სამხედრო
საზოგადოება
სამართალი

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“მართვა გრძელდება რეანიმაციულ განყოფილებაში“ - რას აცხადებს ექიმი აქციაზე დაშავებული 22 წლის ალექსანდრე თირქიას შესახებ
“მართვა გრძელდება რეანიმაციულ განყოფილებაში“ - რას აცხადებს ექიმი აქციაზე დაშავებული 22 წლის ალექსანდრე თირქიას შესახებ

ინ­გო­როყ­ვას კლი­ნი­კის კლი­ნი­კუ­რი დი­რექ­ტო­რის, კა­ხა­ბერ ჭე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, აქ­ცი­ა­ზე და­შა­ვე­ბუ­ლი 22 წლის ალექ­სან­დრე თირ­ქი­ას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია, პა­ცი­ენ­ტთან ხერ­ხდე­ბა ადეკ­ვა­ტუ­რი კონ­ტაქ­ტის დამ­ყა­რე­ბა.

  • რო­გორც კა­ხა­ბერ ჭე­ლი­ძემ “ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, პა­ცი­ენტს პე­რი­ო­დუ­ლად აქვს ფსი­ქო-მო­ტო­რუ­ლი აღ­გზნე­ბე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა თვა­ლის ფუნ­ქცი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბას, მე­დი­კო­სებს ჯერ­ჯე­რო­ბით ამა­ზე პა­სუ­ხი არ აქვთ, რად­გან პა­ცი­ენტს ჭრი­ლო­ბა შეხ­ვე­უ­ლი აქვს.

“პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა მეტ ნაკ­ლე­ბად სტა­ბი­ლუ­რი გახ­ლავთ. დას­რულ­და სამ­კურ­ნა­ლო ნარ­კო­ზი­დან გა­მოყ­ვა­ნის პრო­ცე­სი. პა­ცი­ენ­ტთან ხერ­ხდე­ბა ადეკ­ვა­ტუ­რი კონ­ტაქ­ტის დამ­ყა­რე­ბა, თუმ­ცა პე­რი­ო­დუ­ლად მა­ინც არის ფსი­ქო-მო­ტო­რუ­ლი აღ­გზნე­ბე­ბი, რაც მისი ოპე­რა­ცი­ის სიმ­ძი­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს და მო­უ­ლოდ­ნე­ლი ამა­ში არა­ფე­რია. მარ­თვა გრძელ­დე­ბა რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი გუნ­დის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ. ამა­ში ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან ოფ­თალ­მო­ლო­გე­ბიც. თვა­ლის ფი­ზი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ყო­ველ­თვის მოწ­მდე­ბა, რაც შე­ე­ხე­ბა ფუნ­ქცი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბას, ჯერ ნა­ად­რე­ვია ამა­ზე სა­უ­ბა­რი. კი­დევ ერთხელ შე­ფას­დე­ბა ოფ­თალ­მო­ლო­გე­ბის მიერ. ეს არ არის მხო­ლოდ ერთი ოფ­თალ­მო­ლო­გი, ამ სა­კი­თხზე კონ­სი­ლი­უ­მი დგე­ბა. უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში უფრო ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია გვექ­ნე­ბა თვა­ლის ფუნ­ქცი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე.

თვა­ლი შეხ­ვე­უ­ლი აქვს, იმ მხა­რეს ჭრი­ლო­ბა აქვს. ბუ­ნებ­რი­ვია ახლა იმის გახ­სნა და შე­სა­ბა­მი­სად, შე­მოწ­მე­ბა ვერ მოხ­დე­ბა. როცა ის პა­ლა­ტა­ში გა­და­ვა და მის სა­სი­ცო­ცხლო ფუნ­ქცი­ებს არ და­ე­მუქ­რე­ბა საფრ­თხე, მერე უკვე თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა თვალ­ზე უფრო მეტი კვლე­ვე­ბი­სა და პრო­ცე­დუ­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბა. ახ­ლაც მი­დის, მაგ­რამ მი­დის პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

რო­გორც გი­თხა­რით, კონ­ტაქ­ტი მყარ­დე­ბა, ადეკ­ვა­ტუ­რი. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ გარ­კვე­ულ მი­თი­თე­ბებს ას­რუ­ლებს, გარ­კვე­ულ კი­თხვებს პა­სუ­ხობს. არ არის იმ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რომ სრუ­ლი მენ­ტა­ლუ­რი დატ­ვირ­თვის ქვეშ ვამ­ყო­ფოთ. [კი­დუ­რებს] ამოძ­რა­ვებს, როცა ეუბ­ნე­ბი კი­თხვა­ზე გპა­სუ­ხობთ, თუმ­ცა პე­რი­ო­დუ­ლად ფსი­ქო- მო­ტო­რუ­ლი აღ­გზნე­ბე­ბი არის, რაც გა­მომ­დი­ნა­რე­ობს ტრავ­მი­სა და ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვის სიმ­ძი­მი­დან“, - გა­ნა­ცხა­და კა­ხა­ბერ ჭე­ლი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ებ­ზე და­შა­ვე­ბუ­ლი 22 წლის ბიჭი ინ­გო­როყ­ვას კლი­ნი­კის რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მკურ­ნა­ლობს. ექი­მე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას სკალ­პის ღია ჭრი­ლო­ბა, შუბ­ლის ძვლის და თვალ­ბუ­დის და ზედა კი­დის კედ­ლის მო­ტე­ხი­ლო­ბა და შუბ­ლის წი­ლის კონ­ტუ­ზი­უ­რი და­ზი­ა­ნე­ბა აღე­ნიშ­ნე­ბო­და. ექი­მის, ნინო ხა­რა­იშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ბიჭს თვა­ლის კაკ­ლე­ბის მთლი­ა­ნო­ბა შე­ნა­ხუ­ლი აქვს. მი­სი­ვე თქმით, პა­ცი­ენტს თა­ვის ტვი­ნის გარ­სებ­ში ტრავ­მუ­ლი სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და, რის გა­მოც ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. ამის შემ­დეგ ის მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი ძი­ლის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და.

შე­გახ­სე­ნებთ იმა­საც, რომ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 22 წლის ბიჭს რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე გა­მარ­თულ აქ­ცი­ა­ზე, თვალ­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, ე.წ. გა­ზის კაფ­სუ­ლა მოხ­ვდა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავტორი:

“მართვა გრძელდება რეანიმაციულ განყოფილებაში“ - რას აცხადებს ექიმი აქციაზე დაშავებული 22 წლის ალექსანდრე თირქიას შესახებ

“მართვა გრძელდება რეანიმაციულ განყოფილებაში“ - რას აცხადებს ექიმი აქციაზე დაშავებული 22 წლის ალექსანდრე თირქიას შესახებ

ინგოროყვას კლინიკის კლინიკური დირექტორის, კახაბერ ჭელიძის განცხადებით, აქციაზე დაშავებული 22 წლის ალექსანდრე თირქიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, პაციენტთან ხერხდება ადეკვატური კონტაქტის დამყარება.

  • როგორც კახაბერ ჭელიძემ “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პაციენტს პერიოდულად აქვს ფსიქო-მოტორული აღგზნებები. რაც შეეხება თვალის ფუნქციურ მდგომარეობას, მედიკოსებს ჯერჯერობით ამაზე პასუხი არ აქვთ, რადგან პაციენტს ჭრილობა შეხვეული აქვს.

“პაციენტის მდგომარეობა მეტ ნაკლებად სტაბილური გახლავთ. დასრულდა სამკურნალო ნარკოზიდან გამოყვანის პროცესი. პაციენტთან ხერხდება ადეკვატური კონტაქტის დამყარება, თუმცა პერიოდულად მაინც არის ფსიქო-მოტორული აღგზნებები, რაც მისი ოპერაციის სიმძიმიდან გამომდინარეობს და მოულოდნელი ამაში არაფერია. მართვა გრძელდება რეანიმაციულ განყოფილებაში, მულტიდისციპლინური გუნდის მეთვალყურეობის ქვეშ. ამაში ჩართულები არიან ოფთალმოლოგებიც. თვალის ფიზიკური მდგომარეობა ყოველთვის მოწმდება, რაც შეეხება ფუნქციურ მდგომარეობას, ჯერ ნაადრევია ამაზე საუბარი. კიდევ ერთხელ შეფასდება ოფთალმოლოგების მიერ. ეს არ არის მხოლოდ ერთი ოფთალმოლოგი, ამ საკითხზე კონსილიუმი დგება. უახლოეს დღეებში უფრო ზუსტი ინფორმაცია გვექნება თვალის ფუნქციურ მდგომარეობაზე.

თვალი შეხვეული აქვს, იმ მხარეს ჭრილობა აქვს. ბუნებრივია ახლა იმის გახსნა და შესაბამისად, შემოწმება ვერ მოხდება. როცა ის პალატაში გადავა და მის სასიცოცხლო ფუნქციებს არ დაემუქრება საფრთხე, მერე უკვე თამამად შეიძლება თვალზე უფრო მეტი კვლევებისა და პროცედურების ჩატარება. ახლაც მიდის, მაგრამ მიდის პრევენციული ღონისძიებები.

როგორც გითხარით, კონტაქტი მყარდება, ადეკვატური. ეს იმას ნიშნავს, რომ გარკვეულ მითითებებს ასრულებს, გარკვეულ კითხვებს პასუხობს. არ არის იმ მდგომარეობაში, რომ სრული მენტალური დატვირთვის ქვეშ ვამყოფოთ. [კიდურებს] ამოძრავებს, როცა ეუბნები კითხვაზე გპასუხობთ, თუმცა პერიოდულად ფსიქო- მოტორული აღგზნებები არის, რაც გამომდინარეობს ტრავმისა და ჩატარებული ოპერაციული ჩარევის სიმძიმიდან“, - განაცხადა კახაბერ ჭელიძემ.

ცნობისთვის, თბილისში მიმდინარე აქციებზე დაშავებული 22 წლის ბიჭი ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს. ექიმების ინფორმაციით, მას სკალპის ღია ჭრილობა, შუბლის ძვლის და თვალბუდის და ზედა კიდის კედლის მოტეხილობა და შუბლის წილის კონტუზიური დაზიანება აღენიშნებოდა. ექიმის, ნინო ხარაიშვილის განცხადებით, ბიჭს თვალის კაკლების მთლიანობა შენახული აქვს. მისივე თქმით, პაციენტს თავის ტვინის გარსებში ტრავმული სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა, რის გამოც ოპერაცია ჩაუტარდა. ამის შემდეგ ის მედიკამენტოზური ძილის ქვეშ იმყოფებოდა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ არსებული ინფორმაციით, 22 წლის ბიჭს რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე, თვალში, სავარაუდოდ, ე.წ. გაზის კაფსულა მოხვდა.

იხილეთ ასევე: