საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შიდა "ჩატი" გვაქვს და იქ დუღილი არის... არიან კომპანიები, რომლებსაც ეშინიათ, გამოჩენა და თავის წამოწევა არ სურთ" - "რესტორატორთა ასოციაციის" პრეზიდენტი
"შიდა "ჩატი" გვაქვს და იქ დუღილი არის... არიან კომპანიები, რომლებსაც ეშინიათ, გამოჩენა და თავის წამოწევა არ სურთ" - "რესტორატორთა ასოციაციის" პრეზიდენტი

ბიზ­ნე­სი არის ქვეყ­ნის მდგრა­დო­ბის ხერ­ხე­მა­ლი და თუ კი ამ ბიზ­ნესს არ უს­მენ, ეს ძა­ლი­ან ცუ­დია. მთავ­რო­ბას სი­რაქ­ლე­მას პო­ზი­ცია აქვს - მე თქვენ ვერ გხე­დავთ, ე.ი. არ არ­სე­ბობთ, მე თავი ჩავ­ყა­ვი და პრობ­ლე­მაც აღარ არის, - ამის შე­სა­ხებ "რეს­ტო­რა­ტორ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის" პრე­ზი­დენ­ტმა კოტე გაბ­რი­ჭი­ძემ პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის გა­და­ცე­მა “პო­ლი­ტი­კურ სივ­რცე­ში” გა­ნა­ცხა­და.

  • გაბ­რი­ჭი­ძის თქმით, მთავ­რო­ბის ქმე­დე­ბებ­ში ლო­გი­კას ვერ ხე­დავს, რად­გან ამ ქმე­დე­ბებ­მა ძა­ლით გა­და­რია და ქუ­ჩა­ში გა­მო­იყ­ვა­ნა ხალ­ხი.

"ჩვენ პირ­ვე­ლი­ვე დღეს არა­ერ­თხელ და­ვა­ფიქ­სი­რეთ სხვა­დას­ხვა სა­შუ­ა­ლე­ბით, რომ ვუ­ერ­თდე­ბით მო­თხოვ­ნას ხე­ლა­ხა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მი­მარ­თვა ჯერ არ გაგ­ვი­კე­თე­ბია და არ დავ­ფიქ­სი­რე­ბულ­ვართ, თუმ­ცა, შიდა „ჩატი“ გვაქვს და იქ დუ­ღი­ლი არის. არი­ან კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც არ ეთან­ხმე­ბი­ან, მაგ­რამ ისი­ნი უმ­ცი­რე­სო­ბა­ში არი­ან და არი­ან ისე­თე­ბი, რომ­ლებ­საც ეში­ნი­ათ. ისი­ნი ფა­რუ­ლად ეთან­ხმე­ბი­ან, მაგ­რამ გა­მო­ჩე­ნა და თა­ვის წა­მო­წე­ვა არ სურთ.

სამ­წუ­ხა­როდ, ბიზ­ნესს გან­ყე­ნე­ბუ­ლად აღიქ­ვამს ფარ­თო სპექტრი. ჩვენ ვართ დოვ­ლა­თის შემ­ქმნე­ლე­ბი, გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­დამ­ხდე­ლე­ბი. არა­ფე­რი არ არ­სე­ბობ­და და ამ ად­გი­ლას რა­ღაც გაჩ­ნდა - ორ­გა­ნიზ­მი, რო­მე­ლიც ასაქ­მებს ხალ­ხს, იხ­დის გა­და­სა­ხა­დებს და ასე­თი რაც უფრო მეტი იქ­ნე­ბა, ეს არის, ფაქ­ტობ­რი­ვად, ქვეყ­ნის მდგრა­დო­ბის ხერ­ხე­მა­ლი და თუ კი ამ ბიზ­ნესს არ უს­მენ, ეს ძა­ლი­ან ცუ­დია. მთავ­რო­ბას სი­რაქ­ლე­მას პო­ზი­ცია აქვს - მე თქვენ ვერ გხე­დავთ, ესე იგი, არ არ­სე­ბობთ, მე თავი ჩავ­ყა­ვი და პრობ­ლე­მაც აღარ არის.

  • მე, სამ­წუ­ხა­როდ, ვე­რა­ნა­ირ ლო­გი­კას ვერ ვხე­დავ იმ ქმე­დე­ბებ­ში, რაც ხდე­ბა. არა ერთხელ უთ­ქვამთ, არ­ჩევ­ნე­ბამ­დე რად უნ­დო­დათ ამ “რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის” შე­მო­ტა­ნა და ხალ­ხის გა­და­რე­ვა. მერე რად უნ­დო­დათ, 2028 წლამ­დე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გახ­სნის გა­და­დე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბა. ხალ­ხს რომ არ უპი­რის­პი­რებს გაზ­სა და წყალს, ეს ხალ­ხი წყნა­რად არის პრო­ტეს­ტში. მთავ­რო­ბამ ხალ­ხი ძა­ლით გა­და­რია და მერე უკ­ვირთ, ვა­ი­მე, გა­და­ი­რი­აო.

რამ­დე­ნი­მე დღე­ში შე­წყვი­ტეს ხალ­ხის გა­და­რე­ვა და ეს ხალ­ხი წყნა­რად რომ დად­გა გა­საპ­რო­ტეს­ტებ­ლად, გა­მო­ვიდ­ნენ და მორ­ჩა, გა­ვი­მარ­ჯვე­თო. ანუ, თვი­თონ გა­და­რი­ეს, მერე თვი­თონ და­ამ­თავ­რეს და თვი­თონ იზე­ი­მეს გა­მარ­ჯვე­ბა. ამა­ში რა­ღაც ლო­გი­კა ხომ უნდა ჩან­დეს?

მი­შა­საც ეგო­ნა, რომ გა­და­გორ­დე­ბო­და და არ გა­და­გორ­და, შე­ვარ­დნა­ძე­საც ეგო­ნა, რომ გა­და­გორ­დე­ბო­და და არ გა­და­გორ­და, წარ­სუ­ლის შეც­დო­მებ­ზე, რა­ტომ­ღაც, ვე­რა­ვინ სწავ­ლობს, მა­ინც და მა­ინც თვი­თონ უნდა მოხ­ვდეს ცხვირ­ში ორ­ჯერ, სამ­ჯერ და მე­ხუ­თე­ჯერ უკვე ის­წავ­ლის”, - გა­ნა­ცხა­და გაბ­რი­ჭი­ძემ.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"შიდა "ჩატი" გვაქვს და იქ დუღილი არის... არიან კომპანიები, რომლებსაც ეშინიათ, გამოჩენა და თავის წამოწევა არ სურთ" - "რესტორატორთა ასოციაციის" პრეზიდენტი

"შიდა "ჩატი" გვაქვს და იქ დუღილი არის... არიან კომპანიები, რომლებსაც ეშინიათ, გამოჩენა და თავის წამოწევა არ სურთ" - "რესტორატორთა ასოციაციის" პრეზიდენტი

ბიზნესი არის ქვეყნის მდგრადობის ხერხემალი და თუ კი ამ ბიზნესს არ უსმენ, ეს ძალიან ცუდია. მთავრობას სირაქლემას პოზიცია აქვს - მე თქვენ ვერ გხედავთ, ე.ი. არ არსებობთ, მე თავი ჩავყავი და პრობლემაც აღარ არის, - ამის შესახებ "რესტორატორთა ასოციაციის" პრეზიდენტმა კოტე გაბრიჭიძემ პალიტრანიუსის გადაცემა “პოლიტიკურ სივრცეში” განაცხადა.

  • გაბრიჭიძის თქმით, მთავრობის ქმედებებში ლოგიკას ვერ ხედავს, რადგან ამ ქმედებებმა ძალით გადარია და ქუჩაში გამოიყვანა ხალხი.

"ჩვენ პირველივე დღეს არაერთხელ დავაფიქსირეთ სხვადასხვა საშუალებით, რომ ვუერთდებით მოთხოვნას ხელახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. ოფიციალური მიმართვა ჯერ არ გაგვიკეთებია და არ დავფიქსირებულვართ, თუმცა, შიდა „ჩატი“ გვაქვს და იქ დუღილი არის. არიან კომპანიები, რომლებიც არ ეთანხმებიან, მაგრამ ისინი უმცირესობაში არიან და არიან ისეთები, რომლებსაც ეშინიათ. ისინი ფარულად ეთანხმებიან, მაგრამ გამოჩენა და თავის წამოწევა არ სურთ.

სამწუხაროდ, ბიზნესს განყენებულად აღიქვამს ფართო სპექტრი. ჩვენ ვართ დოვლათის შემქმნელები, გადასახადების გადამხდელები. არაფერი არ არსებობდა და ამ ადგილას რაღაც გაჩნდა - ორგანიზმი, რომელიც ასაქმებს ხალხს, იხდის გადასახადებს და ასეთი რაც უფრო მეტი იქნება, ეს არის, ფაქტობრივად, ქვეყნის მდგრადობის ხერხემალი და თუ კი ამ ბიზნესს არ უსმენ, ეს ძალიან ცუდია. მთავრობას სირაქლემას პოზიცია აქვს - მე თქვენ ვერ გხედავთ, ესე იგი, არ არსებობთ, მე თავი ჩავყავი და პრობლემაც აღარ არის.

  • მე, სამწუხაროდ, ვერანაირ ლოგიკას ვერ ვხედავ იმ ქმედებებში, რაც ხდება. არა ერთხელ უთქვამთ, არჩევნებამდე რად უნდოდათ ამ “რუსული კანონის” შემოტანა და ხალხის გადარევა. მერე რად უნდოდათ, 2028 წლამდე მოლაპარაკებების გახსნის გადადების გამოცხადება. ხალხს რომ არ უპირისპირებს გაზსა და წყალს, ეს ხალხი წყნარად არის პროტესტში. მთავრობამ ხალხი ძალით გადარია და მერე უკვირთ, ვაიმე, გადაირიაო.

რამდენიმე დღეში შეწყვიტეს ხალხის გადარევა და ეს ხალხი წყნარად რომ დადგა გასაპროტესტებლად, გამოვიდნენ და მორჩა, გავიმარჯვეთო. ანუ, თვითონ გადარიეს, მერე თვითონ დაამთავრეს და თვითონ იზეიმეს გამარჯვება. ამაში რაღაც ლოგიკა ხომ უნდა ჩანდეს?

მიშასაც ეგონა, რომ გადაგორდებოდა და არ გადაგორდა, შევარდნაძესაც ეგონა, რომ გადაგორდებოდა და არ გადაგორდა, წარსულის შეცდომებზე, რატომღაც, ვერავინ სწავლობს, მაინც და მაინც თვითონ უნდა მოხვდეს ცხვირში ორჯერ, სამჯერ და მეხუთეჯერ უკვე ისწავლის”, - განაცხადა გაბრიჭიძემ.