საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხელისუფლება 528 000 - ზე მეტის დახარჯვას აპირებს, თუმცა საახალწლო კონცერტები გაიმართება თუ არა, უცნობია: მონაწილეობაზე ვინ პროტესტის გამო თქვა უარი, ვინ კიდევ გაურკვევლობაშია
ხელისუფლება 528 000 - ზე მეტის დახარჯვას აპირებს, თუმცა საახალწლო კონცერტები გაიმართება თუ არა, უცნობია: მონაწილეობაზე ვინ პროტესტის გამო თქვა უარი, ვინ კიდევ გაურკვევლობაშია

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ 13 ქა­ლაქ­ში სა­ა­ხალ­წლო სოფ­ლის მო­წყო­ბის, ნაძ­ვის ხის ან­თე­ბი­სა და სა­ზე­ი­მო კონ­ცერ­ტე­ბის­თვის მომ­სა­ხუ­რე­ბის შე­სა­ძე­ნად გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი შეს­ყიდ­ვე­ბი უკვე გა­მო­ცხად­და.

ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად: ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა ხობ­ში, თე­ლავ­ში, ფოთ­ში, ბოლ­ნის­ში, წყალ­ტუ­ბო­ში, ახალ­ცი­ხე­ში, რუს­თავ­ში, ბორ­ჯომ­ში, ქუ­თა­ის­ში, სა­გა­რე­ჯო­ში, ლა­გო­დეხ­ში, ზუგ­დიდ­სა და სამ­ტრე­დი­ა­ში.

ჯამ­ში და­გეგ­მილ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე ბი­უ­ჯე­ტი­დან 528 ათას ლარ­ზე მეტი და­ი­ხარ­ჯება.

მომ­ღერ­ლე­ბის სია, რომ­ლე­ბიც და­ა­ნონ­სე­ბულ კონ­ცერ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ვრცე­ლია. მათ შო­რის არი­ან: ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე, სა­ლო­მე ბა­კუ­რა­ძე, ჯგუ­ფი "მიქსტუ­რა“, "ღა­მის შოუს ბენ­დი“, გია ნი­კო­ლა­ძე, მირ­ზა მო­დე­ბა­ძე, ქეთი გა­ბი­სი­ა­ნი, "ფორ­ტე“, "იბე­რია“, "რე­გი­ო­ნი“ და სხვე­ბი. მათ­გან ნა­წილ­მა ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის გამო უკვე თქვა, რომ არ აპი­რებს კონ­ცერ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

გია ნი­კო­ლა­ძე ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ არ იცის ამ ეტაპ­ზე კონ­ცერ­ტზე გა­მო­ვა თუ არა, ინ­ფორ­მა­ცია არ აქვს ასე­ვე ჯგუფ "მიქსტუ­რას“, რო­გორც გვი­თხრეს, ამის შე­სა­ხებ უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში გა­ირ­კვე­ვა.

"არ­ცერთ სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტზე არ ვი­ღებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას!!! ცრუ ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და და ვა­ზუს­ტებ მა­ინც“, - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ქეთი გა­ბი­სი­ა­ნი.

მირ­ზა მო­დე­ბა­ძემ ჩვენს ზა­რებს არ უპა­სუ­ხა, ასე­ვე არ გვი­პა­სუ­ხა, მოკ­ლე ტექ­სტურ შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ზე.

ქრის­ტი­ნე იმე­და­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ ერთი კვი­რის წინ, სა­ერ­თო შე­თან­ხმე­ბით რამ­დე­ნი­მე კონ­ცერ­ტი გა­უქ­მდა, და­ნარ­ჩე­ნებ­ზე კი თა­ვად თქვა უარი.

"არც მი­ფიქ­რია, რომ ეს უნდა და­მე­წე­რა. მა­გა­ლი­თად, ერთი კვი­რის წინ ამ მეტი. რბი­ლად რომ ვთქვათ, დიდი ინ­ტე­რე­სი და­ვი­ნა­ხე ამას­თან მი­მარ­თე­ბა­ში, ამი­ტომ ვწერ ახლა. ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, გარ­კვე­უ­ლი კონ­ცერ­ტე­ბი სა­ერ­თო შე­თან­ხმე­ბით გა­უქ­მდა და და­ნარ­ჩენ­ზე მე თვი­თონ ვთქვი უარი დიდი ხა­ნია. ყვე­ლამ ვი­ცით, რომ მუ­სი­კო­სე­ბის, მომ­ღერ­ლე­ბის, ძი­რი­თა­დი სა­მუ­შაო პე­რი­ო­დი ახა­ლი წე­ლია. მაგ­რამ როცა ქვე­ყა­ნა­ში ასე­თი ვი­თა­რე­ბაა ჩემი მე­გობ­რე­ბო, ნაც­ნო­ბე­ბი ან სუ­ლაც უცხო ადა­მი­ა­ნე­ბი უსა­მარ­თლოდ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი ან სას­ტი­კად ნა­ცე­მე­ბი არი­ან, ცხა­დია, რომ კონ­ცერ­ტი­სა და ზე­ი­მის დრო არ არის.“

სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე ასე­ვე უარი თქვეს ანრი ჯო­ხა­ძემ და ნინი ბა­დუ­რაშ­ვილ­მაც.

"არ­ცერთ სა­ა­ხალ­წლო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში არ ვი­ღებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას! ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას ნუ ავ­რცე­ლებთ! ყვე­ლა კონ­ცერ­ტი გა­უქ­მე­ბუ­ლია! ბოლო ინ­ფორ­მა­ცია, რაც დიდო, არის სიც­რუე", - და­წე­რა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ნინი ბა­დუ­რაშ­ვილ­მა.

სტე­ფა­ნე მღებ­რიშ­ვი­ლი წერს, რომ 11 კორ­პო­რა­ცი­უ­ლი და ახა­ლი წლის ღო­ნის­ძი­ე­ბაც გა­ა­უქ­მა.

"11 კორ­პო­რა­ცი­უ­ლი და ახა­ლი წლის ღო­ნის­ძი­ე­ბაც გა­ვა­უქ­მეთ.ჩემს გარ­და ბენდში 11 მუ­სი­კო­სია, ხმის რე­ჟი­სო­რი და მე­ნე­ჯე­რე­ბი.მთა­ვა­რია ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა იყოს კარ­გად და მერე ჩა­ვა­ტა­რებთ ბევ­რს", - წერს მუ­სი­კო­სი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

პრო­ტესტს უერ­თდე­ბა ასე­ვეგი­ორ­გი სუ­ხი­ტაშ­ვი­ლი, ის და­გეგ­მილ ღო­ნის­ძი­ე­ბებს აუქ­მებს.

"წუ­წუნს არ და­ვი­წყებ უბ­რა­ლოდ მო­გიყ­ვე­ბით და დას­კვნა თქვენ გა­ა­კე­თეთ. მთე­ლი 2024 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უამ­რა­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბა მქონ­და და­გეგ­მი­ლი, ამ ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის 60-70% ოქ­ტომ­ბერ­ზე, ნო­ემ­ბერ­ზე და დე­კემ­ბერ­ზე მო­დის. ამ შე­მოდ­გო­მა­ზე ერთი ხე­ლის თი­თე­ბიც ზედ­მე­ტია იმის და­სათ­ვლე­ლად რამ­დე­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბა მქონ­და.

ჩემი შე­მო­სავ­ლის 90% უკავ­შირ­დე­ბა ჩემს პრო­ფე­სი­ას (ის 10%-ც იმი­ტომ და­ვი­ტო­ვე ვინ­მე ინ­ტრი­გან­მა არ წა­მო­მა­ძა­ხოს სად­მე რამე)დიდი ხა­ნია ვის­მენ ცი­ლის­წა­მე­ბას, ვი­თომ ჩემს მო­საზ­რე­ბებ­ში მიხ­დი­ან, მო­მის­ყი­დეს და კი­დევ 1000 სი­გი­ჟე".

ამ მო­ცე­მუ­ლო­ბით, შედ­გე­ბა თუ არა კონ­ცერ­ტე­ბი რე­გი­ო­ნებ­ში უც­ნო­ბია, ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი 21 დე­კემ­ბრი­დან უნდა და­ი­წყოს.

ჩვენ ასე­ვე და­ვინ­ტე­რეს­დით, რა ხდე­ბა თბი­ლის­ში 31 დე­კემ­ბრის გრან­დი­ო­ზულ კონ­ცერტთან და­კავ­ში­რე­ბით. ცნო­ბი­ლია, რომ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის ახა­ლი წლის აღ­ნიშ­ვნას რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე აპი­რე­ბენ.

თბი­ლი­სის მე­რის გან­ცხა­დე­ბით, "სა­ა­ხალ­წლო სო­ფე­ლი“ 21 დე­კემ­ბერს გა­იხ­სნე­ბა და 7 იან­ვრის ჩათ­ვლით იფუნ­ქცი­ო­ნი­რებს.

"ახა­ლი წელი მო­დის და დე­და­ქა­ლა­ქიც ემ­ზა­დე­ბა სა­ა­ხალ­წლოდ, რათა მო­სახ­ლე­ო­ბას და ჩა­მო­სულ სტუმ­რებს ვა­ჩუ­ქოთ ლა­მა­ზი დღე­ე­ბი. ორი დღის წინ თბი­ლი­სი სა­ა­ხალ­წლოდ გა­ნათ­და, ჩა­ირ­თო ილუ­მი­ნა­ცი­ე­ბი, აინ­თო ნაძ­ვის ხე. ჩვე­ნი დე­და­ქა­ლა­ქი ჯა­დოს­ნუ­რად მორ­თუ­ლია, 21 დე­კემ­ბრი­დან კი "სა­ა­ხალ­წლო სო­ფე­ლი გა­იხ­სნე­ბა“. ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ შევ­ქმნათ სა­ა­ხალ­წლო გან­წყო­ბა. იცით, რომ ტრა­დი­ცია, რო­მე­ლიც 2017 წლი­დან შე­მო­ვი­ტა­ნეთ "სა­ა­ხალ­წლო სოფ­ლის“ სა­ხით, ძა­ლი­ან დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი სტუმ­რობს, რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი, ისე ჩა­მო­სუ­ლი სტუმ­რე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბა გრან­დი­ო­ზულ კონ­ცერ­ტის ჩა­ტა­რე­ბას, თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში ამ დრო­ის­თვის არ აკონ­კრე­ტე­ბენ შედ­გე­ბა თუ არა ტრა­დი­ცი­უ­ლი კონ­ცერ­ტი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ხელისუფლება 528 000 - ზე მეტის დახარჯვას აპირებს, თუმცა საახალწლო კონცერტები გაიმართება თუ არა, უცნობია: მონაწილეობაზე ვინ პროტესტის გამო თქვა უარი, ვინ კიდევ გაურკვევლობაშია

ხელისუფლება 528 000 - ზე მეტის დახარჯვას აპირებს, თუმცა საახალწლო კონცერტები გაიმართება თუ არა, უცნობია: მონაწილეობაზე ვინ პროტესტის გამო თქვა უარი, ვინ კიდევ გაურკვევლობაშია

გავრცელებული ინფორმაციით, ხელისუფლებამ 13 ქალაქში საახალწლო სოფლის მოწყობის, ნაძვის ხის ანთებისა და საზეიმო კონცერტებისთვის მომსახურების შესაძენად გამარტივებული შესყიდვები უკვე გამოცხადდა.

ამ ინფორმაციის თანახმად: ღონისძიებები ჩატარდება ხობში, თელავში, ფოთში, ბოლნისში, წყალტუბოში, ახალციხეში, რუსთავში, ბორჯომში, ქუთაისში, საგარეჯოში, ლაგოდეხში, ზუგდიდსა და სამტრედიაში.

ჯამში დაგეგმილ ღონისძიებებზე ბიუჯეტიდან 528 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება.

მომღერლების სია, რომლებიც დაანონსებულ კონცერტებში მონაწილეობენ ვრცელია. მათ შორის არიან: ნუცა ბუზალაძე, სალომე ბაკურაძე, ჯგუფი "მიქსტურა“, "ღამის შოუს ბენდი“, გია ნიკოლაძე, მირზა მოდებაძე, ქეთი გაბისიანი, "ფორტე“, "იბერია“, "რეგიონი“ და სხვები. მათგან ნაწილმა ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო უკვე თქვა, რომ არ აპირებს კონცერტებში მონაწილეობას.

გია ნიკოლაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ არ იცის ამ ეტაპზე კონცერტზე გამოვა თუ არა, ინფორმაცია არ აქვს ასევე ჯგუფ "მიქსტურას“, როგორც გვითხრეს, ამის შესახებ უახლოეს დღეებში გაირკვევა.

"არცერთ საახალწლო კონცერტზე არ ვიღებ მონაწილეობას!!! ცრუ ინფორმაცია გავრცელდა და ვაზუსტებ მაინც“, - წერს სოციალურ ქსელში ქეთი გაბისიანი.

მირზა მოდებაძემ ჩვენს ზარებს არ უპასუხა, ასევე არ გვიპასუხა, მოკლე ტექსტურ შეტყობინებაზე.

ქრისტინე იმედაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ერთი კვირის წინ, საერთო შეთანხმებით რამდენიმე კონცერტი გაუქმდა, დანარჩენებზე კი თავად თქვა უარი.

"არც მიფიქრია, რომ ეს უნდა დამეწერა. მაგალითად, ერთი კვირის წინ ამ მეტი. რბილად რომ ვთქვათ, დიდი ინტერესი დავინახე ამასთან მიმართებაში, ამიტომ ვწერ ახლა. ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო, გარკვეული კონცერტები საერთო შეთანხმებით გაუქმდა და დანარჩენზე მე თვითონ ვთქვი უარი დიდი ხანია. ყველამ ვიცით, რომ მუსიკოსების, მომღერლების, ძირითადი სამუშაო პერიოდი ახალი წელია. მაგრამ როცა ქვეყანაში ასეთი ვითარებაა ჩემი მეგობრებო, ნაცნობები ან სულაც უცხო ადამიანები უსამართლოდ დაკავებულები ან სასტიკად ნაცემები არიან, ცხადია, რომ კონცერტისა და ზეიმის დრო არ არის.“

საახალწლო კონცერტებში მონაწილეობაზე ასევე უარი თქვეს ანრი ჯოხაძემ და ნინი ბადურაშვილმაც.

"არცერთ საახალწლო ღონისძიებაში არ ვიღებ მონაწილეობას! ცრუ ინფორმაციას ნუ ავრცელებთ! ყველა კონცერტი გაუქმებულია! ბოლო ინფორმაცია, რაც დიდო, არის სიცრუე", - დაწერა სოციალურ ქსელში ნინი ბადურაშვილმა.

სტეფანე მღებრიშვილი წერს, რომ 11 კორპორაციული და ახალი წლის ღონისძიებაც გააუქმა.

"11 კორპორაციული და ახალი წლის ღონისძიებაც გავაუქმეთ.ჩემს გარდა ბენდში 11 მუსიკოსია, ხმის რეჟისორი და მენეჯერები.მთავარია ჩვენი ქვეყანა იყოს კარგად და მერე ჩავატარებთ ბევრს", - წერს მუსიკოსი სოციალურ ქსელში.

პროტესტს უერთდება ასევე გიორგი სუხიტაშვილი, ის დაგეგმილ ღონისძიებებს აუქმებს.

"წუწუნს არ დავიწყებ უბრალოდ მოგიყვებით და დასკვნა თქვენ გააკეთეთ. მთელი 2024 წლის განმავლობაში უამრავი ღონისძიება მქონდა დაგეგმილი, ამ ღონისძიებების 60-70% ოქტომბერზე, ნოემბერზე და დეკემბერზე მოდის. ამ შემოდგომაზე ერთი ხელის თითებიც ზედმეტია იმის დასათვლელად რამდენი ღონისძიება მქონდა.

ჩემი შემოსავლის 90% უკავშირდება ჩემს პროფესიას (ის 10%-ც იმიტომ დავიტოვე ვინმე ინტრიგანმა არ წამომაძახოს სადმე რამე)დიდი ხანია ვისმენ ცილისწამებას, ვითომ ჩემს მოსაზრებებში მიხდიან, მომისყიდეს და კიდევ 1000 სიგიჟე".

ამ მოცემულობით, შედგება თუ არა კონცერტები რეგიონებში უცნობია, ღონისძიებები 21 დეკემბრიდან უნდა დაიწყოს.

ჩვენ ასევე დავინტერესდით, რა ხდება თბილისში 31 დეკემბრის გრანდიოზულ კონცერტთან დაკავშირებით. ცნობილია, რომ აქციის მონაწილეების ახალი წლის აღნიშვნას რუსთაველის გამზირზე აპირებენ.

თბილისის მერის განცხადებით, "საახალწლო სოფელი“ 21 დეკემბერს გაიხსნება და 7 იანვრის ჩათვლით იფუნქციონირებს.

"ახალი წელი მოდის და დედაქალაქიც ემზადება საახალწლოდ, რათა მოსახლეობას და ჩამოსულ სტუმრებს ვაჩუქოთ ლამაზი დღეები. ორი დღის წინ თბილისი საახალწლოდ განათდა, ჩაირთო ილუმინაციები, აინთო ნაძვის ხე. ჩვენი დედაქალაქი ჯადოსნურად მორთულია, 21 დეკემბრიდან კი "საახალწლო სოფელი გაიხსნება“. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ შევქმნათ საახალწლო განწყობა. იცით, რომ ტრადიცია, რომელიც 2017 წლიდან შემოვიტანეთ "საახალწლო სოფლის“ სახით, ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, უამრავი ადამიანი სტუმრობს, როგორც ადგილობრივი, ისე ჩამოსული სტუმრები.

რაც შეეხება გრანდიოზულ კონცერტის ჩატარებას, თბილისის მერიაში ამ დროისთვის არ აკონკრეტებენ შედგება თუ არა ტრადიციული კონცერტი.