მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“არცერთი სამართალდამცავი, ვინც აქციების მონაწილეებზე ძალადობდა, პასუხისმგებლობაში არ მიცემულა“ - საია
“არცერთი სამართალდამცავი, ვინც აქციების მონაწილეებზე ძალადობდა, პასუხისმგებლობაში არ მიცემულა“ - საია

“2024 წლის 28 ნო­ემ­ბრის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­წყე­ბუ­ლი მას­შტა­ბუ­რი პრო­ტეს­ტის ფონ­ზე, 30-ზე მეტი მო­ქა­ლა­ქე სის­ხლის სა­მარ­თლის წე­სით და­ა­კა­ვეს და პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­დეს, თუმ­ცა არ­ცერ­თი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი, ვინც აქ­ცი­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ებ­ზე ძა­ლა­დობ­და, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ში არ მი­ცე­მუ­ლა“, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას “სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცია“ ავ­რცე­ლებს.

  • საია დე­მონ­სტრან­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ წარ­მო­ე­ბუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გებს აქ­ვეყ­ნებს.

საია-ს მო­ნი­ტო­რინ­გის მი­ხედ­ვით, სა­სა­მარ­თლო­ებ­ში და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის­თვის პა­ტიმ­რო­ბა გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გა­რე­მო­ე­ბე­ბის გა­უთ­ვა­ლის­წი­ნებ­ლად. და­კა­ვე­ბულ­თა შო­რის არი­ან სტუ­დენ­ტე­ბი, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი პი­რე­ბი და ოჯა­ხე­ბის ერ­თა­დერ­თი მარ­ჩენ­ლე­ბი.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ბრალ­დე­ბე­ბი ხში­რად არ ეფუძ­ნე­ბა და­მა­ჯე­რე­ბელ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს, ხოლო მო­სა­მარ­თლე­ე­ბი ნაკ­ლე­ბად ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან ბრალ­დე­ბის და­სა­ბუ­თე­ბით.

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი მი­უ­თი­თე­ბენ ძა­ლა­დო­ბის, და­მამ­ცი­რე­ბე­ლი მო­პყრო­ბი­სა და უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა­ზე, რა­საც სა­სა­მარ­თლო­ე­ბი უმე­ტე­სად უგუ­ლე­ბელ­ყო­ფენ.

“საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სის­ხლის სა­მარ­თლის წე­სით და­კა­ვე­ბუ­ლია 30-ზე მეტი მო­ქა­ლა­ქე. ამას­თან, ამ დრომ­დე არ­ცერ­თი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი, რომ­ლებ­მაც აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სას­ტი­კი და­ნა­შა­უ­ლე­ბი ჩა­ი­დი­ნეს, არ მი­ცე­მუ­ლა სის­ხლის სა­მარ­თლებ­რივ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში. სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი­სად­მი საია-ს არა­ერ­თგზის მი­მარ­თვის მი­უ­ხე­და­ვად, პო­ლი­ცი­ის ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვე­ბი, მათ შო­რის, 2023 წლის მარტსა და 2024 წლის აპ­რილ-მა­ის­ში, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის დროს, გა­მო­უ­ძი­ე­ბე­ლი რჩე­ბა. ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბის ასე­თი და­ბა­ლი ხა­რის­ხი და­უს­ჯე­ლო­ბას პრაქ­ტი­კად აქ­ცევს. ამის პა­რა­ლე­ლუ­რად კი, მზარ­დია სის­ხლის სა­მარ­თლის ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა აქ­ტი­ვის­ტე­ბის მი­მართ, რისი ერთ-ერთი მი­ზა­ნიც, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის ჩახ­შო­ბაა“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია საია-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ცნო­ბით, რამ­დე­ნი­მე და­კა­ვე­ბულ­მა დე­მონ­სტრან­ტმა აღ­ნიშ­ნა მათ­ზე და­კა­ვე­ბის დროს ტრან­სპორ­ტი­რე­ბი­სა თუ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბის ფაქ­ტე­ბის შე­სა­ხებ.

“ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა ჩვე­ნე­ბა მის­ცა, რომ და­კა­ვე­ბი­სას მან­ქა­ნა­ში ჩას­ვეს და სცე­მეს. საბა სხვი­ტა­რი­ძემ დე­ტა­ლუ­რად აღ­წე­რა წა­მე­ბი­სა და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა. სხვი­ტა­რი­ძის გან­მარ­ტე­ბით, ის პო­ლი­ცი­ამ ზეს­ტა­ფო­ნის გზა­ზე და­ა­კა­ვა, მის­თვის არ გა­ნუ­მარ­ტავთ და­კა­ვე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი, არც ად­ვო­კატ­თან და­კავ­ში­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცეს, შემ­დეგ გა­დას­ცეს გორ­თან გა­ურ­კვე­ველ ოპე­რა­ტი­ულ ჯგუფს და გა­და­იყ­ვა­ნეს დი­ღომ­ში მდე­ბა­რე პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლო­ში. დი­ღომ­ში, სამ­მარ­თვე­ლოს შე­ნო­ბა­ში, მე­ხუ­თე სარ­თულ­ზე, მას ოთხი ნიღ­ბი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და და სცე­მა, შემ­დგომ კი ამა­ვე შე­ნო­ბის მერ­ვე სარ­თულ­ზე სა­პატ­რუ­ლო ფორ­მა­ში ჩაც­მულ­მა პი­როვ­ნე­ბამ, რო­მელ­საც ნი­ღა­ბი ეკე­თა, სხვა პი­რებ­თან ერ­თად კვლავ იძა­ლა­და მას­ზე. რე­ვაზ კიკ­ნა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ მას ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლი­სა და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის ქვეშ აი­ძუ­ლებ­დნენ ეღი­ა­რე­ბი­ნა და­ნა­შა­უ­ლი და და­ე­და­ნა­შა­უ­ლე­ბი­ნა სხვე­ბი, რაც გა­მო­იწ­ვევ­და მის მი­მართ სის­ტე­მის მხრი­დან ლო­ი­ა­ლურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას. ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მიერ სა­სა­მარ­თლოს­თვის მი­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, სხვა გა­მოც­დი­ლე­ბებ­თან ერ­თად, გა­ნამ­ტკი­ცებს იმ ფაქტს, რომ პი­რე­ბის მი­მართ წა­მე­ბას, არა­ა­და­მი­ა­ნურ და და­მამ­ცი­რე­ბელ მო­პყრო­ბას სის­ტე­მუ­რი და ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ხა­სი­ა­თი აქვს. თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, მო­სა­მარ­თლე­ებს არ სურ­დათ ამ დარ­ღვე­ვე­ბის გან­ხილ­ვა. კერ­ძოდ, მა­გა­ლი­თად, მო­სა­მარ­თლემ ნანა შა­მა­თა­ვამ და­ა­ზუს­ტა, ძა­ლა­დო­ბა მოხ­და სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი და­კა­ვე­ბი­სას თუ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი და­კა­ვე­ბის ფარ­გლებ­ში. ად­ვო­კა­ტებ­მა გან­მარ­ტეს, რომ ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტი და­ფიქ­სირ­და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი და­კა­ვე­ბი­სას, თუმ­ცა ფაქ­ტობ­რი­ვად ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი და სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი და­კა­ვე­ბა გან­გრძო­ბი­თი იყო. კერ­ძოდ, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც თავ­და­პირ­ვე­ლად 48 სა­ა­თი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით იყ­ვნენ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი, შემ­დგომ­ში ფაქ­ტობ­რი­ვად შე­აბ­რუ­ნეს იზო­ლა­ტორ­ში, ამ­ჯე­რად უკვე სის­ხლის სა­მარ­თლის წე­სით, სა­თა­ნა­დო პრო­ცე­დუ­რუ­ლი გა­რან­ტი­ე­ბის გა­რე­შე. ბევ­რმა ბრალ­დე­ბულ­მა ასე­ვე ისა­უბ­რა იმა­ზე, რომ შე­ე­ზღუ­დათ დაც­ვის უფ­ლე­ბა. მო­სა­მარ­თლის პო­ზი­ცი­ით, რად­გან უშუ­ა­ლოდ სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი წე­სით და­კა­ვე­ბი­სას არ უძა­ლა­დი­ათ პირ­ზე, ეს მისი გან­სა­ხილ­ვე­ლი არ იყო. ასე­თი თვით­შე­ზღუდ­ვით მიდ­გო­მა, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, რო­დე­საც სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის მიერ იშ­ლე­ბო­და ზღვა­რი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ და სის­ხლის სა­მარ­თლის სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბებს შო­რის, არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა კა­ნონ­მდებ­ლო­ბას და ხაზს უს­ვამს მო­სა­მარ­თლის გულ­გრი­ლო­ბას. არ­ცერ­თი ბრალ­დე­ბუ­ლი ამ დრო­ის­თვის წარ­დგე­ნილ ბრალს არ აღი­ა­რებს, ამას­თან სა­ყუ­რა­დღე­ბოა, რომ უმე­ტე­სო­ბას­თან ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბის (ჩხრე­კა/პი­რა­დი ჩხრე­კა) შე­დე­გად არ მომ­ხდა­რა რა­ი­მე კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ნივ­თის ამო­ღე­ბა“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია საია-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ცნო­ბით, გარ­და სა­მარ­თლებ­რი­ვი პრობ­ლე­მე­ბი­სა, სის­ხლის სა­მარ­თლის სხდო­მე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის ნა­წილ­ში გა­მო­იკ­ვე­თა ისე­თი ხა­სი­ა­თის ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა სხდო­მე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე წვდო­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბის არ­ქო­ნა, რაც გარ­კვე­ულ­წი­ლად არ­ღვევს სა­ჯა­რო­ო­ბის პრინ­ციპს.

სრუ­ლი გან­ცხა­დე­ბა იხი­ლეთ ბმულ­ზე

ავტორი:

“არცერთი სამართალდამცავი, ვინც აქციების მონაწილეებზე ძალადობდა, პასუხისმგებლობაში არ მიცემულა“ - საია

“არცერთი სამართალდამცავი, ვინც აქციების მონაწილეებზე ძალადობდა, პასუხისმგებლობაში არ მიცემულა“ - საია

“2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ საქართველოში დაწყებული მასშტაბური პროტესტის ფონზე, 30-ზე მეტი მოქალაქე სისხლის სამართლის წესით დააკავეს და პატიმრობა შეუფარდეს, თუმცა არცერთი სამართალდამცავი, ვინც აქციების მონაწილეებზე ძალადობდა, პასუხისმგებლობაში არ მიცემულა“, - ამის შესახებ ინფორმაციას “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ავრცელებს.

  • საია დემონსტრანტების წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს.

საია-ს მონიტორინგის მიხედვით, სასამართლოებში დაკავებულებისთვის პატიმრობა გამოიყენება ინდივიდუალური გარემოებების გაუთვალისწინებლად. დაკავებულთა შორის არიან სტუდენტები, სოციალურად დაუცველი პირები და ოჯახების ერთადერთი მარჩენლები.

მათივე ცნობით, ბრალდებები ხშირად არ ეფუძნება დამაჯერებელ მტკიცებულებებს, ხოლო მოსამართლეები ნაკლებად ინტერესდებიან ბრალდების დასაბუთებით.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, დაკავებულები მიუთითებენ ძალადობის, დამამცირებელი მოპყრობისა და უფლებების დარღვევაზე, რასაც სასამართლოები უმეტესად უგულებელყოფენ.

“საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის წესით დაკავებულია 30-ზე მეტი მოქალაქე. ამასთან, ამ დრომდე არცერთი სამართალდამცავი, რომლებმაც აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს, არ მიცემულა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში. სპეციალური საგამოძიებო სამსახურისადმი საია-ს არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, პოლიციის ძალადობის შემთხვევები, მათ შორის, 2023 წლის მარტსა და 2024 წლის აპრილ-მაისში, საპროტესტო აქციების დროს, გამოუძიებელი რჩება. ანგარიშვალდებულების ასეთი დაბალი ხარისხი დაუსჯელობას პრაქტიკად აქცევს. ამის პარალელურად კი, მზარდია სისხლის სამართლის ინსტრუმენტების გამოყენება აქტივისტების მიმართ, რისი ერთ-ერთი მიზანიც, განსხვავებული აზრის ჩახშობაა“, - აღნიშნულია საია-ს განცხადებაში.

ორგანიზაციის ცნობით, რამდენიმე დაკავებულმა დემონსტრანტმა აღნიშნა მათზე დაკავების დროს ტრანსპორტირებისა თუ განყოფილებაში მიმდინარე არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესახებ.

“ალეკო ელისაშვილმა ჩვენება მისცა, რომ დაკავებისას მანქანაში ჩასვეს და სცემეს. საბა სხვიტარიძემ დეტალურად აღწერა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამოცდილება. სხვიტარიძის განმარტებით, ის პოლიციამ ზესტაფონის გზაზე დააკავა, მისთვის არ განუმარტავთ დაკავების საფუძველი, არც ადვოკატთან დაკავშირების შესაძლებლობა მისცეს, შემდეგ გადასცეს გორთან გაურკვეველ ოპერატიულ ჯგუფს და გადაიყვანეს დიღომში მდებარე პოლიციის სამმართველოში. დიღომში, სამმართველოს შენობაში, მეხუთე სართულზე, მას ოთხი ნიღბიანი ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა და სცემა, შემდგომ კი ამავე შენობის მერვე სართულზე საპატრულო ფორმაში ჩაცმულმა პიროვნებამ, რომელსაც ნიღაბი ეკეთა, სხვა პირებთან ერთად კვლავ იძალადა მასზე. რევაზ კიკნაძემ განაცხადა, რომ მას ფსიქოლოგიური ზეწოლისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ქვეშ აიძულებდნენ ეღიარებინა დანაშაული და დაედანაშაულებინა სხვები, რაც გამოიწვევდა მის მიმართ სისტემის მხრიდან ლოიალურ დამოკიდებულებას. ბრალდებულების მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია, სხვა გამოცდილებებთან ერთად, განამტკიცებს იმ ფაქტს, რომ პირების მიმართ წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას სისტემური და ფართომასშტაბიანი ხასიათი აქვს. თუმცა, როგორც ჩანს, მოსამართლეებს არ სურდათ ამ დარღვევების განხილვა. კერძოდ, მაგალითად, მოსამართლემ ნანა შამათავამ დააზუსტა, ძალადობა მოხდა სისხლისსამართლებრივი დაკავებისას თუ ადმინისტრაციული დაკავების ფარგლებში. ადვოკატებმა განმარტეს, რომ ძალადობის ფაქტი დაფიქსირდა ადმინისტრაციული დაკავებისას, თუმცა ფაქტობრივად ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი დაკავება განგრძობითი იყო. კერძოდ, ბრალდებულები, რომლებიც თავდაპირველად 48 საათი ადმინისტრაციული წესით იყვნენ დაკავებულები, შემდგომში ფაქტობრივად შეაბრუნეს იზოლატორში, ამჯერად უკვე სისხლის სამართლის წესით, სათანადო პროცედურული გარანტიების გარეშე. ბევრმა ბრალდებულმა ასევე ისაუბრა იმაზე, რომ შეეზღუდათ დაცვის უფლება. მოსამართლის პოზიციით, რადგან უშუალოდ სისხლისსამართლებრივი წესით დაკავებისას არ უძალადიათ პირზე, ეს მისი განსახილველი არ იყო. ასეთი თვითშეზღუდვით მიდგომა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სამართალდამცავი ორგანოების მიერ იშლებოდა ზღვარი ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის სამართალწარმოებებს შორის, არ შეესაბამება კანონმდებლობას და ხაზს უსვამს მოსამართლის გულგრილობას. არცერთი ბრალდებული ამ დროისთვის წარდგენილ ბრალს არ აღიარებს, ამასთან საყურადღებოა, რომ უმეტესობასთან ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების (ჩხრეკა/პირადი ჩხრეკა) შედეგად არ მომხდარა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთის ამოღება“, - აღნიშნულია საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზაციის ცნობით, გარდა სამართლებრივი პრობლემებისა, სისხლის სამართლის სხდომების მონიტორინგის ნაწილში გამოიკვეთა ისეთი ხასიათის ტექნიკური პრობლემები, როგორებიცაა სხდომების შესახებ ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობის არქონა, რაც გარკვეულწილად არღვევს საჯაროობის პრინციპს.

სრული განცხადება იხილეთ ბმულზე