სამხედრო
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კადიროვი აცხადებს, რომ უკრაინა დრონით თავს დაესხა გროზნოში ყაზარმებს - "დაშავებულია 4 ჯარისკაცი"
კადიროვი აცხადებს, რომ უკრაინა დრონით თავს დაესხა გროზნოში ყაზარმებს - "დაშავებულია 4 ჯარისკაცი"

გროზ­ნო­ში ახ­მატ კა­დი­რო­ვის სა­ხე­ლო­ბის პო­ლი­ცი­ის სპე­ცი­ა­ლუ­რი პოლ­კის ყა­ზარ­მებ­ზე დრო­ნით თავ­დას­ხმა გან­ხორ­ცი­ელ­და, - ინ­ფორ­მა­ცი­ას რუ­სუ­ლი მე­დია ჩეჩ­ნე­თის ხელ­მძღვა­ნელ­ზე, რამ­ზან კა­დი­როვ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

  • მისი თქმით, თავ­დას­ხმის შე­დე­გად ოთხი ჯა­რის­კა­ცი მსუ­ბუ­ქად და­შავ­და.

"გროზ­ნო­ში, ჩეჩ­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს რუ­სე­თის გმი­რის ა.ა.კა­დი­რო­ვის სა­ხე­ლო­ბის პო­ლი­ცი­ის სპე­ცი­ა­ლუ­რი პოლ­კის ყა­ზარ­მე­ბის შე­ნო­ბე­ბის თავ­ზე დრო­ნი ჩა­მო­აგ­დეს. სე­რი­ო­ზუ­ლად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა. მსუ­ბუ­ქად და­შავ­და დაც­ვის ოთხი ჯა­რის­კა­ცი. იმ დროს მო­რი­გე პერ­სო­ნა­ლი ასე­თი თავ­დას­ხმე­ბის­გან და­ცულ შე­ნო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და“, - წერს კა­დი­რო­ვი „ტე­ლეგ­რამ“ არხზე.

მისი თქმით, უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რატ­მა, რო­მე­ლიც ჰა­ერ­ში აფეთ­ქდა, და­ა­ზი­ა­ნა სა­ხუ­რა­ვი და ჩა­ამ­ტვრია მი­ნე­ბი. ჩა­მო­ვარ­დნილ­მა ფრაგ­მენ­ტებ­მა კი მცი­რე ხან­ძა­რი გა­მო­იწ­ვია, რო­მე­ლიც სწრა­ფად ჩა­აქ­რეს.

კა­დი­რო­ვი თავ­დას­ხმა­ში უკ­რა­ი­ნას ადა­ნა­შა­უ­ლებს.

"არ გა­მიკ­ვირ­დე­ბა, თუ უკ­რა­ი­ნის ნა­ცის­ტუ­რი სარ­დლო­ბა ხმა­მაღ­ლა მო­ახ­სე­ნებს თა­ვის და­სავ­ლელ ბა­ტო­ნებს გრან­დი­ო­ზუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის კო­ლო­სა­ლუ­რი შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ. ასე­თი პა­თე­ტი­კუ­რი ქმე­დე­ბის აზრი მხო­ლოდ ესაა“, - წერს კა­დი­რო­ვი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

კადიროვი აცხადებს, რომ უკრაინა დრონით თავს დაესხა გროზნოში ყაზარმებს - "დაშავებულია 4 ჯარისკაცი"

კადიროვი აცხადებს, რომ უკრაინა დრონით თავს დაესხა გროზნოში ყაზარმებს - "დაშავებულია 4 ჯარისკაცი"

გროზნოში ახმატ კადიროვის სახელობის პოლიციის სპეციალური პოლკის ყაზარმებზე დრონით თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას რუსული მედია ჩეჩნეთის ხელმძღვანელზე, რამზან კადიროვზე დაყრდნობით ავრცელებს.

  • მისი თქმით, თავდასხმის შედეგად ოთხი ჯარისკაცი მსუბუქად დაშავდა.

"გროზნოში, ჩეჩნეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსეთის გმირის ა.ა.კადიროვის სახელობის პოლიციის სპეციალური პოლკის ყაზარმების შენობების თავზე დრონი ჩამოაგდეს. სერიოზულად არავინ დაშავებულა. მსუბუქად დაშავდა დაცვის ოთხი ჯარისკაცი. იმ დროს მორიგე პერსონალი ასეთი თავდასხმებისგან დაცულ შენობაში იმყოფებოდა“, - წერს კადიროვი „ტელეგრამ“ არხზე.

მისი თქმით, უპილოტო საფრენი აპარატმა, რომელიც ჰაერში აფეთქდა, დააზიანა სახურავი და ჩაამტვრია მინები. ჩამოვარდნილმა ფრაგმენტებმა კი მცირე ხანძარი გამოიწვია, რომელიც სწრაფად ჩააქრეს.

კადიროვი თავდასხმაში უკრაინას ადანაშაულებს.

"არ გამიკვირდება, თუ უკრაინის ნაცისტური სარდლობა ხმამაღლა მოახსენებს თავის დასავლელ ბატონებს გრანდიოზული სპეცოპერაციის კოლოსალური შედეგების შესახებ. ასეთი პათეტიკური ქმედების აზრი მხოლოდ ესაა“, - წერს კადიროვი.