მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ჯოჯოხეთია" - სირიაში მასობრივი საფლავები აღმოაჩინეს: ნაპოვნია 100 000-ზე მეტი ადამიანის ნეშტი: კიდევ 60,000 ადამიანი ციხეებში წამებით მოკლეს
"ეს ჯოჯოხეთია" - სირიაში მასობრივი საფლავები აღმოაჩინეს: ნაპოვნია 100 000-ზე მეტი ადამიანის ნეშტი: კიდევ 60,000 ადამიანი ციხეებში წამებით მოკლეს

სი­რი­ელ­მა უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლებ­მა სი­რი­ის დე­და­ქა­ლაქ და­მას­კის ჩრდი­ლო­ე­თით 40 კი­ლო­მეტრში, ალ-კუ­ტა­იფ­ში, მა­სობ­რი­ვი სა­საფ­ლაო აღ­მო­ა­ჩი­ნეს სა­დაც ბა­შარ ალ-ასა­დის მმარ­თვე­ლო­ბის დროს და­ღუ­პუ­ლი სულ მცი­რე 100 000 ადა­მი­ა­ნია და­მარ­ხუ­ლი.


ამის შე­სა­ხებ Reuters-ს აშშ-ში და­ფუძ­ნე­ბუ­ლი “სი­რი­ის სა­გან­გე­ბო ვი­თა­რე­ბა­თა ოპე­რა­ტი­უ­ლი ჯგუ­ფის“ ხელ­მძღვა­ნელ­მა მუაზ მუს­ტა­ფამ გა­ნუ­ცხა­და.


siria


უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის თქმით, ამ სა­მარ­ხის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ეყ­რდნო­ბა იმ მუ­შე­ბის ჩვე­ნე­ბებს, რომ­ლებ­მაც სი­რი­ი­დან გაქ­ცე­ვა მო­ა­ხერ­ხეს.


  • თუმ­ცა, ეს არ არის ერ­თა­დერ­თი შემ­თხვე­ვა. რო­გორც BBC წერს, ჰუ­მა­ნი­ტა­რულ­მა ჯგუფ­მა რე­გი­ონ­ში კი­დევ რამ­დე­ნი­მე მა­სობ­რი­ვი საფ­ლა­ვი აღ­მო­ა­ჩი­ნა და სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი გრძელ­დე­ბა.


“და­მას­კოს ცენ­ტრი­დან 10 კი­ლო­მეტრზე ნაკ­ლებ მან­ძილ­ზე, ად­რას ჩრდი­ლო-და­სავ­ლეთ გა­რე­უ­ბან­ში არ­სე­ბუ­ლი გა­მომშრა­ლი მი­წის ნაკ­ვე­თი შე­მო­ღო­ბი­ლია ცე­მენ­ტის კედ­ლე­ბით. მი­ახ­ლო­ე­ბი­სას ვხე­დავთ მაშ­ველ­თა ჯგუფს ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­დან. ისი­ნი ეძე­ბენ მა­სობ­რივ საფ­ლა­ვებს,“ - წერს გა­მო­ცე­მა.



ბოლო რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ინ­ტერ­ნეტ­ში მა­სობ­რი­ვი საფ­ლა­ვე­ბი­სა და ასა­დის სას­ტი­კი რე­ჟი­მის მსხვერ­პლთა ვი­დე­ო­ე­ბიც გავ­რცელ­და, სა­დაც ჩანს, რომ პა­ტიმ­რე­ბი გა­უ­საძ­ლის პი­რო­ბებ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.



“ეს ჯო­ჯო­ხე­თია,“ - აღ­წე­რენ საქ­ველ­მოქ­მე­დო ჯგუ­ფე­ბი მა­სობ­რივ სა­საფ­ლა­ო­ებს. მათი თქმით, ერთ ჩან­თა­ში რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რი ერ­თად იყო ჩაყ­რი­ლი. ახლა მათ­გან მხო­ლოდ ნაშ­თე­ბი დარ­ჩა.



გუნ­დმა ნაშ­თე­ბი, თა­ვის ქალა და ძვლე­ბი ამო­ი­ღო, შე­აგ­რო­ვა მათი დნმ-ის ნი­მუ­შე­ბი. ნაშ­თებს დო­კუ­მენ­ტა­ცი­ი­სა და შემ­დგო­მი ანა­ლი­ზის­თვის შავ პლასტმა­სის ჩან­თებ­ში ათავ­სე­ბენ.


“ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნია და­კარ­გუ­ლი. მათ ამოც­ნო­ბას და ანა­ლი­ზებს ძა­ლი­ან დიდი დრო დას­ჭირ­დე­ბა,“ - ამ­ბობს ერთ-ერთი მაშ­ვე­ლი ის­მა­ელ აბ­დუ­ლა.


  • ით­ვლე­ბა, რომ 2011 წლი­დან სი­რი­ა­ში 100 ათას­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი გა­უ­ჩი­ნარ­და.

გა­სუ­ლი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, Hayat Tahrir al-Sham-ის მე­ამ­ბო­ხე ჯგუფ­მა, რო­მელ­მაც ასა­დი და­ამ­ხო, გახ­სნა ცი­ხე­ე­ბი და და­კა­ვე­ბის ცენ­ტრე­ბი მთელს სი­რი­ა­ში.

უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­მა ჯგუ­ფებ­მა და­ას­კვნეს, რომ 80 000-ზე მეტი და­კარ­გუ­ლი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. ბრი­ტა­ნეთ­ში და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სი­რი­ის ობ­სერ­ვა­ტო­რი­ის (SOHR) თა­ნახ­მად, კი­დევ 60,000 ადა­მი­ა­ნი ცი­ხე­ებ­ში წა­მე­ბით მოკ­ლეს.

ხოლო აშშ-ში და­ფუძ­ნე­ბუ­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია სი­რი­ის სა­გან­გე­ბო სა­მუ­შაო ჯგუ­ფი (SETF), იტყო­ბი­ნე­ბა, რომ სი­რი­ის მას­შტა­ბით მა­სობ­რი­ვი საფ­ლა­ვის ად­გი­ლე­ბი იზ­რდე­ბა.


SETF-ის თა­ნახ­მად, ქა­ლაქ კუ­ტა­ი­ფა­ში მდე­ბა­რე მა­სობ­რი­ვი სა­საფ­ლაო, შე­იძ­ლე­ბა ასა­დის მთავ­რო­ბის მიერ მოკ­ლუ­ლი მი­ნი­მუმ 100,000 ადა­მი­ა­ნის ცხედ­რებს შე­ი­ცავ­დეს.


  • კუ­ტა­ი­ფას რე­ლი­გი­უ­რი ლი­დე­რი აბ­დულ ქა­დერ ალ-შე­ი­ხი მა­სობ­რი­ვი დაკ­რძალ­ვის შე­სა­ხებ ჰყვე­ბა - ის ამ ყვე­ლა­ფერს თა­ვად შე­ეს­წრო

აბ­დულ ქა­დერ ალ-შე­ი­ხი

მისი თქმით, სა­ი­დუმ­ლო პო­ლი­ცი­ამ მას დაკ­რძალ­ვის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა სთხო­ვა. ის მიც­ვა­ლე­ბულ­თათ­ვის წე­სის აგე­ბას მა­ლუ­ლად ცდი­ლობ­და.


“პო­ლი­ცია მათ ტე­რო­რის­ტებს უწო­დებ­და და ამ­ბობ­დნენ, რომ არ იმ­სა­ხუ­რებ­დნენ დაკ­რძალ­ვას. არ სურ­დათ ვინ­მეს და­ე­ნა­ხა რა­საც აკე­თებ­დნენ. და­ახ­ლო­ე­ბით 30 კვად­რა­ტულ მეტრ მი­წა­ში 100 ადა­მი­ა­ნი მა­ინც იყო დაკ­რძა­ლუ­ლი,“- ამ­ბობს შე­ი­ხა.


დაკ­რძალ­ვე­ბის დროს, სა­ი­დუმ­ლო პო­ლი­ცია ხალ­ხს გა­რეთ გა­მოს­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევ­და. პო­ლი­ე­თი­ლე­ნის ჩან­თა­ში ჩაყ­რი­ლი ცხედ­რე­ბი დიდი დიდი ზო­მის მან­ქა­ნე­ბით და ორ­მო­ში ცლიდ­ნენ. შემ­დეგ მი­წას ბულ­დო­ზე­რი ას­წო­რებ­და.


თვითმხილ­ვე­ლის თქმით, ასე­თი მა­სობ­რი­ვი სა­საფ­ლაო და­მას­კოს გა­რე­უ­ბან­ში ბევ­რია.


წყა­რო


იხი­ლეთ ასე­ვე:


00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ეს ჯოჯოხეთია" - სირიაში მასობრივი საფლავები აღმოაჩინეს: ნაპოვნია 100 000-ზე მეტი ადამიანის ნეშტი: კიდევ 60,000 ადამიანი ციხეებში წამებით მოკლეს

"ეს ჯოჯოხეთია" - სირიაში მასობრივი საფლავები აღმოაჩინეს: ნაპოვნია 100 000-ზე მეტი ადამიანის ნეშტი: კიდევ 60,000 ადამიანი ციხეებში წამებით მოკლეს

სირიელმა უფლებადამცველებმა სირიის დედაქალაქ დამასკის ჩრდილოეთით 40 კილომეტრში, ალ-კუტაიფში, მასობრივი სასაფლაო აღმოაჩინეს სადაც ბაშარ ალ-ასადის მმართველობის დროს დაღუპული სულ მცირე 100 000 ადამიანია დამარხული.


ამის შესახებ Reuters-ს აშშ-ში დაფუძნებული “სირიის საგანგებო ვითარებათა ოპერატიული ჯგუფის“ ხელმძღვანელმა მუაზ მუსტაფამ განუცხადა.


siria


უფლებადამცველის თქმით, ამ სამარხის შესახებ ინფორმაცია ეყრდნობა იმ მუშების ჩვენებებს, რომლებმაც სირიიდან გაქცევა მოახერხეს.


  • თუმცა, ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა. როგორც BBC წერს, ჰუმანიტარულმა ჯგუფმა რეგიონში კიდევ რამდენიმე მასობრივი საფლავი აღმოაჩინა და სამძებრო სამუშაოები გრძელდება.


“დამასკოს ცენტრიდან 10 კილომეტრზე ნაკლებ მანძილზე, ადრას ჩრდილო-დასავლეთ გარეუბანში არსებული გამომშრალი მიწის ნაკვეთი შემოღობილია ცემენტის კედლებით. მიახლოებისას ვხედავთ მაშველთა ჯგუფს ჰუმანიტარული ორგანიზაციიდან. ისინი ეძებენ მასობრივ საფლავებს,“ - წერს გამოცემა.



ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ინტერნეტში მასობრივი საფლავებისა და ასადის სასტიკი რეჟიმის მსხვერპლთა ვიდეოებიც გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ პატიმრები გაუსაძლის პირობებში იმყოფებოდნენ.



“ეს ჯოჯოხეთია,“ - აღწერენ საქველმოქმედო ჯგუფები მასობრივ სასაფლაოებს. მათი თქმით, ერთ ჩანთაში რამდენიმე ადამიანის ცხედარი ერთად იყო ჩაყრილი. ახლა მათგან მხოლოდ ნაშთები დარჩა.



გუნდმა ნაშთები, თავის ქალა და ძვლები ამოიღო, შეაგროვა მათი დნმ-ის ნიმუშები. ნაშთებს დოკუმენტაციისა და შემდგომი ანალიზისთვის შავ პლასტმასის ჩანთებში ათავსებენ.


“ათასობით ადამიანია დაკარგული. მათ ამოცნობას და ანალიზებს ძალიან დიდი დრო დასჭირდება,“ - ამბობს ერთ-ერთი მაშველი ისმაელ აბდულა.


  • ითვლება, რომ 2011 წლიდან სირიაში 100 ათასზე მეტი ადამიანი გაუჩინარდა.

გასული კვირის განმავლობაში, Hayat Tahrir al-Sham-ის მეამბოხე ჯგუფმა, რომელმაც ასადი დაამხო, გახსნა ციხეები და დაკავების ცენტრები მთელს სირიაში.

უფლებადამცველმა ჯგუფებმა დაასკვნეს, რომ 80 000-ზე მეტი დაკარგული ადამიანი დაიღუპა. ბრიტანეთში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა სირიის ობსერვატორიის (SOHR) თანახმად, კიდევ 60,000 ადამიანი ციხეებში წამებით მოკლეს.

ხოლო აშშ-ში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია სირიის საგანგებო სამუშაო ჯგუფი (SETF), იტყობინება, რომ სირიის მასშტაბით მასობრივი საფლავის ადგილები იზრდება.


SETF-ის თანახმად, ქალაქ კუტაიფაში მდებარე მასობრივი სასაფლაო, შეიძლება ასადის მთავრობის მიერ მოკლული მინიმუმ 100,000 ადამიანის ცხედრებს შეიცავდეს.


  • კუტაიფას რელიგიური ლიდერი აბდულ ქადერ ალ-შეიხი მასობრივი დაკრძალვის შესახებ ჰყვება - ის ამ ყველაფერს თავად შეესწრო

აბდულ ქადერ ალ-შეიხი

მისი თქმით, საიდუმლო პოლიციამ მას დაკრძალვის ზედამხედველობა სთხოვა. ის მიცვალებულთათვის წესის აგებას მალულად ცდილობდა.


“პოლიცია მათ ტერორისტებს უწოდებდა და ამბობდნენ, რომ არ იმსახურებდნენ დაკრძალვას. არ სურდათ ვინმეს დაენახა რასაც აკეთებდნენ. დაახლოებით 30 კვადრატულ მეტრ მიწაში 100 ადამიანი მაინც იყო დაკრძალული,“- ამბობს შეიხა.


დაკრძალვების დროს, საიდუმლო პოლიცია ხალხს გარეთ გამოსვლის საშუალებას არ აძლევდა. პოლიეთილენის ჩანთაში ჩაყრილი ცხედრები დიდი დიდი ზომის მანქანებით და ორმოში ცლიდნენ. შემდეგ მიწას ბულდოზერი ასწორებდა.


თვითმხილველის თქმით, ასეთი მასობრივი სასაფლაო დამასკოს გარეუბანში ბევრია.


წყარო


იხილეთ ასევე: