სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ტელეკამერებს რომ გავცდით, დაიწყო ჩემი წამება - შედედებული სისხლი მომდიოდა ცხვირიდან, მეგონა ვეღარ გადავრჩებოდი...“ - რას ჰყვება აქციაზე დაკავებული დავით გოგილაშვილი
“ტელეკამერებს რომ გავცდით, დაიწყო ჩემი წამება - შედედებული სისხლი მომდიოდა ცხვირიდან, მეგონა ვეღარ გადავრჩებოდი...“ - რას ჰყვება აქციაზე დაკავებული დავით გოგილაშვილი

“სპეც­რაზ­მელ­მა სა­ხე­ში წიხ­ლი ამო­მარ­ტყა და ცხვი­რი გა­მი­ტყდა, ცხვი­რი­დან შე­დე­დე­ბუ­ლი სის­ხლი მომ­დი­ო­და, მე­გო­ნა ვე­ღარ გა­დავ­რჩე­ბო­დი. მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ კი­დეც, თუ კი­დევ მოხ­ვალ აქ­ცი­ა­ზე, ვე­ღარ გა­დარ­ჩე­ბიო“,- ამის შე­სა­ხებ რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ი­სას და­კა­ვე­ბულ­მა და­ვით გო­გი­ლაშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ის გან­მარ­ტავს, მის მი­მართ წა­მე­ბას და არა­ა­და­მი­ა­ნურ მო­პყრო­ბას ჰქონ­და ად­გი­ლი.

“ოქ­მის შედ­გე­ნის დროს გა­და­რე­კეს, რა ჩავ­წე­რო­თო, რა მუხლს მე­და­ვე­ბოდ­ნენ დამ­კა­ვე­ბელ­მა პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა არ იცოდ­ნენ და ტე­ლე­ფო­ნით უთხრეს და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბაო... უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ფუნ­თუ­შა შე­ვი­ძი­ნე და სახ­ლში მივ­დი­ო­დი მე­გობ­რებ­თან ერ­თად, რა დრო­საც ხალ­ხის ნა­კა­დი გა­იქ­ცა, ჭყლე­ტა­ში ვერ გა­ვი­ქე­ცით გავ­ჩერ­დით, სპეც­რაზმს ვთხო­ვეთ, რომ მივ­დი­ო­დით და გა­ვე­ტა­რე­ბი­ნეთ, გაგ­ვიშ­ვეს კი­დეც, მაგ­რამ ტატო ქელ­ბა­ქი­ანს თავს და­ესხნენ.

რთუ­ლია გა­სახ­სე­ნებ­ლად... და გა­ვი­ქე­ცით, შეგ­ვე­შინ­და.... უკ­რა­ინ­კას ქუ­ჩა­ზე მცე­მეს, ხე­ლე­ბი გავ­შა­ლე იმის სა­დე­მონ­სტრა­ცი­ოდ, რომ არა­ფერს ვა­შა­ვებ­დი და არ ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­დი, მაგ­რამ ტე­ლე­კა­მე­რებს რომ გავ­ცდით, და­ი­წყო ჩემი წა­მე­ბა. სა­ხე­ში მომ­ხვდა მუშ­ტი, რა­მაც შოკ­ში ჩა­მაგ­დო, და­ი­წყეს გა­ჩხრე­კა, ამო­ი­ღეს ტე­ლე­ფო­ნი, გამ­ქურ­დეს და კი­დევ უფრო სას­ტი­კად მცე­მეს. წიხ­ლი ამო­მარ­ტყა სა­ხე­ში სპეც­რაზ­მელ­მა და ცხვი­რი გა­მი­ტყდა, შე­დე­დე­ბუ­ლი სის­ხლი მომ­დი­ო­და ცხვი­რი­დან და მე­გო­ნა ვე­ღარ გა­დავ­რჩე­ბო­დი, მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ კი­დეც, რომ კი­დევ თუ მოხ­ვალ აქ­ცი­ა­ზე, ვე­ღარ გა­დარ­ჩე­ბიო. დრო­სა და სივ­რცე­ში ორი­ენ­ტა­ცია და­კარ­გუ­ლი მქონ­და. სპეც­რაზ­მელ­მა ისე­თი ილე­თი გა­მო­ი­ყე­ნა, რაც ბრძო­ლა წე­სე­ბით გა­რე­შე­შიც კი აკ­რძა­ლუ­ლია, წიხ­ლი ამო­მარ­ტყა თავ­ში, რის გა­მოც ტვი­ნის შერ­ყე­ვა მი­ვი­ღე.

  • სა­პირ­ფა­რე­შო­ში შე­მიყ­ვა­ნეს და სა­ხის მო­ბა­ნა მა­ი­ძუ­ლეს და ცხვი­რი­დან სის­ხლდე­ნის შე­ჩე­რე­ბას ცდი­ლობ­დნენ. სა­პირ­ფა­რე­შოს ქა­ღალ­დი მო­მი­ტა­ნეს, ამით გა­ი­ჩე­რე სის­ხლიო. ვი­თხო­ვე და­რეკ­ვის უფ­ლე­ბა და სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა, 3 სა­ათ­ში და­უ­რე­კეს მა­მა­ჩემს.

9 სა­ა­თი ვი­ყა­ვი მან­ქა­ნა­ში მცხე­თის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში შეყ­ვა­ნამ­დე. პო­ლი­ცი­ელ­მა, ერთ-ერთი მათ­გა­ნი აქაა, რო­მე­ლიც მოწ­მედ ჰყავთ დღეს მოყ­ვა­ნი­ლი, მან­ქა­ნის სა­ვარ­ძე­ლი გა­მო­წია უკან და ვი­ჭყლი­ტე­ბო­დი მთე­ლი ეგ დრო. მერე წა­მიყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, სა­დაც ოპე­რა­ცია ჩა­მი­ტარ­და", - გა­ნა­ცხა­და გო­გი­ლაშ­ვილ­მა.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­სა­მარ­თლე ნინო ენუ­ქი­ძემ მას უთხრა, რომ “ძა­ლა­დო­ბას არ აქვს გა­მარ­თლე­ბა, მაგ­რამ ის გო­გი­ლაშ­ვი­ლის მხრი­დან სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ჩა­დე­ნის საქ­მეს იხი­ლავს. რა­ზეც მან ისა­უბ­რა, ამის გა­მო­ძი­ე­ბა კი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის კომ­პე­ტენ­ცი­აა".

ცნო­ბის­თვის, და­ვით გო­გი­ლაშ­ვილს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 173-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ქმე­დე­ბის ჩა­დე­ნას ედა­ვე­ბი­ან, პო­ლი­ცი­ის და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

და­ვით გო­გი­ლაშ­ვი­ლის პრო­ცესს და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩე­ხე­თის, ევ­რო­კავ­ში­რის, ეს­ტო­ნე­თის, ბრი­ტა­ნე­თის, ჰო­ლან­დი­ის, და­ნი­ის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ეს­წრე­ბი­ან.

00:00 / 00:00
რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

“ტელეკამერებს რომ გავცდით, დაიწყო ჩემი წამება - შედედებული სისხლი მომდიოდა ცხვირიდან, მეგონა ვეღარ გადავრჩებოდი...“ - რას ჰყვება აქციაზე დაკავებული დავით გოგილაშვილი

“ტელეკამერებს რომ გავცდით, დაიწყო ჩემი წამება - შედედებული სისხლი მომდიოდა ცხვირიდან, მეგონა ვეღარ გადავრჩებოდი...“ - რას ჰყვება აქციაზე დაკავებული დავით გოგილაშვილი

“სპეცრაზმელმა სახეში წიხლი ამომარტყა და ცხვირი გამიტყდა, ცხვირიდან შედედებული სისხლი მომდიოდა, მეგონა ვეღარ გადავრჩებოდი. მეუბნებოდნენ კიდეც, თუ კიდევ მოხვალ აქციაზე, ვეღარ გადარჩებიო“,- ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციისას დაკავებულმა დავით გოგილაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, მის მიმართ წამებას და არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი.

“ოქმის შედგენის დროს გადარეკეს, რა ჩავწეროთო, რა მუხლს მედავებოდნენ დამკავებელმა პოლიციელებმა არ იცოდნენ და ტელეფონით უთხრეს დაუმორჩილებლობაო... უზენაესი სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე ფუნთუშა შევიძინე და სახლში მივდიოდი მეგობრებთან ერთად, რა დროსაც ხალხის ნაკადი გაიქცა, ჭყლეტაში ვერ გავიქეცით გავჩერდით, სპეცრაზმს ვთხოვეთ, რომ მივდიოდით და გავეტარებინეთ, გაგვიშვეს კიდეც, მაგრამ ტატო ქელბაქიანს თავს დაესხნენ.

რთულია გასახსენებლად... და გავიქეცით, შეგვეშინდა.... უკრაინკას ქუჩაზე მცემეს, ხელები გავშალე იმის სადემონსტრაციოდ, რომ არაფერს ვაშავებდი და არ ვეწინააღმდეგებოდი, მაგრამ ტელეკამერებს რომ გავცდით, დაიწყო ჩემი წამება. სახეში მომხვდა მუშტი, რამაც შოკში ჩამაგდო, დაიწყეს გაჩხრეკა, ამოიღეს ტელეფონი, გამქურდეს და კიდევ უფრო სასტიკად მცემეს. წიხლი ამომარტყა სახეში სპეცრაზმელმა და ცხვირი გამიტყდა, შედედებული სისხლი მომდიოდა ცხვირიდან და მეგონა ვეღარ გადავრჩებოდი, მეუბნებოდნენ კიდეც, რომ კიდევ თუ მოხვალ აქციაზე, ვეღარ გადარჩებიო. დროსა და სივრცეში ორიენტაცია დაკარგული მქონდა. სპეცრაზმელმა ისეთი ილეთი გამოიყენა, რაც ბრძოლა წესებით გარეშეშიც კი აკრძალულია, წიხლი ამომარტყა თავში, რის გამოც ტვინის შერყევა მივიღე.

  • საპირფარეშოში შემიყვანეს და სახის მობანა მაიძულეს და ცხვირიდან სისხლდენის შეჩერებას ცდილობდნენ. საპირფარეშოს ქაღალდი მომიტანეს, ამით გაიჩერე სისხლიო. ვითხოვე დარეკვის უფლება და სამედიცინო დახმარება, 3 საათში დაურეკეს მამაჩემს.

9 საათი ვიყავი მანქანაში მცხეთის განყოფილებაში შეყვანამდე. პოლიციელმა, ერთ-ერთი მათგანი აქაა, რომელიც მოწმედ ჰყავთ დღეს მოყვანილი, მანქანის სავარძელი გამოწია უკან და ვიჭყლიტებოდი მთელი ეგ დრო. მერე წამიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ოპერაცია ჩამიტარდა", - განაცხადა გოგილაშვილმა.

აღნიშნულთან დაკავშირებით მოსამართლე ნინო ენუქიძემ მას უთხრა, რომ “ძალადობას არ აქვს გამართლება, მაგრამ ის გოგილაშვილის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენის საქმეს იხილავს. რაზეც მან ისაუბრა, ამის გამოძიება კი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის კომპეტენციაა".

ცნობისთვის, დავით გოგილაშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან, პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

დავით გოგილაშვილის პროცესს დაუზუსტებელი ინფორმაციით, ჩეხეთის, ევროკავშირის, ესტონეთის, ბრიტანეთის, ჰოლანდიის, დანიის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან.