პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საგამოძიებო ორგანომ ვერ გაბედა თავხედობა, ანდრო ჭიჭინაძისთვის ძალადობის ორგანიზება დაებრალებინა, მონაწილეობას ედავებიან, ბრალი დაუსაბუთებელია" - რას ამბობს დაკავებული მსახიობის ადვოკატი?
"საგამოძიებო ორგანომ ვერ გაბედა თავხედობა, ანდრო ჭიჭინაძისთვის ძალადობის ორგანიზება დაებრალებინა, მონაწილეობას ედავებიან, ბრალი დაუსაბუთებელია" - რას ამბობს დაკავებული მსახიობის ადვოკატი?

ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უნდა იცო­დეს, რომ ან­დრო ჭი­ჭი­ნა­ძის მსგავ­სი პი­როვ­ნე­ბე­ბის და­ჭე­რით მხო­ლოდ სა­კუ­თარ სა­მა­რეს ითხრის იმი­ტომ, რომ პრო­ტესტ არ ჰყავს ვინ­მე ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი, - ამის შე­სა­ხებ მსა­ხი­ობ ან­დრო ჭი­ჭი­ნა­ძის ად­ვო­კატ­მა, თორ­ნი­კე მი­გი­ნე­იშ­ვილმა დიღ­მის იზო­ლა­ტო­რის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

ად­ვო­კა­ტის თქმით, ან­დრო ყვე­ლაფ­რის­თვის მზა­დაა და მად­ლო­ბას უხ­დის სა­ზო­გა­დო­ე­ბას მხარ­და­ჭე­რის­თვის.

"ან­დროს შე­ფა­სე­ბით, ეს არის ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­მოც­ლა იმ სა­ზო­გა­დო პრო­ტეს­ტი­დან, რო­მე­ლიც მიმ­დი­ნა­რე­ობს ქუ­ჩებ­ში. იმ პრო­ტეს­ტის­გან, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დღეს. მისი აზ­რით, თუ მის­ნა­ირ ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს გა­მო­აც­ლი­ან პრო­ტესტს, ძალა გა­მო­ეც­ლე­ბა იმი­ტომ, რომ პრო­ტესტს არ ჰყავს ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უნდა იცო­დეს, რომ ან­დროს­ნა­ი­რი პი­როვ­ნე­ბე­ბის და­ჭე­რით მხო­ლოდ სა­კუ­თარ სა­მა­რეს ითხრის, იმი­ტომ, რომ ამ პრო­ტესტ არ ჰყავს ვინ­მე ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი. ან­დრო არის ყვე­ლაფ­რის­თვის მზად და უდი­დეს მად­ლო­ბას უხ­დის ოჯახს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რო­მე­ლიც მხარს უჭერს“, - გა­ნა­ცხა­და თორ­ნი­კე მი­გი­ნე­იშ­ვილ­მა.

რო­გორც ად­ვო­კატ­მა, თორ­ნი­კე მი­გი­ნე­იშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, პრო­კუ­რა­ტუ­რამ ვერ გა­ბე­და ან­დროს­თვის ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა და­ებ­რა­ლე­ბი­ნა და მას „მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ედა­ვე­ბი­ან“.

"სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნომ ვერ გა­ბე­და ასე­თი თავ­ხე­დო­ბა, რომ უშუ­ა­ლოდ ორ­გა­ნი­ზე­ბა და­ებ­რა­ლე­ბი­ნა ან­დროს­თვის. მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ედა­ვე­ბი­ან მას. ბრა­ლი ამ შემ­თხვე­ვა­შიც ყვე­ლა­ნა­ი­რად და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლია, არა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ჩა­მო­ნათ­ვალ­ში არ ჩანს, რაც არის, არის ძა­ლი­ან ზო­გა­დი. ვერ ვხვდე­ბით რა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­ად­გი­ნოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ იმი­ტომ, რომ არა­ნა­ირ უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბას მისი მხრი­დან არ ჰქონ­და ად­გი­ლი.

ან­დრო უდი­დეს მად­ლო­ბას უხ­დის სა­ზო­გა­დო­ე­ბას მხარ­და­ჭე­რის­თვის, ის გრძნობს ამ მხარ­და­ჭე­რას და ყვე­ლას ძა­ლი­ან გთხოვთ, რომ ხვალ, რო­დე­საც პრო­ცე­სი იქ­ნე­ბა, დარ­ბა­ზიც და გა­რეთ ტე­რი­ტო­რი­აც გა­ვავ­სოთ, და­ვუ­ჭი­როთ კი­დევ ერთხელ მხა­რი პო­ლიტ­პა­ტი­მარ ან­დროს“, - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

ცნო­ბის­თვის, მსა­ხი­ო­ბი ან­დრო ჭი­ჭი­ნა­ძე გუ­შინ და­ა­კა­ვეს.

ავტორი:

"საგამოძიებო ორგანომ ვერ გაბედა თავხედობა, ანდრო ჭიჭინაძისთვის ძალადობის ორგანიზება დაებრალებინა, მონაწილეობას ედავებიან, ბრალი დაუსაბუთებელია" - რას ამბობს დაკავებული მსახიობის ადვოკატი?

"საგამოძიებო ორგანომ ვერ გაბედა თავხედობა, ანდრო ჭიჭინაძისთვის ძალადობის ორგანიზება დაებრალებინა, მონაწილეობას ედავებიან, ბრალი დაუსაბუთებელია" - რას ამბობს დაკავებული მსახიობის ადვოკატი?

ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ანდრო ჭიჭინაძის მსგავსი პიროვნებების დაჭერით მხოლოდ საკუთარ სამარეს ითხრის იმიტომ, რომ პროტესტ არ ჰყავს ვინმე ორგანიზატორი, - ამის შესახებ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა, თორნიკე მიგინეიშვილმა დიღმის იზოლატორის დატოვების შემდეგ განაცხადა.

ადვოკატის თქმით, ანდრო ყველაფრისთვის მზადაა და მადლობას უხდის საზოგადოებას მხარდაჭერისთვის.

"ანდროს შეფასებით, ეს არის ცნობილი ადამიანების გამოცლა იმ საზოგადო პროტესტიდან, რომელიც მიმდინარეობს ქუჩებში. იმ პროტესტისგან, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია დღეს. მისი აზრით, თუ მისნაირ ცნობილ ადამიანებს გამოაცლიან პროტესტს, ძალა გამოეცლება იმიტომ, რომ პროტესტს არ ჰყავს ორგანიზატორი.

ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ანდროსნაირი პიროვნებების დაჭერით მხოლოდ საკუთარ სამარეს ითხრის, იმიტომ, რომ ამ პროტესტ არ ჰყავს ვინმე ორგანიზატორი. ანდრო არის ყველაფრისთვის მზად და უდიდეს მადლობას უხდის ოჯახს და საზოგადოებას, რომელიც მხარს უჭერს“, - განაცხადა თორნიკე მიგინეიშვილმა.

როგორც ადვოკატმა, თორნიკე მიგინეიშვილმა განაცხადა, პროკურატურამ ვერ გაბედა ანდროსთვის ჯგუფური ძალადობის ორგანიზება დაებრალებინა და მას „მონაწილეობას ედავებიან“.

"საგამოძიებო ორგანომ ვერ გაბედა ასეთი თავხედობა, რომ უშუალოდ ორგანიზება დაებრალებინა ანდროსთვის. მონაწილეობას ედავებიან მას. ბრალი ამ შემთხვევაშიც ყველანაირად დაუსაბუთებელია, არანაირი მტკიცებულება ჩამონათვალში არ ჩანს, რაც არის, არის ძალიან ზოგადი. ვერ ვხვდებით რა მტკიცებულება შეიძლება წარმოადგინოს პროკურატურამ იმიტომ, რომ არანაირ უკანონო ქმედებას მისი მხრიდან არ ჰქონდა ადგილი.

ანდრო უდიდეს მადლობას უხდის საზოგადოებას მხარდაჭერისთვის, ის გრძნობს ამ მხარდაჭერას და ყველას ძალიან გთხოვთ, რომ ხვალ, როდესაც პროცესი იქნება, დარბაზიც და გარეთ ტერიტორიაც გავავსოთ, დავუჭიროთ კიდევ ერთხელ მხარი პოლიტპატიმარ ანდროს“, - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე გუშინ დააკავეს.