პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
მსოფლიო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დააკავეს სამოქალაქო აქტივისტი ნიკო მანაგაძე - რას ამბობს მისი ადვოკატი
დააკავეს სამოქალაქო აქტივისტი ნიკო მანაგაძე - რას ამბობს მისი ადვოკატი

სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი, ნიკო მა­ნა­გა­ძე გუ­შინ ღა­მით ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით და­ა­კა­ვეს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ნიკო მა­ნა­გა­ძის ად­ვო­კატ­მა, მა­რი­ამ პა­ტა­რი­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

  • ად­ვო­კა­ტის გან­მარ­ტე­ბით, და­კა­ვე­ბის დროს მას­თან ერ­თად ერთი პირი იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­მე­ლიც ასე­ვე და­ა­კა­ვეს. მი­სი­ვე თქმით, ორი­ვე მათ­გა­ნი დი­ღომ­ში, მე­სა­მე იზო­ლა­ტორ­ში არი­ან გა­დაყ­ვა­ნი­ლე­ბი.

ად­ვო­კა­ტის ვა­რა­უ­დით, და­კა­ვე­ბის მი­ზე­ზი შე­საძ­ლოა იყოს ის, რომ მა­ნა­გა­ძე პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლო­ში არ გა­მო­ცხად­და და მა­გის­ტრა­ტი მო­სა­მარ­თლის თან­დას­წრე­ბით პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მო­ი­თხო­ვა.

"ნიკო მა­ნა­გა­ძე გუ­შინ სა­ღა­მოს, 22:30 სა­ათ­ზე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით და­ა­კა­ვეს, მას შემ­დეგ, რაც აქ­ცი­ი­დან სახ­ლში ბრუნ­დე­ბო­და. სა­ვა­რა­უ­დოდ, მას არა­ი­დენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა­დი, ე.წ. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი აე­დევ­ნენ.

გუ­შინ, რო­დე­საც ნი­კოს პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლო­დან გა­მო­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მიზ­ნით და­უ­რე­კეს, მან მო­ი­თხო­ვა, რომ მა­გის­ტრა­ტი მო­სა­მარ­თლის თან­დას­წრე­ბით მი­ი­ღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას [პრო­ცეს­ში] და [ჩვენ] არ გა­მოვ­ცხად­დით. მე უშუ­ა­ლოდ ვე­სა­უბ­რე იმ გა­მომ­ძი­ე­ბელს, რო­მელ­მაც ნი­კოს და­უ­რე­კა და ვუ­თხა­რით, რომ სა­სა­მარ­თლო­ში გა­მო­კი­თხვა­ზე მი­ვი­დო­დით. რო­გორც ჩანს ნიკო ამის გამო და­ი­სა­ჯა. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ამ კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში, ის და­ა­კა­ვეს კოს­ტა­ვა­ზე, სტამ­ბის წინ. მას უხ­სე­ნეს ის, თუ რა­ტომ არ გა­მო­ცხად­და, რო­დე­საც გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა გა­მო­კი­თხვა­ზე და­ი­ბა­რა, რა­ტომ აწ­ვა­ლებ­და და აი, ახლა სხვა ფორ­მით მი­იყ­ვან­დნენ მას უკვე სამ­მარ­თვე­ლოს შე­ნო­ბა­ში.

მის მი­მართ მოხ­და სრუ­ლი­ად აბ­სურ­დუ­ლი, შაბ­ლო­ნად ქცე­უ­ლი მუხ­ლე­ბით ოქ­მის შედ­გე­ნა, რა­ზეც ცხა­დია, ნი­კოს ხელი არ მო­უ­წე­რია. თით­ქოს და ის პო­ლი­ცი­ას აყე­ნებ­და შე­უ­რა­ცხყო­ფას და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას უწევ­და, მა­შინ, რო­დე­საც სა­ერ­თოდ პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი რომ იყ­ვნენ, მან­ქა­ნა­ში ყოფ­ნის დრო­საც კი ამის აღ­ქმა, მას არ ჰქო­ნია. მათ არ ეც­ვათ ფორ­მე­ბი და არც სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი სა­ბუ­თი წა­რუდ­გე­ნი­ათ იმგვა­რად, რომ მის­თვის ამო­კი­თხვა­დი ყო­ფი­ლი­ყო კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლის პო­ზი­ცია ან მისი ვი­ნა­ო­ბა“, - გა­ნა­ცხა­და მა­რი­ამ პა­ტა­რი­ძემ.

ავტორი:

დააკავეს სამოქალაქო აქტივისტი ნიკო მანაგაძე - რას ამბობს მისი ადვოკატი

დააკავეს სამოქალაქო აქტივისტი ნიკო მანაგაძე - რას ამბობს მისი ადვოკატი

სამოქალაქო აქტივისტი, ნიკო მანაგაძე გუშინ ღამით ადმინისტრაციული წესით დააკავეს. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ ნიკო მანაგაძის ადვოკატმა, მარიამ პატარიძემ განუცხადა.

  • ადვოკატის განმარტებით, დაკავების დროს მასთან ერთად ერთი პირი იმყოფებოდა, რომელიც ასევე დააკავეს. მისივე თქმით, ორივე მათგანი დიღომში, მესამე იზოლატორში არიან გადაყვანილები.

ადვოკატის ვარაუდით, დაკავების მიზეზი შესაძლოა იყოს ის, რომ მანაგაძე პოლიციის სამმართველოში არ გამოცხადდა და მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით პროცესში მონაწილეობა მოითხოვა.

"ნიკო მანაგაძე გუშინ საღამოს, 22:30 საათზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს, მას შემდეგ, რაც აქციიდან სახლში ბრუნდებოდა. სავარაუდოდ, მას არაიდენტიფიცირებადი, ე.წ. სამართალდამცველები აედევნენ.

გუშინ, როდესაც ნიკოს პოლიციის სამმართველოდან გამოძიებაში მონაწილეობის მიზნით დაურეკეს, მან მოითხოვა, რომ მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მიიღებდა მონაწილეობას [პროცესში] და [ჩვენ] არ გამოვცხადდით. მე უშუალოდ ვესაუბრე იმ გამომძიებელს, რომელმაც ნიკოს დაურეკა და ვუთხარით, რომ სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდოდით. როგორც ჩანს ნიკო ამის გამო დაისაჯა. იქიდან გამომდინარე, რომ ამ კომუნიკაციიდან რამდენიმე საათში, ის დააკავეს კოსტავაზე, სტამბის წინ. მას უხსენეს ის, თუ რატომ არ გამოცხადდა, როდესაც გამომძიებელმა გამოკითხვაზე დაიბარა, რატომ აწვალებდა და აი, ახლა სხვა ფორმით მიიყვანდნენ მას უკვე სამმართველოს შენობაში.

მის მიმართ მოხდა სრულიად აბსურდული, შაბლონად ქცეული მუხლებით ოქმის შედგენა, რაზეც ცხადია, ნიკოს ხელი არ მოუწერია. თითქოს და ის პოლიციას აყენებდა შეურაცხყოფას და წინააღმდეგობას უწევდა, მაშინ, როდესაც საერთოდ პოლიციის თანამშრომლები რომ იყვნენ, მანქანაში ყოფნის დროსაც კი ამის აღქმა, მას არ ჰქონია. მათ არ ეცვათ ფორმები და არც სამსახურებრივი საბუთი წარუდგენიათ იმგვარად, რომ მისთვის ამოკითხვადი ყოფილიყო კონკრეტული პოლიციის თანამშრომლის პოზიცია ან მისი ვინაობა“, - განაცხადა მარიამ პატარიძემ.