საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"BBC-მ სასამართლო დავის შედეგად, თავისი ე.წ. საგამოძიებო სიუჟეტები და სტატიები გაიხმო - დადასტურდა, რომ ბრალდებები წარმოადგენდა უმძიმეს ცილისწამებას" - დავით კეზერაშვილი
"BBC-მ სასამართლო დავის შედეგად, თავისი ე.წ. საგამოძიებო სიუჟეტები და სტატიები გაიხმო - დადასტურდა, რომ ბრალდებები წარმოადგენდა უმძიმეს ცილისწამებას" - დავით კეზერაშვილი

თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ტე­ლე­კომ­პა­ნია BBC-ს, მის შე­სა­ხებ მომ­ზა­დე­ბუ­ლი სი­უ­ჟე­ტე­ბის საქ­მე­ზე, სა­სა­მარ­თლო დავა მო­უ­გო.

რო­გორც კე­ზე­რაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, შე­დე­გად, BBC-მ ყვე­ლა პლატ­ფორ­მი­დან მის შე­სა­ხებ მომ­ზა­დე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბი აიღო.

"ტე­ლე­კომ­პა­ნია BBC-მ, ჩემ მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო და­ვის შე­დე­გად, ყვე­ლა თა­ვი­სი პლატ­ფორ­მი­დან გა­იხ­მო ე.წ. სა­გა­მო­ძი­ე­ბო სი­უ­ჟე­ტე­ბი, სტა­ტია თუ სხვა მა­სა­ლა, რი­თაც დას­რულ­და თით­ქმის ორ­წლი­ა­ნი ე.წ. "ბი­ბი­სის“ ცი­ლის­წა­მე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სი, რა­მაც ფაქ­ტობ­რი­ვად და­დას­ტურ­და, რომ გა­მოთ­ქმუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი წარ­მო­ად­გენ­და უმ­ძი­მეს ცი­ლის­წა­მე­ბას ჩემი მი­სა­მარ­თით.

BBC-მ ასე­ვე ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აიღო, რომ არც მო­მა­ვალ­ში და­უბ­რუნ­დე­ბა ჩემს მი­მართ მათ პლატ­ფორ­მებ­ზე გა­სუ­ლი ცი­ლისმწა­მებ­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბას.

BBC ამი­ნა­ზღა­უ­რებს ჩემს სარ­ჩელ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ყვე­ლა იუ­რი­დი­ულ ხარჯს.

სა­სა­მარ­თლოს­თვის მომ­ზა­დე­ბუ­ლი ყვე­ლა მა­სა­ლა, აუ­დი­რე­ბუ­ლი ან­გა­რი­შე­ბი, თუ იუ­რი­დი­უ­ლი და სა­კონ­სულ­ტა­ციო კომ­პა­ნი­ე­ბის მომ­ზა­დე­ბუ­ლი ან­გა­რი­შე­ბი, ცალ­სა­ხად და არა­ერ­თგვა­როვ­ნად აჩ­ვე­ნებს, რომ ბრალ­დე­ბა იმის თა­ო­ბა­ზე, თით­ქოს შე­საძ­ლოა, ვსარ­გებ­ლობ­დე რა­ი­მე ტი­პის უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლით, სრუ­ლი სიც­რუ­ეა. ხოლო სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ ჩემ წი­ნა­აღ­მდეგ აგო­რე­ბუ­ლი შემ­დგო­მი კამ­პა­ნი­აც, ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის და სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­გობ­რე­ბის სიც­რუ­ე­ში შეყ­ვა­ნას ისა­ხავ­და მიზ­ნად.

ამას სა­ქარ­თვე­ლოს გა­რეთ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სხვა სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბის შე­დე­გე­ბიც ადას­ტუ­რებს.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ყვე­ლა მსგავ­სი კამ­პა­ნია სა­სა­მარ­თლო­ებ­მა ან ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბის უხეშ დარ­ღვე­ვად (2024 წლის ე.წ. სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა) ან პო­ლი­ტი­კურ დევ­ნად შე­ა­ფა­სეს (საფ­რან­გე­თი­სა და დიდი ბრი­ტა­ნე­თის სა­სა­მარ­თლო­ე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი).

მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო იუ­რი­დი­ულ გუნდს, რო­მელ­მაც ბევ­რი იშ­რო­მა, რათა ჩემი სი­მარ­თლე დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი­ყო“, - წერს და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, ე.წ. ქოლ­ცენ­ტრე­ბის თაღ­ლი­თურ სქე­მა­ზე BBC-იმ ფილ­მი 2023 წლის აპ­რილ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა. დო­კუ­მენ­ტურ ფილმში და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში მდე­ბა­რე ბევ­რი ქოლ­ცენ­ტრის დამ­ფუძ­ნებ­ლად სა­ხელ­დე­ბო­და. BBC-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი ქოლ­ცენ­ტრე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ე.წ. პიქ­სე­ლის შე­ნო­ბა­ში მდე­ბა­რე­ობ­და და ბევ­რი მათ­გა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის, და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის მიერ იყო და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ან და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. ფილმში მას “მის­ტერ ოფ­შო­რად” მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა

"BBC-მ სასამართლო დავის შედეგად, თავისი ე.წ. საგამოძიებო სიუჟეტები და სტატიები გაიხმო - დადასტურდა, რომ ბრალდებები წარმოადგენდა უმძიმეს ცილისწამებას" - დავით კეზერაშვილი

"BBC-მ სასამართლო დავის შედეგად, თავისი ე.წ. საგამოძიებო სიუჟეტები და სტატიები გაიხმო - დადასტურდა, რომ ბრალდებები წარმოადგენდა უმძიმეს ცილისწამებას" - დავით კეზერაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის განცხადებით, ტელეკომპანია BBC-ს, მის შესახებ მომზადებული სიუჟეტების საქმეზე, სასამართლო დავა მოუგო.

როგორც კეზერაშვილი სოციალურ ქსელში წერს, შედეგად, BBC-მ ყველა პლატფორმიდან მის შესახებ მომზადებული მასალები აიღო.

"ტელეკომპანია BBC-მ, ჩემ მიერ წარმოებული სასამართლო დავის შედეგად, ყველა თავისი პლატფორმიდან გაიხმო ე.წ. საგამოძიებო სიუჟეტები, სტატია თუ სხვა მასალა, რითაც დასრულდა თითქმის ორწლიანი ე.წ. "ბიბისის“ ცილისწამებასთან დაკავშირებული პროცესი, რამაც ფაქტობრივად დადასტურდა, რომ გამოთქმული ბრალდებები წარმოადგენდა უმძიმეს ცილისწამებას ჩემი მისამართით.

BBC-მ ასევე ვალდებულება აიღო, რომ არც მომავალში დაუბრუნდება ჩემს მიმართ მათ პლატფორმებზე გასული ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებას.

BBC ამინაზღაურებს ჩემს სარჩელთან დაკავშირებულ ყველა იურიდიულ ხარჯს.

სასამართლოსთვის მომზადებული ყველა მასალა, აუდირებული ანგარიშები, თუ იურიდიული და საკონსულტაციო კომპანიების მომზადებული ანგარიშები, ცალსახად და არაერთგვაროვნად აჩვენებს, რომ ბრალდება იმის თაობაზე, თითქოს შესაძლოა, ვსარგებლობდე რაიმე ტიპის უკანონო შემოსავლით, სრული სიცრუეა. ხოლო საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩემ წინააღმდეგ აგორებული შემდგომი კამპანიაც, ქართული საზოგადოების და საერთაშორისო მეგობრების სიცრუეში შეყვანას ისახავდა მიზნად.

ამას საქართველოს გარეთ ჩატარებული სხვა სასამართლო პროცესების შედეგებიც ადასტურებს.

"ქართული ოცნების“ ყველა მსგავსი კამპანია სასამართლოებმა ან ადამიანის უფლების უხეშ დარღვევად (2024 წლის ე.წ. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება) ან პოლიტიკურ დევნად შეაფასეს (საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის სასამართლოების გადაწყვეტილებები).

მადლობა მინდა გადავუხადო იურიდიულ გუნდს, რომელმაც ბევრი იშრომა, რათა ჩემი სიმართლე დამტკიცებულიყო“, - წერს დავით კეზერაშვილი.

ცნობისთვის, ე.წ. ქოლცენტრების თაღლითურ სქემაზე BBC-იმ ფილმი 2023 წლის აპრილში გამოაქვეყნა. დოკუმენტურ ფილმში დავით კეზერაშვილი საქართველოში მდებარე ბევრი ქოლცენტრის დამფუძნებლად სახელდებოდა. BBC-ის ინფორმაციით, საქართველოში მოქმედი ქოლცენტრების უმრავლესობა ე.წ. პიქსელის შენობაში მდებარეობდა და ბევრი მათგანი საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის მიერ იყო დაფუძნებული ან დარეგისტრირებული. ფილმში მას “მისტერ ოფშორად” მოიხსენიებდნენ.

იხილეთ ასევე: