პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვახტანგ გომელაური, ალექსანდრე დარახველიძე, "ხარება"... - კიდევ ვის უწესებს სანქციებს გაერთიანებული სამეფო?
ვახტანგ გომელაური, ალექსანდრე დარახველიძე, "ხარება"... - კიდევ ვის უწესებს სანქციებს  გაერთიანებული სამეფო?

გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო სან­ქცი­ებს უწე­სებს ქარ­თველ თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს, რომ­ლე­ბიც პა­სუ­ხის­მგე­ბელ­ნი არი­ან მე­დი­ი­სა და მო­მი­ტინ­გე­ე­ბის სას­ტიკ დარ­ბე­ვა­ში, - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია ბრი­ტა­ნე­თის მთავ­რო­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში დიდი ბრი­ტა­ნე­თის სა­ელ­ჩოს გვერ­დზე გავ­რცელ­და.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სან­ქცი­ე­ბი უწეს­დე­ბათ: ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურს, ალექ­სან­დრე და­რახვე­ლი­ძეს, ზვი­ად ხა­რა­ზიშ­ვილს, სულ­ხან თა­მა­ზაშ­ვილ­სა და მი­ლე­რი ლა­გა­ზა­ურს.

"ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის ბრალ­დე­ბით სან­ქცი­რე­ბუ­ლი ხუთ პირს შო­რის არი­ან სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი და თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რი.

სან­ქცი­ე­ბი გაგ­რძე­ლე­ბაა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს მთავ­რო­ბის მიერ გა­სულ კვი­რას მი­ღე­ბუ­ლი ზო­მე­ბის, შე­ე­ჩე­რე­ბი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის პროგ­რა­მე­ბის მხარ­და­ჭე­რა და შე­ე­ზღუ­და თავ­დაც­ვის სფე­რო­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბა.

დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­თან კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბით სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სა ხუთ მა­ღალ­ჩი­ნო­სანს, რომ­ლე­ბიც პა­სუ­ხის­მგე­ბელ­ნი არი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში ჟურ­ნა­ლის­ტებ­სა და მშვი­დო­ბი­ან მო­მი­ტინ­გე­ებ­ზე ძა­ლა­დობ­რივ თავ­დას­ხმა­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­ი­წყო დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბის, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის, მე­დი­ი­სა და ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის სის­ტე­მა­ტუ­რი დარ­ბე­ვა მას შემ­დეგ, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბამ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წია ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, შე­ა­ჩე­როს ქვეყ­ნის სვლა ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის­კენ.

ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ძირს უთხრის სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის ძი­რი­თად დე­ბუ­ლე­ბას და მი­იჩ­ნე­ვა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მხრი­დან უკა­ნას­კნელ ნა­ბი­ჯად, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს კრემ­ლის პი­რის­პირ უფრო და­უც­ველს ხდის.

დღეს და­სან­ქცი­რე­ბულ პი­რებს შო­რის არი­ან სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი და ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე და პო­ლი­ცი­ის სამი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი. მათ დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის აკ­რძალ­ვა და აქ­ტი­ვე­ბის გა­ყინ­ვა ემუქ­რე­ბათ, რაც მათი დიდი ბრი­ტა­ნე­თი­დან და მისი ეკო­ნო­მი­კი­დან გა­რი­ცხვას ნიშ­ნავს.

გან­ცხა­დე­ბა მოჰ­ყვა გა­სულ კვი­რას დიდი ბრი­ტა­ნე­თის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­ა­ჩე­როს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს მხარ­და­ჭე­რა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის პროგ­რა­მე­ბის­თვის და შე­ზღუ­დოს ურ­თი­ერ­თო­ბა "ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ამას­თან, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის დე­ვიდ ლამ­მის გან­ცხა­დე­ბით, "დე­მონ­სტრან­ტე­ბის, ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რე­ბი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი შო­კის­მომ­გვრე­ლი ძა­ლა­დო­ბა არის სა­ში­ნე­ლი თავ­დას­ხმა დე­მოკ­რა­ტი­ა­ზე და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის უფ­ლე­ბა შეძ­ლონ თა­ვი­სი ფუნ­და­მენ­ტუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა".

"ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლი ქმე­დე­ბა აჩ­ვე­ნებს, რომ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო დგას სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის გვერ­დით და გა­ნი­ხი­ლავს ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რათა დად­გეს პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი.

დღეს სან­ქცი­რე­ბუ­ლი პი­რე­ბი არი­ან:

ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი - ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი

ალექ­სან­დრე და­რახვე­ლი­ძე - ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე

სულ­ხან თა­მა­ზაშ­ვი­ლი - თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რი

ზვი­ად ხა­რა­ზიშ­ვი­ლი - გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი

მი­ლე­რი ლა­გა­ზა­უ­რი - გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე

ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ სპეც­რაზმმა გა­მო­ი­ყე­ნა წყლის ჭავ­ლი, ცრემლსა­დე­ნი გაზი და რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბი მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­მი­ტინ­გე­ე­ბის და­საშ­ლე­ლად. ცნო­ბე­ბი ინ­დი­ვი­დე­ბის სა­მიზ­ნედ ამო­ღე­ბა­სა და ცე­მის შე­სა­ხებ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის (ომ­ბუდსმე­ნის) მიერ.

გა­ე­როს ექ­სპერ­ტებ­მა დაგ­მეს რეპ­რე­სი­ე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში. ევ­რო­პის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ (ეუთო), რომ­ლის წევ­რიც სა­ქარ­თვე­ლო თა­ვად არის, შეკ­რე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის ასეთ ჩახ­შო­ბას სე­რი­ო­ზუ­ლი დარ­ღვე­ვა უწო­და.

ივ­ნის­ში დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა შე­ა­ჩე­რა ყო­ველ­წლი­უ­რი სტრა­ტე­გი­უ­ლი "უორდრო­პის დი­ა­ლო­გი“ სა­ქარ­თვე­ლოს­თან ან­ტი­და­სავ­ლუ­რი რი­ტო­რი­კის გაზ­რდი­სა და კრემ­ლის მიერ შთა­გო­ნე­ბუ­ლი კა­ნო­ნე­ბის მი­ღე­ბის სა­პა­სუ­ხოდ, რო­მე­ლიც ზღუ­დავს მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბებს და ზღუ­დავს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის თა­ნას­წო­რო­ბას“, - გა­ნა­ცხა­და დე­ვიდ ლამ­მა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ვახტანგ გომელაური, ალექსანდრე დარახველიძე, "ხარება"... - კიდევ ვის უწესებს სანქციებს გაერთიანებული სამეფო?

ვახტანგ გომელაური, ალექსანდრე დარახველიძე, "ხარება"... - კიდევ ვის უწესებს სანქციებს  გაერთიანებული სამეფო?

გაერთიანებული სამეფო სანქციებს უწესებს ქართველ თანამდებობის პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მედიისა და მომიტინგეების სასტიკ დარბევაში, - ამის შესახებ ნათქვამია ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში, რომელიც საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს გვერდზე გავრცელდა.

მათივე ინფორმაციით, სანქციები უწესდებათ: ვახტანგ გომელაურს, ალექსანდრე დარახველიძეს, ზვიად ხარაზიშვილს, სულხან თამაზაშვილსა და მილერი ლაგაზაურს.

"ადამიანის უფლებების დარღვევის ბრალდებით სანქცირებული ხუთ პირს შორის არიან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი.

სანქციები გაგრძელებაა გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ გასულ კვირას მიღებული ზომების, შეეჩერებინა საქართველოს მთავრობის პროგრამების მხარდაჭერა და შეეზღუდა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა.

დიდმა ბრიტანეთმა შეერთებულ შტატებთან კოორდინირებული მოქმედებით სანქციები დაუწესა ხუთ მაღალჩინოსანს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში ჟურნალისტებსა და მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობრივ თავდასხმაში.

საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო დემონსტრაციების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლების სისტემატური დარბევა მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ წინააღმდეგობა გაუწია ქართული ოცნების გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ქვეყნის სვლა ევროპული მომავლისკენ.

ეს გადაწყვეტილება ძირს უთხრის საქართველოს კონსტიტუციის ძირითად დებულებას და მიიჩნევა "ქართული ოცნების“ მხრიდან უკანასკნელ ნაბიჯად, რომელიც საქართველოს კრემლის პირისპირ უფრო დაუცველს ხდის.

დღეს დასანქცირებულ პირებს შორის არიან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და პოლიციის სამი მაღალჩინოსანი. მათ დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის აკრძალვა და აქტივების გაყინვა ემუქრებათ, რაც მათი დიდი ბრიტანეთიდან და მისი ეკონომიკიდან გარიცხვას ნიშნავს.

განცხადება მოჰყვა გასულ კვირას დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას, დაუყოვნებლივ შეაჩეროს გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის პროგრამებისთვის და შეზღუდოს ურთიერთობა "ქართულ ოცნებასთან", - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრის დევიდ ლამმის განცხადებით, "დემონსტრანტების, ოპოზიციის ლიდერებისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული შოკისმომგვრელი ძალადობა არის საშინელი თავდასხმა დემოკრატიაზე და ქართველი ხალხის უფლება შეძლონ თავისი ფუნდამენტური თავისუფლებების განხორციელება".

"ჩვენი დღევანდელი ქმედება აჩვენებს, რომ გაერთიანებული სამეფო დგას საქართველოს მოსახლეობის გვერდით და განიხილავს ყველა შესაძლებლობას, რათა დადგეს პასუხისმგებელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი.

დღეს სანქცირებული პირები არიან:

ვახტანგ გომელაური - შინაგან საქმეთა მინისტრი

ალექსანდრე დარახველიძე - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე

სულხან თამაზაშვილი - თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი

ზვიად ხარაზიშვილი - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი

მილერი ლაგაზაური - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სპეცრაზმმა გამოიყენა წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები მშვიდობიანი მომიტინგეების დასაშლელად. ცნობები ინდივიდების სამიზნედ ამოღებასა და ცემის შესახებ დადასტურებულია საქართველოს სახალხო დამცველის (ომბუდსმენის) მიერ.

გაეროს ექსპერტებმა დაგმეს რეპრესიებისა და ადამიანის უფლებების დარღვევა საქართველოში. ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (ეუთო), რომლის წევრიც საქართველო თავად არის, შეკრების თავისუფლების ასეთ ჩახშობას სერიოზული დარღვევა უწოდა.

ივნისში დიდმა ბრიტანეთმა შეაჩერა ყოველწლიური სტრატეგიული "უორდროპის დიალოგი“ საქართველოსთან ანტიდასავლური რიტორიკის გაზრდისა და კრემლის მიერ შთაგონებული კანონების მიღების საპასუხოდ, რომელიც ზღუდავს მედიის თავისუფლებებს და ზღუდავს ქართველი ხალხის თანასწორობას“, - განაცხადა დევიდ ლამმა.