მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არანაირი ნატო, არანაირი სამხედრო ბაზები, სამხედრო წვრთნები უკრაინის მიწაზე და..." - სერგეი ლავროვი ასახელებს უკრაინასთან ომის დასრულების პირობებს
"არანაირი ნატო, არანაირი სამხედრო ბაზები, სამხედრო წვრთნები უკრაინის მიწაზე და..." - სერგეი ლავროვი ასახელებს უკრაინასთან ომის დასრულების პირობებს

"რუ­სეთ­ში ბევ­რს სურს, რომ სან­ქცი­ე­ბის გა­უქ­მე­ბა უკ­რა­ი­ნას­თან სამ­შვი­დო­ბო შე­თან­ხმე­ბის ერთ-ერთი პი­რო­ბა გახ­დეს, მაგ­რამ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში გა­ვაც­ნო­ბი­ე­რეთ, რომ სჯობს, სა­კუ­თარ თავს და­ვეყ­რდნოთ და გან­ვა­ვი­თა­როთ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბი ნორ­მა­ლურ ქვეყ­ნებ­თან, რომ­ლე­ბიც ეკო­ნო­მი­კურ ინ­ტე­რე­სებ­სა და პო­ლი­ტი­კას ერ­თმა­ნეთ­ში არ ურე­ვენ", - ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, სერ­გეი ლავ­როვ­მა ამე­რი­კელ ჟურ­ნა­ლისტ ტა­კერ კარლ­სონ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

"რუ­სეთ­ში ბევ­რს სურს ეს პი­რო­ბა და­ი­დოს. მაგ­რამ მი­მაჩ­ნია, რომ რაც უფრო მეტს ვცხოვ­რობთ ამ სან­ქცი­ე­ბის ქვეშ, მით უფრო მე­ტად ვაც­ნო­ბი­ე­რებთ, რომ სჯობს სა­კუ­თარ თავს და­ვეყ­რდნოთ და გან­ვა­ვი­თა­როთ მე­ქა­ნიზ­მე­ბი, პლატ­ფორ­მე­ბი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის "ნორ­მა­ლურ“ ქვეყ­ნებ­თან, რომ­ლე­ბიც ჩვენ­თვის მე­გობ­რულ­ნი არი­ან და ეკო­ნო­მი­კურ ინ­ტე­რე­სებ­სა და ურ­თი­ერ­თო­ბებს, გან­სა­კუთ­რე­ბით პო­ლი­ტი­კას, ერ­თმა­ნეთ­ში არ ურე­ვენ“, - გა­ნა­ცხა­და ლავ­როვ­მა.

  • ამას­თან, მისი თქმით, რომ რუ­სე­თი და­თან­ხმდე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში კონ­ფლიქ­ტის დას­რუ­ლე­ბას იმ პი­რო­ბე­ბით, რაც რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა გა­აჟ­ღე­რა.

"არა­ნა­ი­რი ნატო, არა­ნა­ი­რი სამ­ხედ­რო ბა­ზე­ბი, სამ­ხედ­რო წვრთნე­ბი უკ­რა­ი­ნის მი­წა­ზე უცხო­უ­რი ჯა­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. სა­ჭი­როა რე­ა­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა "ად­გილ­ზე“ და ეს არა მხო­ლოდ კონ­ტაქ­ტის ხა­ზია, არა­მედ ცვლი­ლე­ბე­ბი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში დო­ნეც­კი­სა და ლუ­განსკის რეს­პუბ­ლი­კებ­ში, ხერ­სო­ნი­სა და ზა­პო­რო­ჟი­ეს რე­გი­ო­ნებ­ში რე­ფე­რენ­დუ­მის შემ­დეგ. ახლა ისი­ნი უკვე რუ­სე­თის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში არი­ან ჩვე­ნი კონ­სტი­ტუ­ცი­ით - ეს არის რე­ა­ლო­ბა“, - დას­ძი­ნა ლავ­როვ­მა.

  • "ჩვენ არ ვფიქ­რობთ ომზე შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­თან, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ბირ­თვუ­ლი ხა­სი­ა­თის იყოს. ჩვე­ნი სამ­ხედ­რო დოქ­ტრი­ნა ამ­ბობს, რომ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ბირ­თვუ­ლი ომის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა ლავ­როვ­მა.

მისი თქმით, 2022 წლის იან­ვარ­ში რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ამ გა­ე­რო-ს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს ხუთი მუდ­მი­ვი წევ­რის (რუ­სე­თი, ჩი­ნე­თი, აშშ, საფ­რან­გე­თი, ბრი­ტა­ნე­თი) ლი­დე­რე­ბის ერ­თობ­ლი­ვი გან­ცხა­დე­ბის ინი­ცი­რე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, რო­მელ­შიც ნათ­ქვა­მია, რომ ეს ქვეყ­ნე­ბი ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თე­ბენ, რათა თა­ვი­დან აი­ცი­ლონ და­პი­რის­პი­რე­ბა, აღი­ა­რე­ბენ და პა­ტივს სცე­მენ ერ­თმა­ნე­თის ინ­ტე­რე­სებს და უსაფრ­თხო­ე­ბას.

”მაგ­რამ რუ­სე­თის უსაფრ­თხო­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი სრუ­ლი­ად უგუ­ლე­ბელ­ყვეს, რო­დე­საც მათ უარ­ყვეს (და­ახ­ლო­ე­ბით ამა­ვე დროს) ჩვე­ნი ქვეყ­ნის წი­ნა­და­დე­ბა უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ე­ბის შე­სა­ხებ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის და­დე­ბის შე­სა­ხებ. რაც შე­ე­ხე­ბა შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს, ჩვენ არა­ვის­თან ომი არ გვინ­და“, - დას­ძი­ნა ლავ­როვ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"არანაირი ნატო, არანაირი სამხედრო ბაზები, სამხედრო წვრთნები უკრაინის მიწაზე და..." - სერგეი ლავროვი ასახელებს უკრაინასთან ომის დასრულების პირობებს

"არანაირი ნატო, არანაირი სამხედრო ბაზები, სამხედრო წვრთნები უკრაინის მიწაზე და..." - სერგეი ლავროვი ასახელებს უკრაინასთან ომის დასრულების პირობებს

"რუსეთში ბევრს სურს, რომ სანქციების გაუქმება უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების ერთ-ერთი პირობა გახდეს, მაგრამ რუსეთის ფედერაციაში გავაცნობიერეთ, რომ სჯობს, საკუთარ თავს დავეყრდნოთ და განვავითაროთ თანამშრომლობის მექანიზმები ნორმალურ ქვეყნებთან, რომლებიც ეკონომიკურ ინტერესებსა და პოლიტიკას ერთმანეთში არ ურევენ", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ამერიკელ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში განაცხადა.

"რუსეთში ბევრს სურს ეს პირობა დაიდოს. მაგრამ მიმაჩნია, რომ რაც უფრო მეტს ვცხოვრობთ ამ სანქციების ქვეშ, მით უფრო მეტად ვაცნობიერებთ, რომ სჯობს საკუთარ თავს დავეყრდნოთ და განვავითაროთ მექანიზმები, პლატფორმები თანამშრომლობისთვის "ნორმალურ“ ქვეყნებთან, რომლებიც ჩვენთვის მეგობრულნი არიან და ეკონომიკურ ინტერესებსა და ურთიერთობებს, განსაკუთრებით პოლიტიკას, ერთმანეთში არ ურევენ“, - განაცხადა ლავროვმა.

  • ამასთან, მისი თქმით, რომ რუსეთი დათანხმდება უკრაინაში კონფლიქტის დასრულებას იმ პირობებით, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გააჟღერა.

"არანაირი ნატო, არანაირი სამხედრო ბაზები, სამხედრო წვრთნები უკრაინის მიწაზე უცხოური ჯარების მონაწილეობით. საჭიროა რეალობის გათვალისწინება "ადგილზე“ და ეს არა მხოლოდ კონტაქტის ხაზია, არამედ ცვლილებები რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციაში დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებში, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში რეფერენდუმის შემდეგ. ახლა ისინი უკვე რუსეთის შემადგენლობაში არიან ჩვენი კონსტიტუციით - ეს არის რეალობა“, - დასძინა ლავროვმა.

  • "ჩვენ არ ვფიქრობთ ომზე შეერთებულ შტატებთან, რომელიც შეიძლება ბირთვული ხასიათის იყოს. ჩვენი სამხედრო დოქტრინა ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ბირთვული ომის თავიდან აცილება“, - აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით, 2022 წლის იანვარში რუსეთის ფედერაციამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრის (რუსეთი, ჩინეთი, აშშ, საფრანგეთი, ბრიტანეთი) ლიდერების ერთობლივი განცხადების ინიცირება განახორციელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ეს ქვეყნები ყველაფერს გააკეთებენ, რათა თავიდან აიცილონ დაპირისპირება, აღიარებენ და პატივს სცემენ ერთმანეთის ინტერესებს და უსაფრთხოებას.

”მაგრამ რუსეთის უსაფრთხოების ინტერესები სრულიად უგულებელყვეს, როდესაც მათ უარყვეს (დაახლოებით ამავე დროს) ჩვენი ქვეყნის წინადადება უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ხელშეკრულების დადების შესახებ. რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, ჩვენ არავისთან ომი არ გვინდა“, - დასძინა ლავროვმა.