სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უწყვეტმა პროტესტმა შედეგი გამოიღო - ივანიშვილს ე.წ. კარის ინტელიგენცია შემოეცალა" - ვაშაძე
"უწყვეტმა პროტესტმა შედეგი გამოიღო - ივანიშვილს ე.წ. კარის ინტელიგენცია შემოეცალა" - ვაშაძე

არ დარ­ჩა ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­ცერ­თი პრო­ფე­სი­უ­ლი თუ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, რო­მე­ლიც პრო­ტესტს ღიად არ გა­მო­ხა­ტავს, - ამის შე­სა­ხებ “სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის” ლი­დერ­მა, გი­ორ­გი ვა­შა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

  • ვა­შა­ძის თქმით, ივა­ნიშ­ვი­ლის თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი პარ­ლა­მენ­ტის მიერ ფიქ­ცი­უ­რი პრე­ზი­დენ­ტის არ­ჩე­ვა არა­ფერს ცვლის.

"ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უწყვეტ­მა, მრა­ვალკ­ვი­რი­ან­მა პრო­ტეს­ტმა შე­დე­გი გა­მო­ი­ღო. თვით­გა­მო­ცხა­დე­ბულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ აქვს აღი­ა­რე­ბა არც ქვეყ­ნის შიგ­ნით, არც ქვეყ­ნის გა­რეთ. სა­ერ­თა­შო­რი­სო ოფი­ცი­ა­ლურ დო­კუ­მენ­ტებ­ში მათ მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ, რო­გორც ივა­ნიშ­ვი­ლის „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“. სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის მიერ, მათ შო­რის აშშ-ს მხრი­დან, დე­მოკ­რა­ტი­ის ხე­ლის­შემ­შლე­ლი და ძა­ლა­დო­ბა­ში მხი­ლე­ბუ­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის და­სან­ქცი­რე­ბა და­ი­წყო. არ დარ­ჩა ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­ცერ­თი პრო­ფე­სი­უ­ლი თუ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, რო­მე­ლიც პრო­ტესტს ღიად არ გა­მო­ხა­ტავს.

ფაქ­ტობ­რი­ვად, ივა­ნიშ­ვილს ე.წ. კა­რის ინ­ტე­ლი­გენ­ცია შე­მო­ე­ცა­ლა და რამ­დე­ნი­მე ათა­სი და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ავა­ზა­კის ამა­რა დარ­ჩა. შე­სა­ბა­მი­სად, ივა­ნიშ­ვი­ლის თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი პარ­ლა­მენ­ტის მიერ ფიქ­ცი­უ­რი პრე­ზი­დენ­ტის არ­ჩე­ვა არა­ფერს ცვლის. პრო­ტეს­ტის შე­დე­გე­ბი სა­ხე­ზეა, ამი­ტომ ახლა პრო­ტეს­ტი არა მარ­ტო არ უნდა შე­წყდეს ან შერ­ბილ­დეს, არა­მედ უნდა გახ­დეს უფრო პრინ­ცი­პუ­ლი იმი­სათ­ვის, რომ მი­ვაღ­წი­ოთ: პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, ახალ არ­ჩევ­ნებს და ევ­რო­პის­კენ და­უბ­რკო­ლე­ბელ სვლას”, - გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

ავტორი:

"უწყვეტმა პროტესტმა შედეგი გამოიღო - ივანიშვილს ე.წ. კარის ინტელიგენცია შემოეცალა" - ვაშაძე

"უწყვეტმა პროტესტმა შედეგი გამოიღო - ივანიშვილს ე.წ. კარის ინტელიგენცია შემოეცალა" - ვაშაძე

არ დარჩა ქართულ საზოგადოებაში არცერთი პროფესიული თუ საზოგადოებრივი გაერთიანება, რომელიც პროტესტს ღიად არ გამოხატავს, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

  • ვაშაძის თქმით, ივანიშვილის თვითგამოცხადებული პარლამენტის მიერ ფიქციური პრეზიდენტის არჩევა არაფერს ცვლის.

"ჩვენი მოქალაქეების უწყვეტმა, მრავალკვირიანმა პროტესტმა შედეგი გამოიღო. თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას არ აქვს აღიარება არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ. საერთაშორისო ოფიციალურ დოკუმენტებში მათ მოიხსენიებენ, როგორც ივანიშვილის „ქართულ ოცნებას“. სხვადასხვა ქვეყნების მიერ, მათ შორის აშშ-ს მხრიდან, დემოკრატიის ხელისშემშლელი და ძალადობაში მხილებული მაღალჩინოსნების დასანქცირება დაიწყო. არ დარჩა ქართულ საზოგადოებაში არცერთი პროფესიული თუ საზოგადოებრივი გაერთიანება, რომელიც პროტესტს ღიად არ გამოხატავს.

ფაქტობრივად, ივანიშვილს ე.წ. კარის ინტელიგენცია შემოეცალა და რამდენიმე ათასი დაქირავებული ავაზაკის ამარა დარჩა. შესაბამისად, ივანიშვილის თვითგამოცხადებული პარლამენტის მიერ ფიქციური პრეზიდენტის არჩევა არაფერს ცვლის. პროტესტის შედეგები სახეზეა, ამიტომ ახლა პროტესტი არა მარტო არ უნდა შეწყდეს ან შერბილდეს, არამედ უნდა გახდეს უფრო პრინციპული იმისათვის, რომ მივაღწიოთ: პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, ახალ არჩევნებს და ევროპისკენ დაუბრკოლებელ სვლას”, - განაცხადა ვაშაძემ.