მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წუხელ ადმინისტრაციული წესით დავაკვეთ 48 ადამიანი, ხოლო ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 2 პირი" - შსს
"წუხელ ადმინისტრაციული წესით დავაკვეთ 48 ადამიანი, ხოლო ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 2 პირი" - შსს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გა­სუ­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში, თბი­ლის­ში გა­მარ­თულ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს.

  • უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე მყოფ პირ­თა ნა­წი­ლის ქმე­დე­ბებ­მა ძა­ლა­დობ­რი­ვი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო. შსს-ს გან­მარ­ტე­ბით, ჭი­ჭი­ნა­ძის ქუ­ჩა­ზე, მარ­თლწეს­რი­გის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით მყო­ფი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­მიზ­ნე­ბით ის­რო­ლეს, ხეზე წი­ნას­წარ და­მაგ­რე­ბუ­ლი პი­რო­ტექ­ნი­კა.

უწყე­ბის ცნო­ბით, აქ­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა მიერ პო­ლი­ცი­ე­ლის კა­ნო­ნი­ე­რი მო­თხოვ­ნი­სად­მი და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბი­სა და წვრილ­მა­ნი ხუ­ლიგ­ნო­ბის­თვის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 166-ე და 173-ე მუხ­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად და­კა­ვე­ბუ­ლია 48 პირი.

"გვსურს, სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ვა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, აქ­ცი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის, ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის ან მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის, ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბი­სა­კენ სა­ჯა­როდ მო­წო­დე­ბის, ასე­ვე, აფეთ­ქე­ბის მომ­ზა­დე­ბის, პო­ლი­ცი­ა­ზე თავ­დას­ხმი­სა და ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბის ფაქ­ტებ­ზე, სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 225-ე, 239-ე პრი­მა, 187-ე, 353-ე პრი­მა და 18-229-ე პრი­მა მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის შე­სა­ხებ.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ბრალ­დე­ბით კი­დევ 2 პირი და­ა­კა­ვეს.

და­კა­ვე­ბუ­ლი არი­ან: 1995 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი.ქ. და უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე 1997 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ს.კ.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ე­ბის დროს ჯგუ­ფუ­რად ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ ძა­ლა­დობ­რივ ქმე­დე­ბებს, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას უწევ­დნენ და არ ემორ­ჩი­ლე­ბოდ­ნენ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის კა­ნო­ნი­ერ მო­თხოვ­ნებს და მათი მი­მარ­თუ­ლე­ბით სხვა­დას­ხვა სა­განს ის­როდ­ნენ.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ, გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ამ დრო­ის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლია 28 პირი.

აქვე, გვსურს, სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ვა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია გა­სუ­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში, თბი­ლის­ში გა­მარ­თულ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი­სა და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა მხრი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რო­გორც ყვე­ლა შეკ­რე­ბი­სა და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის დროს, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე გა­მარ­თუ­ლი შეკ­რე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გი­სა და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვის მიზ­ნით.

პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე­ებს ჰქონ­დათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, წინა ორი დღის მსგავ­სად მშვიდ ვი­თა­რე­ბა­ში გა­მო­ე­ხა­ტათ პრო­ტეს­ტი და გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნათ აქ­ცია.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მი­მართ გა­ავ­რცე­ლა შე­სა­ბა­მი­სი მო­წო­დე­ბაც, რომ შეკ­რე­ბა მა­ნი­ფეს­ტა­ცია ყო­ფი­ლი­ყო მშვი­დო­ბი­ა­ნი და არ გას­ცდე­ნო­და კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ფარ­გლებს.

თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად აღ­ნიშ­ნუ­ლი­სა, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე მყოფ პირ­თა ნა­წი­ლის ქმე­დე­ბებ­მა მი­ი­ღო ძა­ლა­დობ­რი­ვი ხა­სი­ა­თი. აქ­ცი­ის წევ­რებ­მა პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის და მის წინა პე­რი­მეტრზე მდგო­მი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მი­სა­მარ­თით ის­რო­ლეს პი­რო­ტექ­ნი­კა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ჭი­ჭი­ნა­ძის ქუ­ჩა­ზე, მარ­თლწეს­რი­გის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით მყო­ფი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­მიზ­ნე­ბით ის­რო­ლეს, ხეზე წი­ნას­წარ და­მაგ­რე­ბუ­ლი პი­რო­ტექ­ნი­კა. ასე­ვე, პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს აყე­ნებ­დნენ სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას, მათი მი­მარ­თუ­ლე­ბით ის­როდ­ნენ ქვებ­სა და სხვა­დას­ხვა მძი­მე საგ­ნებს.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მხრი­დან ნას­რო­ლი პი­რო­ტექ­ნი­კის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­დე­გად, და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ერ­თმა თა­ნამ­შრო­მელ­მა. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის არა­ერ­თი მო­წო­დე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რომ პრო­ტეს­ტი გა­მო­ე­ხა­ტათ მშვი­დო­ბი­ა­ნი ფორ­მით, კვლავ გა­ნაგ­რძობ­დნენ კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბებს, რა დრო­საც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­ა­ტა­რა კა­ნო­ნით მი­ნი­ჭე­ბუ­ლი ზო­მე­ბი, მათ შო­რის გა­მო­ი­ყე­ნა კა­ნო­ნით დაშ­ვე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი.

სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბამ­დე ად­გილ­ზე ხდე­ბო­და შეკ­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის წი­ნას­წა­რი გაფრ­თხი­ლე­ბა.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი­დან გმირ­თა მო­ედ­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­ი­ნაც­ვლეს, რა დრო­საც სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე მოძ­რავ ავ­ტო­მო­ბი­ლებს გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­უ­ზღუ­დეს, ისი­ნი კონ­ფლიქ­ტში შე­ვიდ­ნენ ავ­ტო­მო­ბი­ლის მგზავ­რებ­თან, რომ­ლე­ბიც ერთ-ერთი და­სა­ცა­ვი პი­რის პი­რად დაც­ვას წარ­მო­ად­გენ­დნენ.

აქ­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა მიერ პო­ლი­ცი­ე­ლის კა­ნო­ნი­ე­რი მო­თხოვ­ნი­სად­მი და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბი­სა და წვრილ­მა­ნი ხუ­ლიგ­ნო­ბის­თვის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 166-ე და 173-ე მუხ­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად და­კა­ვე­ბუ­ლია 48 პირი”, - ნათ­ქვა­მია შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

ავტორი:

"წუხელ ადმინისტრაციული წესით დავაკვეთ 48 ადამიანი, ხოლო ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 2 პირი" - შსს

"წუხელ ადმინისტრაციული წესით დავაკვეთ 48 ადამიანი, ხოლო ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 2 პირი" - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო გასული ღამის განმავლობაში, თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

  • უწყების ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე მყოფ პირთა ნაწილის ქმედებებმა ძალადობრივი ხასიათი მიიღო. შსს-ს განმარტებით, ჭიჭინაძის ქუჩაზე, მართლწესრიგის უზრუნველყოფის მიზნით მყოფი პოლიციელების მიმართულებით დამიზნებით ისროლეს, ხეზე წინასწარ დამაგრებული პიროტექნიკა.

უწყების ცნობით, აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დაკავებულია 48 პირი.

"გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია რუსთაველის გამზირზე, აქციების მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის, ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების, ასევე, აფეთქების მომზადების, პოლიციაზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე, 239-ე პრიმა, 187-ე, 353-ე პრიმა და 18-229-ე პრიმა მუხლებით მიმდინარე გამოძიების შესახებ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით კიდევ 2 პირი დააკავეს.

დაკავებული არიან: 1995 წელს დაბადებული ი.ქ. და უცხო ქვეყნის მოქალაქე 1997 წელს დაბადებული ს.კ.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს ჯგუფურად ახორციელებდნენ ძალადობრივ ქმედებებს, წინააღმდეგობას უწევდნენ და არ ემორჩილებოდნენ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს და მათი მიმართულებით სხვადასხვა საგანს ისროდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ, გამოძიების ფარგლებში ამ დროისთვის დაკავებულია 28 პირი.

აქვე, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია გასული ღამის განმავლობაში, თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე განვითარებული მოვლენებისა და აქციის მონაწილეთა მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შესახებ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, როგორც ყველა შეკრებისა და მანიფესტაციის დროს, რუსთაველის გამზირზე გამართული შეკრების პარალელურად მობილიზებულები იყვნენ საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით.

პროტესტის მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, წინა ორი დღის მსგავსად მშვიდ ვითარებაში გამოეხატათ პროტესტი და გაეგრძელებინათ აქცია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეების მიმართ გაავრცელა შესაბამისი მოწოდებაც, რომ შეკრება მანიფესტაცია ყოფილიყო მშვიდობიანი და არ გასცდენოდა კანონით დადგენილ ფარგლებს.

თუმცა, მიუხედავად აღნიშნულისა, საპროტესტო აქციაზე მყოფ პირთა ნაწილის ქმედებებმა მიიღო ძალადობრივი ხასიათი. აქციის წევრებმა პარლამენტის შენობის და მის წინა პერიმეტრზე მდგომი სამართალდამცველების მისამართით ისროლეს პიროტექნიკა.

მოგვიანებით, ჭიჭინაძის ქუჩაზე, მართლწესრიგის უზრუნველყოფის მიზნით მყოფი პოლიციელების მიმართულებით დამიზნებით ისროლეს, ხეზე წინასწარ დამაგრებული პიროტექნიკა. ასევე, პოლიციის თანამშრომლებს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, მათი მიმართულებით ისროდნენ ქვებსა და სხვადასხვა მძიმე საგნებს.

აქციის მონაწილეების მხრიდან ნასროლი პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთმა თანამშრომელმა. აქციის მონაწილეები, სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ პროტესტი გამოეხატათ მშვიდობიანი ფორმით, კვლავ განაგრძობდნენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს, რა დროსაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაატარა კანონით მინიჭებული ზომები, მათ შორის გამოიყენა კანონით დაშვებული სპეციალური საშუალებები.

სპეციალური საშუალებების გამოყენებამდე ადგილზე ხდებოდა შეკრების მონაწილეების წინასწარი გაფრთხილება.

აქციის მონაწილეებმა, მოგვიანებით, რუსთაველის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით გადაინაცვლეს, რა დროსაც საავტომობილო გზაზე მოძრავ ავტომობილებს გადაადგილება შეუზღუდეს, ისინი კონფლიქტში შევიდნენ ავტომობილის მგზავრებთან, რომლებიც ერთ-ერთი დასაცავი პირის პირად დაცვას წარმოადგენდნენ.

აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დაკავებულია 48 პირი”, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წაიკითხეთ ასევე: