საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პოლიციის შესახებ" კანონში ცვლილებები შედის - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?
"პოლიციის შესახებ" კანონში ცვლილებები შედის - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გან­მარ­ტავს, რას ით­ვა­ლის­წი­ნებს „პო­ლი­ცი­ის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტი.

რო­გორც უწყე­ბა გან­მარ­ტავს, „პო­ლი­ცი­ის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი ით­ვა­ლის­წი­ნებს, პო­ლი­ცი­ა­ში სამ­სა­ხურ­ში მი­ღე­ბის გარ­კვე­უ­ლი წე­სე­ბის მო­დი­ფი­ცი­რე­ბა­სა და იმ პო­ზი­ცი­ებ­ზე, რო­მე­ლიც გა­სამ­ხედ­რო­ე­ბულ რე­ჟიმს უკავ­შირ­დე­ბა, მი­ღე­ბის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი წე­სის დად­გე­ნას.

ამას­თან, აღი­ნიშ­ნე­ბა, რომ კან­დი­და­ტი, რო­მე­ლიც არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს შე­სა­ბა­მი­სი პო­ზი­ცი­ის­თვის დად­გე­ნილ გა­ნათ­ლე­ბის, ფი­ზი­კუ­რი მომ­ზა­დე­ბის, ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის მო­თხოვ­ნებს, სამ­სა­ხურ­ში არ მი­ი­ღე­ბა.

  • ამას­თან, შსს-ს ცნო­ბით, ცვლი­ლე­ბა არ შე­ე­ხე­ბა სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს, გა­მომ­ძი­ებ­ლებს, მარ­თლწეს­რი­გის ოფიც­რებ­სა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ფუნ­ქცი­ე­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ მო­სამ­სა­ხუ­რე­ებს.

„სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბის მიზ­ნით, გვსურს გან­ვმარ­ტოთ, თუ რას ით­ვა­ლის­წი­ნებს „პო­ლი­ცი­ის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტი.

რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, პო­ლი­ცია შედ­გე­ბა სხვა­დას­ხვა და­ნა­ყო­ფის­გან, მათ შო­რის გა­სამ­ხედ­რო­ე­ბუ­ლი და­ნა­ყო­ფე­ბის­გან, მათ აქვთ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფუნ­ქცი­ე­ბი, რაც ცხა­დია, სხვა­დას­ხვა და­ნა­ყოფ­ში მი­ღე­ბის გან­სხვა­ვე­ბულ წეს­სა და სპე­ცი­ფი­კას მო­ი­თხოვს.

გან­ვმარ­ტავთ, რომ პო­ლი­ცი­ის გა­სამ­ხედ­რო­ე­ბულ და­ნა­ყო­ფებ­ში, სა­დაც სამ­სა­ხუ­რის გავ­ლის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი რე­ჟი­მი მოქ­მე­დებს, მსა­ხუ­რო­ბენ სამ­ხედ­რო წო­დე­ბის მქო­ნე პი­რე­ბი. ამას­თან, სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე მი­ი­ღე­ბა კონ­კურ­სის გა­რე­შე.

თუმ­ცა, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2025 წლის 1-ელი იან­ვრი­დან სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი იარ­სე­ბებს მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში, შე­სა­ბა­მი­სად, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში 2025 წლის 1-ელი იან­ვრი­დან სამ­ხედ­რო წო­დე­ბით ვერ და­ი­ნიშ­ნე­ბი­ან, რაც გა­ნა­პი­რო­ბებს გა­სამ­ხედ­რო­ე­ბუ­ლი და­ნა­ყო­ფე­ბის სა­პო­ლი­ციო წე­სებ­ზე გა­დას­ვლას და სა­პო­ლი­ციო კონ­კურ­სზე დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბას.

შე­სა­ბა­მი­სად, „პო­ლი­ცი­ის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი ით­ვა­ლის­წი­ნებს, პო­ლი­ცი­ა­ში სამ­სა­ხუ­რის მი­ღე­ბის გარ­კვე­უ­ლი წე­სე­ბის მო­დი­ფი­ცი­რე­ბა­სა და იმ პო­ზი­ცი­ებ­ზე, რო­მე­ლიც გა­სამ­ხედ­რო­ე­ბულ რე­ჟიმს უკავ­შირ­დე­ბა, მი­ღე­ბის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი წე­სის დად­გე­ნას.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში მი­ღე­ბა/და­ნიშ­ვნა, რა თქმა უნდა, ით­ვა­ლის­წი­ნებს დად­გე­ნი­ლი კრი­ტე­რი­უ­მის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას. კერ­ძოდ, სა­მი­ნის­ტროს მო­სამ­სა­ხუ­რის შტა­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მი­ი­ღე­ბა/და­ი­ნიშ­ნე­ბა 18 წლის ასა­კი­დან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც ფლობს სა­ხელ­მწი­ფო ენას, აკ­მა­ყო­ფი­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნილ მო­თხოვ­ნებს და რო­მელ­საც თა­ვი­სი პი­როვ­ნუ­ლი და საქ­მი­ა­ნი თვი­სე­ბე­ბის, გა­ნათ­ლე­ბის, ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბი­სა და ფი­ზი­კუ­რი მომ­ზა­დე­ბის შე­სა­ბა­მი­სად შე­უძ­ლია შე­ას­რუ­ლოს და­კის­რე­ბუ­ლი ფუნ­ქცი­ე­ბი.

ყვე­ლა ეს გა­რე­მო­ე­ბა შე­მოწ­მდე­ბა სამ­სა­ხურ­ში მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში. კან­დი­და­ტი, რო­მე­ლიც არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს შე­სა­ბა­მი­სი პო­ზი­ცი­ის­თვის დად­გე­ნილ გა­ნათ­ლე­ბის, ფი­ზი­კუ­რი მომ­ზა­დე­ბის, ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის მო­თხოვ­ნებს, სამ­სა­ხურ­ში არ მი­ი­ღე­ბა.

და­მა­ტე­ბით გან­ვმარ­ტავთ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბა არ შე­ე­ხე­ბა სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებს, გა­მომ­ძი­ებ­ლებს, მარ­თლწეს­რი­გის ოფიც­რებ­სა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ფუნ­ქცი­ე­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ მო­სამ­სა­ხუ­რე­ებს”,- წე­რია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"პოლიციის შესახებ" კანონში ცვლილებები შედის - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?

"პოლიციის შესახებ" კანონში ცვლილებები შედის - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რას ითვალისწინებს „პოლიციის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი.

როგორც უწყება განმარტავს, „პოლიციის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, პოლიციაში სამსახურში მიღების გარკვეული წესების მოდიფიცირებასა და იმ პოზიციებზე, რომელიც გასამხედროებულ რეჟიმს უკავშირდება, მიღების განსხვავებული წესის დადგენას.

ამასთან, აღინიშნება, რომ კანდიდატი, რომელიც არ აკმაყოფილებს შესაბამისი პოზიციისთვის დადგენილ განათლების, ფიზიკური მომზადების, ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებს, სამსახურში არ მიიღება.

  • ამასთან, შსს-ს ცნობით, ცვლილება არ შეეხება საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს, გამომძიებლებს, მართლწესრიგის ოფიცრებსა და ადმინისტრაციული ფუნქციების შემსრულებელ მოსამსახურეებს.

„საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს განვმარტოთ, თუ რას ითვალისწინებს „პოლიციის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი.

როგორც მოგეხსენებათ, პოლიცია შედგება სხვადასხვა დანაყოფისგან, მათ შორის გასამხედროებული დანაყოფებისგან, მათ აქვთ განსხვავებული ფუნქციები, რაც ცხადია, სხვადასხვა დანაყოფში მიღების განსხვავებულ წესსა და სპეციფიკას მოითხოვს.

განვმარტავთ, რომ პოლიციის გასამხედროებულ დანაყოფებში, სადაც სამსახურის გავლის განსხვავებული რეჟიმი მოქმედებს, მსახურობენ სამხედრო წოდების მქონე პირები. ამასთან, სამხედრო მოსამსახურე მიიღება კონკურსის გარეშე.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 1-ელი იანვრიდან სამხედრო სამსახური იარსებებს მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროში 2025 წლის 1-ელი იანვრიდან სამხედრო წოდებით ვერ დაინიშნებიან, რაც განაპირობებს გასამხედროებული დანაყოფების საპოლიციო წესებზე გადასვლას და საპოლიციო კონკურსზე დაქვემდებარებას.

შესაბამისად, „პოლიციის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, პოლიციაში სამსახურის მიღების გარკვეული წესების მოდიფიცირებასა და იმ პოზიციებზე, რომელიც გასამხედროებულ რეჟიმს უკავშირდება, მიღების განსხვავებული წესის დადგენას.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მიღება/დანიშვნა, რა თქმა უნდა, ითვალისწინებს დადგენილი კრიტერიუმის დაკმაყოფილებას. კერძოდ, სამინისტროს მოსამსახურის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე მიიღება/დაინიშნება 18 წლის ასაკიდან საქართველოს მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და რომელსაც თავისი პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ფიზიკური მომზადების შესაბამისად შეუძლია შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები.

ყველა ეს გარემოება შემოწმდება სამსახურში მიღების პროცესში. კანდიდატი, რომელიც არ აკმაყოფილებს შესაბამისი პოზიციისთვის დადგენილ განათლების, ფიზიკური მომზადების, ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებს, სამსახურში არ მიიღება.

დამატებით განვმარტავთ, რომ აღნიშნული ცვლილება არ შეეხება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს, გამომძიებლებს, მართლწესრიგის ოფიცრებსა და ადმინისტრაციული ფუნქციების შემსრულებელ მოსამსახურეებს”,- წერია ინფორმაციაში.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"