩემი მე­გობ­რე­ბი აქ აპი­რე­ბენ შეხ­ვედ­რას, რად­გან ვართ თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბი და მგო­ნია, რომ მარ­თლა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ახა­ლი წელი იქ­ნე­ბა ეს. მე ვერ გავ­რის­კავ­დი, რომ ეს ახა­ლი წელი სახ­ლში გა­ვა­ტა­რო. მინ­და, რომ ვიყო აქ", - ამ­ბობს ირაკ­ლი კვი­რი­კა­ძე.ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში პრო­ტეს­ტის ტალ­ღამ მას შემ­დეგ იფეთ­ქა, რაც პრე­მი­ერ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ 28 ნო­ემ­ბერს გა­ნა­ცხა­და, რომ "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, "2028 წლის ბო­ლომ­დე დღის წეს­რიგ­ში არ და­ა­ყე­ნოს ევ­რო­კავ­შირ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გახ­სნის სა­კი­თხი და ასე­ვე, 2028 წლის ბო­ლომ­დე უარი თქვას ყო­ველ­გვარ სა­ბი­უ­ჯე­ტო გრანტზე ევ­რო­კავ­ში­რის მხრი­დან".

ცნო­ბის­თვის, მას­შტა­ბუ­რი აქ­ცი­ე­ბი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ 28 ნო­ემ­ბრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ გა­მო­იწ­ვია, რომ­ლის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლო 2028 წლის ბო­ლომ­დე ევ­რო­კავ­შირ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გახ­სნის სა­კითხს დღის წეს­რიგ­ში არ და­ა­ყე­ნებს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"აქ შევხვდები ახალ წელსაც" - რას ამბობს საპროტესტო აქციაზე მყოფი მსახიობი ირაკლი კვირიკაძე?

"აქ შევხვდები ახალ წელსაც" - რას ამბობს საპროტესტო აქციაზე მყოფი მსახიობი ირაკლი კვირიკაძე?

საქართველოში პროტესტის 22-ე დღეა - დედაქალაქის მთავარ გამზირი კვლავ გადაკეტილია.

დღეს, მოქალაქეები სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბნენ, საიდანაც მარშით რუსთაველის გამზირზე მივიდნენ.

"მამების მარში“, კალათბურთელებისა და კალათბურთის მოყვარულების მარში, სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა მარში - ეს ის მსვლელობა, რომლებიც დღის მეორე-ნახევარში სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბა, რის შემდეგაც რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს.

გარდა ამისა, დღეს მთელი დღის განმავლობაში იმართებოდა სხვადასხვა ტიპის მსვლელობებიო. კერძოდ, განათლების სამინისტროსთან - "გააგონე მშობლებს ხმის" წარმომადგენლები შეიკრიბნენ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან - სტუდენტური ჯგუფის - თავისუფალი აუდიტორიის მარში. ევროპის მოედნიდან საქართველოს პარლამენტამდე გურულების მარში.

ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.

  • "მე ვერ გავრისკავდი, რომ ეს ახალი წელი სახლში გავატარო. მინდა, რომ ვიყო აქ"

ამ წუთებში პარლამენტთან დგანან ცნობილი ადამიანებიც, მათ შორს მსახიობი ირაკლი კვირიკაძე იმყოფება, რომელიც "ტვ პირველთან" აცხადებს, რომ ახალი წლის შეხვედრას სწორედ რუსთაველის გამზირზე აპირებს.

"რა თქმა უნდა, რომ აქ შევხვდები ახალ წელსაც, იმედია ჩემს თანამოაზრეებთან ერთად. ჩემი მეგობრები აქ აპირებენ შეხვედრას, რადგან ვართ თანამებრძოლები და მგონია, რომ მართლა განსაკუთრებული ახალი წელი იქნება ეს. მე ვერ გავრისკავდი, რომ ეს ახალი წელი სახლში გავატარო. მინდა, რომ ვიყო აქ", - ამბობს ირაკლი კვირიკაძე.ცნობისთვის, საქართველოში პროტესტის ტალღამ მას შემდეგ იფეთქა, რაც პრემიერ ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს განაცხადა, რომ "ქართულმა ოცნებამ" მიიღო გადაწყვეტილება, "2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი და ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან".

ცნობისთვის, მასშტაბური აქციები "ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.

იხილეთ ასევე: