მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“100 წელი დასჭირდება უკრაინის აღდგენას... სირცხვილია, ვცდილობთ, შევაჩეროთ მიმდინარე ომი“ - დონალდ ტრამპი
“100 წელი დასჭირდება უკრაინის აღდგენას... სირცხვილია, ვცდილობთ, შევაჩეროთ მიმდინარე ომი“ - დონალდ ტრამპი

შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის გან­ცხა­დე­ბით, ომის შე­დე­გად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნის ქა­ლა­ქე­ბის აღ­დგე­ნას 100 წელი დას­ჭირ­დე­ბა.

“უყუ­რებ ზო­გი­ერთ ქა­ლაქს და არც ერთი შე­ნო­ბა არ დგას. ეს არის 100 წლი­ა­ნი რე­კონ­სტრუქ­ცია. 100 წელი დას­ჭირ­დე­ბა მის აღ­დგე­ნას და ვე­რას­დროს გექ­ნე­ბა ისე­თი, რო­გო­რიც იყო. რა სირ­ცხვი­ლია. ეს არას­დროს არ უნდა მომ­ხდა­რი­ყო. პრე­ზი­დენ­ტი რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ეს ომი არას­დროს მოხ­დე­ბო­და“, - გა­ნუ­ცხა­და ტრამპმა ჟურ­ნა­ლის­ტებს.

  • მისი თქმით, ცდი­ლო­ბენ, რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომი შე­ა­ჩე­რონ და ამ მხრივ მცი­რე პროგ­რე­სიც არის.

“ვცდი­ლობთ, შე­ვა­ჩე­როთ ომი, ის სა­ში­ნე­ლი ომი, რო­მე­ლიც მიმ­დი­ნა­რე­ობს უკ­რა­ი­ნა­ში. მცი­რე პროგ­რე­სი გვაქვს. სა­ზი­ზღრო­ბაა. ადა­მი­ა­ნე­ბი კლა­ვენ ერ­თმა­ნეთს იმ დო­ნე­ზე, რო­მე­ლიც არა­ვის უნა­ხავს. ძა­ლი­ან სწო­რი ვე­ლე­ბია და ერ­თა­დერ­თი, რაც აჩე­რებს ტყვი­ას, არის სხე­უ­ლი, ადა­მი­ა­ნის სხე­უ­ლი. ჯა­რის­კა­ცე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლე­ბიც ორი­ვე მხრი­დან იღუ­პე­ბი­ან, ას­ტრო­ნო­მი­უ­ლია. მსგავ­სი არა­ფე­რი მი­ნა­ხავს. არა­ვის მსგავ­სი არა­ფე­რი უნა­ხავს“, - აღ­ნიშ­ნა ტრამპმა.

მისი თქმით, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტ ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის­თან და რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მირ პუ­ტინ­თან ომის დას­რუ­ლე­ბის შე­სა­ხებ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს გეგ­მავს.

“ზე­ლენ­სკი მზად უნდა იყოს გა­რი­გე­ბის­თვის და პუ­ტინ­მაც უნდა და­დოს გა­რი­გე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა ტრამპმა.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

“100 წელი დასჭირდება უკრაინის აღდგენას... სირცხვილია, ვცდილობთ, შევაჩეროთ მიმდინარე ომი“ - დონალდ ტრამპი

“100 წელი დასჭირდება უკრაინის აღდგენას... სირცხვილია, ვცდილობთ, შევაჩეროთ მიმდინარე ომი“ - დონალდ ტრამპი

შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ომის შედეგად განადგურებული უკრაინის ქალაქების აღდგენას 100 წელი დასჭირდება.

“უყურებ ზოგიერთ ქალაქს და არც ერთი შენობა არ დგას. ეს არის 100 წლიანი რეკონსტრუქცია. 100 წელი დასჭირდება მის აღდგენას და ვერასდროს გექნება ისეთი, როგორიც იყო. რა სირცხვილია. ეს არასდროს არ უნდა მომხდარიყო. პრეზიდენტი რომ ვყოფილიყავი, ეს ომი არასდროს მოხდებოდა“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

  • მისი თქმით, ცდილობენ, რუსეთ-უკრაინის ომი შეაჩერონ და ამ მხრივ მცირე პროგრესიც არის.

“ვცდილობთ, შევაჩეროთ ომი, ის საშინელი ომი, რომელიც მიმდინარეობს უკრაინაში. მცირე პროგრესი გვაქვს. საზიზღრობაა. ადამიანები კლავენ ერთმანეთს იმ დონეზე, რომელიც არავის უნახავს. ძალიან სწორი ველებია და ერთადერთი, რაც აჩერებს ტყვიას, არის სხეული, ადამიანის სხეული. ჯარისკაცების რაოდენობა, რომლებიც ორივე მხრიდან იღუპებიან, ასტრონომიულია. მსგავსი არაფერი მინახავს. არავის მსგავსი არაფერი უნახავს“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებს გეგმავს.

“ზელენსკი მზად უნდა იყოს გარიგებისთვის და პუტინმაც უნდა დადოს გარიგება“, - აღნიშნა ტრამპმა.

წყარო