პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაოგნებული ვარ, პროპაგანდისტულ არხებს რომ უჯერებენ... წადით აქციებზე და თქვენი თვალით ნახეთ, რაც ხდება! შეიძლება ჩვენი თეატრი დაიხუროს, მაგრამ არ ვჩივი" - მანანა კოზაკოვა
"გაოგნებული ვარ, პროპაგანდისტულ არხებს რომ უჯერებენ... წადით აქციებზე და თქვენი თვალით ნახეთ, რაც ხდება! შეიძლება ჩვენი თეატრი დაიხუროს, მაგრამ არ ვჩივი" - მანანა კოზაკოვა

"იმე­დი მქონ­და ის ჯო­ჯო­ხე­თი აღა­რა­სო­დეს მობ­რუნ­დე­ბო­და, საბ­ჭო­ეთს, რუ­სეთს თავი და­ვაღ­წი­ეთ და დღეს რომ ისევ ჩემი შვი­ლის, მისი თა­ო­ბის სა­ო­მა­რია ეს ყვე­ლა­ფე­რი", - ამ­ბობს ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი მა­ნა­ნა კო­ზა­კო­ვა, რო­მელ­მაც ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ თა­ვის აღ­შფო­თე­ბა გაგ­ვი­ზი­ა­რა...

- ქალ­ბა­ტო­ნო მა­ნა­ნა, იმ თა­ო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ბრძან­დე­ბით, რომ­ლებ­მაც ქვეყ­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ბევ­რი ბრძო­ლა გა­მო­ი­ა­რეთ, რო­გორ გახ­სენ­დე­ბათ ეს ყვე­ლა­ფე­რი?

- დიახ, მახ­სოვს 9 აპ­რილს თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის ბუ­ფეტ­ში ვის­ხე­დით და იმ დროს ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ამ სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის შე­სა­ხებ რომ გა­მო­ა­ცხა­და. ემო­ცი­ე­ბის გა­რე­შე ვერც ახლა ვიხ­სე­ნებ იმ შეგ­რძნე­ბას, რაც მა­შინ მქონ­და... მე ძა­ლი­ან ან­ტი­საბ­ჭო­თა ოჯახ­ში გა­ვი­ზარ­დე. ბე­ბი­ა­ჩე­მი მარ­თა­ლია მო­გუ­დუ­ლად, მაგ­რამ სტა­ლინ­ზე სულ სა­ში­ნე­ლე­ბებს ჰყვე­ბო­და. რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლი ოჯა­ხი იყო, ბა­ბუა და ბე­ბია ორი­ვე და­ჭე­რი­ლე­ბი იყ­ვნენ, ბა­ბუა დახ­ვრი­ტეს... ამ ის­ტო­რი­ებ­ზე გაზ­რდილ­მა სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის შე­სა­ხებ რომ გა­ვი­გო­ნე, ის წუ­თე­ბი არა­სო­დეს არ და­მა­ვი­წყდე­ბა.

იმე­დი მქონ­და ის ჯო­ჯო­ხე­თი აღა­რა­სო­დეს მობ­რუნ­დე­ბო­და, საბ­ჭო­ეთს, რუ­სეთს თავი და­ვაღ­წი­ეთ და დღეს რომ ისევ ჩემი შვი­ლის, მისი თა­ო­ბის სა­ო­მა­რია ეს ყვე­ლა­ფე­რი, მარ­თლა აღარ შე­მიძ­ლია. ძა­ლი­ან და­ვი­ღა­ლე ოღონდ სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლით, სამ­შობ­ლოს­თვის ბრძო­ლით კი არა, მე­გო­ნა, რომ რა­ღა­ცა­ზე შევ­თან­ხმდით და კი­დევ რომ ასე აგ­რძე­ლე­ბენ, ეს არის სა­ში­ნე­ლე­ბა...

რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად მიკ­ვირს, ჩემი თა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა. ადრე, საბ­ჭო­თა დროს ტე­ლე­ვი­ზია, გა­ზე­თი, ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­ინ­ფორ­მა­ციო წყა­რო გა­ტყუ­ებ­და, "გაშ­ტე­რებ­და", გა­ზო­მებ­და, ტვინს გი­რე­ცხავ­და... ამის მიღ­მა ვი­ცო­დით, რა ტყუ­ი­ლი იყო რა მარ­თა­ლი და დღეს რომ პრო­პა­გან­დის­ტულ არ­ხებს უჯე­რე­ბენ, გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვარ.

გა­მორ­თე ის არხი, რო­მე­ლიც სულ გა­ტყუ­ებს, წადი აქ­ცი­ებ­ზე და შენი თვა­ლით ნახე, რაც ხდე­ბა! სხვა­თა შო­რის რუ­სე­თი პრო­პა­გან­დის მხრივ ყო­ველ­თვის ძლი­ე­რი იყო და გა­ნათ­ლე­ბუ­ლიც. მე­ცხრა­მე­ტე სა­უ­კუ­ნე­შიც კი ეს სა­კი­თხი უმაღ­ლეს დო­ნე­ზე ჰქონ­დათ, მთე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი არ­სე­ბობ­და. შე­უძ­ლი­ათ ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­ხე­ვა­რი აშიმ­ში­ლონ, მაგ­რამ ამის­თვის უღირთ. გაზს მო­ი­პო­ვე­ბენ, ნავ­თობს, მაგ­რამ მო­სახ­ლე­ო­ბა შე­იძ­ლე­ბა იყი­ნე­ბო­დეს, ( თან ამ ქვეყ­ნის ყინ­ვე­ბი წარ­მო­იდ­გი­ნეთ) და გა­წი­რონ. ამ დროს ფულს ხარ­ჯა­ვენ ყვე­ლა ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში, გა­ზეთ­ში გავ­ლე­ნე­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად. ასე­თი ხალ­ხია! ერზე არ შე­იძ­ლე­ბა ასე ხე­ლა­ღე­ბით სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ მა­თაც წა­ა­გეს თა­ვი­ან­თი ომი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის. რუ­სეთ­შიც იყო კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის ხალ­ხი, ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გა­მო­დი­ო­და პუ­ტი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ, მაგ­რამ ხერ­ხე­მალ­ში გა­და­ტე­ხეს, პრო­პა­გან­დით შე­ა­ში­ნეს. რა­საც აქ მცი­რე მას­შტა­ბე­ბით ხე­დავთ, იქ დიდი მას­შტა­ბე­ბით იყო.

- ამ­ბო­ბენ, რომ რუს ხალ­ხშიც არის ის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რომ ჩვენ ერ­თად ვი­ყოთ, რას იტყო­დით ამის შე­სა­ხებ?

- დიახ, დამ­პყრო­ბე­ლი შემ­დეგ ყო­ველ­თვის ასეა მო­მარ­თუ­ლი, თით­ქოს უყ­ვარ­დე­ბა თა­ვის "პა­ტა­რა ძმა“... ამ­ბო­ბენ, რა გინ­დათ, თქვენ ხომ პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა ხართ, ვერ შეძ­ლებთ და­მო­უ­კი­დებ­ლად ყოფ­ნა­სო. ასე­თი რუ­სე­თი თვი­თონ აღარ უნ­დათ ნორ­მა­ლურ ხალ­ხს. წა­ვიდ­ნენ იმ ქვეყ­ნი­დან. ჩვენც თით­ქოს ძლივს რა­ღაც­ნა­ი­რად დავ­ლაგ­დით, რა­ღაც შე­დე­გამ­დე მი­ვე­დით და აღარ მეს­მის რა უნ­დათ! მო­სახ­ლე­ო­ბის 80 პრო­ცენტს, თა­ვად სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მომ­ხრე­ებ­საც კი აღარ უნ­დათ რუ­სე­თი და ეს რით ვერ გა­ი­გეს?! ევ­რო­კავ­ში­რის­კენ სვლა იმას კი არ ნიშ­ნავს, რომ გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბა მინ­და შე­ვიც­ვა­ლო და საფ­რან­გეთ­ში გა­ვიღ­ვი­ძო. უბ­რა­ლოდ ის წყო­ბა მინ­და... კი მეს­მის, რომ ისიც არ არის იდე­ა­ლუ­რი და უნაკ­ლო, სამ­წუ­ხა­როდ აღარ აქვთ ის იდე­ა­ლე­ბი, რაც ადრე ჰქონ­დათ, მაგ­რამ უკე­თე­სი სტრუქ­ტუ­რა არა­ვის არ მო­უ­ფიქ­რე­ბია. ჩვენ გვინ­და რაც იმათ­თან კარ­გია, ის აქ გად­მო­ვი­ღოთ.

- რა მო­ლო­დი­ნი გაქვთ, ოპ­ტი­მის­ტუ­რად ხართ გან­წყო­ბი­ლი?

- ვე­რა­ფერს გე­ტყვით, ძა­ლი­ან ვღე­ლავ. არა­ნა­ი­რი პროგ­ნო­ზი არ მაქვს, მთე­ლი ოჯა­ხი ამ ამ­ბე­ბით ვართ მო­ცუ­ლი. მა­ინც ვფიქ­რობ, რომ დი­ა­ლოგს ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ აქვს... პა­სუხს კი არ ვა­რი­დებ თავს, მარ­თლა არ ვიცი რა მოხ­დე­ბა. დი­ლით ვი­ფიქ­რებ, იქ­ნებ რამე კარ­გი მოხ­დეს, გვეშ­ვე­ლოს -მეთ­ქი, მერე ისე­თი რამ ხდე­ბა, აღა­რაფ­რის იმე­დი მაქვს და ასე და­მი­დის დეპ­რე­სია ზე­მოთ-ქვე­მოთ. ძა­ლი­ან ვღე­ლავ ჩემს შვილ­ზე, შვი­ლიშ­ვილ­ზე, მო­მა­ვალ­ზე...

- თე­ატ­რე­ბის გა­ფიც­ვის შემ­დეგ რო­გო­რია თქვე­ნი დღე­ვან­დე­ლო­ბა?

- რა თქმა უნდა უმ­ძი­მე­სია, რად­გან კერ­ძო თე­ატ­რი (თე­ატ­რი სა­ხე­ლოს­ნო 42 ) ვართ და ჩვე­ნი არ­სე­ბო­ბა ბი­ლე­თის გა­ყიდ­ვა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ამ ამ­ბე­ბის გამო პრე­მი­ე­რე­ბი მოვხსე­ნით და ყვე­ლა­ფე­რი თუ დიდ­ხანს გაგ­რძელ­და, და­ვი­ხუ­რე­ბით. თუმ­ცა ამა­საც აღარ ვჩი­ო­დით, თუ ეს ვინ­მეს­თვის მა­გა­ლი­თი იქ­ნე­ბო­და... ლე­ვა­ნის სტუ­დენ­ტი, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი - ან­დრო ჭი­ჭი­ნა­ძე და­ჭე­რი­ლია, რაც ყვე­ლას ძა­ლი­ან გვა­წუ­ხებს. ტყუ­ი­ლად და­ი­ჭი­რეს და გი­რა­ო­თიც არ გა­მო­უშ­ვეს, თით­ქოს სად­მე გა­იქ­ცე­ო­და. აღარ ვიცი რა ვთქვა, უმ­ძი­მე­სია ეს ყვე­ლა­ფე­რი.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"გაოგნებული ვარ, პროპაგანდისტულ არხებს რომ უჯერებენ... წადით აქციებზე და თქვენი თვალით ნახეთ, რაც ხდება! შეიძლება ჩვენი თეატრი დაიხუროს, მაგრამ არ ვჩივი" - მანანა კოზაკოვა

"გაოგნებული ვარ, პროპაგანდისტულ არხებს რომ უჯერებენ... წადით აქციებზე და თქვენი თვალით ნახეთ, რაც ხდება! შეიძლება ჩვენი თეატრი დაიხუროს, მაგრამ არ ვჩივი" - მანანა კოზაკოვა

"იმედი მქონდა ის ჯოჯოხეთი აღარასოდეს მობრუნდებოდა, საბჭოეთს, რუსეთს თავი დავაღწიეთ და დღეს რომ ისევ ჩემი შვილის, მისი თაობის საომარია ეს ყველაფერი", - ამბობს ცნობილი მსახიობი მანანა კოზაკოვა, რომელმაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ თავის აღშფოთება გაგვიზიარა...

- ქალბატონო მანანა, იმ თაობის წარმომადგენელი ბრძანდებით, რომლებმაც ქვეყნის თავისუფლებისთვის ბევრი ბრძოლა გამოიარეთ, როგორ გახსენდებათ ეს ყველაფერი?

- დიახ, მახსოვს 9 აპრილს თეატრალური ინსტიტუტის ბუფეტში ვისხედით და იმ დროს ზვიად გამსახურდიამ საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ რომ გამოაცხადა. ემოციების გარეშე ვერც ახლა ვიხსენებ იმ შეგრძნებას, რაც მაშინ მქონდა... მე ძალიან ანტისაბჭოთა ოჯახში გავიზარდე. ბებიაჩემი მართალია მოგუდულად, მაგრამ სტალინზე სულ საშინელებებს ჰყვებოდა. რეპრესირებული ოჯახი იყო, ბაბუა და ბებია ორივე დაჭერილები იყვნენ, ბაბუა დახვრიტეს... ამ ისტორიებზე გაზრდილმა საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ რომ გავიგონე, ის წუთები არასოდეს არ დამავიწყდება.

იმედი მქონდა ის ჯოჯოხეთი აღარასოდეს მობრუნდებოდა, საბჭოეთს, რუსეთს თავი დავაღწიეთ და დღეს რომ ისევ ჩემი შვილის, მისი თაობის საომარია ეს ყველაფერი, მართლა აღარ შემიძლია. ძალიან დავიღალე ოღონდ სამშობლოს სიყვარულით, სამშობლოსთვის ბრძოლით კი არა, მეგონა, რომ რაღაცაზე შევთანხმდით და კიდევ რომ ასე აგრძელებენ, ეს არის საშინელება...

რაც ყველაზე მეტად მიკვირს, ჩემი თაობის წარმომადგენლების დამოკიდებულებაა. ადრე, საბჭოთა დროს ტელევიზია, გაზეთი, ყველანაირი საინფორმაციო წყარო გატყუებდა, "გაშტერებდა", გაზომებდა, ტვინს გირეცხავდა... ამის მიღმა ვიცოდით, რა ტყუილი იყო რა მართალი და დღეს რომ პროპაგანდისტულ არხებს უჯერებენ, გაოგნებული ვარ.

გამორთე ის არხი, რომელიც სულ გატყუებს, წადი აქციებზე და შენი თვალით ნახე, რაც ხდება! სხვათა შორის რუსეთი პროპაგანდის მხრივ ყოველთვის ძლიერი იყო და განათლებულიც. მეცხრამეტე საუკუნეშიც კი ეს საკითხი უმაღლეს დონეზე ჰქონდათ, მთელი ორგანიზაციები არსებობდა. შეუძლიათ ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი აშიმშილონ, მაგრამ ამისთვის უღირთ. გაზს მოიპოვებენ, ნავთობს, მაგრამ მოსახლეობა შეიძლება იყინებოდეს, ( თან ამ ქვეყნის ყინვები წარმოიდგინეთ) და გაწირონ. ამ დროს ფულს ხარჯავენ ყველა ტელევიზიაში, გაზეთში გავლენების მოსაპოვებლად. ასეთი ხალხია! ერზე არ შეიძლება ასე ხელაღებით საუბარი, მაგრამ მათაც წააგეს თავიანთი ომი თავისუფლებისთვის. რუსეთშიც იყო კრიტიკული აზროვნების ხალხი, ძალიან ბევრი ადამიანი გამოდიოდა პუტინის წინააღმდეგ, მაგრამ ხერხემალში გადატეხეს, პროპაგანდით შეაშინეს. რასაც აქ მცირე მასშტაბებით ხედავთ, იქ დიდი მასშტაბებით იყო.

- ამბობენ, რომ რუს ხალხშიც არის ის დამოკიდებულება, რომ ჩვენ ერთად ვიყოთ, რას იტყოდით ამის შესახებ?

- დიახ, დამპყრობელი შემდეგ ყოველთვის ასეა მომართული, თითქოს უყვარდება თავის "პატარა ძმა“... ამბობენ, რა გინდათ, თქვენ ხომ პატარა ქვეყანა ხართ, ვერ შეძლებთ დამოუკიდებლად ყოფნასო. ასეთი რუსეთი თვითონ აღარ უნდათ ნორმალურ ხალხს. წავიდნენ იმ ქვეყნიდან. ჩვენც თითქოს ძლივს რაღაცნაირად დავლაგდით, რაღაც შედეგამდე მივედით და აღარ მესმის რა უნდათ! მოსახლეობის 80 პროცენტს, თავად საქართველოს ხელისუფლების მომხრეებსაც კი აღარ უნდათ რუსეთი და ეს რით ვერ გაიგეს?! ევროკავშირისკენ სვლა იმას კი არ ნიშნავს, რომ გეოგრაფიული მდებარეობა მინდა შევიცვალო და საფრანგეთში გავიღვიძო. უბრალოდ ის წყობა მინდა... კი მესმის, რომ ისიც არ არის იდეალური და უნაკლო, სამწუხაროდ აღარ აქვთ ის იდეალები, რაც ადრე ჰქონდათ, მაგრამ უკეთესი სტრუქტურა არავის არ მოუფიქრებია. ჩვენ გვინდა რაც იმათთან კარგია, ის აქ გადმოვიღოთ.

- რა მოლოდინი გაქვთ, ოპტიმისტურად ხართ განწყობილი?

- ვერაფერს გეტყვით, ძალიან ვღელავ. არანაირი პროგნოზი არ მაქვს, მთელი ოჯახი ამ ამბებით ვართ მოცული. მაინც ვფიქრობ, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს... პასუხს კი არ ვარიდებ თავს, მართლა არ ვიცი რა მოხდება. დილით ვიფიქრებ, იქნებ რამე კარგი მოხდეს, გვეშველოს -მეთქი, მერე ისეთი რამ ხდება, აღარაფრის იმედი მაქვს და ასე დამიდის დეპრესია ზემოთ-ქვემოთ. ძალიან ვღელავ ჩემს შვილზე, შვილიშვილზე, მომავალზე...

- თეატრების გაფიცვის შემდეგ როგორია თქვენი დღევანდელობა?

- რა თქმა უნდა უმძიმესია, რადგან კერძო თეატრი (თეატრი სახელოსნო 42 ) ვართ და ჩვენი არსებობა ბილეთის გაყიდვაზეა დამოკიდებული. ამ ამბების გამო პრემიერები მოვხსენით და ყველაფერი თუ დიდხანს გაგრძელდა, დავიხურებით. თუმცა ამასაც აღარ ვჩიოდით, თუ ეს ვინმესთვის მაგალითი იქნებოდა... ლევანის სტუდენტი, არაჩვეულებრივი ადამიანი - ანდრო ჭიჭინაძე დაჭერილია, რაც ყველას ძალიან გვაწუხებს. ტყუილად დაიჭირეს და გირაოთიც არ გამოუშვეს, თითქოს სადმე გაიქცეოდა. აღარ ვიცი რა ვთქვა, უმძიმესია ეს ყველაფერი.

წაიკითხეთ ასევე: