პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სიკვდილის საკნები, წამების ინსტრუმენტები, საყინულე კამერები... - რა ხდებოდა ბაშარ ალ-ასადის ციხეების ჯურღმულებში?
სიკვდილის საკნები, წამების ინსტრუმენტები, საყინულე კამერები... - რა ხდებოდა ბაშარ ალ-ასადის ციხეების ჯურღმულებში?

"მე ვარ ნო­მე­რი 1100", - ამ­ბობს სი­რი­უ­ლი სა­ტუ­სა­ღო­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი, რო­მელ­საც ჯერ კი­დევ ეში­ნია მისი ნამ­დვი­ლი სა­ხე­ლის გამ­ჟღავ­ნე­ბის. "არ გვჯე­რო­და, რომ ეს რე­ა­ლუ­რი იყო, რომ მარ­თლა მზის სი­ნათ­ლეს ვხე­დავ­დით", - ამა­ტებს და იხ­სე­ნებს, რომ წინა ცხოვ­რე­ბა­ში ექი­მი იყო, 2014 წელს კი რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს და სა­ტუ­სა­ღო­ში 31 წლით გა­მო­კე­ტეს. "ჩვენ მათ­თვის ადა­მი­ა­ნე­ბი არ ვი­ყა­ვით, ჩვენ მხო­ლოდ ნომ­რე­ბი გვქონ­და..." - ამ­ბობს ის.

სი­რი­ა­ში ასა­დე­ბის 54 - წლი­ა­ნი რე­ჟი­მის დამ­ხო­ბის შემ­დეგ, ცი­ხე­ე­ბი­დან ათა­სო­ბით პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. სა­ტუ­სა­ღო ჯურღმუ­ლე­ბის კარი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის "თეთ­რი ჩა­ფხუ­ტე­ბის" თა­ნამ­შრომ­ლებ­მა გახ­სნეს. ად­გილ­ზე მი­სუ­ლებს უმ­ძი­მე­სი ვი­თა­რე­ბა დახ­ვდათ. სას­ტი­კა­დაა ნა­წა­მე­ბი ათი ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ასა­დი პო­ლიტ­პა­ტიმ­რებს არა­ა­და­მი­ა­ნურ პი­რო­ბებ­ში ამ­ყო­ფებ­და, სა­პა­ტიმ­რო­ე­ბი­დან ათა­სო­ბით პო­ლიტ­პა­ტიმ­რის ცხე­და­რი გა­მო­ი­ტა­ნეს.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცი­ხე­ებ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ყი­ნუ­ლე კა­მე­რე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რო­მელ­შიც ასა­დი სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის ცხედ­რებს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ინა­ხავ­და.

რო­დე­საც პა­ტიმ­რე­ბი და­მას­კოს ცი­ხი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, გა­ოგ­ნე­ბუ­ლე­ბი კი­თხუ­ლობ­დნენ, ისი­ნი ერა­ყის არ­მი­ამ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა თუ სხვა ვინ­მემ. პო­ლიტ­პა­ტიმ­რებს შო­რის იყ­ვნენ ბა­შა­რის დიქ­ტა­ტო­რი მა­მის ჰა­ფე­ზის დროს და­კა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. მათი ნა­წი­ლი ფიქ­რობ­და, რომ სი­რია დიქ­ტა­ტორ ჰა­ფეზ ალ-ასა­დის­გან (გარ­და­იც­ვა­ლა 2001 წელს) სა­დამ ჰუ­სე­ინ­მა (გარ­და­იც­ვა­ლა 2006 წელს) გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს ხალ­ხი ჩა­კე­ტი­ლი იყო ბნელ კა­მე­რებ­ში, მო­წყვე­ტი­ლი გარე სამ­ყა­როს.

  • რა ხდე­ბო­და სიკ­ვდი­ლის საკ­ნებ­ში?

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კი­თა და წა­მე­ბის რე­ჟი­მით ცნო­ბი­ლი იყო და­მას­კოს მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე სა­იდ­ნა­ი­ა­სა და მე­ზეს ცი­ხე­ე­ბი. უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ცნო­ბით, იქ ათი ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი მოკ­ლეს ასა­დის ჯა­ლა­თებ­მა. ცნო­ბე­ბი წა­მე­ბი­სა და სიკ­ვდი­ლის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­დან შე­მაძ­რწუ­ნე­ბე­ლია.

გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებ­ში ჩანს ქა­ლე­ბი და ბავ­შვე­ბი, რომ­ლე­ბიც საკ­ნე­ბი­დან ში­შით და უნ­დობ­ლო­ბით გად­მო­დი­ან. "ნუ გე­ში­ნი­ათ… ბა­შარ ასა­დი და­ე­ცა!” - ყვი­რი­ლით ცდი­ლობ­დნენ აჯან­ყე­ბუ­ლე­ბი ქა­ლე­ბის ცი­ხის პა­წა­წი­ნა საკ­ნე­ბი­დან გა­მოყ­ვა­ნას.

მსოფ­ლიო მე­დია ატ­რი­ა­ლებს პა­ტა­რა ბი­ჭის კადრს, რო­მე­ლიც ცი­ხი­დან გა­ო­ცე­ბუ­ლი გა­მო­დის და ირ­გვლივ იყუ­რე­ბა, ბავ­შვი ვერ ხვდე­ბა, რა ხდე­ბა. რო­გორც ირ­კვე­ვა დე­და­მი­სი - პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი და­კა­ვე­ბი­სას ორ­სუ­ლად იყო, ბავ­შვი სა­კან­ში გა­ა­ჩი­ნა. პა­ტა­რას ცი­ხის კედ­ლე­ბის გარ­და, არა­ფე­რი ჰქონ­და ნა­ნა­ხი.

კი­დევ ერთ კადრში ჩანს ნა­წა­მე­ბი პა­ლეს­ტი­ნე­ლი მა­მა­კა­ცი. გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ამ­ბობს, რომ ცი­ხე­ში არ იცო­და, რო­მელ ბოთ­ლში იყო შარ­დი და რო­მელ­ში - წყა­ლი. "ჩვენ ვსვამ­დით ორი­ვე­დან", - ამ­ბობს და ტი­რის.

და­მას­კოს ჩრდი­ლო­ე­თით მდე­ბა­რე, სა­იდ­ნა­ი­ას სამ­ხედ­რო ციხე, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლი იყო, რო­გორც '"ადა­მი­ა­ნის სა­საკ­ლაო“, და­ტო­ვა პო­ლიტ­პა­ტი­მარ­მა ომარ ჰან­მა, რო­მე­ლიც ამ­ბობს: "არ ვიცი რო­გორ გა­დავ­რჩი, ამის და­ჯე­რე­ბა მი­ჭირს, სა­კუ­თა­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის არ მჯე­რა..."

  • წა­მე­ბის ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი

გან­სა­კუთ­რე­ბით შემ­ზა­რა­ვია ფო­ტო­ე­ბი, რომ­ლებ­ზეც წა­მე­ბის ბარ­ბა­რო­სუ­ლი ინ­სტრუ­მენ­ტია ნაჩ­ვე­ნე­ბი.

მა­გა­ლი­თად, რკი­ნის ე.წ. სა­ჭყლე­ტი, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და სა­იდ­ნა­ი­ა­ში პა­ტიმ­რე­ბის მო­საკ­ლა­ვად და ცხედ­რე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის გა­სა­ად­ვი­ლებ­ლად.

"არ არ­სე­ბობს და­ნა­შა­უ­ლი, რო­მე­ლიც ასა­დის რე­ჟიმს არ ჩა­უ­დე­ნია“, - ამ­ბობს სი­რი­ე­ლი ექ­სპერ­ტი ჩარლზ ლის­ტე­რი.

სი­რი­ე­ლი აქ­ტი­ვის­ტის მა­ზენ ჰა­მა­დის ცხე­და­რი სა­იდ­ნა­ი­ას ცი­ხე­ში იპო­ვეს. ჰა­მა­დამ 2011 წელს დე­მონ­სტრა­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შემ­დეგ, ცი­ხე­ში რამ­დე­ნი­მე წელი გა­ა­ტა­რა. ის სას­ტი­კად აწა­მეს ელექტრო­შო­კით, ხე­ლე­ბით ჩა­მო­კი­დეს, სცე­მეს და გა­ა­უ­პა­ტი­უ­რეს. ამის მერე ის გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს და ჰო­ლან­დი­ა­ში გა­ემ­გზავ­რა, სა­დაც პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­სა­ფა­რი ითხო­ვა. 2020 წელს ის სი­რი­ის სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა გა­ი­ტა­ცეს. მას შემ­დეგ მის თა­ო­ბა­ზე არა­ვის არა­ფე­რი სმე­ნია. დღეს კი მისი ცხე­და­რი "სი­რი­ის გუ­ლაგ­ში" იპო­ვეს.

syria
ხალ­ხის ნა­კა­დი - ადა­მი­ა­ნე­ბი ცი­ხე­ე­ბის­კენ მი­დი­ან ახ­ლობ­ლე­ბის მო­სა­ძებ­ნად

ცნო­ბის­თვის:

სი­რი­ა­ში მოქ­მედ­მა შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა დაჯ­გუ­ფე­ბებ­მა სამ­თავ­რო­ბო ძა­ლებ­ზე მას­შტა­ბუ­რი შე­ტე­ვა 2024 წლის ნო­ემ­ბრის ბო­ლო­დან და­ი­წყეს, რამ­დე­ნი­მე დღე­ში აი­ღეს ქვეყ­ნის სი­დი­დით მე­ო­რე ქა­ლა­ქი ალე­პო, კონ­ტრო­ლი და­ამ­ყა­რეს არა­ერთ სხვა ქა­ლაქ­ზეც და 8 დე­კემ­ბრის­თვის შე­ვიდ­ნენ დე­და­ქა­ლაქ და­მასკში. რუ­სე­თის მიერ მხარ­და­ჭე­რილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა ბა­შარ ასადმა ოჯახ­თან ერ­თად სი­რია და­ტო­ვა და თავი მოს­კოვს შე­ა­ფა­რა.

ძი­რი­თა­დი ძალა, რო­მელ­მაც ასა­დის რე­ჟი­მი და­ამ­ხო, ის­ლა­მის­ტუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბა "ჰა­ი­ათ თაჰ­რირ ალ შა­მია"(HTS). ეს დაჯ­გუ­ფე­ბა მსოფ­ლი­ოს არა­ერ­თი სა­ხელ­მწი­ფოს, მათ შო­რის აშშ-ის, ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბის და რუ­სე­თის მიერ ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­დაა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი.

"ჰა­ი­ათ თაჰ­რირ ალ შამ­მა" ბოლო წლებ­ში კავ­ში­რი გა­წყვი­ტა "ალ-ქა­ი­დას­თან" და ცდი­ლობ­და თავი წარ­მო­ე­ჩი­ნა სი­რი­ის მთავ­რო­ბის პრაგ­მა­ტულ ალ­ტერ­ნა­ტი­ვად.

  • სი­რი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე 13-წლი­ან ომში, თით­ქმის 500 000 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, მათ შო­რის 300 ათას­ზე მეტი მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე. მსხვერ­პლის რე­ა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბა შე­იძ­ლე­ბა ბევ­რად მეტი იყოს. 100 ათა­სი სი­რი­ე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად ით­ვლე­ბა "და­კარ­გუ­ლად", რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ისი­ნიც ან მოკ­ლეს ან და­ი­ღუპ­ნენ ასა­დის ცი­ხე­ებ­სა და სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კებ­ში. სი­რი­ის ომამ­დე­ლი, 16,5 მი­ლი­ო­ნი მო­სახ­ლე­ო­ბი­დან 6,5 მი­ლი­ონ­ზე მეტი გა­იქ­ცა სა­ზღვარ­გა­რეთ, ძი­რი­თა­დად მე­ზო­ბელ თურ­ქეთ­ში, იორ­და­ნი­ა­სა და ლი­ბან­ში, სულ ცოტა, 1 მი­ლი­ო­ნი კი - ევ­რო­პა­ში.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მო­ამ­ზა­და მი­ხე­ილ ხა­ჩი­ძემ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

სიკვდილის საკნები, წამების ინსტრუმენტები, საყინულე კამერები... - რა ხდებოდა ბაშარ ალ-ასადის ციხეების ჯურღმულებში?

სიკვდილის საკნები, წამების ინსტრუმენტები, საყინულე კამერები... - რა ხდებოდა ბაშარ ალ-ასადის ციხეების ჯურღმულებში?

"მე ვარ ნომერი 1100", - ამბობს სირიული სატუსაღოდან გათავისუფლებული მამაკაცი, რომელსაც ჯერ კიდევ ეშინია მისი ნამდვილი სახელის გამჟღავნების. "არ გვჯეროდა, რომ ეს რეალური იყო, რომ მართლა მზის სინათლეს ვხედავდით", - ამატებს და იხსენებს, რომ წინა ცხოვრებაში ექიმი იყო, 2014 წელს კი რევოლუციონერების მკურნალობის ბრალდებით დააკავეს და სატუსაღოში 31 წლით გამოკეტეს. "ჩვენ მათთვის ადამიანები არ ვიყავით, ჩვენ მხოლოდ ნომრები გვქონდა..." - ამბობს ის.

სირიაში ასადების 54 - წლიანი რეჟიმის დამხობის შემდეგ, ციხეებიდან ათასობით პოლიტპატიმარი გაათავისუფლეს. სატუსაღო ჯურღმულების კარი არასამთავრობო ორგანიზაციის "თეთრი ჩაფხუტების" თანამშრომლებმა გახსნეს. ადგილზე მისულებს უმძიმესი ვითარება დახვდათ. სასტიკადაა ნაწამები ათი ათასობით ადამიანი. წლების განმავლობაში ასადი პოლიტპატიმრებს არაადამიანურ პირობებში ამყოფებდა, საპატიმროებიდან ათასობით პოლიტპატიმრის ცხედარი გამოიტანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ციხეებში სპეციალური საყინულე კამერები აღმოაჩინეს, რომელშიც ასადი საკუთარი პოლიტიკური ოპონენტების ცხედრებს წლების განმავლობაში ინახავდა.

როდესაც პატიმრები დამასკოს ციხიდან გაათავისუფლეს, გაოგნებულები კითხულობდნენ, ისინი ერაყის არმიამ გაათავისუფლა თუ სხვა ვინმემ. პოლიტპატიმრებს შორის იყვნენ ბაშარის დიქტატორი მამის ჰაფეზის დროს დაკავებული ადამიანები. მათი ნაწილი ფიქრობდა, რომ სირია დიქტატორ ჰაფეზ ალ-ასადისგან (გარდაიცვალა 2001 წელს) სადამ ჰუსეინმა (გარდაიცვალა 2006 წელს) გაათავისუფლა. ამდენი ხნის განმავლობაში ეს ხალხი ჩაკეტილი იყო ბნელ კამერებში, მოწყვეტილი გარე სამყაროს.

  • რა ხდებოდა სიკვდილის საკნებში?

განსაკუთრებული სისასტიკითა და წამების რეჟიმით ცნობილი იყო დამასკოს მახლობლად მდებარე საიდნაიასა და მეზეს ციხეები. უფლებადამცველი ორგანიზაციების ცნობით, იქ ათი ათასობით ადამიანი მოკლეს ასადის ჯალათებმა. ცნობები წამებისა და სიკვდილის დაწესებულებებიდან შემაძრწუნებელია.

გავრცელებულ კადრებში ჩანს ქალები და ბავშვები, რომლებიც საკნებიდან შიშით და უნდობლობით გადმოდიან. "ნუ გეშინიათ… ბაშარ ასადი დაეცა!” - ყვირილით ცდილობდნენ აჯანყებულები ქალების ციხის პაწაწინა საკნებიდან გამოყვანას.

მსოფლიო მედია ატრიალებს პატარა ბიჭის კადრს, რომელიც ციხიდან გაოცებული გამოდის და ირგვლივ იყურება, ბავშვი ვერ ხვდება, რა ხდება. როგორც ირკვევა დედამისი - პოლიტპატიმარი დაკავებისას ორსულად იყო, ბავშვი საკანში გააჩინა. პატარას ციხის კედლების გარდა, არაფერი ჰქონდა ნანახი.

კიდევ ერთ კადრში ჩანს ნაწამები პალესტინელი მამაკაცი. გათავისუფლებული ამბობს, რომ ციხეში არ იცოდა, რომელ ბოთლში იყო შარდი და რომელში - წყალი. "ჩვენ ვსვამდით ორივედან", - ამბობს და ტირის.

დამასკოს ჩრდილოეთით მდებარე, საიდნაიას სამხედრო ციხე, რომელიც ცნობილი იყო, როგორც '"ადამიანის სასაკლაო“, დატოვა პოლიტპატიმარმა ომარ ჰანმა, რომელიც ამბობს: "არ ვიცი როგორ გადავრჩი, ამის დაჯერება მიჭირს, საკუთარი თავისუფლების არ მჯერა..."

  • წამების ინსტრუმენტები

განსაკუთრებით შემზარავია ფოტოები, რომლებზეც წამების ბარბაროსული ინსტრუმენტია ნაჩვენები.

მაგალითად, რკინის ე.წ. საჭყლეტი, რომელიც გამოიყენებოდა საიდნაიაში პატიმრების მოსაკლავად და ცხედრების განადგურების გასაადვილებლად.

"არ არსებობს დანაშაული, რომელიც ასადის რეჟიმს არ ჩაუდენია“, - ამბობს სირიელი ექსპერტი ჩარლზ ლისტერი.

სირიელი აქტივისტის მაზენ ჰამადის ცხედარი საიდნაიას ციხეში იპოვეს. ჰამადამ 2011 წელს დემონსტრაციებში მონაწილეობის შემდეგ, ციხეში რამდენიმე წელი გაატარა. ის სასტიკად აწამეს ელექტროშოკით, ხელებით ჩამოკიდეს, სცემეს და გააუპატიურეს. ამის მერე ის გაათავისუფლეს და ჰოლანდიაში გაემგზავრა, სადაც პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა. 2020 წელს ის სირიის სპეცსამსახურებმა გაიტაცეს. მას შემდეგ მის თაობაზე არავის არაფერი სმენია. დღეს კი მისი ცხედარი "სირიის გულაგში" იპოვეს.

syria
ხალხის ნაკადი - ადამიანები ციხეებისკენ მიდიან ახლობლების მოსაძებნად

ცნობისთვის:

სირიაში მოქმედმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა სამთავრობო ძალებზე მასშტაბური შეტევა 2024 წლის ნოემბრის ბოლოდან დაიწყეს, რამდენიმე დღეში აიღეს ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქი ალეპო, კონტროლი დაამყარეს არაერთ სხვა ქალაქზეც და 8 დეკემბრისთვის შევიდნენ დედაქალაქ დამასკში. რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა ოჯახთან ერთად სირია დატოვა და თავი მოსკოვს შეაფარა.

ძირითადი ძალა, რომელმაც ასადის რეჟიმი დაამხო, ისლამისტური დაჯგუფება "ჰაიათ თაჰრირ ალ შამია"(HTS). ეს დაჯგუფება მსოფლიოს არაერთი სახელმწიფოს, მათ შორის აშშ-ის, ევროკავშირის ქვეყნების და რუსეთის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული.

"ჰაიათ თაჰრირ ალ შამმა" ბოლო წლებში კავშირი გაწყვიტა "ალ-ქაიდასთან" და ცდილობდა თავი წარმოეჩინა სირიის მთავრობის პრაგმატულ ალტერნატივად.

  • სირიაში მიმდინარე 13-წლიან ომში, თითქმის 500 000 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 300 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე. მსხვერპლის რეალური რაოდენობა შეიძლება ბევრად მეტი იყოს. 100 ათასი სირიელი ოფიციალურად ითვლება "დაკარგულად", რაც იმას ნიშნავს, რომ ისინიც ან მოკლეს ან დაიღუპნენ ასადის ციხეებსა და საკონცენტრაციო ბანაკებში. სირიის ომამდელი, 16,5 მილიონი მოსახლეობიდან 6,5 მილიონზე მეტი გაიქცა საზღვარგარეთ, ძირითადად მეზობელ თურქეთში, იორდანიასა და ლიბანში, სულ ცოტა, 1 მილიონი კი - ევროპაში.

იხილეთ ასევე:

მოამზადა მიხეილ ხაჩიძემ