საზოგადოება
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ მსახიობების დიდი ნაწილი ჩუმადაა, არ ნიშნავს, რომ "ოცნების" მომხრეები არიან... მათ კომუნისტური შეხედულებები აქვთ" - დიმიტრი ტატიშვილი კოლეგების დუმილსა და მიმდინარე პროტესტზე
"თუ მსახიობების დიდი ნაწილი ჩუმადაა, არ ნიშნავს, რომ "ოცნების" მომხრეები არიან... მათ კომუნისტური შეხედულებები აქვთ" - დიმიტრი ტატიშვილი კოლეგების დუმილსა და მიმდინარე პროტესტზე

"იმი­ტომ გა­ვი­ფი­ცე, რომ ახლა სპექ­ტაკ­ლე­ბის დრო არ არის. ხალ­ხი, ვისი და­ფი­ნან­სე­ბი­თაც ჩვენ, სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რე­ბი ვცხოვ­რობთ, დღეს ქუ­ჩა­შია და უკა­ნო­ნო, არა­ლე­გი­ტი­მურ მთავ­რო­ბას აპ­რო­ტეს­ტებს. მთავ­რო­ბას, რო­მელ­საც არც ქვეყ­ნის შიგ­ნით და გა­რეთ არ აღი­ა­რე­ბენ... მო­სახ­ლე­ო­ბას­თან მათ­გან ასეთ უხეშ მოქ­ცე­ვას მო­ვე­ლო­დი. ეს ტრა­გი­კუ­ლი ამ­ბა­ვია და ამას არა­ვი­თა­რი გა­მარ­თლე­ბა არ აქვს. როცა ასე სა­შინ­ლად ექ­ცე­ვი­ან ადა­მი­ა­ნებს, ახლა თე­ატ­რის სცე­ნა­ზე გას­ვლის დრო არ არის და ამი­ტომ გა­ვი­ფი­ცე, თო­რემ თე­ატ­რი ძა­ლი­ან მიყ­ვარს და მი­მაჩ­ნია, რომ ის ად­გი­ლია, სა­დაც უნდა ვიყო" - გვე­უბ­ნე­ბა მსა­ხი­ო­ბი დი­მიტ­რი ტა­ტიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც გა­ფი­ცულ მსა­ხი­ო­ბებს შო­რი­საა.

AMBEBI.GE-სთნ სა­უ­ბარ­ში ის ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს ასე ხსნის:

"რა პრო­ცე­სე­ბიც ახლა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, არის სა­ქარ­თვე­ლოს რუ­სე­თის­თვის გა­და­ცე­მის ბოლო სტა­დია, მათი გათ­ვლე­ბით და მათი გეგ­მე­ბით. ჩვენ თუ ამას და­ვუშ­ვებთ, მა­შინ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბა აღარ იარ­სე­ბებს. ამი­ტომ ამას არ და­ვუშ­ვებთ, არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში. რუ­სე­თი თით­ქმის უკვე სამი სა­უ­კუ­ნეა, ცდი­ლობს, სა­ქარ­თვე­ლო გა­ა­რუ­სოს და არ გა­მოს­დის. თუ რა­ტომ არ გა­მოს­დის, ამა­ზე პა­სუ­ხი მარ­ტი­ვია - ქარ­თვე­ლებს და რუ­სებს, სა­ერ­თო არა­ფე­რი გვაქვს - არც მენ­ტა­ლო­ბა­ში და არა­ფერ­ში. ვი­ღა­ცე­ბი, ვინც მო­ერგნენ რუ­სეთს და ნა­წი­ლობ­რივ გა­რუს­დნენ, მაგ­რამ ეს არის მა­სობ­რი­ვი ამ­ბა­ვი, უბ­რა­ლოდ ვი­ღაც თა­ვის გა­გე­ბით, კომ­ფორ­ტის ზო­ნა­ში ასე შე­ვი­და. ქარ­თვე­ლი ერის გა­რუ­სე­ბა არ გა­მო­ვა...

ბე­ბი­ა­ჩე­მი მიყ­ვე­ბო­და, გიმ­ნა­ზი­ა­ში რომ სწავ­ლობ­და, ქარ­თუ­ლის გაკ­ვე­თი­ლი კვი­რა­ში ერთხელ ჰქონ­დათ, სხვა საგ­ნებს სულ რუ­სუ­ლად სწავ­ლობ­დნენ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სა­ქარ­თვე­ლო მა­ინც ვერ გა­ა­რუ­სეს. ახ­ლაც ვერ გა­ა­რუ­სე­ბენ იმის მერე, რაც რუ­სეთ­მა თა­ვი­სი ნამ­დვი­ლი სახე გა­მო­ავ­ლი­ნა…მა­გათ გათ­ვლა აქვთ, რო­გორც ბე­ლო­რუსს მო­ექ­ცნენ, ისე მო­ექ­ცნენ ჩვენს ქვე­ყა­ნას, - არ გა­მო­ვა. შე­იძ­ლე­ბა, თვი­თონ ისე­ვე მო­იქ­ცნენ რო­გორც ბე­ლო­რუს­ში, მაგ­რამ ჩვენ­გან სხვა­ნა­ი­რი პა­სუ­ხი ექ­ნე­ბათ“ - აღ­ნიშ­ნავს დი­მიტ­რი ტა­ტიშ­ვი­ლი.

- თე­ატ­რა­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი ჩარ­თუ­ლია საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ში, თუმ­ცა ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ასე­ვე დიდი ნა­წი­ლი დუმს და ხმას არ აი­ღებს. რას იტყვით რო­გორც რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე და ასე­ვე მსა­ხი­ო­ბი, რომ­ლის­თვი­საც თე­ატ­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლია...

- მსა­ხი­ო­ბე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არ არი­ან. ისი­ნი ჯერ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან და მერე მსა­ხი­ო­ბე­ბი, ისე­ვე რო­გორც სხვა პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნე­ბი. თუ მსა­ხი­ო­ბე­ბის დიდი ნა­წი­ლი ახლა ჩუ­მა­დაა, ეს არ ნიშ­ნავს, რომ ისი­ნი „ოც­ნე­ბის“ მომ­ხრე­ე­ბი არი­ან. მათ ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ცოტა მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბა აქვთ - რად­გან სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რში მუ­შა­ო­ბენ, თით­ქოს ეს რა­ღაც­ნა­ი­რად ავალ­დე­ბუ­ლებთ, რომ მმარ­თვე­ლი ძა­ლის მი­მართ ლმო­ბი­ე­რად იყ­ვნენ გან­წყო­ბი­ლი. ეს ასე არ არის. სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რი არ არის რო­მე­ლი­ღაც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის კუთ­ვნი­ლე­ბა. სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რი ნიშ­ნავს ხალ­ხის თე­ატრს. სა­ხელ­მწი­ფო ვინ არის, თუ არა ხალ­ხი?! ამი­ტომ ცოტა მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი, კო­მუ­ნის­ტუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი აქვთ. კი, სა­ხელ­მწი­ფო არის ხალ­ხი და ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.

- "ახა­ლი თე­ატ­რის" მსა­ხი­ო­ბე­ბი­დან ზოგი და­ი­ჭი­რეს, ზოგი ნა­ცე­მია... რას ფიქ­რობთ ამა­ზე?

- ყვე­ლას ვიც­ნობ, კარ­გი ბი­ჭე­ბი არი­ან, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, მათ სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბა დაბ­რალ­დეთ?! კი­დევ ერთხელ ვი­ტყვი, რა­საც არა­ლე­გი­ტი­მუ­რი მთავ­რო­ბა ლა­პა­რა­კობს, 90% თუ 100% არა, ტყუ­ი­ლია. ეს არის რუ­სუ­ლი ტი­პის პრო­პა­გან­და და რე­ა­ლო­ბას­თან არ არის კავ­შირ­ში.

- გა­მო­სა­ვალს რაში ხე­დავთ?

- გა­მო­სა­ვა­ლი მარ­ტი­ვია. ესე­ნი უნდა წა­ვიდ­ნენ, ხალ­ხმა უნდა აირ­ჩი­ოს ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც მი­აჩ­ნია, რომ ქვე­ყა­ნა უნდა მარ­თოს. უნდა წა­ვიდ­ნენ, უნდა და­ი­ნიშ­ნოს ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი, რა თქმა უნდა, ნორ­მა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში... რუ­სე­თის და­ვა­ლე­ბით ქარ­თვე­ლე­ბი ქარ­თვე­ლებს ატყუ­ე­ბენ, ატე­რო­რე­ბენ. ეს ტრა­გე­დი­აა. ამას წერ­ტი­ლი უნდა და­ეს­ვას!

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე;

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"თუ მსახიობების დიდი ნაწილი ჩუმადაა, არ ნიშნავს, რომ "ოცნების" მომხრეები არიან... მათ კომუნისტური შეხედულებები აქვთ" - დიმიტრი ტატიშვილი კოლეგების დუმილსა და მიმდინარე პროტესტზე

"თუ მსახიობების დიდი ნაწილი ჩუმადაა, არ ნიშნავს, რომ "ოცნების" მომხრეები არიან... მათ კომუნისტური შეხედულებები აქვთ" - დიმიტრი ტატიშვილი კოლეგების დუმილსა და მიმდინარე პროტესტზე

"იმიტომ გავიფიცე, რომ ახლა სპექტაკლების დრო არ არის. ხალხი, ვისი დაფინანსებითაც ჩვენ, სახელმწიფო თეატრები ვცხოვრობთ, დღეს ქუჩაშია და უკანონო, არალეგიტიმურ მთავრობას აპროტესტებს. მთავრობას, რომელსაც არც ქვეყნის შიგნით და გარეთ არ აღიარებენ... მოსახლეობასთან მათგან ასეთ უხეშ მოქცევას მოველოდი. ეს ტრაგიკული ამბავია და ამას არავითარი გამართლება არ აქვს. როცა ასე საშინლად ექცევიან ადამიანებს, ახლა თეატრის სცენაზე გასვლის დრო არ არის და ამიტომ გავიფიცე, თორემ თეატრი ძალიან მიყვარს და მიმაჩნია, რომ ის ადგილია, სადაც უნდა ვიყო" - გვეუბნება მსახიობი დიმიტრი ტატიშვილი, რომელიც გაფიცულ მსახიობებს შორისაა.

AMBEBI.GE-სთნ საუბარში ის ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ასე ხსნის:

"რა პროცესებიც ახლა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს, არის საქართველოს რუსეთისთვის გადაცემის ბოლო სტადია, მათი გათვლებით და მათი გეგმებით. ჩვენ თუ ამას დავუშვებთ, მაშინ საქართველოს სახელმწიფოებრიობა აღარ იარსებებს. ამიტომ ამას არ დავუშვებთ, არავითარ შემთხვევაში. რუსეთი თითქმის უკვე სამი საუკუნეა, ცდილობს, საქართველო გაარუსოს და არ გამოსდის. თუ რატომ არ გამოსდის, ამაზე პასუხი მარტივია - ქართველებს და რუსებს, საერთო არაფერი გვაქვს - არც მენტალობაში და არაფერში. ვიღაცები, ვინც მოერგნენ რუსეთს და ნაწილობრივ გარუსდნენ, მაგრამ ეს არის მასობრივი ამბავი, უბრალოდ ვიღაც თავის გაგებით, კომფორტის ზონაში ასე შევიდა. ქართველი ერის გარუსება არ გამოვა...

ბებიაჩემი მიყვებოდა, გიმნაზიაში რომ სწავლობდა, ქართულის გაკვეთილი კვირაში ერთხელ ჰქონდათ, სხვა საგნებს სულ რუსულად სწავლობდნენ. მიუხედავად ამისა, საქართველო მაინც ვერ გაარუსეს. ახლაც ვერ გაარუსებენ იმის მერე, რაც რუსეთმა თავისი ნამდვილი სახე გამოავლინა…მაგათ გათვლა აქვთ, როგორც ბელორუსს მოექცნენ, ისე მოექცნენ ჩვენს ქვეყანას, - არ გამოვა. შეიძლება, თვითონ ისევე მოიქცნენ როგორც ბელორუსში, მაგრამ ჩვენგან სხვანაირი პასუხი ექნებათ“ - აღნიშნავს დიმიტრი ტატიშვილი.

- თეატრალური საზოგადოების დიდი ნაწილი ჩართულია საპროტესტო აქციებში, თუმცა ამ საზოგადოების ასევე დიდი ნაწილი დუმს და ხმას არ აიღებს. რას იტყვით როგორც რიგითი მოქალაქე და ასევე მსახიობი, რომლისთვისაც თეატრი მნიშვნელოვანი ადგილია...

- მსახიობები განსაკუთრებული ადამიანები არ არიან. ისინი ჯერ ქვეყნის მოქალაქეები არიან და მერე მსახიობები, ისევე როგორც სხვა პროფესიის ადამიანები. თუ მსახიობების დიდი ნაწილი ახლა ჩუმადაა, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი „ოცნების“ მომხრეები არიან. მათ ამ ყველაფერზე ცოტა მოძველებული შეხედულება აქვთ - რადგან სახელმწიფო თეატრში მუშაობენ, თითქოს ეს რაღაცნაირად ავალდებულებთ, რომ მმართველი ძალის მიმართ ლმობიერად იყვნენ განწყობილი. ეს ასე არ არის. სახელმწიფო თეატრი არ არის რომელიღაც ორგანიზაციის კუთვნილება. სახელმწიფო თეატრი ნიშნავს ხალხის თეატრს. სახელმწიფო ვინ არის, თუ არა ხალხი?! ამიტომ ცოტა მოძველებული, კომუნისტური შეხედულებები აქვთ. კი, სახელმწიფო არის ხალხი და ჩვენი თანამოქალაქეები.

- "ახალი თეატრის" მსახიობებიდან ზოგი დაიჭირეს, ზოგი ნაცემია... რას ფიქრობთ ამაზე?

- ყველას ვიცნობ, კარგი ბიჭები არიან, როგორ შეიძლება, მათ სახელმწიფო გადატრიალება დაბრალდეთ?! კიდევ ერთხელ ვიტყვი, რასაც არალეგიტიმური მთავრობა ლაპარაკობს, 90% თუ 100% არა, ტყუილია. ეს არის რუსული ტიპის პროპაგანდა და რეალობასთან არ არის კავშირში.

- გამოსავალს რაში ხედავთ?

- გამოსავალი მარტივია. ესენი უნდა წავიდნენ, ხალხმა უნდა აირჩიოს ის ადამიანები, ვინც მიაჩნია, რომ ქვეყანა უნდა მართოს. უნდა წავიდნენ, უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები, რა თქმა უნდა, ნორმალური საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში... რუსეთის დავალებით ქართველები ქართველებს ატყუებენ, ატერორებენ. ეს ტრაგედიაა. ამას წერტილი უნდა დაესვას!

წაიკითხეთ ასევე;