საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, ფსიქიატრიულშიც იყო.... ბოლო დროს მიუტოვებია პრეპარატების მიღება" - რას ამბობს ადვოკატი მკვლელობაში ბრალდებულზე
"ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, ფსიქიატრიულშიც იყო.... ბოლო დროს მიუტოვებია პრეპარატების მიღება" - რას ამბობს ადვოკატი მკვლელობაში ბრალდებულზე

მეტ­რო­სად­გურ "სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში" მომ­ხდა­რი შემ­ზა­რა­ვი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ 36 წლის ბექა მინ­დო­რაშ­ვილს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრა­ლი უკვე წა­უ­ყე­ნა. პრო­კუ­რა­ტუ­რამ მას და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში დას­დო ბრა­ლი.

  • რო­გორც ცნო­ბი­ლია, და­კა­ვე­ბულ­მა მეტ­რო­სად­გურ­ში ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაცს ხელი ჰკრა და ლი­ან­და­გებ­ში ჩა­აგ­დო, რა დრო­საც მას მოძ­რა­ვი ელ­მა­ვა­ლი შე­ე­ჯა­ხა. უწყე­ბის ცნო­ბით, და­ნა­შა­უ­ლი სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 10 დე­კემ­ბერს, თბი­ლის­ში, მეტ­რო­სად­გურ „სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ სად­გურ­ში ბრალ­დე­ბულ­მა სრუ­ლი­ად უმო­ტი­ვოდ, ყო­ველ­გვა­რი სა­ბა­ბის გა­რე­შე, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით, მეტ­რო­სად­გუ­რის მგზავ­რე­ბის თვალ­წინ, ბა­ქან­ზე მდგარ მის­თვის უც­ნობ პირს ხელი ჰკრა და ლი­ან­და­გებ­ში ჩა­აგ­დო, რა დრო­საც მას მოძ­რა­ვი ელ­მა­ვა­ლი შე­ე­ჯა­ხა. მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი იმა­ვე დღეს და­ა­კა­ვეს" - ნათ­ქვა­მია გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

უმ­ძი­მეს და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბულ ბექა მინ­დო­რაშ­ვილს 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა.

  • AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბექა მინ­დო­რაშ­ვი­ლი ადრე რამ­დენ­ჯერ­მე ნა­სა­მარ­თლე­ვია. რო­გორც ამ­ბო­ბენ, მოკ­ლულ ახალ­გაზ­რდას, ლაშა ამი­რე­ზაშ­ვილს დამ­ნა­შა­ვე არც კი იც­ნობ­და. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­ვა­რა­უ­დოდ დამ­ნა­შა­ვეს ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და.

მის ფსი­ქი­კურ პრობ­ლე­მებ­ზე სა­უბ­რობს მისი ად­ვო­კა­ტი ილია ლო­მია:

-36 წლის არის ბექა მინ­დო­რაშ­ვი­ლი. ჯერ­ჯე­რო­ბით ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით მას არა­ნა­ი­რი კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია და სა­უ­ბა­რი არ გვქო­ნია, თა­ვად დუმს, კო­მენ­ტარს არ აკე­თებს და არა­ფერს არ ხსნის. ჯერ არის ასეთ რე­ჟიმ­ში. რო­გორც ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია, არ იც­ნობ­და ამ ადა­მი­ანს.

- გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მას ჰქონ­და ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი, ამას ადას­ტუ­რებთ?

- ადრე ჰქონ­და ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი, გო­ნებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის სი­სუს­ტე, ფსი­ქი­ატ­რი­ულ­ში ნამ­ყო­ფია. რო­გორც ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია, მი­უ­ტო­ვე­ბია ბოლო დროს პრე­პა­რა­ტე­ბის მი­ღე­ბა. ისე იღებ­და მე­დი­კა­მენ­ტებს. ბრალ­დე­ბუ­ლი პირი არის წარ­მო­შო­ბით კა­ხე­თი­დან. ბრა­ლი წა­რედ­გი­ნა, სა­ვა­რა­უ­დოდ დღეს იმ­სჯე­ლებს სა­სა­მარ­თლო აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­კი­თხზე, მეტ დე­ტალს ცოტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გე­ტყვით.

რო­გორც ცნო­ბი­ლია ბექა მინ­დო­რაშ­ვილს ფსი­ქი­კურ ექ­სპერ­ტი­ზას და­უ­ნიშ­ნა­ვენ, როს შემ­დე­გაც გა­ირ­კვე­ვა, იყო, თუ არა შეყ­რა­ცხა­დი.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, ფსიქიატრიულშიც იყო.... ბოლო დროს მიუტოვებია პრეპარატების მიღება" - რას ამბობს ადვოკატი მკვლელობაში ბრალდებულზე

"ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, ფსიქიატრიულშიც იყო.... ბოლო დროს მიუტოვებია პრეპარატების მიღება" - რას ამბობს ადვოკატი მკვლელობაში ბრალდებულზე

მეტროსადგურ "სახელმწიფო უნივერსიტეტში" მომხდარი შემზარავი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ 36 წლის ბექა მინდორაშვილს პროკურატურამ ბრალი უკვე წაუყენა. პროკურატურამ მას დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობაში დასდო ბრალი.

  • როგორც ცნობილია, დაკავებულმა მეტროსადგურში ახალგაზრდა მამაკაცს ხელი ჰკრა და ლიანდაგებში ჩააგდო, რა დროსაც მას მოძრავი ელმავალი შეეჯახა. უწყების ცნობით, დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 10 დეკემბერს, თბილისში, მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სადგურში ბრალდებულმა სრულიად უმოტივოდ, ყოველგვარი საბაბის გარეშე, განსაკუთრებული სისასტიკით, მეტროსადგურის მგზავრების თვალწინ, ბაქანზე მდგარ მისთვის უცნობ პირს ხელი ჰკრა და ლიანდაგებში ჩააგდო, რა დროსაც მას მოძრავი ელმავალი შეეჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს" - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულ ბექა მინდორაშვილს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

  • AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, ბექა მინდორაშვილი ადრე რამდენჯერმე ნასამართლევია. როგორც ამბობენ, მოკლულ ახალგაზრდას, ლაშა ამირეზაშვილს დამნაშავე არც კი იცნობდა. საზოგადოებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ დამნაშავეს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

მის ფსიქიკურ პრობლემებზე საუბრობს მისი ადვოკატი ილია ლომია:

-36 წლის არის ბექა მინდორაშვილი. ჯერჯერობით ფაქტთან დაკავშირებით მას არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია და საუბარი არ გვქონია, თავად დუმს, კომენტარს არ აკეთებს და არაფერს არ ხსნის. ჯერ არის ასეთ რეჟიმში. როგორც ჩემთვის ცნობილია, არ იცნობდა ამ ადამიანს.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები, ამას ადასტურებთ?

- ადრე ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები, გონებრივი ჯანმრთელობის სისუსტე, ფსიქიატრიულში ნამყოფია. როგორც ჩემთვის ცნობილია, მიუტოვებია ბოლო დროს პრეპარატების მიღება. ისე იღებდა მედიკამენტებს. ბრალდებული პირი არის წარმოშობით კახეთიდან. ბრალი წარედგინა, სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს სასამართლო აღმკვეთი ღონისძიების საკითხზე, მეტ დეტალს ცოტა მოგვიანებით გეტყვით.

როგორც ცნობილია ბექა მინდორაშვილს ფსიქიკურ ექსპერტიზას დაუნიშნავენ, როს შემდეგაც გაირკვევა, იყო, თუ არა შეყრაცხადი.

წაიკითხეთ ასევე: