მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გადავდოთ საახალწლო ნაძვის ხის ანთება, საზეიმო ღონისძიება" - კალაძის საგანგებო განცხადება
"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გადავდოთ საახალწლო ნაძვის ხის ანთება, საზეიმო ღონისძიება" - კალაძის საგანგებო განცხადება
  • ფო­ტო­ე­ბი: გი­ორ­გი ნი­კო­ლიშ­ვი­ლი, ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი

თბი­ლი­სის მე­რი­ამ ნაძ­ვის ხის ან­თე­ბის სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­და­დო. ამის შე­სა­ხებ დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

  • რო­გორც კახა კა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ად­გილ­ზე უკვე ჰქონ­და ად­გი­ლი პრო­ვო­კა­ცია, რის გა­მოც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით, აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

"რო­გორც მო­გეხ­სნე­ბათ, დღეს 19:00 სა­ა­თის­თვის და­ვა­ა­ნონ­სეთ სა­ა­ხალ­წლო ნაძ­ვის ხის ან­თე­ბა. ეს არის სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბა, რო­მე­ლიც პირ­ველ რიგი ეკუთ­ვნის ჩვენს პა­ტა­რებს, ბავ­შვებს, თუმ­ცა რა­დი­კა­ლურ­მა ოპო­ზი­ცი­ამ აქაც კი იკად­რა უკად­რე­ბე­ლი და ნაძ­ვის ხის წინ ბავ­შვე­ბის ად­გი­ლი და­ი­კა­ვა. რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე შეკ­რე­ბი­ლი არი­ან აგ­რე­სი­უ­ლი მო­მი­ტინ­გე­ე­ბი, რომ­ლებ­მაც უკვე მო­ა­წყვეს რამ­დე­ნი­მე პრო­ვო­კა­ცია, მათ შო­რის, შუ­შის ბოთ­ლე­ბი ის­რო­ლეს სცე­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ჩვენ მო­ვის­მი­ნეთ გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ ისი­ნი ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის მო­წყო­ბის­თვის და არ მის­ცემ­დნენ პა­ტა­რებს სა­ა­ხალ­წლო ზე­ი­მის გა­მარ­თვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. ამ ფონ­ზე ჩვენ გვინ­და მო­ვუ­წო­დოთ, ვინც მო­დი­ო­და, აღ­ნიშ­ნულ თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლე­ბიც ახლა შეკ­რე­ბი­ლე­ბი არი­ან პა­ტა­რებ­თან ერ­თად საკ­რე­ბუ­ლოს შე­ნო­ბას­თან, არ მივ­ცემთ სა­შუ­ა­ლე­ბას წა­ვიდ­ნენ რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით და მინ­და მათ მო­ვუ­წო­დო დაშ­ლის­კენ“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე დი­ლი­დან საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ად­გილ­ზე დიდი რა­ო­დე­ნო­ბით პო­ლი­ცი­აა მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი.

00:00 / 00:00
ავტორი:

"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გადავდოთ საახალწლო ნაძვის ხის ანთება, საზეიმო ღონისძიება" - კალაძის საგანგებო განცხადება

"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გადავდოთ საახალწლო ნაძვის ხის ანთება, საზეიმო ღონისძიება" - კალაძის საგანგებო განცხადება
  • ფოტოები: გიორგი ნიკოლიშვილი, ინტერპრესნიუსი

თბილისის მერიამ ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიება გადადო. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

  • როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ადგილზე უკვე ჰქონდა ადგილი პროვოკაცია, რის გამოც მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო.

"როგორც მოგეხსნებათ, დღეს 19:00 საათისთვის დავაანონსეთ საახალწლო ნაძვის ხის ანთება. ეს არის საზეიმო ღონისძიება, რომელიც პირველ რიგი ეკუთვნის ჩვენს პატარებს, ბავშვებს, თუმცა რადიკალურმა ოპოზიციამ აქაც კი იკადრა უკადრებელი და ნაძვის ხის წინ ბავშვების ადგილი დაიკავა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილი არიან აგრესიული მომიტინგეები, რომლებმაც უკვე მოაწყვეს რამდენიმე პროვოკაცია, მათ შორის, შუშის ბოთლები ისროლეს სცენის მიმართულებით.

ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები, რომ ისინი ემზადებოდნენ პროვოკაციების მოწყობისთვის და არ მისცემდნენ პატარებს საახალწლო ზეიმის გამართვის შესაძლებლობას. ამ ფონზე ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ, ვინც მოდიოდა, აღნიშნულ თანამოქალაქეებს, რომლებიც ახლა შეკრებილები არიან პატარებთან ერთად საკრებულოს შენობასთან, არ მივცემთ საშუალებას წავიდნენ რუსთაველის გამზირის მიმართულებით და მინდა მათ მოვუწოდო დაშლისკენ“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე დილიდან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული.