სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არსად შევარდნას არ ვცდილობდი და არავის ვაწუხებდი - თავს დავესხი პოლიციელებს გინებით თუ რა მოხდა?!" - რა თქვა ნიკა გვარამიამ სასამართლოზე
"არსად შევარდნას არ ვცდილობდი და არავის ვაწუხებდი - თავს დავესხი პოლიციელებს გინებით თუ რა მოხდა?!" - რა თქვა ნიკა გვარამიამ სასამართლოზე

"კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის“ ერთ-ერთი ლი­დე­რის, ნიკა გვა­რა­მი­ას ად­ვო­კა­ტე­ბი პრო­ცე­სის გა­და­დე­ბას ითხო­ვენ.

ად­ვო­კატ დი­მიტ­რი სა­ძაგ­ლიშ­ვი­ლის თქმით, მათ დაც­ვის უფ­ლე­ბის ჯე­როვ­ნად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის გო­ნივ­რუ­ლი დრო სჭირ­დე­ბათ. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მხა­რის მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ვი­დეო კონ­ტექ­სტი­და­ნაა ამოგ­ლე­ჯი­ლი და რე­ა­ლო­ბას ვერ ასა­ხავს, დაც­ვის მხა­რემ კი და­მა­ტე­ბი­თი ვი­დე­ო­მა­სა­ლა უნდა წა­რად­გი­ნოს, სა­დავ ნიკა გვა­რა­მი­ას და პო­ლი­ცი­ის მთლი­ა­ნი კო­მუ­ნი­კა­ცია იქ­ნე­ბა ასა­ხუ­ლი.

  • სა­ძაგ­ლიშ­ვი­ლის თქმით, ეს მუხ­ლე­ბი მკაცრ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სან­ქცი­ას ით­ვა­ლის­წი­ნებს - ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ პა­ტიმ­რო­ბა­საც, შე­სა­ბა­მი­სად, დაც­ვის უფ­ლე­ბა ჯე­როვ­ნად რომ გან­ხორ­ცი­ელ­დეს, მათ გო­ნივ­რუ­ლი ვადა სჭირ­დე­ბათ.

სა­ძაგ­ლიშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის ჩა­ტა­რე­ბის შე­სა­ხებ ად­ვო­კა­ტე­ბის­თვის სხდო­მის და­წყე­ბამ­დე სა­ათ­ნა­ხევ­რით ადრე გახ­და ცნო­ბი­ლი. გვა­რა­მი­ას კი ად­ვო­კატ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ ჰქონ­და, რომ დაც­ვის მხა­რის მომ­ზა­დე­ბა მოს­წრე­ბუ­ლი­ყო.

ად­ვო­კა­ტე­ბის თქმით, გვა­რა­მი­ას მი­მართ ცრუ ოქ­მე­ბია შედ­გე­ნი­ლი.

სი­ტყვით ისარ­გებ­ლა თა­ვად ნიკა გვა­რა­მი­ა­მაც, და გან­მარ­ტა, რომ არ­სად შე­ვარ­დნას არ ცდი­ლობ­და.

"მე უნდა ვნა­ხო კად­რე­ბი უწყე­ტო­ბით არის თუ არა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. "რუს­თა­ვი 2“-თან სპე­ცი­ფი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს და სწო­რედ იმის გამო, რომ ვი­დეო სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ი­და­ნაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, მაქვს ეჭვი, რომ შე­საძ­ლოა, ფაბ­რი­კა­ცი­ას აქვს ად­გი­ლი.

გუ­შინ ან გუ­შინ­წინ ჩემ­თვის რომ რამე ეთ­ქვათ, ან შემ­ძლე­ბო­და ად­ვო­კა­ტე­ბის­თვის ხმის მიწ­ვდო­მა, ალ­ბათ, მო­ვას­წრებ­დი, რომ ჩემს სა­სარ­გებ­ლოდ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი მექ­ნე­ბო­და წარ­მოდ­გე­ნი­ლი. მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას ვნა­ხავ, მაგ­რამ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა რო­მე­ლიც შსს-მ შე­მი­რა­ცხა, მა­ინ­ტე­რე­სებს სად იდგა ოპე­რა­ტო­რი და "რუს­თა­ვი 2“-ის ჟურ­ნა­ლის­ტის და­კი­თხვას მო­ვი­თხოვ.

არ­სად შე­ვარ­დნას არ ვცდი­ლობ­დი და არა­ვის ვა­წუ­ხებ­დი, ჩემს სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ოფი­სის ჩხრე­კა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ვი­თხოვ­დი ღო­ნის­ძი­ე­ბის ჩამ­ტა­რე­ბე­ლი გა­მო­სუ­ლი­ყო და ჩხრე­კას დავ­სწრე­ბო­დი.

თავს და­ვეს­ხი პო­ლი­ცი­ე­ლებს გი­ნე­ბით თუ რა მოხ­და? ხომ უნდა მქონ­დეს და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მა­სა­ლე­ბის წარ­მოდ­გე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა?... სათ­ვა­ლე დავ­კარ­გე ოპე­რა­ცი­ის დროს, გუ­შინ მო­მი­ტა­ნეს, არა­ნა­ირ დო­კუ­მენტს არ ვიც­ნობ“, - გა­ნა­ცხა­და გვა­რა­მი­ამ.

მო­სა­მარ­თლე კობა ჩა­გუ­ნა­ვამ სხდო­მა არ გა­და­დო. მისი გან­მარ­ტე­ბით, სხდო­მის გა­და­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლია. რო­გორც მო­სა­მარ­თლემ აღ­ნიშ­ნა, თუ დაც­ვის­თვის ცნო­ბი­ლი იყო, რომ და­კა­ვე­ბის კად­რე­ბი არ­სე­ბობ­და, ამას­თან სხვა­დას­ხვა ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­და­ი­ცე­მო­და, სუ­რა­თის აღ­წე­რის თვალ­საზ­რი­სით, დაც­ვას ის აქამ­დე უნდა მო­ე­პო­ვე­ბი­ნა, ვი­ნა­ი­დან ფაქ­ტი­დან 2 დღეა გა­სუ­ლი.

ცნო­ბის­თვის, ნიკა გვა­რა­მია ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 166-ე და 173-ე მუხ­ლე­ბით და­ა­კა­ვეს, რაც წვრილ­მან ხუ­ლიგ­ნო­ბა­სა და პო­ლი­ცი­ე­ლის კა­ნო­ნი­ე­რი მო­თხოვ­ნის და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"არსად შევარდნას არ ვცდილობდი და არავის ვაწუხებდი - თავს დავესხი პოლიციელებს გინებით თუ რა მოხდა?!" - რა თქვა ნიკა გვარამიამ სასამართლოზე

"არსად შევარდნას არ ვცდილობდი და არავის ვაწუხებდი - თავს დავესხი პოლიციელებს გინებით თუ რა მოხდა?!" - რა თქვა ნიკა გვარამიამ სასამართლოზე

"კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას ადვოკატები პროცესის გადადებას ითხოვენ.

ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, მათ დაცვის უფლების ჯეროვნად განხორციელებისთვის გონივრული დრო სჭირდებათ. მისივე განმარტებით, მხარის მიერ წარმოდგენილი ვიდეო კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი და რეალობას ვერ ასახავს, დაცვის მხარემ კი დამატებითი ვიდეომასალა უნდა წარადგინოს, სადავ ნიკა გვარამიას და პოლიციის მთლიანი კომუნიკაცია იქნება ასახული.

  • საძაგლიშვილის თქმით, ეს მუხლები მკაცრ ადმინისტრაციულ სანქციას ითვალისწინებს - ადმინისტრაციულ პატიმრობასაც, შესაბამისად, დაცვის უფლება ჯეროვნად რომ განხორციელდეს, მათ გონივრული ვადა სჭირდებათ.

საძაგლიშვილის განმარტებით, სასამართლო პროცესის ჩატარების შესახებ ადვოკატებისთვის სხდომის დაწყებამდე საათნახევრით ადრე გახდა ცნობილი. გვარამიას კი ადვოკატთან კომუნიკაციის შესაძლებლობა არ ჰქონდა, რომ დაცვის მხარის მომზადება მოსწრებულიყო.

ადვოკატების თქმით, გვარამიას მიმართ ცრუ ოქმებია შედგენილი.

სიტყვით ისარგებლა თავად ნიკა გვარამიამაც, და განმარტა, რომ არსად შევარდნას არ ცდილობდა.

"მე უნდა ვნახო კადრები უწყეტობით არის თუ არა წარმოდგენილი. "რუსთავი 2“-თან სპეციფიური ურთიერთობა მაქვს და სწორედ იმის გამო, რომ ვიდეო სწორედ აღნიშნული ტელეკომპანიიდანაა წარმოდგენილი, მაქვს ეჭვი, რომ შესაძლოა, ფაბრიკაციას აქვს ადგილი.

გუშინ ან გუშინწინ ჩემთვის რომ რამე ეთქვათ, ან შემძლებოდა ადვოკატებისთვის ხმის მიწვდომა, ალბათ, მოვასწრებდი, რომ ჩემს სასარგებლოდ მტკიცებულებები მექნებოდა წარმოდგენილი. მტკიცებულებას ვნახავ, მაგრამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა რომელიც შსს-მ შემირაცხა, მაინტერესებს სად იდგა ოპერატორი და "რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის დაკითხვას მოვითხოვ.

არსად შევარდნას არ ვცდილობდი და არავის ვაწუხებდი, ჩემს საკუთრებაში არსებული ოფისის ჩხრეკა მიმდინარეობდა. ვითხოვდი ღონისძიების ჩამტარებელი გამოსულიყო და ჩხრეკას დავსწრებოდი.

თავს დავესხი პოლიციელებს გინებით თუ რა მოხდა? ხომ უნდა მქონდეს დამადასტურებელი მასალების წარმოდგენის საშუალება?... სათვალე დავკარგე ოპერაციის დროს, გუშინ მომიტანეს, არანაირ დოკუმენტს არ ვიცნობ“, - განაცხადა გვარამიამ.

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ სხდომა არ გადადო. მისი განმარტებით, სხდომის გადადებასთან დაკავშირებით შუამდგომლობა დაუსაბუთებელია. როგორც მოსამართლემ აღნიშნა, თუ დაცვისთვის ცნობილი იყო, რომ დაკავების კადრები არსებობდა, ამასთან სხვადასხვა ტელევიზიით გადაიცემოდა, სურათის აღწერის თვალსაზრისით, დაცვას ის აქამდე უნდა მოეპოვებინა, ვინაიდან ფაქტიდან 2 დღეა გასული.

ცნობისთვის, ნიკა გვარამია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.