პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეს ტელევიზორის ყიდვას ვაპირებდი, რომ გამეგო ქვეყნის თავს რა ხდებოდა და უცებ მითხრეს, "უნდა წაგიყვანონო“, მეგონა, საცემრად მივყავდი..." - ალეკო ელისაშვილი
"დღეს ტელევიზორის ყიდვას ვაპირებდი, რომ გამეგო ქვეყნის თავს რა ხდებოდა და უცებ მითხრეს, "უნდა წაგიყვანონო“, მეგონა, საცემრად მივყავდი..." - ალეკო ელისაშვილი

ახლა უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი იყ­ვნენ გა­რეთ და ეს მო­ღა­ლა­ტე­ე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან გავ­ყა­როთ,- ამის შე­სა­ხებ კო­ა­ლი­ცია "ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ახლა ის სხვა პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის იბ­რძო­ლებს.

"ეს არა­ფერს არ ნიშ­ნავს, აბ­სო­ლუ­ტუ­რად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ იან­ვრის ბო­ლომ­დე მო­მი­წევ­და ცი­ხე­ში ყოფ­ნა და არა­ფე­რი დამ­თავ­რე­ბუ­ლა, ახლა იწყე­ბა ყვე­ლა­ფე­რი. ყვე­ლა­ზე მე­ტად ვიბ­რძო­ლებ, რომ ყვე­ლა პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი, რო­მე­ლიც და­კა­ვე­ბუ­ლი, გა­ზა­ფხუ­ლის აქ­ცი­ე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ჩემი უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნი "ოკ­მე­ლა“ ზის, ძა­ლი­ან ვაჟ­კა­ცი ქარ­თვე­ლი ბიჭი და სხვა ნა­წა­მე­ბი და ნა­ცე­მი პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც იბ­რძვი­ან უკე­თე­სი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, ახლა უფრო ხმა­მაღ­ლა ვიბ­რძო­ლებ, სა­ნამ ისი­ნი გა­რეთ არ იქ­ნე­ბი­ან. არ ვთვლი, რომ ჩემს თავს რა­ი­მე სა­სი­ხა­რუ­ლო ხდე­ბა, რად­გან მე შე­გუ­ე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ ახალ წელ­საც და ჩემს და­ბა­დე­ბის დღე­საც ცი­ხე­ში შევ­ხვდე­ბო­დი.

მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინ ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში რუს­თა­ველ­ზე ჯი­უ­ტად იდგა და აპ­რო­ტეს­ტებ­და. ახლა უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი იყ­ვნენ გა­რეთ და ეს მო­ღა­ლა­ტე­ე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან გავ­ყა­როთ.

დღეს დი­ლით ტე­ლე­ვი­ზო­რის ყიდ­ვას ვა­პი­რებ­დი, რომ გა­მე­გო ქვეყ­ნის თავს რა ხდე­ბო­და და უც­ბად მი­თხრეს, რომ პრო­ცეს­ზე მივ­დი­ო­დი. ვე­რაფ­რით ვი­ჯე­რებ­დი, ად­ვო­კატ­თან კონ­ტაქ­ტი არ მქონ­და. გუ­ლახ­დი­ლად რომ გი­თხრათ, მე­გო­ნა სა­ცემ­რად მივ­ყავ­დი, იმი­ტომ, რომ ისე მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, "უნდა წა­გიყ­ვა­ნონ, უნდა წა­გიყ­ვა­ნო­ნო“, მეთ­ქი არ ეგო­ნოთ, რომ მე­ში­ნია და ბად­რა­გის მან­ქა­ნას ვე­ლო­დე­ბო­დი. აღ­მოჩ­ნდა, რომ გა­რეთ მიშ­ვებ­დნენ.

პრო­კუ­რა­ტუ­რას სა­მარ­ცხვი­ნო პო­ზი­ცია ჰქონ­და, უცხო­ეთ­ში ელი­საშ­ვი­ლის კავ­ში­რე­ბი აქ­ვსო. 30-იან წლებ­ში ბოლ­შე­ვი­კე­ბის ტრი­ბუ­ნა­ლი და "ტრო­ი­კა“ რომ იყო, ზუს­ტად ეგრე იძახ­დნენ და ასა­მარ­თლებ­დნენ. ასე­თი არ­გუ­მენ­ტა­ცია იყო, რომ უცხო­ეთ­ში მი­ი­მა­ლე­ბაო და ამ 10 დღე­ში რა მოხ­და, არ მი­ვი­მა­ლე­ბი? არ ვიცი, რა მოხ­და. უცხო­ეთ­ში ხში­რად და­დი­ო­დაო, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი ვი­ყა­ვი და დე­ლე­გა­ცი­ე­ბით დავ­დი­ო­დი. უცხო­ე­ლებ­მა, ალ­ბათ, ამათ ქე­ჩო­ში მი­ცეს ან რა­ი­მე მსგავ­სი. ჩემ­თვის დიდი შვე­ბა არ არის. პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი სა­ნამ არ გა­მოვ­ლენ, მზად ვარ დღეს­ვე შევ­ბრუნ­დე უკან, პრობ­ლე­მა არ არის“, - გა­ნა­ცხა­და ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, სა­სა­მარ­თლომ ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი სა­სა­მარ­თლო­დან 4000- ლა­რი­ა­ნი გი­რა­ო­თი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"დღეს ტელევიზორის ყიდვას ვაპირებდი, რომ გამეგო ქვეყნის თავს რა ხდებოდა და უცებ მითხრეს, "უნდა წაგიყვანონო“, მეგონა, საცემრად მივყავდი..." - ალეკო ელისაშვილი

"დღეს ტელევიზორის ყიდვას ვაპირებდი, რომ გამეგო ქვეყნის თავს რა ხდებოდა და უცებ მითხრეს, "უნდა წაგიყვანონო“, მეგონა, საცემრად მივყავდი..." - ალეკო ელისაშვილი

ახლა უფრო მნიშვნელოვანია პოლიტპატიმრები იყვნენ გარეთ და ეს მოღალატეები ხელისუფლებიდან გავყაროთ,- ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ის სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვის იბრძოლებს.

"ეს არაფერს არ ნიშნავს, აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ იანვრის ბოლომდე მომიწევდა ციხეში ყოფნა და არაფერი დამთავრებულა, ახლა იწყება ყველაფერი. ყველაზე მეტად ვიბრძოლებ, რომ ყველა პოლიტპატიმარი, რომელიც დაკავებული, გაზაფხულის აქციებიდან მოყოლებული, ჩემი უახლოესი ადამიანი "ოკმელა“ ზის, ძალიან ვაჟკაცი ქართველი ბიჭი და სხვა ნაწამები და ნაცემი პოლიტპატიმრები, რომლებიც იბრძვიან უკეთესი საქართველოსთვის, ახლა უფრო ხმამაღლა ვიბრძოლებ, სანამ ისინი გარეთ არ იქნებიან. არ ვთვლი, რომ ჩემს თავს რაიმე სასიხარულო ხდება, რადგან მე შეგუებული ვიყავი, რომ ახალ წელსაც და ჩემს დაბადების დღესაც ციხეში შევხვდებოდი.

მადლობა ყველას, ვინ ამ ხნის განმავლობაში რუსთაველზე ჯიუტად იდგა და აპროტესტებდა. ახლა უფრო მნიშვნელოვანია პოლიტპატიმრები იყვნენ გარეთ და ეს მოღალატეები ხელისუფლებიდან გავყაროთ.

დღეს დილით ტელევიზორის ყიდვას ვაპირებდი, რომ გამეგო ქვეყნის თავს რა ხდებოდა და უცბად მითხრეს, რომ პროცესზე მივდიოდი. ვერაფრით ვიჯერებდი, ადვოკატთან კონტაქტი არ მქონდა. გულახდილად რომ გითხრათ, მეგონა საცემრად მივყავდი, იმიტომ, რომ ისე მეუბნებოდნენ, "უნდა წაგიყვანონ, უნდა წაგიყვანონო“, მეთქი არ ეგონოთ, რომ მეშინია და ბადრაგის მანქანას ველოდებოდი. აღმოჩნდა, რომ გარეთ მიშვებდნენ.

პროკურატურას სამარცხვინო პოზიცია ჰქონდა, უცხოეთში ელისაშვილის კავშირები აქვსო. 30-იან წლებში ბოლშევიკების ტრიბუნალი და "ტროიკა“ რომ იყო, ზუსტად ეგრე იძახდნენ და ასამართლებდნენ. ასეთი არგუმენტაცია იყო, რომ უცხოეთში მიიმალებაო და ამ 10 დღეში რა მოხდა, არ მივიმალები? არ ვიცი, რა მოხდა. უცხოეთში ხშირად დადიოდაო, პარლამენტის წევრი ვიყავი და დელეგაციებით დავდიოდი. უცხოელებმა, ალბათ, ამათ ქეჩოში მიცეს ან რაიმე მსგავსი. ჩემთვის დიდი შვება არ არის. პოლიტპატიმრები სანამ არ გამოვლენ, მზად ვარ დღესვე შევბრუნდე უკან, პრობლემა არ არის“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, სასამართლომ ალეკო ელისაშვილი სასამართლოდან 4000- ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა.

იხილეთ ასევე: