პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოწმენი ვართ სიძულვილის უკიდურესი გამოვლინებების... საქმე ოკულტურ რიტუალებამდეც მივიდა და მჩხიბაობის აქტიც შედგა" - საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
"მოწმენი ვართ სიძულვილის უკიდურესი გამოვლინებების... საქმე ოკულტურ რიტუალებამდეც მივიდა და მჩხიბაობის აქტიც შედგა" - საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

მოწ­მე­ნი ვართ სი­ძულ­ვი­ლის უკი­დუ­რე­სი გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბი­სა. სამ­წუ­ხა­როა, რომ საქ­მე ოკულ­ტურ რი­ტუ­ა­ლე­ბამ­დეც მი­ვი­და და მჩხი­ბა­ო­ბის აქ­ტიც შედ­გა - ქრის­ტი­ან ადა­მი­ანს კარ­გად უნდა ეს­მო­დეს, რომ მჩხი­ბა­ო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა გა­სარ­თობ სა­ნა­ხა­ო­ბად აღიქ­მე­ბო­დეს, ეს გვა­შო­რებს ღმერ­თს და გვმარ­თებს სიფრ­თხი­ლე, - ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს, რი­თაც საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის დროს რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე გა­მარ­თულ პერ­ფორ­მანსს, კერ­ძოდ კუ­ბოს დაწ­ვას ეხ­მა­უ­რე­ბა.

  • რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, მომ­ხდარ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს ეკის­რე­ბათ.

"დღეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად სი­ძულ­ვილ­მა ზღვარს მი­აღ­წია, არ ჩანს ორ­მხრი­ვი დი­ა­ლო­გი­სა და დის­კუ­სი­ის მზა­ო­ბა, რაც სა­სურ­ვე­ლი იქ­ნე­ბო­და.

მოწ­მე­ნი ვართ სი­ძულ­ვი­ლის უკი­დუ­რე­სი გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბი­სა. სამ­წუ­ხა­როა, რომ საქ­მე ოკულ­ტურ რი­ტუ­ა­ლე­ბამ­დეც მი­ვი­და და მჩხი­ბა­ო­ბის აქ­ტიც შედ­გა. ამას გარ­და, პარ­ლა­მენ­ტის წინ, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე გა­მარ­თუ­ლი სა­ნა­ხა­ო­ბის დროს მო­მი­ტინ­გე­ებ­მა გა­მო­ი­ყე­ნეს კუბო, რო­მელ­ზეც მა­ცხოვ­რის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა იყო ამოკ­ვე­თი­ლი. ამ წარ­მოდ­გე­ნის დროს აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა კუბო და მას­ზე მა­ცხოვ­რის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა დაწ­ვეს.

  • რა­ო­დენ სამ­წუ­ხა­როა, რომ ასე­თი ქმე­დე­ბე­ბი კი­დევ უფრო აპი­რის­პი­რებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას. ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­აზ­რე­ბუ­ლი მკრე­ხე­ლო­ბაა მათი მხრი­დან, ვინც და­ა­ორ­გა­ნი­ზა სა­ნა­ხა­ო­ბე­ბი ან შეგ­ნე­ბუ­ლად მო­ნა­წი­ლე­ობ­და მათ­ში, მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც სწო­რედ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს ეკის­რე­ბათ.

ეს და მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი გვახ­სე­ნებს ეკ­ლე­სი­ე­ბის დარ­ბე­ვი­სა და შე­უ­რა­ცხყო­ფის მძი­მე პე­რი­ოდს, რო­მე­ლიც ჩვენს უახ­ლო­ეს წარ­სულ­ში გა­მოვ­ცა­დეთ. ვფიქ­რობთ, ამ ქმე­დე­ბებ­ში ნა­წი­ლი მო­მი­ტინ­გე­ე­ბი­სა გა­უ­აზ­რებ­ლად აღ­მოჩ­ნდა, თუმ­ცა ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში მარ­თებთ მათ ამ აქ­ტე­ბის სიმ­ძი­მის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა და შე­სა­ბა­მი­სი სი­ნა­ნუ­ლი.

ქა­შუ­ე­თის ტა­ძარ­ში მო­მი­ტინ­გე­თა და­სახ­მა­რებ­ლად სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი ყო­ველ­ღა­მე ათე­ნე­ბენ, მო­მი­ტინ­გე­ე­ბის ნა­წი­ლი კი ტა­ძარ­ში შე­დის და მათ­თან ერ­თად ლო­ცუ­ლობს. ბუ­ნებ­რი­ვია, ამის პა­რა­ლე­ლუ­რად ტაძ­რის მიმ­დე­ბა­რედ მსგავ­სი რი­ტუ­ა­ლე­ბი მი­ზან­მი­მარ­თულ პრო­ვო­კა­ცი­ას წარ­მო­ად­გენს და ასე­ვე შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლია მორ­წმუ­ნე­თათ­ვის, გა­ნურ­ჩევ­ლად იმი­სა, მო­მი­ტინ­გე­თა შო­რის არი­ან თუ არა ისი­ნი.

ქრის­ტი­ან ადა­მი­ანს კარ­გად უნდა ეს­მო­დეს, რომ მჩხი­ბა­ო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა გა­სარ­თობ სა­ნა­ხა­ო­ბად აღიქ­მე­ბო­დეს, ეს გვა­შო­რებს ღმერ­თს და გვმარ­თებს სიფრ­თხი­ლე, უნე­ბუ­რად არ აღ­მოვ­ჩნდეთ ოკულ­ტუ­რი მსა­ხუ­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ნი.

სა­ქარ­თვე­ლო ქრის­ტი­ა­ნო­ბის­თვის მო­წა­მე­თა ქვე­ყა­ნაა და გზა, რო­მე­ლიც სიწ­მინ­დე­ე­ბის გა­თელ­ვა­ზე გა­ივ­ლის, დამ­ღუპ­ვე­ლია. უფალ­მა მოგ­ვა­ნი­ჭოს გული გო­ნი­ე­რი, სიმ­დაბ­ლე და ურ­თი­ერ­თსიყ­ვა­რუ­ლი“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"მოწმენი ვართ სიძულვილის უკიდურესი გამოვლინებების... საქმე ოკულტურ რიტუალებამდეც მივიდა და მჩხიბაობის აქტიც შედგა" - საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

"მოწმენი ვართ სიძულვილის უკიდურესი გამოვლინებების... საქმე ოკულტურ რიტუალებამდეც მივიდა და მჩხიბაობის აქტიც შედგა" - საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

მოწმენი ვართ სიძულვილის უკიდურესი გამოვლინებებისა. სამწუხაროა, რომ საქმე ოკულტურ რიტუალებამდეც მივიდა და მჩხიბაობის აქტიც შედგა - ქრისტიან ადამიანს კარგად უნდა ესმოდეს, რომ მჩხიბაობა არ შეიძლება გასართობ სანახაობად აღიქმებოდეს, ეს გვაშორებს ღმერთს და გვმართებს სიფრთხილე, - ამის შესახებ განცხადებას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს, რითაც საპროტესტო აქციების დროს რუსთაველის გამზირზე გამართულ პერფორმანსს, კერძოდ კუბოს დაწვას ეხმაურება.

  • როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მომხდარზე პასუხისმგებლობა აქციის ორგანიზატორებს ეკისრებათ.

"დღეს საზოგადოებაში საპროტესტო აქციების პარალელურად სიძულვილმა ზღვარს მიაღწია, არ ჩანს ორმხრივი დიალოგისა და დისკუსიის მზაობა, რაც სასურველი იქნებოდა.

მოწმენი ვართ სიძულვილის უკიდურესი გამოვლინებებისა. სამწუხაროა, რომ საქმე ოკულტურ რიტუალებამდეც მივიდა და მჩხიბაობის აქტიც შედგა. ამას გარდა, პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე გამართული სანახაობის დროს მომიტინგეებმა გამოიყენეს კუბო, რომელზეც მაცხოვრის გამოსახულება იყო ამოკვეთილი. ამ წარმოდგენის დროს აქციის მონაწილეებმა კუბო და მასზე მაცხოვრის გამოსახულება დაწვეს.

  • რაოდენ სამწუხაროა, რომ ასეთი ქმედებები კიდევ უფრო აპირისპირებს საზოგადოებას. ეს ყველაფერი გააზრებული მკრეხელობაა მათი მხრიდან, ვინც დააორგანიზა სანახაობები ან შეგნებულად მონაწილეობდა მათში, მეტი პასუხისმგებლობაც სწორედ ორგანიზატორებს ეკისრებათ.

ეს და მსგავსი ფაქტები გვახსენებს ეკლესიების დარბევისა და შეურაცხყოფის მძიმე პერიოდს, რომელიც ჩვენს უახლოეს წარსულში გამოვცადეთ. ვფიქრობთ, ამ ქმედებებში ნაწილი მომიტინგეებისა გაუაზრებლად აღმოჩნდა, თუმცა ყველა შემთხვევაში მართებთ მათ ამ აქტების სიმძიმის გაცნობიერება და შესაბამისი სინანული.

ქაშუეთის ტაძარში მომიტინგეთა დასახმარებლად სასულიერო პირები ყოველღამე ათენებენ, მომიტინგეების ნაწილი კი ტაძარში შედის და მათთან ერთად ლოცულობს. ბუნებრივია, ამის პარალელურად ტაძრის მიმდებარედ მსგავსი რიტუალები მიზანმიმართულ პროვოკაციას წარმოადგენს და ასევე შეურაცხმყოფელია მორწმუნეთათვის, განურჩევლად იმისა, მომიტინგეთა შორის არიან თუ არა ისინი.

ქრისტიან ადამიანს კარგად უნდა ესმოდეს, რომ მჩხიბაობა არ შეიძლება გასართობ სანახაობად აღიქმებოდეს, ეს გვაშორებს ღმერთს და გვმართებს სიფრთხილე, უნებურად არ აღმოვჩნდეთ ოკულტური მსახურების მონაწილენი.

საქართველო ქრისტიანობისთვის მოწამეთა ქვეყანაა და გზა, რომელიც სიწმინდეების გათელვაზე გაივლის, დამღუპველია. უფალმა მოგვანიჭოს გული გონიერი, სიმდაბლე და ურთიერთსიყვარული“, - ნათქვამია განცხადებაში.