საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას“ დეესკალაციისკენ, რომ დაასრულოს ეს ვითარება, რომელიც საქართველოს მოსახლეობას დიდ ფასად უჯდება“ - ევროკავშირის პრესსპიკერი
“მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას“ დეესკალაციისკენ, რომ დაასრულოს ეს ვითარება, რომელიც საქართველოს მოსახლეობას დიდ ფასად უჯდება“ - ევროკავშირის პრესსპიკერი

“ევ­რო­კავ­ში­რი ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და­ში­ნე­ბის, პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის, წა­მე­ბი­სა და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მი­მართ სას­ტი­კი მო­პყრო­ბის შე­წყვე­ტას მო­ი­თხოვს“, - ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას ევ­რო­კავ­ში­რის პრესს­პი­კე­რი ანი­ტა ჰი­პე­რი აკე­თებს, რი­თაც სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს ეხ­მა­უ­რე­ბა.

რო­გორც ევ­რო­კავ­ში­რის პრესს­პი­კე­რი აღ­ნიშ­ნავს, ყვე­ლა გან­ცხა­დე­ბა წა­მე­ბი­სა და სას­ტი­კი მო­პყრო­ბის შე­სა­ხებ სარ­წმუ­ნოდ უნდა იყოს გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი.

"თით­ქმის ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა იცავს თა­ვის დე­მოკ­რა­ტი­ულ და ევ­რო­პულ მის­წრა­ფე­ბებს, პო­ლი­ცი­ის მხრი­დან სას­ტი­კი, უკა­ნო­ნო ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის პი­რის­პირ, გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის უფ­ლე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბი­სას. გრძელ­დე­ბა საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი­სა და ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რე­ბის თვით­ნე­ბუ­რი და­კა­ვე­ბე­ბი, ამავდრო­უ­ლად მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის და არა­ფორ­მა­ლუ­რი ძა­ლა­დობ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბის კონ­კრე­ტულ სა­მიზ­ნეს წარ­მო­ად­გე­ნენ. და­ა­კა­ვეს 400-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 300-ზე მეტი ძა­ლა­დო­ბის და სას­ტი­კი მო­პყრო­ბის მსხვერ­პლი გახ­და, მათ­გან ბევ­რს სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა დას­ჭირ­და. სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი მი­უ­თი­თებს სას­ტიკ და გან­ზრახ ჩა­დე­ნილ ძა­ლა­დო­ბა­ზე, რაც იწ­ვევს სა­ფუძ­ვლი­ან შეშ­ფო­თე­ბას წა­მე­ბა­სა და არა­ა­და­მი­ა­ნურ მო­პყრო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მი­უ­ხე­და­ვად ამ შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი­სა, ჯერ­ჯე­რო­ბით არ­ცერთ პო­ლი­ცი­ელს ან არა­ფორ­მა­ლუ­რი ძა­ლა­დობ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არ დაჰ­კის­რე­ბია. ევ­რო­კავ­ში­რი გმობს ამ რეპ­რე­სი­ულ ქმე­დე­ბებს საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის, მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სა და ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და ყვე­ლა და­კა­ვე­ბუ­ლის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს.

  • ევ­რო­კავ­ში­რი ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და­ში­ნე­ბის, პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის, ასა­ხუ­ლი წა­მე­ბი­სა და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მი­მართ სას­ტი­კი მო­პყრო­ბის შე­წყვე­ტას მო­ი­თხოვს. ძი­რი­თა­დი უფ­ლე­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა მშვი­დო­ბი­ა­ნი შეკ­რე­ბი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, უნდა იყოს და­ცუ­ლი და გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. ყვე­ლა გან­ცხა­დე­ბა წა­მე­ბი­სა და სას­ტი­კი მო­პყრო­ბის შე­სა­ხებ სარ­წმუ­ნოდ უნდა იყოს გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი. მო­ვუ­წო­დებთ ად­გი­ლობ­რივ და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს და სა­ხალ­ხო დამ­ცველს, გა­აგ­რძე­ლონ სა­ქარ­თვე­ლო­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბის დო­კუ­მენ­ტი­რე­ბა.

მო­ვუ­წო­დებთ “ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ დე­ეს­კა­ლა­ცი­ის­კენ, რომ და­ას­რუ­ლოს ეს ვი­თა­რე­ბა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას ძა­ლი­ან დიდ ფა­სად უჯ­დე­ბა. ძა­ლა­დო­ბა არ არის პა­სუ­ხი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მო­თხოვ­ნებ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ულ და ევ­რო­პულ მო­მა­ვალ­თან და­კავ­ში­რე­ბით. შე­გახ­სე­ნებთ, რომ სწო­რედ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მოქ­მე­დე­ბის კურ­სმა ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის პრო­ცე­სის დე ფაქ­ტო შე­ჩე­რე­ბა გა­მო­იწ­ვია. დე­მოკ­რა­ტი­ის გა­ნუ­წყვე­ტელ­მა უკუს­ვლამ და სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ ბოლო დროს გა­მო­ყე­ნე­ბულ­მა რეპ­რე­სი­ულ­მა სა­შუ­ა­ლე­ბებ­მა ჩვენს ორ­მხრივ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე გავ­ლე­ნა იქო­ნია. ევ­რო­კავ­ში­რი და­მა­ტე­ბით ზო­მებს გა­ნი­ხი­ლავს 16 დე­კემ­ბერს, ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბის მო­მა­ვალ შეხ­ვედ­რა­ზე. ევ­რო­კავ­ში­რი სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას და მის დე­მოკ­რა­ტი­ულ და ევ­რო­პულ მის­წრა­ფე­ბებს სო­ლი­და­რო­ბას უცხა­დებს.

ავტორი:

“მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას“ დეესკალაციისკენ, რომ დაასრულოს ეს ვითარება, რომელიც საქართველოს მოსახლეობას დიდ ფასად უჯდება“ - ევროკავშირის პრესსპიკერი

“მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას“ დეესკალაციისკენ, რომ დაასრულოს ეს ვითარება, რომელიც საქართველოს მოსახლეობას დიდ ფასად უჯდება“ - ევროკავშირის პრესსპიკერი

“ევროკავშირი ფართოდ გავრცელებული დაშინების, პოლიტიკური დევნის, წამებისა და მოქალაქეების მიმართ სასტიკი მოპყრობის შეწყვეტას მოითხოვს“, - ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის პრესსპიკერი ანიტა ჰიპერი აკეთებს, რითაც საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

როგორც ევროკავშირის პრესსპიკერი აღნიშნავს, ყველა განცხადება წამებისა და სასტიკი მოპყრობის შესახებ სარწმუნოდ უნდა იყოს გამოძიებული.

"თითქმის ორი კვირის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა იცავს თავის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს, პოლიციის მხრიდან სასტიკი, უკანონო ძალის გამოყენების პირისპირ, გამოხატვის თავისუფლების უფლების რეალიზებისას. გრძელდება საპროტესტო აქციების მონაწილეებისა და ოპოზიციის ლიდერების თვითნებური დაკავებები, ამავდროულად მედიის წარმომადგენლები სამართალდამცავი ორგანოების და არაფორმალური ძალადობრივი ჯგუფების კონკრეტულ სამიზნეს წარმოადგენენ. დააკავეს 400-ზე მეტი ადამიანი და გავრცელებული ინფორმაციით, 300-ზე მეტი ძალადობის და სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი გახდა, მათგან ბევრს სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და საქართველოს სახალხო დამცველის აღმაშფოთებელი შეტყობინებები მიუთითებს სასტიკ და განზრახ ჩადენილ ძალადობაზე, რაც იწვევს საფუძვლიან შეშფოთებას წამებასა და არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით. მიუხედავად ამ შეტყობინებებისა, ჯერჯერობით არცერთ პოლიციელს ან არაფორმალური ძალადობრივი ჯგუფის წევრს პასუხისმგებლობა არ დაჰკისრებია. ევროკავშირი გმობს ამ რეპრესიულ ქმედებებს საპროტესტო აქციების მონაწილეების, მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ და ყველა დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

  • ევროკავშირი ფართოდ გავრცელებული დაშინების, პოლიტიკური დევნის, ასახული წამებისა და მოქალაქეების მიმართ სასტიკი მოპყრობის შეწყვეტას მოითხოვს. ძირითადი უფლებები, როგორიცაა მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, უნდა იყოს დაცული და გარანტირებული საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად. ყველა განცხადება წამებისა და სასტიკი მოპყრობის შესახებ სარწმუნოდ უნდა იყოს გამოძიებული. მოვუწოდებთ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს და სახალხო დამცველს, გააგრძელონ საქართველოში ადამიანის უფლებების ფართოდ გავრცელებული დარღვევების დოკუმენტირება.

მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას“ დეესკალაციისკენ, რომ დაასრულოს ეს ვითარება, რომელიც საქართველოს მოსახლეობას ძალიან დიდ ფასად უჯდება. ძალადობა არ არის პასუხი საპროტესტო აქციების მონაწილეების მოთხოვნებზე საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ მომავალთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ სწორედ “ქართული ოცნების“ მოქმედების კურსმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება გამოიწვია. დემოკრატიის განუწყვეტელმა უკუსვლამ და საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო დროს გამოყენებულმა რეპრესიულმა საშუალებებმა ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე გავლენა იქონია. ევროკავშირი დამატებით ზომებს განიხილავს 16 დეკემბერს, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მომავალ შეხვედრაზე. ევროკავშირი საქართველოს მოსახლეობას და მის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს სოლიდარობას უცხადებს.