სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თუ "ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, საქართველოს გადააქცევს ძალაუფლების პროექციისა და ეკონომიკური შესაძლებლობის ადგილად რუსეთისთვის, ჩინეთისა და ირანისთვისაც - ჰელსინკის კომისა
თუ "ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, საქართველოს გადააქცევს ძალაუფლების პროექციისა და ეკონომიკური შესაძლებლობის ადგილად  რუსეთისთვის, ჩინეთისა და ირანისთვისაც - ჰელსინკის კომისა

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ქარ­თვე­ლებს მათ მიერ არ­ჩე­უ­ლი ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზი­დან იმ აგ­რე­სო­რე­ბის ღერ­ძის­კენ მი­ათ­რევს, რო­მელ­თა მი­ზა­ნი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მსოფ­ლიო წეს­რი­გის­თვის ძი­რის გა­მო­თხრაა, - ამის შე­სა­ხებ აშშ-ის ჰელ­სინ­კის კო­მი­სი­ის გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

  • კო­მი­სია მი­იჩ­ნევს, რომ ხალ­ხის მა­სი­უ­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ მსოფ­ლი­ოს ავ­ტოკ­რა­ტებ­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ას აგ­რძე­ლებს.

"ივ­ნის­ში, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, კო­ბა­ხი­ძე ირა­ნის პრე­ზი­დენ­ტის პე­ზეშ­კი­ა­ნის ინა­უ­გუ­რა­ცი­ას და­ეს­წრო, მა­ნამ­დე კი "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ ირან­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ეკო­ნო­მი­კუ­რი კავ­ში­რე­ბის გან­მტკი­ცე­ბა სცა­და. თა­ვის მხრივ, ცნო­ბე­ბი გვა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ ირა­ნე­ლი მა­რი­ო­ნე­ტე­ბი მხარს უჭერ­დნენ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ კამ­პა­ნი­ას, ავ­რცე­ლებ­დნენ რა ან­ტი­და­სავ­ლურ ნა­რა­ტი­ვებს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ამას­თან, ჰელ­სინ­კის კო­მი­სია იხ­სე­ნებს, რომ აგ­ვის­ტო­ში, "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ ჩი­ნეთ­თან სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ა­ფორ­მა. ჩი­ნე­თის კონ­სორ­ცი­უ­მი ამ­ჟა­მად, "სარ­ტყლი­სა და გზის“ ინი­ცი­ა­ტი­ვის ფარ­გლებ­ში, ანაკ­ლი­ა­ში ღრმა­წყლო­ვან პორ­ტს აშე­ნებს.

"თუ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ გა­ი­მარ­ჯვებს ძა­ლა­უფ­ლე­ბის მი­ტა­ცე­ბა­ში, პარ­ტია სა­ქარ­თვე­ლოს გა­და­აქ­ცევს ძა­ლა­უფ­ლე­ბის პრო­ექ­ცი­ი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბის ად­გი­ლად არა მხო­ლოდ მისი რუსი მფარ­ვე­ლე­ბის­თვის, არა­მედ ჩი­ნე­თი­სა და ირა­ნის­თვი­საც, რომ­ლებ­საც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ სულ უფრო და უფრო და­უ­ახ­ლოვ­და“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ავტორი:

თუ "ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, საქართველოს გადააქცევს ძალაუფლების პროექციისა და ეკონომიკური შესაძლებლობის ადგილად რუსეთისთვის, ჩინეთისა და ირანისთვისაც - ჰელსინკის კომისა

თუ "ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, საქართველოს გადააქცევს ძალაუფლების პროექციისა და ეკონომიკური შესაძლებლობის ადგილად  რუსეთისთვის, ჩინეთისა და ირანისთვისაც - ჰელსინკის კომისა

"ქართული ოცნება“ ქართველებს მათ მიერ არჩეული ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან იმ აგრესორების ღერძისკენ მიათრევს, რომელთა მიზანი დემოკრატიული მსოფლიო წესრიგისთვის ძირის გამოთხრაა, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის განცხადებაშია აღნიშნული.

  • კომისია მიიჩნევს, რომ ხალხის მასიური წინააღმდეგობის მიუხედავად, "ქართული ოცნება“ მსოფლიოს ავტოკრატებთან ინტეგრაციას აგრძელებს.

"ივნისში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კობახიძე ირანის პრეზიდენტის პეზეშკიანის ინაუგურაციას დაესწრო, მანამდე კი "ქართულმა ოცნებამ“ ირანსა და საქართველოს შორის ეკონომიკური კავშირების განმტკიცება სცადა. თავის მხრივ, ცნობები გვაფიქრებინებს, რომ ირანელი მარიონეტები მხარს უჭერდნენ "ქართული ოცნების“ კამპანიას, ავრცელებდნენ რა ანტიდასავლურ ნარატივებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, ჰელსინკის კომისია იხსენებს, რომ აგვისტოში, "ქართულმა ოცნებამ“ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმა. ჩინეთის კონსორციუმი ამჟამად, "სარტყლისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში, ანაკლიაში ღრმაწყლოვან პორტს აშენებს.

"თუ "ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს ძალაუფლების მიტაცებაში, პარტია საქართველოს გადააქცევს ძალაუფლების პროექციისა და ეკონომიკური შესაძლებლობის ადგილად არა მხოლოდ მისი რუსი მფარველებისთვის, არამედ ჩინეთისა და ირანისთვისაც, რომლებსაც "ქართული ოცნება“ სულ უფრო და უფრო დაუახლოვდა“, - აღნიშნულია განცხადებაში.