პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას შვრებით, ხალხო, რას გავხართ, თუ ხედავთ ამას! - დათა თუთაშხიას მიმართვა არქიფო სეთურის მიერ დამონებულ ხალხს
რას შვრებით, ხალხო, რას გავხართ, თუ ხედავთ ამას! - დათა თუთაშხიას მიმართვა არქიფო სეთურის მიერ დამონებულ ხალხს

„დათა თუ­თაშ­ხია“ - ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის უკ­ვდა­ვი რო­მა­ნია, რო­მე­ლიც 1962-1972 წლებ­ში შე­იქ­მნა და პირ­ვე­ლად ჟურ­ნალ „ცის­კარ­ში“ გა­მოქ­ვეყ­ნდა.

რო­მან­ში მოქ­მე­დე­ბაXIX სა­უ­კუ­ნის და­სას­რულ­სა და XX სა­უ­კუ­ნის დამ­დეგ­ში ვი­თარ­დე­ბა. მთა­ვა­რი გმი­რი, დათა თუ­თაშ­ხია იძუ­ლე­ბუ­ლი ხდე­ბა, კა­ნონ­გა­რე­შე ცხოვ­რე­ბის გზას და­ად­გეს, ხდე­ბა აბ­რა­გი და წლე­ბის მან­ძილ­ზე მე­ფის ჟან­დარ­მე­რი­ას ემა­ლე­ბა. მისი მა­მი­დაშ­ვი­ლი მუშ­ნი ზა­რან­დია კი გან­სხვა­ვე­ბულ არ­ჩე­ვანს აკე­თებს - ის ამ­ჯო­ბი­ნებს, ემ­სა­ხუ­როს კა­ნონს და ჟან­დარ­მე­რი­ის ჩი­ნოვ­ნი­კი გახ­დე­ბა.

რო­მა­ნი და­ყო­ფი­ლია 4 ნა­წი­ლად და მო­თხრო­ბი­ლია მისი გმი­რის მო­რა­ლუ­რი ევო­ლუ­ცი­ის შე­სა­ხებ იმ პი­როვ­ნე­ბე­ბის გად­მო­სა­ხე­დი­დან, რომ­ლებ­თა­ნაც წარ­სულ­ში კავ­ში­რი ჰქონ­და. დათა თუ­თაშ­ხია არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც და­ბა­დე­ბი­დან ვერ იტანს უსა­მარ­თლო­ბა­სა და უკა­ნო­ნო­ბას. თა­ვი­დან­ვე, რო­მან­ში ვი­გებთ, რომ იგი იყო ბრალ­დე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვი­თი მკვლე­ლო­ბის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სათ­ვის. მას შემ­დეგ და­ი­წყო ცხოვ­რე­ბა, რო­გორც ტყე­ში გა­სულ­მა და სა­სო­წარ­კვე­თი­ლი ჟან­დარ­მე­რი­ის მუდ­მი­ვად დევ­ნილ­მა. მთე­ლი რო­მა­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში, თუ­თაშ­ხია იც­ვლის ად­გილ­სამ­ყო­ფელს, ხე­დავს ბო­რო­ტე­ბას და ცდი­ლობს, რო­გორ­მე დაძ­ლი­ოს იგი.

რო­მა­ნის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის ძი­რი­თა­დი თავი მოსე ზამ­თა­რა­ძის მო­ნა­თხრობს ეთ­მო­ბა. თუ­თაშ­ხია და ზამ­თა­რა­ძე (ორი აბ­რა­გი) თავს სა­ირ­მის ტყეს შე­ა­ფა­რე­ბენ და სა­ო­ცარ ამ­ბავ­ში გა­ეხ­ვე­ვი­ან. ბე­ლა­დად და მამა-მარ­ჩე­ნა­ლად წო­დე­ბუ­ლი არ­ქი­ფო სე­თუ­რის­გან ხალ­ხის ხსნის ცდა სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ შე­მო­უტ­რი­ალ­დე­ბათ და გა­ლა­ხუ­ლებს გა­მოყ­რი­ან სოფ­ლი­დან.

სა­ირ­მის ტყე­ში არ­ქი­ფო სე­თუ­რის მიერ ხალ­ხის და­მო­ნე­ბის ის­ტო­რია კვლავ აქ­ტუ­ა­ლუ­რია თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­შიც. სწო­რედ ამი­ტომ რო­მა­ნის ეს ნა­წი­ლი ხში­რად ხვდე­ბა ხოლ­მე ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში.

ამ­ბავს რო­მან­ში მოსე ზამ­თა­რა­ძე ყვე­ბა:

„ერთხელ კე­ტე­ბით გაგ­ვლა­ხეს ეს ორი სა­ხე­ლი­ა­ნი აბ­რა­გი. ნა­მე­ტა­ნი და­ბეგ­ვი­ლე­ბი დავ­რჩით. მე ფეხი მქონ­და მო­ტე­ხი­ლი, დათა თუ­თაშ­ხი­ას _ კი­სე­რი გა­შე­შე­ბუ­ლი და ია­რაც გა­უ­მი­ზეზ­და მკლავ­ზე. ათ დღეს ცხე­ნებ­ზე ვერ შევ­ჯე­ქით ვერც ერთი. გა­სუ­ლი კაცი ექიმ­თან მიხ­ვალ თუ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში დაწ­ვე­ბი? ან სად იყო იქ და იმ დრო­ში სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი. მისი ბრა­ლი იყო, რომ გაგ­ვლა­ხეს. კაცი თვი­თონ არის დამ­ნა­შა­ვე, თუ მო­უ­ვა რამე. ამა­ზე ან­და­ზაც არის ერთი, ეეე... გა­და­მიხ­ტა გო­ნე­ბი­დან. ის ან­და­ზა ვი­თომ სუ­ლელ კა­ცებ­ზეა ნათ­ქვა­მი, მარა ჭკვი­ან კა­ცებს უფრო ემარ­თე­ბათ ისე. ზოგ­ჯერ მო­წყვე­ბა საქ­მე _ არ ჩა­ე­რიო _ არ შე­იძ­ლე­ბა. ჩა­ე­რე­ვი და გა­ი­ლა­ხე­ბი და გვერ­დში ვინც გყავს, ისიც გა­ი­ლა­ხე­ბა. ფი­რა­ლი კა­ცის­თვის ზამ­თა­რია ძნე­ლი. სა­ირ­მის ტყე­ებ­ში მას­პინ­ძე­ლი მყავ­და, მას­თან ვა­პი­რებ­დი გა­მო­ზამ­თრე­ბას.

დათა თუ­თაშ­ხია წა­ვიყ­ვა­ნე თან, _ სა­ირ­მე­ზე არ ვყო­ფილ­ვა­რო. ავე­დით. დავ­მა­ლეთ ჩვე­ნი ია­რა­ღი შო­რი­ახ­ლოს, თითო რე­ვოლ­ვე­რი და­ვი­ტო­ვეთ მარ­ტო. მი­ვე­დით მას­პინ­ძლი­სას, სე­თუ­რი იყო გვა­რად. მარ­ტო ცხოვ­რობ­და. ოჯა­ხი ქუ­თა­ის­ში ყავ­და. ერ­თგვა­რი მიწა იყო იმ ად­გი­ლებ­ში, _ მუ­შებს ათხრე­ვი­ნებ­და იმ მი­წას, არ­ჩევ­დნენ, რე­ცხდნენ, აშ­რობ­დნენ და ქუ­თა­ის­ში ჩა­ქონ­დათ სა­პალ­ნე­ე­ბით და ურ­მე­ბით.

ინ­გლი­სე­ლე­ბი ყი­დუ­ლობ­დნენ იქ. ნავ­თის, წყლის და­მის­თა­ნე­ბის ამო­ღე­ბა­ში ყო­ფი­ლა გა­მო­სა­დე­გი. კაი გვა­რი­ან ფულს აკე­თებ­და. ადრე მას­თან ერთი ზამ­თა­რი მქონ­და გა­ტა­რე­ბუ­ლი. მა­შინ სამი მუშა ყავ­და, მე­ო­თხე თვი­თონ იყო, თვი­თო­ნაც თხრი­და იმ მი­წას. რომ მოვ­დი­ო­დი, მი­თხრა სე­თურ­მა, კი­დევ მეს­ტუმ­რეო. დიდი ყა­ჩა­ღო­ბა იყო იმ ხა­ნებ­ში, სა­ხე­ლის­თვის ჭირ­დე­ბო­და ჩემი სტუმ­რო­ბა, სხვე­ბი აღარ და­მე­ცე­მი­ა­ნო, თვა­რა სხვაფ­რივ?! ქონ­და, ალ­ბათ, და­სა­ცე­მი და გა­სა­ძარ­ცვი.

და­თას ვი­ნა­ო­ბა არ გა­მიმ­ხე­ლია, სხვა გვა­რით გა­ვა­ცა­ნი, თვი­თონ და­თამ ინ­დო­მა ასე: ქვა­ზე მა­გა­რია კაცი, თუ არ იცის სა­ი­დუმ­ლო. გა­ი­გე­ბენ, სე­თუ­რი­სას უზამ­თრია თუ­თაშ­ხი­ა­სო. და­ცხე­ბენ სე­თურს, ათ­ქმე­ვი­ნე­ბენ, კიო. კიო, და ჩა­აგ­დე­ბენ სა­პყრო­ბი­ლე­ში! ფო­რი­ად და ჩა­ჩა­ვად თუ ვე­ცო­დი­ნე­ბი, და­ა­ჟინ­დე­ბა თა­ვი­სას, ფო­რია იყო, თუ­თაშ­ხი­ა­სი არ ვიცი არა­ფე­რიო, და და­ა­ჯე­რებს მა­თაც. ამოკ­რა­ვენ პან­ღურს, გა­აგ­დე­ბენ. ფო­რი­ად გა­ვა­ცა­ნი სე­თურს დათა. შეგ­ვი­პა­ტი­ჟა. იქ თა­ბა­გა­რი დაგ­ვხვდა ერთი, ჩემი მარ­ჯვე­ნა ხე­ლი­აო. მე­და­ვით­ნედ ყო­ფი­ლა წმინ­და კვი­რი­კე­ში წა­ი­კოჭ­ლებ­და პა­ტა­რას და, ბო­დი­ში ამ სი­ტყვი­სათ­ვის, მის­თა­ნა ცინ­გლი­ა­ნი და გა­უშ­რო­ბე­ლი ცხვი­რი მე­ო­რე არ მი­ნა­ხავს არ­სად. მის შე­მაც­ქე­რალს საჭ­მელ­ზე არ მი­მი­ვი­და გული. პირ­ვე­ლად რომ სე­თუ­რი­სას ზამ­თა­რი ვი­ზამ­თრე, ეს თა­ბა­გა­რი არ ყავ­და მა­შინ. მერე მო­უყ­ვა­ნია. გა­ა­წყო თა­ბა­გარ­მა სუფ­რა, მო­ი­ტა­ნა ყვე­ლა­ფე­რი და ფეხ­ზე იდგა, სა­ნამ სე­თურ­მა არ უთხრა, და­ჯე­ქი ახ­ლაო. რა ხმა­ზე ლა­პა­რა­კობ­და ის მარ­ჯვე­ნა ხელი, ვერ გა­ვი­გო­ნეთ კაი ხანს, კრინ­ტი არ და­უძ­რავს იმ ღა­მეს. ცოტა ხანი გა­ვი­და და სე­თურ­მა გვი­თხრა, _ თა­ბა­გარს კაკო ქვი­აო, და სა­ხე­ლე­ბი თუა რამე ქვე­ყა­ნა­ზე, ქა­ლის იქ­ნე­ბა თუ კა­ცის, ღმერ­თის სამ­სა­ხურ­ში აქვს ნას­წავ­ლი, ყვე­ლა იცის და ისიც იცის, რო­მე­ლი სა­ი­დან წარ­მოდ­გე­ბაო. ამა­ზე, ოჯახ­ში რომ მიხ­ვალ სტუმ­რად და ბავ­შვს რომ ეტყვი, რამ­სი­ლა­მა­ზე ხარ, შენ და­ურ­ჩი დე­და­შენ­სო, და ბავ­შვი რომ და­ირ­ცხვენს, თა­ბა­გარ­მა სწო­რედ ისე ქნა: და­ბე­რა ტუ­ჩე­ბი, ჩა­ღუ­ნა თავი, და­ირ­ცხვი­ნა და და­ი­წყო თი­თე­ბის ერ­თმა­ნეთ­ში ხლარ­თვა. ასე მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად და მორ­ცხვად იყო სულ. ერთი კია, სუფ­რას ქო­რი­ვით დას­ტრი­ა­ლებ­და, ჩი­ტის რძეს არ გვაკ­ლებ­და. კოჭ­ლი იყო, ტან­მორ­ჩი­ლი, უზო­მოდ მსუ­ქა­ნი და მა­ინც ძა­ლი­ან მარ­დად აუ­დი­ო­და ყვე­ლა­ფერს. მოვ­რჩით ვახ­შამს. ოთა­ხი მოგ­ვი­ჩი­ნა სე­თურ­მა, იყა­ვით, სა­ნამ­დე მოგ­ბეზ­რდე­ბა­თო. შეგ­ვპირ­და, _ დე­და­ბერს მო­გი­ყე­ნებთ,გემ­სა­ხუ­რე­ბა­თო“, - ყვე­ბა მოსე ზამ­თა­რა­ძე.

სტუმ­რე­ბი დი­ლით დე­და­ბერ­მა ასი­ნე­თამ გა­აღ­ვი­ძა ად­რი­ა­ნად. დათა თუ­თაშ­ხი­ა­სა და მოსე ზამ­თა­რა­ძეს თა­ვი­დან­ვე უც­ნა­უ­რად მო­ეჩ­ვე­ნათ მისი მხედ­რუ­ლი სა­ლა­მი და კარ­ზე მი­ყუ­რა­დე­ბა.

„მე რომ სე­თუ­რი­სას ზამ­თა­რი გა­ვა­ტა­რე, მა­შინ აქ მისი პა­ტა­რა ქოხი იდგა მარ­ტო. ახლა იმ ქო­ხის მა­გი­ერ კა­ი­ო­და იყო და მის წინ მო­ე­დანს მი­წუ­რი სახ­ლე­ბი ერტყა გარ­შე­მო, ბარე თხუთ­მე­ტი-ოცი. ჯერ ისევ რეკ­და ზარი, რომ გა­მოც­ვივ­და მი­წუ­რე­ბი­დან კაცი და ქალი, ბე­ბე­რი და ახალ­გაზ­რდა. ყვე­ლა სე­თუ­რის სახ­ლის­კენ წა­ვი­და ძუნ­ძუ­ლით.

რო­გო­რი ფა­ცი­ფუ­ცი და მირ­ბენ-მორ­ბე­ნა იყო!.. თხუ­ნე­ლე­ბის­თვის გო­გირ­დი რომ შე­გი­ბო­ლე­ბია და ძაღ­ლთუმ­რავ­ლე­სი რომ ამოც­ვე­ნი­ლა ზოგი სა­ი­დან და ზოგი სა­ი­დან - ისე­თი სწო­რედ. ერთ წუთ­ში მი­წყდა და მი­წყნარ­და ყვე­ლა­ფე­რი, ბუ­ზის გაფ­რე­ნას გა­ი­გო­ნებ­დი. მი­წყნარ­და და მა­შინ ვი­ღაც კაც­მა და­ი­წყო ლა­პა­რა­კი, მარა რო­გო­რი, თუ იცი? რო­გო­რი და, „პუტი-პუტი-პუტი-პუტი“ - ასე­თი.

რას ამ­ბობ­და და რას ლა­პა­რა­კობ­და, ჩვენ რომ ვი­ყა­ვით ამ სი­შო­რე­ზე, გე­ლა­თე­ლი მე­ლა­ნია ვერ მიხ­ვდე­ბო­და ვე­რა­ფერს. რომ გა­ა­თა­ვა ამ კაც­მა ლა­პა­რა­კი, ახლა მი­წუ­რე­ბი­დან ამომ­ძვრალ­მა ხალ­ხმა და­ი­წყო ბუტ­ბუ­ტი. ვერც მათ­სას გა­ი­გო­ნებ­დი რა­მეს, ყვე­ლა ერ­თმა­ნე­თის გა­დას­წრე­ბას­ცდი­ლობ­და“.

აბ­რა­გე­ბი ხალ­ხს მი­უ­ახ­ლოვ­დნენ, რათა გა­ერ­კვი­ათ, რა­ტომ ად­გნენ ისი­ნი ასე დი­ლა­ად­რი­ან და რა­ტომ შე­იკ­რიბ­ნენ ისი­ნი ერთ ჯგუ­ფად.

„გე­ტყვი, რაც ამ­ბა­ვი ვნა­ხეთ: ის კოჭ­ლი მე­და­ვით­ნე თა­ბა­გა­რი, წუ­ხე­ლის რომ გვემ­სა­ხუ­რე­ბო­და და სე­თურ­მა თა­ვის მარ­ჯვე­ნა ხე­ლად რომ გაგ­ვაც­ნო, _ სა­გულ­და­გუ­ლოდ გა­და­ხერ­ხილ კუნ­ძზე გა­სუ­ლი­ყო და გულ­ხელ­დაკ­რე­ფი­ლი იდგა ზედ. მის წინ ორ მწკრი­ვად გაშ­ტრინ­გუ­ლი ოცი თუ ოც­და­ხუ­თი ქალი და კაცი რა­ღაც ლოც­ვას თუ ლექსს ლა­პა­რა­კობ­და გა­ცხა­რე­ბით. ილა­პა­რა­კეს, ილა­პა­რა­კეს და გა­ჩუმ­დნენ. ისი­ნი რომ გა­ჩუმ­დნენ, მა­შინ კუნ­ძზე შეს­კუ­პე­ბულ­მა თა­ბა­გარ­მა ჩა­ი­ბუტ­ბუ­ტა:

_ ხოლო მომ­ძღვნელ­მან ჩვე­ნი პუ­რი­სა და სარ­ჩო­სი, მა­მა­მან ჩვენ­მან, უსათ­ნო­ეს­მან და უკე­თი­ლეს­მან, რო­მელ არს არ­ქი­ფო, იცო­ცხლოს მა­რად­ჟამს!

ნი­შა­ნი მის­ცა თა­ბა­გარ­მა და და­ი­წყო ისევ მრევ­ლმა ბუტ­ბუ­ტი კაი ხანს იბუტ­ბუ­ტეს, იმ­სიგ­რძეს რა და­იხ­სო­მებ­და, მარა ერთი კია, ყვე­ლა პწკა­რი არ­ქი­ფო­თი თავ­დე­ბო­და.

დამ­თავ­რდა ეს ამ­ბა­ვი და, თა­ვი­სუფ­ლა­დო, უბ­რძა­ნა თა­ბა­გარ­მა იმ ხალ­ხს.

მო­კე­ცეს ცალი ფეხი მუხ­ლში.

_ სპი­რი­დო­ნა სუ­ლან­ჯია, შე მა­მა­ძაღ­ლო, არ არის შენ­თვის დღეს სა­მუ­შაო! _ პუტ­პუ­ტით გა­მო­ა­ცხა­და თა­ბა­გარ­მა.

_ პი­ლა­ტე სვა­ნი­ძემ ჩა­ცხოს კი­სერ­ში ერთი და გა­აგ­დოს მა­ქე­დან!

პი­ლა­ტე სვა­ნი­ძემ ჩა­ცხო კი­სერ­ში სპი­რი­დო­ნა სუ­ლან­ჯი­ას და მუჯ­ლუ­გუ­ნით გა­მო­აგ­დო მწკრი­ვი­დან. მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლი კაცი გან­ზე გა­ვი­და, თოვ­ლზე დაჯ­და, მოთ­ქმა და­ი­წყო, ვაი ჩემს ცოლ-შვილს და ვაი მეო! არა­ვინ მი­აქ­ცია ყუ­რა­დღე­ბა სპი­რი­დო­ნა სუ­ლან­ჯი­ას.

სმე­ნა ბრძა­ნა თა­ბა­გარ­მა. მერე _ მარ­ჯვნის­კე­ნო, მერე ნა­ბი­ჯი­თო, და წა­ვი­და სა­დღაც ეშ­მა­კე­ბის­კენ ის შე­მო­ფხრე­წილ-შე­მო­ბღლან­ძუ­ლი ხალ­ხი.

_ საით მი­დის ეს ხალ­ხი, დე­დი­კო? _ კი­თხა და­თამ ჩვენს დე­და­ბერს.

_ სა­მუ­შა­ო­ზე.

_ ეგერ, ის დაგ­ვა­ლუ­ლი კა­ციც სა­მუ­შა­ო­ზე მი­დის თუ?

_ ეგ მი­დის, თუ მი­დის, თვა­რა...

_ სპი­რი­დო­ნა სუ­ლან­ჯი­ამ რა და­ა­შა­ვა?

_ მეტი ეკუთ­ვნო­და, მაგ სა­სიკ­ვდი­ლეს. არ­ქი­ფოს უმად­ლო­დეს

_ დე­და­ბერ­მა ენა­ზე იკ­ბი­ნა და ჯორი შე­მო­აბ­რუ­ნა:

_ არაა თქვე­ნი საქ­მე. ჭკუ­ით იყა­ვით, თვა­რა ვნა­ხავ თქვე­ნი კუ­დე­ბით ნას­როლ ქვას და ვაი-უბე­დუ­რე­ბას.

არ­ქი­ფო სე­თურ­თან სა­უზ­მე­ზე მი­სუ­ლებ­მა მას­პინ­ძელს თა­ვი­ან­თი ფიქ­რე­ბი გა­უ­ზი­ა­რეს:

„სი­მარ­თლე თუ გინ­და იცო­დე, რაც იმ დი­ლით ვნა­ხე, ისეთ­გუ­ნე­ბა­ზე დაგ­ვა­ყე­ნა იმან მეც და და­თაც, ორი­ვე, რომ იქ­ნებ არა­ფე­რი გვე­კი­თხა და ჩუ­მად გავ­პა­რუ­ლი­ყა­ვით, მარა თვი­თონ და­ი­წყო ხუმ­რო­ბა სე­თურ­მა და შევ­გუ­ლი­ან­დი მა­შინ. ვი­ფიქ­რე, ვინ რას გაგ­ვი­ბე­დავს ამ ორ სა­ხე­ლი­ან აბ­რაგს-მეთ­ქი. მეც იმ ხუმ­რო­ბის კი­ლო­ზე ვკი­თხე ბა­ლი­შებ­ში ჩაფ­ლულ მას­პინ­ძელს:

_ რა იყო, შე კაცო, ღა­მი­ა­ნა რომ აგ­ვა­ყე­ნა მაგ შენ­მა ასი­ნე­თამ!

_ ხუთ სა­ათ­ზე ვა­ყე­ნებთ ხალ­ხს. უნდა ხე­დავ­დეს ხალ­ხი, რომ წესი ერ­თნა­ი­რია ყვე­ლას­თვის, თვა­რა თვი­თო­ნაც შუ­ა­დღემ­დე ძილს მომ­თხოვს და საქ­მე და­ზა­რალ­დე­ბა. საქ­მეს რომ ვამ­ბობ, სა­მუ­შა­ვარს კი არ ვფიქ­რობ _ კა­ცებს ვფიქ­რობ, მათი ცხოვ­რე­ბის­თვის და კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის ვლა­პა­რა­კობ... გრძე­ლი ამ­ბა­ვია ეს, მოსე ბა­ტო­ნო!..“.

არ­ქი­ფო სე­თურ­მა მოსე ზამ­თა­რა­ძე­სა და დათა თუ­თაშ­ხი­ას ის ად­გი­ლი და­ათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნა, სა­დაც სოფ­ლის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი სა­მუ­შა­ოდ მი­დი­ოდ­ნენ.

„მას­პინ­ძელ­მა ხევს გა­დაღ­მა კლდე­ში გა­მოქ­ვა­ბუ­ლი დაგ­ვა­ნა­ხა, - ისაა მა­ღა­რო და იქ მუ­შა­ობს ჩემი ხალ­ხიო.

_ ასე, ორა­სი სა­ჟე­ნი იქ­ნე­ბა მაგ გვი­რა­ბის სიგ­რძე. აღ­მარ­თში თხრი­ან და დაღ­მარ­თში გა­მო­აქვთ ზურ­გით. აქა­უ­რო­ბა სულ მა­სე­თი მი­წაა. ის მთაც სულ მა­სე­თი მი­წაა და სხვაც, მარა ხალ­ხს სარ­ჩო ად­ვი­ლად თუ აშო­ვიე, გა­ფუჭ­დე­ბი­ან. ძნე­ლი რომ არის და იმ სიღ­რმი­დან ზურ­გით რომ უნდა ატა­რო - შე­გიყ­ვარ­დე­ბა საქ­მე. სიყ­ვა­რუ­ლი რაა, თუ იცით? რაა და, რა­საც მეტ შრო­მას და­ა­ხარ­ჯავ და მეტს იზ­რუ­ნებ და უა­მა­გებ, ის უფრო მე­ტად გეყ­ვა­რე­ბა. სნე­უ­ლი და ძნე­ლი მო­სავ­ლე­ლი ბავ­შვე­ბი რომ უფრო უყ­ვარს დე­დას, თუ შე­გი­ნიშ­ნავთ ეს?.. მარა აქ სხვაც არის კი­დევ. აგერ გე­ტყვით. ხალ­ხის ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის რაა სა­ჭი­რო? შიმ­ში­ლი _ ერთი. ახლა, მთლად შიმ­ში­ლი კი არა, მარა მთლად სი­მა­ძღრეც არაა კაი. მე­ო­რე _ შიში. სიყ­ვა­რუ­ლი იცის შიშ­მა და ქება-დი­დე­ბა და ლოც­ვაც სიყ­ვა­რუ­ლის­თვი­საა სა­ჭი­რო _კი­დევ რაა ხალ­ხის ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო? ჯან­მრთე­ლო­ბა. ჯან­მრთე­ლი მა­შინ იქ­ნე­ბა ეს ჩემი ხალ­ხი, თუ არ მო­ვა­დუ­ნე და და­ჭი­მუ­ლი თუ მე­ყო­ლე­ბა მუ­დამ და­ჭი­მუ­ლი. ერ­თია კი­დევ მთა­ვა­რი და უა­მი­სოდ არ გა­მო­ვა არა­ფე­რი. იმე­დი! სა­დაა და შენ უნდა მო­ი­გო­ნო ხალ­ხის იმე­დი. მო­ვი­გო­ნე მე ჩემი ხალ­ხის­თვის იმე­დი და ნა­მე­ტა­ნი იმე­დი­ა­ნად მყავს ყვე­ლა. იმე­დი თუ აქვს ხალ­ხს, ზედ­მეტს არ გა­ივ­ლებს გულ­ში არა­ფერს და იქ­ნე­ბა ბედ­ნი­ე­რად. მო­დით, აგერ მომ­ყე­ვით, გა­ნახ­ვებთ, რო­გო­რი იმე­დი მო­ვი­გო­ნე ჩემი ხალ­ხის­თვის.

გა­და­უხ­ვია სე­თურ­მა გზი­დან, გა­ვი­ა­რეთ ცოტა და მი­ვა­დე­ქით ჭას. ჭის თავ­ზე ბოძი იდგა. ბოძ­ზე კაი მოზ­რდი­ლი ზარი ეკი­და. ზა­რის ენა­ზე წაბ­მუ­ლი ბა­წა­რი ჭაში იყო ჩაშ­ვე­ბუ­ლი. ჭაში კაცი იჯდა და ეჭი­რა ხელ­ში ბაწ­რის მე­ო­რე ბოლო.

_ ეს ის ქონ­დრის­კა­ცია, დი­ლით თა­ბა­გარ­მა რომ სა­მუ­შა­ო­ზე წა­მო­იყ­ვა­ნა სხვებ­თან ერ­თად! _ ვი­ცა­ნი მე.

_ კი, ისაა, _ და­მი­დას­ტუ­რა სე­თურ­მა. _ ხუთ შა­ურს ვაძ­ლევ დღე­ში და ყვე­ლამ იცის ეს. მუნ­ჯი და ყრუა.

_ ზის მასე დი­ლი­დან ღა­მემ­დე და უჭი­რავს ხელ­ში მაგ ბა­წა­რი? _ იკი­თხა და­თამ.

_ კი. მანდ ზის და უჭი­რავს.

_ რას აკე­თებს ამ­სიღ­რმე ჭაში მაგ და­ლოც­ვი­ლი? _ კაი

ღრმა იყო ის ჭა და გა­მიკ­ვირ­და, წყა­ლი რომ არ იდგა შიგ.

_ იმედს აკე­თებს, მოსე ჩემო, ე, იმ ხალ­ხის იმედს! _ გვი­თხრა სე­თურ­მა და ხე­ვის გა­დაღ­მა მა­ღა­როს­კენ გა­იშ­ვი­რა ხელი.

_ კაცო, ღმერ­თი ცა­შია, მის იმე­დად ჩემი მტე­რი დად­გეს თუ უნდა, და ამ ჭაში ჩაგ­დე­ბუ­ლი კა­ცის იმე­დი ვი­საა, რომ აქვს!

_ გე­ტყვით აგერ და გა­ი­გებთ, რო­გორ მაქვს და­ყე­ნე­ბუ­ლი საქ­მე. ხალ­ხი გაღ­მა გა­მოქ­ვა­ბულ­ში რომ თხრის, მათი ხვრე­ლი აქ მოვა, ამ ჭაში და მის იმედ­ზე არი­ან.

_ მო­ი­ცა, არ­ქი­ფო, თუ კაცი ხარ! _ შე­ვა­წყვე­ტი­ნე ლა­პა­რა­კი.

_ შენ თვი­თონ არ თქვი, ის ხვრე­ლი სულ აღ­მარ­თში მი­დის და იქით მი­დი­სო?!

_ კი. ვთქვი. რაა მერე?

_ რაა და, ის შენი ხვრე­ლი თუ სულ უფრო ცილ­დე­ბა ამ ჭას და აღ­მარ­თში იწევს სულ, რა­ნა­ი­რად გა­მო­ვა გა­მოღ­მა და რა­ნა­ი­რად გა­მო­ი­ხე­დავს ჭაში?

_ არც გა­მოღ­მა გა­მო­ვა და არც ჭაში გა­მო­ი­ხე­დავს. იმ მთას ხომ უყუ­რებ შენ? მაგ მთა­ში იტ­რი­ა­ლებს ხვრე­ლი და არ­სად არ წავა იქე­დან. ასეა ნა­ან­გა­რი­შე­ვი, _ თქვა სე­თურ­მა.

_ ხალ­ხმა თუ იცის ეგ?

_ იცის, აპა რავა, მარა ად­ვი­ლი სა­ცოდ­ნე­ლი რომ არის,

რას ფიქ­რობს ხალ­ხი, თუ იცი? რას ფიქ­რობს და, ჩვენ რომ ასე ად­ვი­ლად ვწვდე­ბით ჩვე­ნი ჭკუ­ით მაგ საქ­მეს, სხვა­ნა­ი­რად არის, ალ­ბა­თო. ასე მტკნარ ტყუ­ილს სე­თუ­რი რო­გორ გვე­ტყვის, და გა­მო­ვა ჭაში ეგ ხვრე­ლი, აბა, რას იზამ­სო.

_ ეს ზარი რის­თვის კი­დია აქ და ქონ­დრის­კა­ცი რა­ტომ ზის ჭაში? _ კი­თხა თუ­თაშ­ხი­ამ სე­თურს.

_ ზებო ქვია მაგ ქონ­დრის­კაცს. გრძნე­უ­ლი­აო, სა­ხე­ლი აქვს და­ვარ­დნი­ლი,

და ას სა­ჟენ­ზე რომ მო­ა­წევს ხვრე­ლი, გა­ი­გებს ზებო. გა­ი­გებს თუ არა­და, ჩა­მოკ­რავს ზარს. რა­ნა­ი­რად ელი­ან ამ ზა­რის და­რეკ­ვას, თუ იცით? აქეთ აქვთ ყუ­რე­ბი გა­მო­ბას­რუ­ლი სულ. არა, სი­მარ­თლეს ვი­ტყვი, ვა­პი­რებ, მო­ვუ­მა­ტო რამე, მარა ჭაში რომ გა­მო­ი­ხე­დავს გვი­რა­ბი, მერე რა­ნა­ი­რად მო­წყვე­ბა საქ­მე, იმა­ზე კი­დია ყვე­ლა­ფე­რი.

ერ­თია კი­დევ: ახა­ლი ფან­დის მო­გო­ნე­ბა ჯობს სარ­ჩოს მო­მა­ტე­ბას. უფრო სა­ი­მე­დოა ეს, მარა მო­გო­ნე­ბა არ გინ­და?!“, - ყვე­ბა მოსე ზამ­თა­რა­ძე.

ხალ­ხის ასე­თი და­მო­ნე­ბით აღ­შფო­თე­ბულ­მა დათა თუ­თაშ­ხი­ამ მათი გა­მო­ფხიზ­ლე­ბა სცა­და:

_ რას შვრე­ბით, ხალ­ხო, რას გავ­ხართ, თუ ხე­დავთ ამას! _ და­ი­ძა­ხა დათა თუ­თაშ­ხი­ამ და გა­ი­ნა­ბა ხალ­ხი. _ ერთი დღის მო­სუ­ლი კა­ცე­ბი ვართ ჩვენ, უცხო კა­ცე­ბი... ვინ­ხართ, თქვე უბე­დუ­რე­ბო, რა ჯი­შის ხართ! რა გი­ყოთ და რას და­გამ­სგავ­სათ მა­მა­ძაღ­ლმა აბე­ლა სე­თურ­მა და, აგერ, ამ მო­სას­პობ­მა თა­ბა­გარ­მა, არ ფიქ­რობთ?! ვერ ხე­დავთ ამას?!

_ რაო, რას ამ­ბობს მაგ კაცი?

_ რას ამ­ბობს და, მარ­ჩე­ნალ­ზე _ მა­მა­ძაღ­ლიო, და თა­ბა­გარ­ზე

_ მო­სას­პო­ბიო!

_ მა­მა­ძაღ­ლი და მო­სას­პო­ბიო!

_ გაგ­ვა­უ­ბე­დუ­როს უნდა, ხომ!

ერთი წა­მით გა­ი­ნა­ბა ხალ­ხი, მერე იყ­ვი­რა ვი­ღა­ცამ, _და­ცხეთ მა­გათ, ბი­ჭე­ბოო! ამის და­ძა­ხე­ბა იყო და, ცო­ფი­ა­ნი ქო­ფა­კე­ბი­ვით გვე­ტა­კა ყვე­ლა... და­თას უკ­ნი­დან მარ­გი­ლი ჩა­ცხეს, და­აგ­დეს ძირს და ამ დროს და­მა­ყა­რეს მეც.

_ დამ­ბა­ჩე­ბი აქვთ მა­გენს! _ და­იყ­ვი­რა ვი­ღა­ცამ.

გვირ­ტყეს,მარა რა გვირ­ტყეს!.. სა­ნამ­დე მო­ბეზ­რდათ _ იქამ­დე. რომ მო­ბეზ­რდათ, გა­მო­იყ­ვა­ნეს

თავ­ლი­დან ჩვე­ნი ცხე­ნე­ბი, მიგ­ვა­ბეს კუ­დებ­ზე და გა­დაკ­რეს მათ­რა­ხე­ბი. ორა­სი, სა­მა­სი ნა­ბი­ჯი გვათ­რი­ეს დამფრ­თხალ­მა ცხე­ნებ­მა.კაი ხანს ვე­ყა­რეთ მი­წა­ზე. არა­ვინ მოგ­ვკა­რე­ბია. მო­ვით­ქვით სული, გა­ვიხ­სე­ნით, რა­ვარც იქნა, ხელ-ფეხი, მარა სი­ა­რუ­ლი არ შეგ­ვეძ­ლო და რაფ­რად ავ­ფორ­თხდით ცხე­ნებ­ზე, ახ­ლაც ვერ გა­მი­გია. ავ­ფორ­თხდით და ჯერ ჩვე­ნი ია­რა­ღის სა­მა­ლავს მი­ვა­კი­თხეთ. დიდი წვა­ლე­ბა გა­დაგ­ვხდა იქაც, სა­ნამ­დე დავ­ქვე­ით­დე­ბო­დით, ია­რაღს ავის­ხამ­დით და ისევ შევ­ჯდე­ბო­დით. მერე და­ვი­ძა­რით ამ უბე­ლო ცხე­ნე­ბით, მთა­ში მე­ჯო­გე­ე­ბის კარ­ვე­ბი ვი­ცო­დი _ ავე­დით იქ და დავ­ბი­ნავ­დით“, - იხ­სე­ნებ­და მოსე ზამ­თა­რა­ძე.

არ­ქი­ფო სე­თუ­რის მიერ და­მო­ნე­ბულ სო­ფელს ხში­რად ადა­რე­ბენ ხოლ­მე ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი და დიქ­ტა­ტო­რულ რე­ჟი­მებს. სა­ირ­მის ტყე­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი „დათა თუ­თაშ­ხი­ას“ ერთ-ერთი საკ­ვან­ძო მო­ნაკ­ვე­თია.

(გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ ვებგ­ვერ­დის ფორ­მა­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მოსე ზამ­თა­რა­ძის ნა­ამ­ბო­ბი მკვეთ­რად არის შემ­ცი­რე­ბუ­ლი).

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
11

ახლაგაზრდების ხელხემალში მტვრეველი მიშას ქისის მონა გვარამიები ,მელიები, ვაშაძეები, გიგაურები ....მიშას ნოტარიუსი ხაზარაძეები, მიშას სახალხო მცველი და "საკუთარი" ქვეყნის აოხრების მსურველი ლომჯარიები, ეკლესიის და რწმენის მაგინებელი გრატიჭამია ენჯეოშნიკები ვინები არიან? ჯონჯოლები , ბონია მეწისქვილეები? თუ ნაწილი ყვარყვარე თუთაბერია მაინც? ხელისუფლება თუ გადატრიალდა ვინ მოვა სათავეში ,რუსთაველზე მდგარი ეგზალტირებული ლაწირაკები.თუ გვრამიები,მელიები,ვაშაძეები,ხაზარაძეები,ლომჯარიები? იქნებ ის ჯოგი ვინც ქაშუეთის წინ კუბოებს წვავს ქრისტეს გამოსხულებით და მერე გარშემო როკვას იწყებს?

უცნობი
0

რა კომენტარი უნდა გააკეთო იგივე ხდება დღეს 21-ე საუკუნეში, თეთრს და შავს რომ ვერ გაარჩევ,ფულზე და ადგილეზებზე გაყიდულები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

რას შვრებით, ხალხო, რას გავხართ, თუ ხედავთ ამას! - დათა თუთაშხიას მიმართვა არქიფო სეთურის მიერ დამონებულ ხალხს

რას შვრებით, ხალხო, რას გავხართ, თუ ხედავთ ამას! - დათა თუთაშხიას მიმართვა არქიფო სეთურის მიერ დამონებულ ხალხს

„დათა თუთაშხია“ - ჭაბუა ამირეჯიბის უკვდავი რომანია, რომელიც 1962-1972 წლებში შეიქმნა და პირველად ჟურნალ „ცისკარში“ გამოქვეყნდა.

რომანში მოქმედებაXIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დამდეგში ვითარდება. მთავარი გმირი, დათა თუთაშხია იძულებული ხდება, კანონგარეშე ცხოვრების გზას დაადგეს, ხდება აბრაგი და წლების მანძილზე მეფის ჟანდარმერიას ემალება. მისი მამიდაშვილი მუშნი ზარანდია კი განსხვავებულ არჩევანს აკეთებს - ის ამჯობინებს, ემსახუროს კანონს და ჟანდარმერიის ჩინოვნიკი გახდება.

რომანი დაყოფილია 4 ნაწილად და მოთხრობილია მისი გმირის მორალური ევოლუციის შესახებ იმ პიროვნებების გადმოსახედიდან, რომლებთანაც წარსულში კავშირი ჰქონდა. დათა თუთაშხია არის ადამიანი, რომელიც დაბადებიდან ვერ იტანს უსამართლობასა და უკანონობას. თავიდანვე, რომანში ვიგებთ, რომ იგი იყო ბრალდებული შემთხვევითი მკვლელობის თანამონაწილეობისათვის. მას შემდეგ დაიწყო ცხოვრება, როგორც ტყეში გასულმა და სასოწარკვეთილი ჟანდარმერიის მუდმივად დევნილმა. მთელი რომანის განმავლობაში, თუთაშხია იცვლის ადგილსამყოფელს, ხედავს ბოროტებას და ცდილობს, როგორმე დაძლიოს იგი.

რომანის პირველი ნაწილის ძირითადი თავი მოსე ზამთარაძის მონათხრობს ეთმობა. თუთაშხია და ზამთარაძე (ორი აბრაგი) თავს საირმის ტყეს შეაფარებენ და საოცარ ამბავში გაეხვევიან. ბელადად და მამა-მარჩენალად წოდებული არქიფო სეთურისგან ხალხის ხსნის ცდა საწინააღმდეგოდ შემოუტრიალდებათ და გალახულებს გამოყრიან სოფლიდან.

საირმის ტყეში არქიფო სეთურის მიერ ხალხის დამონების ისტორია კვლავ აქტუალურია თანამედროვე საზოგადოებაშიც. სწორედ ამიტომ რომანის ეს ნაწილი ხშირად ხვდება ხოლმე ყურადღების ცენტრში.

ამბავს რომანში მოსე ზამთარაძე ყვება:

„ერთხელ კეტებით გაგვლახეს ეს ორი სახელიანი აბრაგი. ნამეტანი დაბეგვილები დავრჩით. მე ფეხი მქონდა მოტეხილი, დათა თუთაშხიას _ კისერი გაშეშებული და იარაც გაუმიზეზდა მკლავზე. ათ დღეს ცხენებზე ვერ შევჯექით ვერც ერთი. გასული კაცი ექიმთან მიხვალ თუ საავადმყოფოში დაწვები? ან სად იყო იქ და იმ დროში საავადმყოფოები. მისი ბრალი იყო, რომ გაგვლახეს. კაცი თვითონ არის დამნაშავე, თუ მოუვა რამე. ამაზე ანდაზაც არის ერთი, ეეე... გადამიხტა გონებიდან. ის ანდაზა ვითომ სულელ კაცებზეა ნათქვამი, მარა ჭკვიან კაცებს უფრო ემართებათ ისე. ზოგჯერ მოწყვება საქმე _ არ ჩაერიო _ არ შეიძლება. ჩაერევი და გაილახები და გვერდში ვინც გყავს, ისიც გაილახება. ფირალი კაცისთვის ზამთარია ძნელი. საირმის ტყეებში მასპინძელი მყავდა, მასთან ვაპირებდი გამოზამთრებას.

დათა თუთაშხია წავიყვანე თან, _ საირმეზე არ ვყოფილვარო. ავედით. დავმალეთ ჩვენი იარაღი შორიახლოს, თითო რევოლვერი დავიტოვეთ მარტო. მივედით მასპინძლისას, სეთური იყო გვარად. მარტო ცხოვრობდა. ოჯახი ქუთაისში ყავდა. ერთგვარი მიწა იყო იმ ადგილებში, _ მუშებს ათხრევინებდა იმ მიწას, არჩევდნენ, რეცხდნენ, აშრობდნენ და ქუთაისში ჩაქონდათ საპალნეებით და ურმებით.

ინგლისელები ყიდულობდნენ იქ. ნავთის, წყლის დამისთანების ამოღებაში ყოფილა გამოსადეგი. კაი გვარიან ფულს აკეთებდა. ადრე მასთან ერთი ზამთარი მქონდა გატარებული. მაშინ სამი მუშა ყავდა, მეოთხე თვითონ იყო, თვითონაც თხრიდა იმ მიწას. რომ მოვდიოდი, მითხრა სეთურმა, კიდევ მესტუმრეო. დიდი ყაჩაღობა იყო იმ ხანებში, სახელისთვის ჭირდებოდა ჩემი სტუმრობა, სხვები აღარ დამეცემიანო, თვარა სხვაფრივ?! ქონდა, ალბათ, დასაცემი და გასაძარცვი.

დათას ვინაობა არ გამიმხელია, სხვა გვარით გავაცანი, თვითონ დათამ ინდომა ასე: ქვაზე მაგარია კაცი, თუ არ იცის საიდუმლო. გაიგებენ, სეთურისას უზამთრია თუთაშხიასო. დაცხებენ სეთურს, ათქმევინებენ, კიო. კიო, და ჩააგდებენ საპყრობილეში! ფორიად და ჩაჩავად თუ ვეცოდინები, დააჟინდება თავისას, ფორია იყო, თუთაშხიასი არ ვიცი არაფერიო, და დააჯერებს მათაც. ამოკრავენ პანღურს, გააგდებენ. ფორიად გავაცანი სეთურს დათა. შეგვიპატიჟა. იქ თაბაგარი დაგვხვდა ერთი, ჩემი მარჯვენა ხელიაო. მედავითნედ ყოფილა წმინდა კვირიკეში წაიკოჭლებდა პატარას და, ბოდიში ამ სიტყვისათვის, მისთანა ცინგლიანი და გაუშრობელი ცხვირი მეორე არ მინახავს არსად. მის შემაცქერალს საჭმელზე არ მიმივიდა გული. პირველად რომ სეთურისას ზამთარი ვიზამთრე, ეს თაბაგარი არ ყავდა მაშინ. მერე მოუყვანია. გააწყო თაბაგარმა სუფრა, მოიტანა ყველაფერი და ფეხზე იდგა, სანამ სეთურმა არ უთხრა, დაჯექი ახლაო. რა ხმაზე ლაპარაკობდა ის მარჯვენა ხელი, ვერ გავიგონეთ კაი ხანს, კრინტი არ დაუძრავს იმ ღამეს. ცოტა ხანი გავიდა და სეთურმა გვითხრა, _ თაბაგარს კაკო ქვიაო, და სახელები თუა რამე ქვეყანაზე, ქალის იქნება თუ კაცის, ღმერთის სამსახურში აქვს ნასწავლი, ყველა იცის და ისიც იცის, რომელი საიდან წარმოდგებაო. ამაზე, ოჯახში რომ მიხვალ სტუმრად და ბავშვს რომ ეტყვი, რამსილამაზე ხარ, შენ დაურჩი დედაშენსო, და ბავშვი რომ დაირცხვენს, თაბაგარმა სწორედ ისე ქნა: დაბერა ტუჩები, ჩაღუნა თავი, დაირცხვინა და დაიწყო თითების ერთმანეთში ხლართვა. ასე მოკრძალებულად და მორცხვად იყო სულ. ერთი კია, სუფრას ქორივით დასტრიალებდა, ჩიტის რძეს არ გვაკლებდა. კოჭლი იყო, ტანმორჩილი, უზომოდ მსუქანი და მაინც ძალიან მარდად აუდიოდა ყველაფერს. მოვრჩით ვახშამს. ოთახი მოგვიჩინა სეთურმა, იყავით, სანამდე მოგბეზრდებათო. შეგვპირდა, _ დედაბერს მოგიყენებთ,გემსახურებათო“, - ყვება მოსე ზამთარაძე.

სტუმრები დილით დედაბერმა ასინეთამ გააღვიძა ადრიანად. დათა თუთაშხიასა და მოსე ზამთარაძეს თავიდანვე უცნაურად მოეჩვენათ მისი მხედრული სალამი და კარზე მიყურადება.

„მე რომ სეთურისას ზამთარი გავატარე, მაშინ აქ მისი პატარა ქოხი იდგა მარტო. ახლა იმ ქოხის მაგიერ კაიოდა იყო და მის წინ მოედანს მიწური სახლები ერტყა გარშემო, ბარე თხუთმეტი-ოცი. ჯერ ისევ რეკდა ზარი, რომ გამოცვივდა მიწურებიდან კაცი და ქალი, ბებერი და ახალგაზრდა. ყველა სეთურის სახლისკენ წავიდა ძუნძულით.

როგორი ფაციფუცი და მირბენ-მორბენა იყო!.. თხუნელებისთვის გოგირდი რომ შეგიბოლებია და ძაღლთუმრავლესი რომ ამოცვენილა ზოგი საიდან და ზოგი საიდან - ისეთი სწორედ. ერთ წუთში მიწყდა და მიწყნარდა ყველაფერი, ბუზის გაფრენას გაიგონებდი. მიწყნარდა და მაშინ ვიღაც კაცმა დაიწყო ლაპარაკი, მარა როგორი, თუ იცი? როგორი და, „პუტი-პუტი-პუტი-პუტი“ - ასეთი.

რას ამბობდა და რას ლაპარაკობდა, ჩვენ რომ ვიყავით ამ სიშორეზე, გელათელი მელანია ვერ მიხვდებოდა ვერაფერს. რომ გაათავა ამ კაცმა ლაპარაკი, ახლა მიწურებიდან ამომძვრალმა ხალხმა დაიწყო ბუტბუტი. ვერც მათსას გაიგონებდი რამეს, ყველა ერთმანეთის გადასწრებასცდილობდა“.

აბრაგები ხალხს მიუახლოვდნენ, რათა გაერკვიათ, რატომ ადგნენ ისინი ასე დილაადრიან და რატომ შეიკრიბნენ ისინი ერთ ჯგუფად.

„გეტყვი, რაც ამბავი ვნახეთ: ის კოჭლი მედავითნე თაბაგარი, წუხელის რომ გვემსახურებოდა და სეთურმა თავის მარჯვენა ხელად რომ გაგვაცნო, _ საგულდაგულოდ გადახერხილ კუნძზე გასულიყო და გულხელდაკრეფილი იდგა ზედ. მის წინ ორ მწკრივად გაშტრინგული ოცი თუ ოცდახუთი ქალი და კაცი რაღაც ლოცვას თუ ლექსს ლაპარაკობდა გაცხარებით. ილაპარაკეს, ილაპარაკეს და გაჩუმდნენ. ისინი რომ გაჩუმდნენ, მაშინ კუნძზე შესკუპებულმა თაბაგარმა ჩაიბუტბუტა:

_ ხოლო მომძღვნელმან ჩვენი პურისა და სარჩოსი, მამამან ჩვენმან, უსათნოესმან და უკეთილესმან, რომელ არს არქიფო, იცოცხლოს მარადჟამს!

ნიშანი მისცა თაბაგარმა და დაიწყო ისევ მრევლმა ბუტბუტი კაი ხანს იბუტბუტეს, იმსიგრძეს რა დაიხსომებდა, მარა ერთი კია, ყველა პწკარი არქიფოთი თავდებოდა.

დამთავრდა ეს ამბავი და, თავისუფლადო, უბრძანა თაბაგარმა იმ ხალხს.

მოკეცეს ცალი ფეხი მუხლში.

_ სპირიდონა სულანჯია, შე მამაძაღლო, არ არის შენთვის დღეს სამუშაო! _ პუტპუტით გამოაცხადა თაბაგარმა.

_ პილატე სვანიძემ ჩაცხოს კისერში ერთი და გააგდოს მაქედან!

პილატე სვანიძემ ჩაცხო კისერში სპირიდონა სულანჯიას და მუჯლუგუნით გამოაგდო მწკრივიდან. მსჯავრდადებული კაცი განზე გავიდა, თოვლზე დაჯდა, მოთქმა დაიწყო, ვაი ჩემს ცოლ-შვილს და ვაი მეო! არავინ მიაქცია ყურადღება სპირიდონა სულანჯიას.

სმენა ბრძანა თაბაგარმა. მერე _ მარჯვნისკენო, მერე ნაბიჯითო, და წავიდა სადღაც ეშმაკებისკენ ის შემოფხრეწილ-შემობღლანძული ხალხი.

_ საით მიდის ეს ხალხი, დედიკო? _ კითხა დათამ ჩვენს დედაბერს.

_ სამუშაოზე.

_ ეგერ, ის დაგვალული კაციც სამუშაოზე მიდის თუ?

_ ეგ მიდის, თუ მიდის, თვარა...

_ სპირიდონა სულანჯიამ რა დააშავა?

_ მეტი ეკუთვნოდა, მაგ სასიკვდილეს. არქიფოს უმადლოდეს

_ დედაბერმა ენაზე იკბინა და ჯორი შემოაბრუნა:

_ არაა თქვენი საქმე. ჭკუით იყავით, თვარა ვნახავ თქვენი კუდებით ნასროლ ქვას და ვაი-უბედურებას.

არქიფო სეთურთან საუზმეზე მისულებმა მასპინძელს თავიანთი ფიქრები გაუზიარეს:

„სიმართლე თუ გინდა იცოდე, რაც იმ დილით ვნახე, ისეთგუნებაზე დაგვაყენა იმან მეც და დათაც, ორივე, რომ იქნებ არაფერი გვეკითხა და ჩუმად გავპარულიყავით, მარა თვითონ დაიწყო ხუმრობა სეთურმა და შევგულიანდი მაშინ. ვიფიქრე, ვინ რას გაგვიბედავს ამ ორ სახელიან აბრაგს-მეთქი. მეც იმ ხუმრობის კილოზე ვკითხე ბალიშებში ჩაფლულ მასპინძელს:

_ რა იყო, შე კაცო, ღამიანა რომ აგვაყენა მაგ შენმა ასინეთამ!

_ ხუთ საათზე ვაყენებთ ხალხს. უნდა ხედავდეს ხალხი, რომ წესი ერთნაირია ყველასთვის, თვარა თვითონაც შუადღემდე ძილს მომთხოვს და საქმე დაზარალდება. საქმეს რომ ვამბობ, სამუშავარს კი არ ვფიქრობ _ კაცებს ვფიქრობ, მათი ცხოვრებისთვის და კეთილდღეობისთვის ვლაპარაკობ... გრძელი ამბავია ეს, მოსე ბატონო!..“.

არქიფო სეთურმა მოსე ზამთარაძესა და დათა თუთაშხიას ის ადგილი დაათვალიერებინა, სადაც სოფლის მაცხოვრებლები სამუშაოდ მიდიოდნენ.

„მასპინძელმა ხევს გადაღმა კლდეში გამოქვაბული დაგვანახა, - ისაა მაღარო და იქ მუშაობს ჩემი ხალხიო.

_ ასე, ორასი საჟენი იქნება მაგ გვირაბის სიგრძე. აღმართში თხრიან და დაღმართში გამოაქვთ ზურგით. აქაურობა სულ მასეთი მიწაა. ის მთაც სულ მასეთი მიწაა და სხვაც, მარა ხალხს სარჩო ადვილად თუ აშოვიე, გაფუჭდებიან. ძნელი რომ არის და იმ სიღრმიდან ზურგით რომ უნდა ატარო - შეგიყვარდება საქმე. სიყვარული რაა, თუ იცით? რაა და, რასაც მეტ შრომას დაახარჯავ და მეტს იზრუნებ და უამაგებ, ის უფრო მეტად გეყვარება. სნეული და ძნელი მოსავლელი ბავშვები რომ უფრო უყვარს დედას, თუ შეგინიშნავთ ეს?.. მარა აქ სხვაც არის კიდევ. აგერ გეტყვით. ხალხის ბედნიერებისთვის რაა საჭირო? შიმშილი _ ერთი. ახლა, მთლად შიმშილი კი არა, მარა მთლად სიმაძღრეც არაა კაი. მეორე _ შიში. სიყვარული იცის შიშმა და ქება-დიდება და ლოცვაც სიყვარულისთვისაა საჭირო _კიდევ რაა ხალხის ბედნიერებისთვის საჭირო? ჯანმრთელობა. ჯანმრთელი მაშინ იქნება ეს ჩემი ხალხი, თუ არ მოვადუნე და დაჭიმული თუ მეყოლება მუდამ დაჭიმული. ერთია კიდევ მთავარი და უამისოდ არ გამოვა არაფერი. იმედი! სადაა და შენ უნდა მოიგონო ხალხის იმედი. მოვიგონე მე ჩემი ხალხისთვის იმედი და ნამეტანი იმედიანად მყავს ყველა. იმედი თუ აქვს ხალხს, ზედმეტს არ გაივლებს გულში არაფერს და იქნება ბედნიერად. მოდით, აგერ მომყევით, განახვებთ, როგორი იმედი მოვიგონე ჩემი ხალხისთვის.

გადაუხვია სეთურმა გზიდან, გავიარეთ ცოტა და მივადექით ჭას. ჭის თავზე ბოძი იდგა. ბოძზე კაი მოზრდილი ზარი ეკიდა. ზარის ენაზე წაბმული ბაწარი ჭაში იყო ჩაშვებული. ჭაში კაცი იჯდა და ეჭირა ხელში ბაწრის მეორე ბოლო.

_ ეს ის ქონდრისკაცია, დილით თაბაგარმა რომ სამუშაოზე წამოიყვანა სხვებთან ერთად! _ ვიცანი მე.

_ კი, ისაა, _ დამიდასტურა სეთურმა. _ ხუთ შაურს ვაძლევ დღეში და ყველამ იცის ეს. მუნჯი და ყრუა.

_ ზის მასე დილიდან ღამემდე და უჭირავს ხელში მაგ ბაწარი? _ იკითხა დათამ.

_ კი. მანდ ზის და უჭირავს.

_ რას აკეთებს ამსიღრმე ჭაში მაგ დალოცვილი? _ კაი

ღრმა იყო ის ჭა და გამიკვირდა, წყალი რომ არ იდგა შიგ.

_ იმედს აკეთებს, მოსე ჩემო, ე, იმ ხალხის იმედს! _ გვითხრა სეთურმა და ხევის გადაღმა მაღაროსკენ გაიშვირა ხელი.

_ კაცო, ღმერთი ცაშია, მის იმედად ჩემი მტერი დადგეს თუ უნდა, და ამ ჭაში ჩაგდებული კაცის იმედი ვისაა, რომ აქვს!

_ გეტყვით აგერ და გაიგებთ, როგორ მაქვს დაყენებული საქმე. ხალხი გაღმა გამოქვაბულში რომ თხრის, მათი ხვრელი აქ მოვა, ამ ჭაში და მის იმედზე არიან.

_ მოიცა, არქიფო, თუ კაცი ხარ! _ შევაწყვეტინე ლაპარაკი.

_ შენ თვითონ არ თქვი, ის ხვრელი სულ აღმართში მიდის და იქით მიდისო?!

_ კი. ვთქვი. რაა მერე?

_ რაა და, ის შენი ხვრელი თუ სულ უფრო ცილდება ამ ჭას და აღმართში იწევს სულ, რანაირად გამოვა გამოღმა და რანაირად გამოიხედავს ჭაში?

_ არც გამოღმა გამოვა და არც ჭაში გამოიხედავს. იმ მთას ხომ უყურებ შენ? მაგ მთაში იტრიალებს ხვრელი და არსად არ წავა იქედან. ასეა ნაანგარიშევი, _ თქვა სეთურმა.

_ ხალხმა თუ იცის ეგ?

_ იცის, აპა რავა, მარა ადვილი საცოდნელი რომ არის,

რას ფიქრობს ხალხი, თუ იცი? რას ფიქრობს და, ჩვენ რომ ასე ადვილად ვწვდებით ჩვენი ჭკუით მაგ საქმეს, სხვანაირად არის, ალბათო. ასე მტკნარ ტყუილს სეთური როგორ გვეტყვის, და გამოვა ჭაში ეგ ხვრელი, აბა, რას იზამსო.

_ ეს ზარი რისთვის კიდია აქ და ქონდრისკაცი რატომ ზის ჭაში? _ კითხა თუთაშხიამ სეთურს.

_ ზებო ქვია მაგ ქონდრისკაცს. გრძნეულიაო, სახელი აქვს დავარდნილი,

და ას საჟენზე რომ მოაწევს ხვრელი, გაიგებს ზებო. გაიგებს თუ არადა, ჩამოკრავს ზარს. რანაირად ელიან ამ ზარის დარეკვას, თუ იცით? აქეთ აქვთ ყურები გამობასრული სულ. არა, სიმართლეს ვიტყვი, ვაპირებ, მოვუმატო რამე, მარა ჭაში რომ გამოიხედავს გვირაბი, მერე რანაირად მოწყვება საქმე, იმაზე კიდია ყველაფერი.

ერთია კიდევ: ახალი ფანდის მოგონება ჯობს სარჩოს მომატებას. უფრო საიმედოა ეს, მარა მოგონება არ გინდა?!“, - ყვება მოსე ზამთარაძე.

ხალხის ასეთი დამონებით აღშფოთებულმა დათა თუთაშხიამ მათი გამოფხიზლება სცადა:

_ რას შვრებით, ხალხო, რას გავხართ, თუ ხედავთ ამას! _ დაიძახა დათა თუთაშხიამ და გაინაბა ხალხი. _ ერთი დღის მოსული კაცები ვართ ჩვენ, უცხო კაცები... ვინხართ, თქვე უბედურებო, რა ჯიშის ხართ! რა გიყოთ და რას დაგამსგავსათ მამაძაღლმა აბელა სეთურმა და, აგერ, ამ მოსასპობმა თაბაგარმა, არ ფიქრობთ?! ვერ ხედავთ ამას?!

_ რაო, რას ამბობს მაგ კაცი?

_ რას ამბობს და, მარჩენალზე _ მამაძაღლიო, და თაბაგარზე

_ მოსასპობიო!

_ მამაძაღლი და მოსასპობიო!

_ გაგვაუბედუროს უნდა, ხომ!

ერთი წამით გაინაბა ხალხი, მერე იყვირა ვიღაცამ, _დაცხეთ მაგათ, ბიჭებოო! ამის დაძახება იყო და, ცოფიანი ქოფაკებივით გვეტაკა ყველა... დათას უკნიდან მარგილი ჩაცხეს, დააგდეს ძირს და ამ დროს დამაყარეს მეც.

_ დამბაჩები აქვთ მაგენს! _ დაიყვირა ვიღაცამ.

გვირტყეს,მარა რა გვირტყეს!.. სანამდე მობეზრდათ _ იქამდე. რომ მობეზრდათ, გამოიყვანეს

თავლიდან ჩვენი ცხენები, მიგვაბეს კუდებზე და გადაკრეს მათრახები. ორასი, სამასი ნაბიჯი გვათრიეს დამფრთხალმა ცხენებმა.კაი ხანს ვეყარეთ მიწაზე. არავინ მოგვკარებია. მოვითქვით სული, გავიხსენით, რავარც იქნა, ხელ-ფეხი, მარა სიარული არ შეგვეძლო და რაფრად ავფორთხდით ცხენებზე, ახლაც ვერ გამიგია. ავფორთხდით და ჯერ ჩვენი იარაღის სამალავს მივაკითხეთ. დიდი წვალება გადაგვხდა იქაც, სანამდე დავქვეითდებოდით, იარაღს ავისხამდით და ისევ შევჯდებოდით. მერე დავიძარით ამ უბელო ცხენებით, მთაში მეჯოგეების კარვები ვიცოდი _ ავედით იქ და დავბინავდით“, - იხსენებდა მოსე ზამთარაძე.

არქიფო სეთურის მიერ დამონებულ სოფელს ხშირად ადარებენ ხოლმე ავტორიტარული და დიქტატორულ რეჟიმებს. საირმის ტყეში განვითარებული მოვლენები „დათა თუთაშხიას“ ერთ-ერთი საკვანძო მონაკვეთია.

(გასათვალისწინებელია, რომ ვებგვერდის ფორმატიდან გამომდინარე, მოსე ზამთარაძის ნაამბობი მკვეთრად არის შემცირებული).