სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კონტაქტზე რომ აღარ გამოვიდა, წავედი გუდაურში... იქ უკვე პოლიცია მუშაობდა" - ტრაგედიის დეტალები: რას ჰყვება დაღუპულის ძმა
"კონტაქტზე რომ აღარ გამოვიდა, წავედი გუდაურში... იქ უკვე პოლიცია მუშაობდა" - ტრაგედიის დეტალები: რას ჰყვება დაღუპულის ძმა

უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და გუ­და­ურ­ში პო­ლი­ცი­ამ 12 ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რი ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში აღ­მო­ა­ჩი­ნა. გარ­დაც­ვლი­ლი ქარ­თვე­ლი 25 წლის ახალ­გაზ­რდა ქა­ლია, რო­მე­ლიც მიმ­ტა­ნად მუ­შა­ობ­და.

  • გარ­დაც­ვლი­ლე­ბი­დან 11 - უცხო ქვეყ­ნის, ინ­დო­ე­თის მო­ქა­ლა­ქეა.რო­გორც ირ­კვე­ვა, ინ­დო­ე­თის მო­ქა­ლა­ქეს ახა­ლი გუ­და­უ­რის ასას­ვლელ­თან მარ­სა­გიშ­ვი­ლე­ბის კერ­ძო სახ­ლი ჰქონ­და ნა­ქი­რა­ვე­ბი, სა­დაც პირ­ველ სარ­თულ­ზე იყო ინ­დუ­რი რეს­ტო­რა­ნი "ჰა­ვე­ლი", მე­ო­რე სარ­თულ­ზე კი - რეს­ტორ­ნის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მო­სას­ვე­ნე­ბე­ლი ოთა­ხე­ბი, სა­დაც ღა­მით ეძი­ნათ. სწო­რედ მე­ო­რე სარ­თულ­ზე დატ­რი­ალ­და ეს ტრა­გე­დია.

ცხედ­რე­ბი ტაქ­სის მძღოლ­მა იპო­ვა, რო­მე­ლიც ობი­ექტს სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნივ­თე­ბით ამა­რა­გებ­და. გარ­დაც­ვლი­ლებს ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი არ აღე­ნიშ­ნე­ბათ. წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 12 ადა­მი­ა­ნი გე­ნე­რა­ტო­რის გა­მო­ნა­ბოლ­ქვით გა­ი­გუ­და.

ირ­კვე­ვა, რომ გუ­და­ურ­ში ინ­დო­ე­თის 11-მა მო­ქა­ლა­ქემ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თი 2 წლის წინ იქი­რა­ვა და იქ საკ­ვებ ობი­ექტს ამუ­შა­ვებ­დნენ. მათ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი კარ­გად იც­ნობ­დნენ. გარ­დაც­ვლილ­თა ასა­კი 25 წლი­დან 40-წლამ­დე მერ­ყე­ობს. მათ­გან 8 მა­მა­კა­ცი და 4 ქა­ლია. გარ­დაც­ვლილ­თა შო­რი­საა რეს­ტორ­ნის მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც ინ­დო­ე­თის მო­ქა­ლა­ქეა.

"დღე­ში რამ­დენ­ჯერ­მე მი­კავ­შირ­დე­ბო­და, თუმ­ცა ბოლო რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი კონ­ტაქ­ტზე აღარ გა­მო­ვი­და, ამი­ტომ წა­ვე­დი გუ­და­ურ­ში. როცა ჩა­ვე­დი იქ უკვე პო­ლი­ცია დამ­ხვდა, შიგ­ნით არ შე­მიშ­ვეს, თუმ­ცა მი­თხრეს, რომ 12 ადა­მი­ა­ნია გარ­დაც­ვლი­ლი" - ამ­ბობს გარ­დაც­ვლი­ლის ძმა "კუ­რი­ე­რი PS"-თან სა­უბ­რი­სას.

გარ­დაც­ვლი­ლებს შო­რის არის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე 25 წლის გუ­რან­და ჩხა­ი­ძე.

"დი­ლით, ჩვე­უ­ლებ­რივ, პრო­დუქ­ტე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი მი­ვი­და მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ამ რეს­ტორ­ნის მფლო­ბე­ლია - ფარ­თი ჰქონ­და და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი და ამუ­შა­ვებ­და, არც ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი რომ არ დახ­ვდა რეს­ტო­რან­ში, ეტყო­ბა, მო­ი­კი­თხა ისი­ნი, ავი­და მე­ო­რე სარ­თულ­ზე, სა­დაც მათ ეძი­ნათ და იქ მი­სულს ეს სა­ში­ნე­ლი სუ­რა­თი დახ­ვდა. ორი ახალ­გაზ­რდა კარ­თან იყო გარ­დაც­ვლი­ლი, ხოლო და­ნარ­ჩე­ნე­ბი თა­ვი­ანთ სა­ძი­ნე­ბელ ოთა­ხებ­ში ნა­ხეს.

შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მი­ვი­და სახ­ლის მე­პატ­რო­ნეც, სამ­წუ­ხა­როდ, 12-ვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო. ეს არის უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა და გა­მოწ­ვე­უ­ლია იმით, რომ თვი­თონ სახ­ლის შე­სას­ვლელ­ში ედ­გათ გე­ნე­რა­ტო­რი. ეტყო­ბა სცი­ო­დათ და დე­ნის გა­მათ­ბო­ბე­ლი ამ გე­ნე­რა­ტორ­ზე ჩა­ურ­თავთ, გა­უ­ღი­ათ ოთა­ხე­ბის კა­რე­ბი, ალ­ბათ იფიქ­რეს, რომ ასე გათ­ბე­ბოდ­ნენ და სა­უ­ბე­დუ­როდ, გა­მო­ნა­ბოლ­ქვით მო­ი­წამლნენ.

ორმა მათ­გან­მა ეტყო­ბა თავი ცუ­დად იგ­რძნო, გა­იღ­ვი­ძეს, მაგ­რამ ვერ მო­ას­წრეს კა­რის გა­ღე­ბა და გა­რეთ გა­მოს­ვლა. თით­ქმის გა­რე­თა კარ­თან იყ­ვნენ მი­სუ­ლე­ბი და იქ იყ­ვნენ გარ­დაც­ვლი­ლე­ბი. გუ­ლიც აე­რი­ათ ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის შე­დე­გად.

ძა­ლი­ან გან­ვიც­დით ამ ამ­ბავს. ძა­ლი­ან ვწუხ­ვართ და თა­ნა­ვუგ­რძნობთ მათი ოჯა­ხის წევ­რებს. ყვე­ლა გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდაა, ასა­კო­ვა­ნი არა­ვინ იყო. მათ შო­რის ერთი გო­გო­ნა ქარ­თვე­ლია, 25 წლამ­დე ასა­კის. მიმ­ტა­ნად მუ­შა­ობ­და. გარ­დაც­ვლი­ლებს შო­რის არი­ან რო­გორც ქა­ლე­ბი, ასე­ვე მა­მა­კა­ცე­ბი.

თა­ვი­დან ით­ქვა, რომ თით­ქოს გა­ზის გა­ჟონ­ვის შე­დე­გად და­ი­ღუპ­ნენ, მაგ­რამ ეს არ არის სი­მარ­თლე. იმ სახ­ლის შიდა სივ­რცე­ში არაა და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი არც გე­ნე­რა­ტო­რი, არც გა­ზის კა­ლონ­კა, არა­ფე­რი მსგავ­სი. სახ­ლს აქვს ცალ­კე საქ­ვა­ბე, თუნ­დაც იმ საქ­ვა­ბე­ში რომ ჩა­ერ­თოთ ეს გე­ნე­რა­ტო­რი, რა­დი­ა­ტო­რე­ბი ამუ­შავ­დე­ბო­და და ეს ტრა­გე­დია არ მოხ­დე­ბო­და. რო­გორც ჩანს, არ იცოდ­ნენ, რომ გე­ნე­რა­ტო­რის სახ­ლში და­მონ­ტა­ჟე­ბა და ჩარ­თვა კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ შე­იძ­ლე­ბა.

12 ადა­მი­ა­ნი­დან ერ­თმა მა­ინც რო­გორ არ იცო­და, რომ ეს არ შე­იძ­ლე­ბა. ასე­თი ტრა­გე­დია ამი­ტომ დატ­რი­ალ­და. ყვე­ლა ოთა­ხის კარი ღია იყო, გე­ნე­რა­ტორ­ზე დე­ნის გა­მათ­ბო­ბე­ლი შე­ა­ერ­თეს და წე­სით ასე თბე­ბოდ­ნენ და სი­ნამ­დვი­ლე­ში, ამ გა­მო­ნა­ბოლ­ქვით მო­ი­წამლნენ, მოხ­და ინ­ტოქ­სი­კა­ცია და ყვე­ლა ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა",- ამ­ბობს "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" სა­უ­ბარ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"კონტაქტზე რომ აღარ გამოვიდა, წავედი გუდაურში... იქ უკვე პოლიცია მუშაობდა" - ტრაგედიის დეტალები: რას ჰყვება დაღუპულის ძმა

"კონტაქტზე რომ აღარ გამოვიდა, წავედი გუდაურში... იქ უკვე პოლიცია მუშაობდა" - ტრაგედიის დეტალები: რას ჰყვება დაღუპულის ძმა

უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა გუდაურში პოლიციამ 12 ადამიანის ცხედარი ნაქირავებ ბინაში აღმოაჩინა. გარდაცვლილი ქართველი 25 წლის ახალგაზრდა ქალია, რომელიც მიმტანად მუშაობდა.

  • გარდაცვლილებიდან 11 - უცხო ქვეყნის, ინდოეთის მოქალაქეა.როგორც ირკვევა, ინდოეთის მოქალაქეს ახალი გუდაურის ასასვლელთან მარსაგიშვილების კერძო სახლი ჰქონდა ნაქირავები, სადაც პირველ სართულზე იყო ინდური რესტორანი "ჰაველი", მეორე სართულზე კი - რესტორნის თანამშრომლების მოსასვენებელი ოთახები, სადაც ღამით ეძინათ. სწორედ მეორე სართულზე დატრიალდა ეს ტრაგედია.

ცხედრები ტაქსის მძღოლმა იპოვა, რომელიც ობიექტს საყოფაცხოვრებო ნივთებით ამარაგებდა. გარდაცვლილებს ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ. წინასწარი ინფორმაციით, 12 ადამიანი გენერატორის გამონაბოლქვით გაიგუდა.

ირკვევა, რომ გუდაურში ინდოეთის 11-მა მოქალაქემ საცხოვრებელი ფართი 2 წლის წინ იქირავა და იქ საკვებ ობიექტს ამუშავებდნენ. მათ ადგილობრივები კარგად იცნობდნენ. გარდაცვლილთა ასაკი 25 წლიდან 40-წლამდე მერყეობს. მათგან 8 მამაკაცი და 4 ქალია. გარდაცვლილთა შორისაა რესტორნის მოქალაქე, რომელიც ინდოეთის მოქალაქეა.

"დღეში რამდენჯერმე მიკავშირდებოდა, თუმცა ბოლო რამდენიმე საათი კონტაქტზე აღარ გამოვიდა, ამიტომ წავედი გუდაურში. როცა ჩავედი იქ უკვე პოლიცია დამხვდა, შიგნით არ შემიშვეს, თუმცა მითხრეს, რომ 12 ადამიანია გარდაცვლილი" - ამბობს გარდაცვლილის ძმა "კურიერი PS"-თან საუბრისას.

გარდაცვლილებს შორის არის საქართველოს მოქალაქე 25 წლის გურანდა ჩხაიძე.

"დილით, ჩვეულებრივ, პროდუქტებით დატვირთული მივიდა მამაკაცი, რომელიც ამ რესტორნის მფლობელია - ფართი ჰქონდა დაქირავებული და ამუშავებდა, არც ერთი თანამშრომელი რომ არ დახვდა რესტორანში, ეტყობა, მოიკითხა ისინი, ავიდა მეორე სართულზე, სადაც მათ ეძინათ და იქ მისულს ეს საშინელი სურათი დახვდა. ორი ახალგაზრდა კართან იყო გარდაცვლილი, ხოლო დანარჩენები თავიანთ საძინებელ ოთახებში ნახეს.

შემთხვევის ადგილზე მივიდა სახლის მეპატრონეც, სამწუხაროდ, 12-ვე გარდაცვლილი იყო. ეს არის უბედური შემთხვევა და გამოწვეულია იმით, რომ თვითონ სახლის შესასვლელში ედგათ გენერატორი. ეტყობა სციოდათ და დენის გამათბობელი ამ გენერატორზე ჩაურთავთ, გაუღიათ ოთახების კარები, ალბათ იფიქრეს, რომ ასე გათბებოდნენ და საუბედუროდ, გამონაბოლქვით მოიწამლნენ.

ორმა მათგანმა ეტყობა თავი ცუდად იგრძნო, გაიღვიძეს, მაგრამ ვერ მოასწრეს კარის გაღება და გარეთ გამოსვლა. თითქმის გარეთა კართან იყვნენ მისულები და იქ იყვნენ გარდაცვლილები. გულიც აერიათ ინტოქსიკაციის შედეგად.

ძალიან განვიცდით ამ ამბავს. ძალიან ვწუხვართ და თანავუგრძნობთ მათი ოჯახის წევრებს. ყველა გარდაცვლილი ახალგაზრდაა, ასაკოვანი არავინ იყო. მათ შორის ერთი გოგონა ქართველია, 25 წლამდე ასაკის. მიმტანად მუშაობდა. გარდაცვლილებს შორის არიან როგორც ქალები, ასევე მამაკაცები.

თავიდან ითქვა, რომ თითქოს გაზის გაჟონვის შედეგად დაიღუპნენ, მაგრამ ეს არ არის სიმართლე. იმ სახლის შიდა სივრცეში არაა დამონტაჟებული არც გენერატორი, არც გაზის კალონკა, არაფერი მსგავსი. სახლს აქვს ცალკე საქვაბე, თუნდაც იმ საქვაბეში რომ ჩაერთოთ ეს გენერატორი, რადიატორები ამუშავდებოდა და ეს ტრაგედია არ მოხდებოდა. როგორც ჩანს, არ იცოდნენ, რომ გენერატორის სახლში დამონტაჟება და ჩართვა კატეგორიულად არ შეიძლება.

12 ადამიანიდან ერთმა მაინც როგორ არ იცოდა, რომ ეს არ შეიძლება. ასეთი ტრაგედია ამიტომ დატრიალდა. ყველა ოთახის კარი ღია იყო, გენერატორზე დენის გამათბობელი შეაერთეს და წესით ასე თბებოდნენ და სინამდვილეში, ამ გამონაბოლქვით მოიწამლნენ, მოხდა ინტოქსიკაცია და ყველა ადგილზე დაიღუპა",- ამბობს "კვირის პალიტრასთან" საუბარში ადგილობრივი.

წაიკითხეთ ასევე: