სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გვახარებს ის პროგრესი, რასაც ერთად მივაღწიეთ საქართველოში" – "აგროსფეროს" Yara-ს წარმომადგენლები ესტუმრნენ
"გვახარებს ის პროგრესი, რასაც ერთად მივაღწიეთ საქართველოში" – "აგროსფეროს" Yara-ს წარმომადგენლები ესტუმრნენ

ინო­ვა­ცი­უ­რი სა­სუ­ქე­ბის ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის, Yara-ს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი – ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის მე­ნე­ჯე­რი ევ­რო­პა­ში, რემ­კო ბრო­სი და კავ­კა­სი­ი­სა და ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ის ქვეყ­ნე­ბის მე­ნე­ჯე­რი, ვა­დიმ ლევ­კოვ­სკი სა­ქარ­თვე­ლოს ეწ­ვივ­ნენ. ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში, სტუმ­რებ­მა პარტნი­ორ კომ­პა­ნია „აგ­როს­ფე­როს­თან“ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაღ­რმა­ვე­ბა­ზე იმ­სჯე­ლეს. ამას­თა­ნა­ვე, წა­რად­გი­ნეს პრო­დუქ­ცი­ის ახა­ლი ხაზი, რო­მე­ლიც ქარ­თულ ბა­ზარ­ზე სულ მალე შე­მო­ვა.

რამ­დენ წელს ით­ვლის ორ კომ­პა­ნი­ას შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა? რით არის გა­მორ­ჩე­უ­ლი Yara-ს პრო­დუქ­ცია და რო­გორ იქ­მნე­ბა ისი­ნი? – რემ­კო ბროს­სა და ვა­დიმ ლევ­კოვ­სკის ამ და სხვა სა­კი­თხებ­ზე ვე­სა­უბ­რეთ.

რამ­დენ­წლი­ა­ნი პარტნი­ო­რო­ბა აკავ­ში­რებს Yara-ს „აგ­როს­ფე­როს­თან“?

ვა­დიმ ლევ­კოვ­სკი: Yara „აგ­როს­ფე­როს­თან“ უკვე 19 წე­ლია, თა­ნამ­შრომ­ლობს. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვე­ნი პარტნი­ო­რო­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გან­ვი­თარ­და და ძა­ლი­ან მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბა ჩა­მოგ­ვი­ყა­ლიბ­და, რი­თაც ჩვე­ნი გუნ­დი ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლია. რაც მთა­ვა­რია, გვა­ხა­რებს ის პროგ­რე­სი, რა­საც ერ­თად მი­ვაღ­წი­ეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში. ეს ყვე­ლა­ფე­რი არ არის, წინ კი­დევ ბევ­რი ერ­თობ­ლი­ვი გეგ­მა გვაქვს.

სა­ქარ­თვე­ლო­ში სტუმ­რო­ბი­სას, „აგ­როს­ფე­როს“ თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის ჩა­ა­ტა­რეთ სე­მი­ნა­რი. რას შე­ე­ხე­ბო­და ის?

ვა­დიმ ლევ­კოვ­სკი: სე­მი­ნა­რის მი­ზა­ნი იყო არა მხო­ლოდ „აგ­როს­ფე­როს“ მე­ნე­ჯე­რე­ბის­თვის, არა­მედ მთლი­ა­ნი გუნ­დის­თვის გაგ­ვეც­ნო Yara-ს ახა­ლი პრო­დუქ­ცი­ის, ბი­ოს­ტი­მუ­ლა­ტო­რე­ბის ხაზი – YaraAmplix. გვჯე­რა, ამ ტი­პის პრო­დუქ­ცია დიდ დახ­მა­რე­ბას გა­უ­წევს ქარ­თველ ფერ­მე­რებს.

გვი­ხა­რია, რომ შე­საძ­ლებ­ლო­ბა გვაქვს პე­რი­ო­დუ­ლად შევხდეთ „აგ­როს­ფე­როს“ გუნდს, რად­გან ეს თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაღ­რმა­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს. ამას­თა­ნა­ვე, ამ ტი­პის ინ­ტე­რაქ­ცია ცოდ­ნი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის სა­უ­კე­თე­სო გზაა.

მოგ­ვი­ყე­ვით Yara-ს შე­სა­ხებ. რა პრო­დუქ­ცი­ას აწარ­მო­ებს კომ­პა­ნია?

რემ­კო ბრო­სი: Yara გლო­ბა­ლუ­რად ცნო­ბი­ლი და ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი სა­სუ­ქე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნი­აა. მთა­ვარ ფო­კუსს ხა­რის­ხი­ა­ნი და მა­ღა­ლე­ფექ­ტუ­რი პრო­დუქ­ცი­ის შექ­მნა­ზე ვა­კე­თებთ. ამას­თა­ნა­ვე, ჩვე­ნი მი­ზა­ნია, ხელი შე­ვუ­წყოთ მდგრა­დი მე­ურ­ნე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბას.

იმი­სათ­ვის, რომ მა­ღა­ლი ხა­რის­ხის პრო­დუქ­ცია მი­ვი­ღოთ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია სწო­რი და უსაფრ­თხო ნედ­ლე­უ­ლის შერ­ჩე­ვა. ამი­ტომ ამ პრო­ცესს უდი­დეს მნიშ­ვნე­ლო­ბას ვა­ნი­ჭებთ. იმას, რომ Yara-ს სა­სუ­ქე­ბი მარ­თლაც გა­მორ­ჩე­უ­ლია, ჩვენ მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ISO სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბიც მოწ­მობს.

რამ­დე­ნად იყე­ნებთ მო­წი­ნა­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ებს წარ­მო­ე­ბის პრო­ცეს­ში?

რემ­კო ბრო­სი: Yara-ს წარ­მო­ე­ბა უახ­ლეს ტექ­ნო­ლო­გი­ებს ეფუძ­ნე­ბა, რად­გან ეს ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­დუქ­ცი­ის შექ­მნის ერთ-ერთი წი­ნა­პი­რო­ბაა. თუმ­ცა ამ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მიღ­მა უდი­დე­სი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა დგას.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ­ჟა­მად შენ­დე­ბა ახა­ლი ქარ­ხა­ნა YaraVita-ს ხა­ზის პრო­დუქ­ცი­ის­თვის, რო­მე­ლიც 2025 წლის ბო­ლოს­თვის ამოქ­მედ­დე­ბა და გა­ა­ორ­მა­გებს ჩვე­ნი წარ­მო­ე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს. თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ის მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­ხა­ნა იქ­ნე­ბა.

უნდა ვახ­სე­ნოთ Yara-ს ანა­ლი­ტი­კუ­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­აც. რაში ეხ­მა­რე­ბა ის ფერ­მე­რებს?

ვა­დიმ ლევ­კოვ­სკი: Yara-ს ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ნი­ა­და­გი­სა თუ ფოთ­ლის ანა­ლი­ზი კეთ­დე­ბა. ის შე­საძ­ლებ­ლო­ბას გვაძ­ლევს შე­ვის­წავ­ლოთ ნი­ა­და­გის პო­ტენ­ცი­ა­ლი თუ მცე­ნა­რის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი და სა­სუ­ქე­ბიც შე­სა­ბა­მი­სად შე­ვარ­ჩი­ოთ. სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის სწო­რად და­გეგ­მვით კი არა მარ­ტო ხა­რის­ხი­ან და მა­ღალ მო­სა­ვალს ვი­ღებთ, არა­მედ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ვზო­გავთ ხარ­ჯებ­საც.

რემ­კო ბრო­სი: „აგ­როს­ფე­როს“ მეშ­ვე­ო­ბით Yara-ს ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ზე ხელი მი­უწ­ვდე­ბათ ქარ­თველ ფერ­მე­რებ­საც. ეს ხელ­საყ­რე­ლია არა მხო­ლოდ მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის, არა­მედ Yara-სთვი­საც. სა­ქარ­თვე­ლოს ნი­ა­და­გის შეს­წავ­ლა, მისი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის გა­მოკ­ვლე­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბას გვაძ­ლევს სწო­რად შე­ვარ­ჩი­ოთ პრო­დუქ­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ბაზ­რის­თვის ან შევ­ქმნათ ისე­თე­ბი, რომ­ლე­ბიც ქარ­თველ ფერ­მე­რებს პრობ­ლე­მე­ბის ეფექ­ტუ­რად გა­დაჭ­რა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.

NS

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"გვახარებს ის პროგრესი, რასაც ერთად მივაღწიეთ საქართველოში" – "აგროსფეროს" Yara-ს წარმომადგენლები ესტუმრნენ

"გვახარებს ის პროგრესი, რასაც ერთად მივაღწიეთ საქართველოში" – "აგროსფეროს" Yara-ს წარმომადგენლები ესტუმრნენ

ინოვაციური სასუქების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიის, Yara-ს წარმომადგენლები – ბიზნესის განვითარების მენეჯერი ევროპაში, რემკო ბროსი და კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მენეჯერი, ვადიმ ლევკოვსკი საქართველოს ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა პარტნიორ კომპანია „აგროსფეროსთან“ თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს. ამასთანავე, წარადგინეს პროდუქციის ახალი ხაზი, რომელიც ქართულ ბაზარზე სულ მალე შემოვა.

რამდენ წელს ითვლის ორ კომპანიას შორის თანამშრომლობა? რით არის გამორჩეული Yara-ს პროდუქცია და როგორ იქმნება ისინი? – რემკო ბროსსა და ვადიმ ლევკოვსკის ამ და სხვა საკითხებზე ვესაუბრეთ.

რამდენწლიანი პარტნიორობა აკავშირებს Yara-ს „აგროსფეროსთან“?

ვადიმ ლევკოვსკი: Yara „აგროსფეროსთან“ უკვე 19 წელია, თანამშრომლობს. ამ ხნის განმავლობაში ჩვენი პარტნიორობა მნიშვნელოვნად განვითარდა და ძალიან მჭიდრო ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, რითაც ჩვენი გუნდი ძალიან კმაყოფილია. რაც მთავარია, გვახარებს ის პროგრესი, რასაც ერთად მივაღწიეთ საქართველოში. ეს ყველაფერი არ არის, წინ კიდევ ბევრი ერთობლივი გეგმა გვაქვს.

საქართველოში სტუმრობისას, „აგროსფეროს“ თანამშრომლებისთვის ჩაატარეთ სემინარი. რას შეეხებოდა ის?

ვადიმ ლევკოვსკი: სემინარის მიზანი იყო არა მხოლოდ „აგროსფეროს“ მენეჯერებისთვის, არამედ მთლიანი გუნდისთვის გაგვეცნო Yara-ს ახალი პროდუქციის, ბიოსტიმულატორების ხაზი – YaraAmplix. გვჯერა, ამ ტიპის პროდუქცია დიდ დახმარებას გაუწევს ქართველ ფერმერებს.

გვიხარია, რომ შესაძლებლობა გვაქვს პერიოდულად შევხდეთ „აგროსფეროს“ გუნდს, რადგან ეს თანამშრომლობის გაღრმავების საშუალებას გვაძლევს. ამასთანავე, ამ ტიპის ინტერაქცია ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების საუკეთესო გზაა.

მოგვიყევით Yara-ს შესახებ. რა პროდუქციას აწარმოებს კომპანია?

რემკო ბროსი: Yara გლობალურად ცნობილი და ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სასუქების მწარმოებელი კომპანიაა. მთავარ ფოკუსს ხარისხიანი და მაღალეფექტური პროდუქციის შექმნაზე ვაკეთებთ. ამასთანავე, ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ მდგრადი მეურნეობის განვითარებას.

იმისათვის, რომ მაღალი ხარისხის პროდუქცია მივიღოთ, აუცილებელია სწორი და უსაფრთხო ნედლეულის შერჩევა. ამიტომ ამ პროცესს უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ. იმას, რომ Yara-ს სასუქები მართლაც გამორჩეულია, ჩვენ მიერ მოპოვებული ISO სერტიფიკატებიც მოწმობს.

რამდენად იყენებთ მოწინავე ტექნოლოგიებს წარმოების პროცესში?

რემკო ბროსი: Yara-ს წარმოება უახლეს ტექნოლოგიებს ეფუძნება, რადგან ეს ხარისხიანი პროდუქციის შექმნის ერთ-ერთი წინაპირობაა. თუმცა ამ ტექნოლოგიების მიღმა უდიდესი ცოდნა და გამოცდილება დგას.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად შენდება ახალი ქარხანა YaraVita-ს ხაზის პროდუქციისთვის, რომელიც 2025 წლის ბოლოსთვის ამოქმედდება და გააორმაგებს ჩვენი წარმოების შესაძლებლობებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ქარხანა იქნება.

უნდა ვახსენოთ Yara-ს ანალიტიკური ლაბორატორიაც. რაში ეხმარება ის ფერმერებს?

ვადიმ ლევკოვსკი: Yara-ს ლაბორატორიაში ნიადაგისა თუ ფოთლის ანალიზი კეთდება. ის შესაძლებლობას გვაძლევს შევისწავლოთ ნიადაგის პოტენციალი თუ მცენარის საჭიროებები და სასუქებიც შესაბამისად შევარჩიოთ. სასოფლო-სამეურნეო ღონისძიებების სწორად დაგეგმვით კი არა მარტო ხარისხიან და მაღალ მოსავალს ვიღებთ, არამედ მნიშვნელოვნად ვზოგავთ ხარჯებსაც.

რემკო ბროსი: „აგროსფეროს“ მეშვეობით Yara-ს ლაბორატორიაზე ხელი მიუწვდებათ ქართველ ფერმერებსაც. ეს ხელსაყრელია არა მხოლოდ მომხმარებლებისთვის, არამედ Yara-სთვისაც. საქართველოს ნიადაგის შესწავლა, მისი საჭიროებების გამოკვლევა შესაძლებლობას გვაძლევს სწორად შევარჩიოთ პროდუქტები საქართველოს ბაზრისთვის ან შევქმნათ ისეთები, რომლებიც ქართველ ფერმერებს პრობლემების ეფექტურად გადაჭრაში დაეხმარება.

NS