სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მტკიცებულებები არაფერია, გარდა რაღაც ჯოხის მოქნევის კადრისა, არც ჩანს ვის მოხვდა, სად მოხვდა" - ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი
"მტკიცებულებები არაფერია, გარდა რაღაც ჯოხის მოქნევის კადრისა, არც ჩანს ვის მოხვდა, სად მოხვდა" - ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი

მსა­ხი­ო­ბი ან­დრო ჭი­ჭი­ნა­ძე, რო­მე­ლიც ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ბრალ­დე­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი, ბრალს არ აღი­ა­რებს.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს მის­მა ად­ვო­კატ­მა თორ­ნი­კე მი­გი­ნე­იშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

  • რო­გორც ის გან­მარ­ტავს, სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ჭი­ჭი­ნა­ძის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბას და­ა­ყე­ნებს, ვი­ნა­ი­დან მას არა­ნა­ი­რი და­ნა­შა­უ­ლი არ ჩა­უ­დე­ნია.

"რაც წარ­მოდ­გე­ნი­ლია, ამის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ჯერ არა­ფე­რია შიგ­ნით, გარ­და იმი­სა, რაც მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და, რა­ღაც ჯო­ხის მოქ­ნე­ვის კად­რი, არც ჩანს ვის მოხ­ვდა, სად მოხ­ვდა, სად და­ვარ­და, საქ­მე­ში არც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლია, ფაქ­ტობ­რი­ვად, არა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ არის. სა­ინ­ტე­რე­სოა, რა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას წარ­მო­ად­გე­ნენ იმის­თვის, რომ ასე­თი მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი და­ა­დას­ტუ­რონ. ან­დრო, რა თქმა უნდა, ბრალს არ აღი­ა­რებს, წარ­მოდ­გე­ნილ ბრალს სრუ­ლად ემიჯ­ნე­ბა, ამ­ბობს, რომ ეს მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლია, ის მხნე­დაა, სა­ზო­გა­დო­ე­ბას მად­ლო­ბას უხ­დის.

სხვა აქ­ტი­ვის­ტე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ან­დროს ნა­წილ­ში არც ძა­ლა­დო­ბას ჰქო­ნია ად­გი­ლი და სახ­ლის, პი­რა­დი ჩხრე­კაც მშვიდ ვი­თა­რე­ბა­ში ჩა­ტარ­და, რად­გან ან­დროს ხელი არ შე­უშ­ლია, მას უკა­ნო­ნო­ბა არ ჩა­უ­დე­ნია და მის სახ­ლშიც არა­ნა­ი­რი კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ ინა­ხე­ბო­და",- გა­ნა­ცხა­და მი­გი­ნე­იშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, ან­დრო ჭი­ჭი­ნა­ძეს ბრა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 225-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით წა­რედ­გი­ნა, რაც ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას გუ­ლის­ხმობს. აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 4-დან 6 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"მტკიცებულებები არაფერია, გარდა რაღაც ჯოხის მოქნევის კადრისა, არც ჩანს ვის მოხვდა, სად მოხვდა" - ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი

"მტკიცებულებები არაფერია, გარდა რაღაც ჯოხის მოქნევის კადრისა, არც ჩანს ვის მოხვდა, სად მოხვდა" - ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი

მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, რომელიც ჯგუფური ძალადობის მონაწილეობის ბრალდებითაა დაკავებული, ბრალს არ აღიარებს.

აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა განუცხადა.

  • როგორც ის განმარტავს, სასამართლო პროცესზე ჭიჭინაძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობას დააყენებს, ვინაიდან მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია.

"რაც წარმოდგენილია, ამის მტკიცებულებები ჯერ არაფერია შიგნით, გარდა იმისა, რაც მედიაში გავრცელდა, რაღაც ჯოხის მოქნევის კადრი, არც ჩანს ვის მოხვდა, სად მოხვდა, სად დავარდა, საქმეში არც დაზარალებულია, ფაქტობრივად, არანაირი მტკიცებულება არ არის. საინტერესოა, რა მტკიცებულებას წარმოადგენენ იმისთვის, რომ ასეთი მძიმე დანაშაული დაადასტურონ. ანდრო, რა თქმა უნდა, ბრალს არ აღიარებს, წარმოდგენილ ბრალს სრულად ემიჯნება, ამბობს, რომ ეს მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებულია, ის მხნედაა, საზოგადოებას მადლობას უხდის.

სხვა აქტივისტებისგან განსხვავებით, ანდროს ნაწილში არც ძალადობას ჰქონია ადგილი და სახლის, პირადი ჩხრეკაც მშვიდ ვითარებაში ჩატარდა, რადგან ანდროს ხელი არ შეუშლია, მას უკანონობა არ ჩაუდენია და მის სახლშიც არანაირი კანონსაწინააღმდეგო მტკიცებულებები არ ინახებოდა",- განაცხადა მიგინეიშვილმა.

ცნობისთვის, ანდრო ჭიჭინაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.