სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლეგიტიმაციაზე საუბარი ალბათ, ვეღარ გაგრძელდება იმიტომ, რომ ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს" - მდინარაძე
"ლეგიტიმაციაზე საუბარი ალბათ, ვეღარ გაგრძელდება იმიტომ, რომ ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს" - მდინარაძე

ლე­გი­ტი­მა­ცი­ა­ზე, რო­მელ­საც ხელ­ზე იხ­ვევ­დნენ, სა­უ­ბა­რი ალ­ბათ, ვე­ღარ გაგ­რძელ­დე­ბა იმი­ტომ, რომ ევ­რო­საბ­ჭოს გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი ხვდე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, სხვა ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებს, - ამის შე­სა­ხებ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დერ­მა, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც ევ­რო­პის საბ­ჭოს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის, ალენ ბერ­სეს თბი­ლის­ში ვი­ზიტ­თან დას­მულ კი­თხვას უპა­სუ­ხა.

მისი თქმით, ლე­გი­ტი­მა­ცი­ა­ზე სა­უ­ბა­რი და სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი ამით დას­რულ­და.

„ლე­გი­ტი­მა­ცი­ა­ზე, რო­მელ­საც ხელ­ზე იხ­ვევ­დნენ, სა­უ­ბა­რი ალ­ბათ, ვე­ღარ გაგ­რძელ­დე­ბა იმი­ტომ, რომ ევ­რო­საბ­ჭოს გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი ხვდე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, სხვა ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებს. რო­გორც ვიცი, არ­ჩე­ულ პრე­ზი­დენ­ტთა­ნაც არის შეხ­ვედ­რა. შე­იძ­ლე­ბა, ექ­სპრე­ზი­დენ­ტთა­ნაც, არ ვიცი ამის შე­სა­ხებ, მაგ­რამ ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში, ლე­გი­ტი­მა­ცი­ა­ზე სა­უ­ბა­რი და სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი ამით დას­რულ­და”, - გა­ნა­ცხა­და მდი­ნა­რა­ძემ.

  • ცნო­ბის­თვის, ევ­რო­პის საბ­ჭოს გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი, ალენ ბერ­სე თბი­ლის­ში დღეს ჩა­მო­ვი­და. ევ­რო­პის საბ­ჭოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვი­ზი­ტის მი­ზა­ნია ევ­რო­პის საბ­ჭო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაგ­რძე­ლე­ბის პი­რო­ბე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და პრინ­ცი­პე­ბის სრუ­ლი დაც­ვით

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში, ალენ ბერ­სე შეხ­ვედ­რებს გა­მარ­თავს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს­თან, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს­თან შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­თან, არ­ჩე­ულ პრე­ზი­დენ­ტთან მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვილ­თან, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრთან მაკა ბო­ჭო­რიშ­ვილ­თან.

ავტორი:

"ლეგიტიმაციაზე საუბარი ალბათ, ვეღარ გაგრძელდება იმიტომ, რომ ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს" - მდინარაძე

"ლეგიტიმაციაზე საუბარი ალბათ, ვეღარ გაგრძელდება იმიტომ, რომ ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს" - მდინარაძე

ლეგიტიმაციაზე, რომელსაც ხელზე იხვევდნენ, საუბარი ალბათ, ვეღარ გაგრძელდება იმიტომ, რომ ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, სხვა ოფიციალურ პირებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს თბილისში ვიზიტთან დასმულ კითხვას უპასუხა.

მისი თქმით, ლეგიტიმაციაზე საუბარი და სპეკულაციები ამით დასრულდა.

„ლეგიტიმაციაზე, რომელსაც ხელზე იხვევდნენ, საუბარი ალბათ, ვეღარ გაგრძელდება იმიტომ, რომ ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, სხვა ოფიციალურ პირებს. როგორც ვიცი, არჩეულ პრეზიდენტთანაც არის შეხვედრა. შეიძლება, ექსპრეზიდენტთანაც, არ ვიცი ამის შესახებ, მაგრამ ყველა შემთხვევაში, ლეგიტიმაციაზე საუბარი და სპეკულაციები ამით დასრულდა”, - განაცხადა მდინარაძემ.

  • ცნობისთვის, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე თბილისში დღეს ჩამოვიდა. ევროპის საბჭოს ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია ევროპის საბჭოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაგრძელების პირობების უზრუნველყოფა, ორგანიზაციის ღირებულებებისა და პრინციპების სრული დაცვით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ალენ ბერსე შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან შალვა პაპუაშვილთან, არჩეულ პრეზიდენტთან მიხეილ ყაველაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან მაკა ბოჭორიშვილთან.