მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რის საფუძველზე მიმიჩნიეთ უფლებების დამრღვევად?" - ლიეტუვის მიერ სანქცირებული შალვა თადუმაძე სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს
"რის საფუძველზე მიმიჩნიეთ უფლებების დამრღვევად?" - ლიეტუვის მიერ სანქცირებული შალვა თადუმაძე სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს

უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­თა პა­ლა­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა თა­დუ­მა­ძე, რო­მე­ლიც ლი­ე­ტუ­ვის მიერ და­სან­ქცი­რე­ბულ სა­ქარ­თვე­ლოს მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თა სი­ა­შია, ლი­ე­ტუ­ვის წი­ნა­აღ­მდეგ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს­თვის მი­მარ­თვას გეგ­მავს.

  • ამას­თან, თა­დუ­მა­ძე სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნისტრს მაკა ბო­ჭო­რიშ­ვილს მი­მარ­თავს, მო­იწ­ვი­ოს ლი­ე­ტუ­ვის ელჩი, უზ­რუნ­ველ­ყოს აღ­ნიშ­ნულ შეხ­ვედ­რა­ზე მისი დას­წრე­ბა და ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რი­სა­გან გა­ნე­მარ­ტოს, “თუ რის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ი­ღო ლი­ე­ტუ­ვის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა საღ აზრს მოკ­ლე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა“.

"მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ლი­ე­ტუ­ვის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­ა­სა­ჯა­რო­ვა სა­ქარ­თვე­ლოს მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის მქო­ნე და­სან­ქცი­რე­ბუ­ლი პი­რე­ბის სია, რა­საც წინ უძღო­და ლი­ე­ტუ­ვის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის – კეს­ტუ­ტის ბუდ­რი­სის – სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბა, რომ ძა­ლა­დო­ბის და მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­მი­ტინ­გე­ე­ბის, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­სა და ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რე­ბის ჩაგ­ვრის შე­დე­გად, ეს­ტო­ნეთ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით გა­ა­ფარ­თო­ვა და­სან­ქცი­რე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის სია. აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბით, ლი­ე­ტუ­ვის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, სიის თი­თო­ე­უ­ლი პირი, მათ შო­რის, მეც, დაგ­ვა­და­ნა­შა­უ­ლა სა­ქარ­თვე­ლო­ში ადა­მი­ა­ნის ძი­რი­თა­დი უფ­ლე­ბე­ბის უხეშ დარ­ღვე­ვა­ში.

  • მოგ­მარ­თავთ თხოვ­ნით, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლით დად­გე­ნი­ლი წე­სის თა­ნახ­მად, თქვენ­და­მი დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბულ­მა უწყე­ბამ (თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­მა) მო­იწ­ვი­ოს ლი­ე­ტუ­ვის რეს­პუბ­ლი­კის ელჩი და უზ­რუნ­ველ­ყოს აღ­ნიშ­ნულ შეხ­ვედ­რა­ზე ჩემი დას­წრე­ბა, რათა ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რი­სა­გან გან­მე­მარ­ტოს, თუ რის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ი­ღო ლი­ე­ტუ­ვის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა საღ აზრს მოკ­ლე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და მო­მიხ­სე­ნია და­სან­ქცი­რე­ბულ­თა სი­ა­ში, რო­გორც „ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი“.

ასე­ვე მსურს, მი­ვი­ღო ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­მარ­ტე­ბა, თუ რა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე მი­მიჩ­ნია ლი­ე­ტუ­ვის სა­ხელ­მწი­ფომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ადა­მი­ა­ნის ძი­რი­თა­დი უფ­ლე­ბე­ბის უხეშ დამ­რღვე­ვად, მა­შინ, რო­დე­საც ჩემი სა­მო­სა­მარ­თლო კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­ხი­ლუ­ლი მაქვს 5 000-მდე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლო­ში გა­სა­ჩივ­რდა მხო­ლოდ ორი საქ­მე. ორი­ვე საქ­მეს­თან მი­მარ­თე­ბით (გი­ორ­გი უგუ­ლა­ვა სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ და და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ) ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ მკა­ფი­ოდ გან­მარ­ტა, რომ ჩემ მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი არის სა­მარ­თლებ­რი­ვად და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი და პო­ლი­ტი­კუ­რად მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი.

ჩემი თქვენ­და­მი თხოვ­ნი­სა და ელჩთან შეხ­ვედ­რის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ სა­მო­მავ­ლოდ და­გეგ­მი­ლი მაქვს, მივ­მარ­თო ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლოს ლი­ე­ტუ­ვის წი­ნა­აღ­მდეგ, რათა სა­მარ­თლებ­რი­ვი გზით აღ­ვიდ­გი­ნო ლი­ე­ტუ­ვის სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან ხელ­ყო­ფი­ლი ჩემი ძი­რი­თა­დი უფ­ლე­ბე­ბი და თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბი“, - ვკი­თხუ­ლობთ შალ­ვა თა­დუ­მა­ძის მიერ მაკა ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის სა­ხელ­ზე გაგ­ზავ­ნილ წე­რილ­ში.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"რის საფუძველზე მიმიჩნიეთ უფლებების დამრღვევად?" - ლიეტუვის მიერ სანქცირებული შალვა თადუმაძე სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს

"რის საფუძველზე მიმიჩნიეთ უფლებების დამრღვევად?" - ლიეტუვის მიერ სანქცირებული შალვა თადუმაძე სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს

უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე შალვა თადუმაძე, რომელიც ლიეტუვის მიერ დასანქცირებულ საქართველოს მაღალი თანამდებობის პირთა სიაშია, ლიეტუვის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს.

  • ამასთან, თადუმაძე საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს მიმართავს, მოიწვიოს ლიეტუვის ელჩი, უზრუნველყოს აღნიშნულ შეხვედრაზე მისი დასწრება და ოფიციალური პირისაგან განემარტოს, “თუ რის საფუძველზე მიიღო ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა საღ აზრს მოკლებული გადაწყვეტილება“.

"მოგეხსენებათ, ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაასაჯაროვა საქართველოს მაღალი თანამდებობის მქონე დასანქცირებული პირების სია, რასაც წინ უძღოდა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის – კესტუტის ბუდრისის – საჯარო განცხადება, რომ ძალადობის და მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციონერების ჩაგვრის შედეგად, ესტონეთთან თანამშრომლობით გააფართოვა დასანქცირებული ქართველი პოლიტიკოსების სია. აღნიშნული განცხადებით, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სიის თითოეული პირი, მათ შორის, მეც, დაგვადანაშაულა საქართველოში ადამიანის ძირითადი უფლებების უხეშ დარღვევაში.

  • მოგმართავთ თხოვნით, საერთაშორისო სამართლით დადგენილი წესის თანახმად, თქვენდამი დაქვემდებარებულმა უწყებამ (თანამდებობის პირმა) მოიწვიოს ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩი და უზრუნველყოს აღნიშნულ შეხვედრაზე ჩემი დასწრება, რათა ოფიციალური პირისაგან განმემარტოს, თუ რის საფუძველზე მიიღო ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა საღ აზრს მოკლებული გადაწყვეტილება და მომიხსენია დასანქცირებულთა სიაში, როგორც „ქართველი პოლიტიკოსი“.

ასევე მსურს, მივიღო ოფიციალური განმარტება, თუ რა მტკიცებულებებისა და ინფორმაციის საფუძველზე მიმიჩნია ლიეტუვის სახელმწიფომ საქართველოში ადამიანის ძირითადი უფლებების უხეშ დამრღვევად, მაშინ, როდესაც ჩემი სამოსამართლო კარიერის განმავლობაში განხილული მაქვს 5 000-მდე სისხლის სამართლის საქმე და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაჩივრდა მხოლოდ ორი საქმე. ორივე საქმესთან მიმართებით (გიორგი უგულავა საქართველოს წინააღმდეგ და დავით კეზერაშვილი საქართველოს წინააღმდეგ) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მკაფიოდ განმარტა, რომ ჩემ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არის სამართლებრივად დასაბუთებული და პოლიტიკურად მიუკერძოებელი.

ჩემი თქვენდამი თხოვნისა და ელჩთან შეხვედრის აუცილებლობას განაპირობებს ის გარემოება, რომ სამომავლოდ დაგეგმილი მაქვს, მივმართო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ლიეტუვის წინააღმდეგ, რათა სამართლებრივი გზით აღვიდგინო ლიეტუვის სახელმწიფოს მხრიდან ხელყოფილი ჩემი ძირითადი უფლებები და თავისუფლებები“, - ვკითხულობთ შალვა თადუმაძის მიერ მაკა ბოჭორიშვილის სახელზე გაგზავნილ წერილში.

წაიკითხეთ ასევე: