მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოსახლეობასთან ასეთი ფართომასშტაბიანი დაპირისპირება არავის არასდროს არ მოუგია" - რა განცხადებას ავრცელებს ამირან გამყრელიძე
"მოსახლეობასთან ასეთი ფართომასშტაბიანი დაპირისპირება არავის არასდროს არ მოუგია" - რა განცხადებას ავრცელებს ამირან გამყრელიძე

მო­სახ­ლე­ო­ბას­თან ასე­თი ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი და­პი­რის­პი­რე­ბა არა­ვის არას­დროს არ მო­უ­გია, ის ქვე­ყა­ნას მხო­ლოდ გა­მო­უს­წო­რე­ბელ ზი­ანს მი­ა­ყე­ნებს. ნუ და­ვუშ­ვებთ გა­მო­უს­წო­რე­ბელ შეც­დო­მას და ნუ გა­ვა­ხა­რებთ მტრებს,- ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

  • ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე „ფე­ის­ბუქ­ზე“ ვრცელ მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს და მი­მარ­თავს ქვე­ყა­ნა­ში გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მიმ­ღებს პი­რებს, რომ ვი­თა­რე­ბის ეს­კა­ლა­ცია შე­საძ­ლოა, უმარ­თავ პრო­ცე­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს, რა­ზეც მთე­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სრუ­ლად სა­ხელ­მწი­ფოს და­ე­კის­რე­ბა.

ამას­თან, გამ­ყრე­ლი­ძის თქმით, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს რე­გუ­ლა­რუ­ლად უნდა მი­ე­წო­დოთ სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ცრემლსა­დე­ნი გა­ზის გა­მო­ყე­ნე­ბის დროს ჯან­მრთე­ლო­ბის რის­კე­ბის შე­სა­ხებ და მათ­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი იყოს პრე­ვენ­ცი­უ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ად­გი­ლებ­ზე.

"მივ­მარ­თავ მათ ვი­საც ეს ეხე­ბა, დღე­ის­თვის ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მიმ­ღებ პი­რებს! რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქე, მეც ერთ-ერთი, სპე­ცი­ა­ლო­ბით ექი­მი, ბევ­რის მნახ­ვე­ლი და მო­ნა­წი­ლე, მათ შო­რის კრი­ზი­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის, ვაკ­ვირ­დე­ბი მიმ­დი­ნა­რე მშვი­დო­ბი­ან საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს მთელს სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობს ასი ათა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქე, რომ­ლის მსგავ­სი მას­შტა­ბის არ მახ­სოვს. სამ­წუ­ხა­როდ, უკვე მე-9 დღეა სა­ხელ­მწი­ფო იყე­ნებს, გან­სა­კუთ­რე­ბით თბი­ლის­ში, სხვა­დას­ხვა ფორ­მის არაპ­რო­პორ­ცი­ულ ძა­ლას და და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლო­ბა უკვე მი­უ­ახ­ლოვ­და კრი­ტი­კულ ზღვარს. რო­გორც ექი­მი და ათე­უ­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პი­როვ­ნე­ბა მდგა­რი სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის სა­და­რა­ჯო­ზე, ძა­ლი­ან გან­ვიც­დი ასეთ ეს­კა­ლა­ცი­ას, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა გა­და­ი­ზარ­დოს უმარ­თავ პრო­ცე­სებ­ში და ამა­ზე მთე­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სრუ­ლად სა­ხელ­მწი­ფოს და­ე­კის­რე­ბა.

პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე­თა დიდი ნა­წი­ლი ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბა, ახალ­გაზ­რდო­ბაა და მათ­ზე ხე­ლის აღ­მარ­თვა დღეს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მე­თო­დე­ბით, რაც ხდე­ბა და გა­მო­ი­ხა­ტე­ბა ასო­ბით ადა­მი­ა­ნის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ტრავ­მუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის გამო ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ა­ში, მათ შო­რის რთუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით და ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის ე.წ. ცრემლსა­დე­ნი გა­ზით და წი­წა­კის სპრე­ით ხან­გრძლივ ექ­სპო­ზი­ცი­ა­ში (მრა­ვა­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ზე­მოქ­მე­დე­ბა), არ­ცერ­თი მსგავ­სი პრო­ტეს­ტის დროს არ ყო­ფი­ლა ქვე­ყა­ნა­ში ჩემს მეხ­სი­ე­რე­ბა­ში, თუ არ ჩავ­თვლით ცხრა აპ­რილს, როცა სამ­წუ­ხა­როდ, იყო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სხვა ტი­პის მომ­წამ­ვლე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა და გვქონ­და მსხვერ­პლი, ღმერ­თმა დაგ­ვი­ფა­როს მსგავ­სის­გან. იყო მხო­ლოდ ერთჯე­რა­დი (ერ­თდღი­ა­ნი) გა­მო­ყე­ნე­ბა და და­მერ­წმუ­ნეთ, ეს ხან­გრძლივ­ვა­დი­ა­ნი ზე­მოქ­მე­დე­ბა უკ­ვა­ლოდ არ ჩა­ივ­ლის ექ­სპო­ზი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით, იქ­ნე­ბი­ან ესე­ნი მშვი­დო­ბი­ა­ნი პრო­ტეს­ტან­ტე­ბი, ახ­ლო­ში მცხოვ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბა თუ თვი­თონ სპეც­რაზ­მე­ლე­ბი.

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჩემი კო­ლე­გე­ბი, სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის თუ სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბის სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი, ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ ადა­მი­ან­თა დრო­უ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის­თვის, რო­გორც ყო­ველ­თვის. ის­ტო­რი­უ­ლად, ასე­თი ტი­პის კრი­ზი­სე­ბის დროს სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი ყო­ველ­თვის მო­წო­დე­ბის დო­ნე­ზეა, მაგ­რამ სა­ჭი­როა, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს რე­გუ­ლა­რუ­ლად მი­ე­წო­დოთ სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ცრემლსა­დე­ნი გა­ზის გა­მო­ყე­ნე­ბის დროს ჯან­მრთე­ლო­ბის რის­კე­ბის შე­სა­ხებ და მათ­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი იყოს პრე­ვენ­ცი­უ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ად­გი­ლებ­ზე (სულ მცი­რე N95 ნიღ­ბე­ბი, ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი ხსნა­რი, წყა­ლი კა­ნის ზე­და­პი­რი­სა და სა­ხის სწრა­ფი და­მუ­შა­ვე­ბი­სა და ტან­საც­მლის დე­კონ­ტა­მი­ნა­ცი­ის­თვის, და­უ­რიგ­დეს მათ ნა­ბეჭ­დი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, თუ რო­გო­რი პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­ა­ტა­რონ ამ დროს და სის­ტე­მა­ტუ­რად ცხად­დე­ბო­დეს ეს რა­დი­ო­თი და სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ით. ეს უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს შე­სა­ბა­მის­მა სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რებ­მა).

  • თვალს ნუ დავ­ხუ­ჭავთ, რომ ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სია, ის სულ უფრო და უფრო მწვავ­დე­ბა და ნუ შე­ვიყ­ვანთ მას გა­მო­უ­ვალ ჩიხ­ში, სა­ი­და­ნაც გა­მოს­ვლა სულ უფრო ძა­ლი­ან რთუ­ლი იქ­ნე­ბა. კარ­გად იცით, რომ ეს ახა­რებს მხო­ლოდ ერთ ქვე­ყა­ნას, ჩრდი­ლო­ელ მე­ზო­ბელს, რო­მელ­საც მუდ­მი­ვი ქა­ო­სი უნდა ამ ქვე­ყა­ნა­ში და ნუ გა­ვა­ხა­რებთ მტერს.

ჩვე­ნი ნამ­დვი­ლი მე­გობ­რე­ბი გვთა­ვა­ზო­ბენ გა­მო­სავ­ლის რე­ა­ლურ გზებს, რომ ჩვენ კვლავ დავ­რჩეთ და­სავ­ლურ ორ­ბი­ტა­ზე და ხე­ლი­დან არ გა­უშ­ვათ ევრო და ჩრდი­ლო - ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე დარ­ჩე­ნის რე­ა­ლუ­რი შან­სი. ნუ და­ვუშ­ვებთ გა­მო­უს­წო­რე­ბელ შეც­დო­მას ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის ამ გზაჯ­ვა­რე­დინ­ზე. ახალ­გაზ­რდო­ბას­თან ბრძო­ლა­ში ვე­რა­სო­დეს ვერ და არ უნდა გა­ი­მარ­ჯვოს მა­მე­ბის თა­ო­ბამ, ეს დი­ა­ლექ­ტი­კის კა­ნო­ნია. ასე­თი კრი­ზის დროს ძლი­ერ­მა უნდა დათ­მოს და ეს სი­სუს­ტის ნი­შა­ნი არ იქ­ნე­ბა, პი­რი­ქით სიბ­რძნი­სა და სწო­რი სტრა­ტე­გი­უ­ლი ხედ­ვის. კრი­ზი­სის გან­მუხ­ტვის გა­სა­ღე­ბი ჯერ კი­დევ თქვენს ხელ­შია. მო­სახ­ლე­ო­ბას­თან ასე­თი ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი და­პი­რის­პი­რე­ბა არა­ვის არას­დროს არ მო­უ­გია, ის ქვე­ყა­ნას მხო­ლოდ გა­მო­უს­წო­რე­ბელ ზი­ანს მი­ა­ყე­ნებს. ნუ და­ვუშ­ვებთ გა­მო­უს­წო­რე­ბელ შეც­დო­მას და ნუ გა­ვა­ხა­რებთ მტრებს!“,- წერს ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მოსახლეობასთან ასეთი ფართომასშტაბიანი დაპირისპირება არავის არასდროს არ მოუგია" - რა განცხადებას ავრცელებს ამირან გამყრელიძე

"მოსახლეობასთან ასეთი ფართომასშტაბიანი დაპირისპირება არავის არასდროს არ მოუგია" - რა განცხადებას ავრცელებს ამირან გამყრელიძე

მოსახლეობასთან ასეთი ფართომასშტაბიანი დაპირისპირება არავის არასდროს არ მოუგია, ის ქვეყანას მხოლოდ გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს. ნუ დავუშვებთ გამოუსწორებელ შეცდომას და ნუ გავახარებთ მტრებს,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებაშია ნათქვამი.

  • ამირან გამყრელიძე „ფეისბუქზე“ ვრცელ მიმართვას ავრცელებს და მიმართავს ქვეყანაში გადაწყვეტილებების მიმღებს პირებს, რომ ვითარების ესკალაცია შესაძლოა, უმართავ პროცესებში გადაიზარდოს, რაზეც მთელი პასუხისმგებლობა სრულად სახელმწიფოს დაეკისრება.

ამასთან, გამყრელიძის თქმით, აქციის მონაწილეებს რეგულარულად უნდა მიეწოდოთ სრული ინფორმაცია ცრემლსადენი გაზის გამოყენების დროს ჯანმრთელობის რისკების შესახებ და მათთვის ხელმისაწვდომი იყოს პრევენციული საშუალებები ადგილებზე.

"მივმართავ მათ ვისაც ეს ეხება, დღეისთვის ჩვენს ქვეყანაში გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს! როგორც საქართველოს თითოეული მოქალაქე, მეც ერთ-ერთი, სპეციალობით ექიმი, ბევრის მნახველი და მონაწილე, მათ შორის კრიზისული სიტუაციების, ვაკვირდები მიმდინარე მშვიდობიან საპროტესტო აქციებს მთელს საქართველოში, რომელშიც მონაწილეობს ასი ათასობით მოქალაქე, რომლის მსგავსი მასშტაბის არ მახსოვს. სამწუხაროდ, უკვე მე-9 დღეა სახელმწიფო იყენებს, განსაკუთრებით თბილისში, სხვადასხვა ფორმის არაპროპორციულ ძალას და დაპირისპირებულობა უკვე მიუახლოვდა კრიტიკულ ზღვარს. როგორც ექიმი და ათეული წლების განმავლობაში პიროვნება მდგარი საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის სადარაჯოზე, ძალიან განვიცდი ასეთ ესკალაციას, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს უმართავ პროცესებში და ამაზე მთელი პასუხისმგებლობა სრულად სახელმწიფოს დაეკისრება.

პროტესტის მონაწილეთა დიდი ნაწილი ჩვენი მომავალი თაობა, ახალგაზრდობაა და მათზე ხელის აღმართვა დღეს გამოყენებული მეთოდებით, რაც ხდება და გამოიხატება ასობით ადამიანის მიზანმიმართული ტრავმული დაზიანებების გამო ჰოსპიტალიზაციაში, მათ შორის რთული დაზიანებებით და ათასობით ადამიანის ე.წ. ცრემლსადენი გაზით და წიწაკის სპრეით ხანგრძლივ ექსპოზიციაში (მრავალი დღის განმავლობაში ზემოქმედება), არცერთი მსგავსი პროტესტის დროს არ ყოფილა ქვეყანაში ჩემს მეხსიერებაში, თუ არ ჩავთვლით ცხრა აპრილს, როცა სამწუხაროდ, იყო გამოყენებული სხვა ტიპის მომწამვლელი ნივთიერება და გვქონდა მსხვერპლი, ღმერთმა დაგვიფაროს მსგავსისგან. იყო მხოლოდ ერთჯერადი (ერთდღიანი) გამოყენება და დამერწმუნეთ, ეს ხანგრძლივვადიანი ზემოქმედება უკვალოდ არ ჩაივლის ექსპოზირებული ადამიანების ჯანმრთელობის თვალსაზრისით, იქნებიან ესენი მშვიდობიანი პროტესტანტები, ახლოში მცხოვრები მოსახლეობა თუ თვითონ სპეცრაზმელები.

დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგები, სასწრაფო დახმარების თუ საავადმყოფოების სამედიცინო პერსონალი, ყველაფერს აკეთებენ ადამიანთა დროული სამედიცინო დახმარებისთვის, როგორც ყოველთვის. ისტორიულად, ასეთი ტიპის კრიზისების დროს სამედიცინო პერსონალი ყოველთვის მოწოდების დონეზეა, მაგრამ საჭიროა, აქციის მონაწილეებს რეგულარულად მიეწოდოთ სრული ინფორმაცია ცრემლსადენი გაზის გამოყენების დროს ჯანმრთელობის რისკების შესახებ და მათთვის ხელმისაწვდომი იყოს პრევენციული საშუალებები ადგილებზე (სულ მცირე N95 ნიღბები, ფიზიოლოგიური ხსნარი, წყალი კანის ზედაპირისა და სახის სწრაფი დამუშავებისა და ტანსაცმლის დეკონტამინაციისთვის, დაურიგდეს მათ ნაბეჭდი რეკომენდაციები, თუ როგორი პრევენციული ღონისძიებები გაატარონ ამ დროს და სისტემატურად ცხადდებოდეს ეს რადიოთი და სოციალური მედიით. ეს უნდა უზრუნველყოს შესაბამისმა სახელმწიფო სტრუქტურებმა).

  • თვალს ნუ დავხუჭავთ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, ის სულ უფრო და უფრო მწვავდება და ნუ შევიყვანთ მას გამოუვალ ჩიხში, საიდანაც გამოსვლა სულ უფრო ძალიან რთული იქნება. კარგად იცით, რომ ეს ახარებს მხოლოდ ერთ ქვეყანას, ჩრდილოელ მეზობელს, რომელსაც მუდმივი ქაოსი უნდა ამ ქვეყანაში და ნუ გავახარებთ მტერს.

ჩვენი ნამდვილი მეგობრები გვთავაზობენ გამოსავლის რეალურ გზებს, რომ ჩვენ კვლავ დავრჩეთ დასავლურ ორბიტაზე და ხელიდან არ გაუშვათ ევრო და ჩრდილო - ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დარჩენის რეალური შანსი. ნუ დავუშვებთ გამოუსწორებელ შეცდომას ქვეყნის განვითარების ამ გზაჯვარედინზე. ახალგაზრდობასთან ბრძოლაში ვერასოდეს ვერ და არ უნდა გაიმარჯვოს მამების თაობამ, ეს დიალექტიკის კანონია. ასეთი კრიზის დროს ძლიერმა უნდა დათმოს და ეს სისუსტის ნიშანი არ იქნება, პირიქით სიბრძნისა და სწორი სტრატეგიული ხედვის. კრიზისის განმუხტვის გასაღები ჯერ კიდევ თქვენს ხელშია. მოსახლეობასთან ასეთი ფართომასშტაბიანი დაპირისპირება არავის არასდროს არ მოუგია, ის ქვეყანას მხოლოდ გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს. ნუ დავუშვებთ გამოუსწორებელ შეცდომას და ნუ გავახარებთ მტრებს!“,- წერს ამირან გამყრელიძე სოციალურ ქსელში.