პოლიტიკა
საზოგადოება

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როგორ უნდა გაამართლონ, რომ ანდრო ჭიჭინაძე ბინ ლადენია, არ ვიცი..." - ცნობილი მსახიობის დაკავების დეტალები და გამოხმაურება კოლეგებისგან
"როგორ უნდა გაამართლონ, რომ ანდრო ჭიჭინაძე ბინ ლადენია, არ ვიცი..." - ცნობილი მსახიობის დაკავების დეტალები და გამოხმაურება კოლეგებისგან

დიღ­მის დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­თან, სა­დაც მსა­ხი­ო­ბი ან­დრო ჭი­ჭი­ნა­ძე გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­ხე­ლოვ­ნე­ბო სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა წუ­ხელ აქ­ცია გა­მარ­თეს. .

ად­გილ­ზე მი­სუ­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი მის სა­ხელს სკან­დი­რე­ბენ და გულ­შე­მატ­კივ­რო­ბენ. რო­გორც მსა­ხი­ობ­მა, ირაკ­ლი კვი­რი­კა­ძემ გა­ნა­ცხა­და, მათ წი­ნა­აღ­მდეგ ეს არის სის­ტე­მის "ბოლო, გან­წი­რუ­ლი მე­თო­დე­ბი".

"ეს არის ახალ­გაზ­რდე­ბის და­ში­ნე­ბა ისე, რომ გა­რეთ გა­მოს­ვლა ვე­ღარ გა­ბე­დონ. ამ შემ­თხვე­ვა­ში მა­გა­ლი­თი არის ან­დრო, რომ თუ ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი და­ა­კა­ვეს უკვე ახალ­გაზ­რდებ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია გაჩ­ნდეს კი­თხვა: "მა­შინ ჩემს შემ­თხვე­ვა­ში რა ხდე­ბა?". ეს არის სის­ტე­მის ბოლო, გან­წი­რუ­ლი მე­თო­დე­ბი ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ. ამით ვერ შეგ­ვა­ში­ნე­ბენ და ვერ შე­ა­ჩე­რე­ბენ იმ ხალ­ხს, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ანთ ქა­ლა­ქებ­ში გა­მო­დი­ან და აპ­რო­ტეს­ტე­ბენ ამ ყვე­ლაფ­რის მკად­რე­ბელ მთავ­რო­ბას" ,- გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კვი­რი­კა­ძემ.

ან­დრო ჭი­ჭი­ნა­ძის და­კა­ვე­ბის დე­ტა­ლებ­ზე მა­მამ ისა­უბ­რა:

"და­ახ­ლო­ე­ბით 7 სა­ა­თის­თვის მო­ვიდ­ნენ, იყო ზარი კარ­ზე, რო­მე­ლიც ან­დრომ გა­ა­ღო და დახ­ვდნენ გა­რეთ პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. შე­მო­ვიდ­ნენ სახ­ლში. გვი­თხრეს, რომ ნერ­ვი­უ­ლო­ბა სა­ჭი­რო არ არის, შე­ვე­დით ოთახ­ში და და­ი­წყეს წარ­დგე­ნა ბრალ­დე­ბის, ეს არის ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბა. აქ­ცი­ა­ზე ყოფ­ნი­სას რა­ღაც კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო დარ­ღვე­ვა იყოო. შე­ად­გი­ნეს და­კა­ვე­ბის აქტი, ან­დროს წა­რუდ­გი­ნეს ბრა­ლე­უ­ლო­ბა, წა­რად­გი­ნეს სა­სა­მარ­თლო გან­ჩი­ნე­ბა, დიდ­ხანს იყო სა­უ­ბა­რი ან­დრო­სა და პო­ლი­ცი­ას შო­რის. კი­თხვე­ბი იყო იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რა მიზ­ნებს ემ­სა­ხუ­რე­ბა მისი ყოფ­ნა, მოს­წონს, თუ არა მას, რომ პო­ლი­ცი­ის მი­მართ რა­ღაც სა­შუ­ა­ლე­ბე­ბია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი აქ­ცი­ა­ზე, რა­ზეც ან­დრო პა­სუ­ხობ­და ძა­ლი­ან ჩვე­უ­ლებ­რი­ვად. თით­ქოს და­ძა­ბუ­ლო­ბის მო­მენ­ტი არ იყო. თუმ­ცა ბრა­ლე­უ­ლო­ბის წარ­დგე­ნის შემ­დეგ მას და­ა­დეს ბორ­კი­ლე­ბი და წა­იყ­ვა­ნეს. მე რო­გორც მივ­ხვდი, ელო­დე­ბოდ­ნენ ტე­ლე­ვი­ზი­ის მოს­ვლას, რომ და­ე­ფიქ­სი­რე­ბი­ნათ ან­დროს წაყ­ვა­ნა. მე ამო­ვიყ­ვა­ნე ოპე­რა­ტო­რი "იმე­დის". რად­გან ან­დრო ცნო­ბა­დი სა­ხეა, ალ­ბათ თვლი­ან, რომ უნდა და­ი­სა­ჯოს. საჩ­ვე­ნე­ბე­ლი დას­ჯის მო­მენ­ტია" - აღ­ნიშ­ნა ან­დრო ჭი­ჭი­ნა­ძის მამა "მთა­ვარ არხთან" სა­უბ­რი­სას.

და­კა­ვე­ბის დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რობს მსა­ხი­ო­ბის დედა, ლიკა გუნ­ცა­ძე. რო­გორ ის აცხა­დებს, და­კა­ვე­ბის შემ­დეგ ან­დრო ჭი­ჭი­ნა­ძე­ზე ფი­ზი­კუ­რი ზე­წო­ლა არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა.

„მე სან­დრო დავ­ტო­ვე სახ­ლში, რა­ღაც პრო­ექ­ტზე მუ­შა­ობ­და. ჩემს საქ­მე­ებს რომ მოვ­რჩი, ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნის გა­მო­ტო­ვე­ბუ­ლი ზარი ვნა­ხე. შემ­დეგ მი­თხრეს, რომ სან­დრო და­ი­ჭი­რეს. შე­მო­ვე­დი ეზო­ში თუ არა, ვნა­ხე, ალ­ბათ, 60 პო­ლი­ცი­ე­ლი. ამა­სო­ბა­ში ხელ­ბორ­კი­ლე­ბით გა­მო­იყ­ვა­ნეს ან­დროც. ბო­ლოს იყო, რომ მი­თხრა „დედა არ ინერ­ვი­უ­ლოო“. მერე სამ­მა პო­ლი­ცი­ელ­მა შე­მიყ­ვა­ნა სა­დარ­ბა­ზო­ში და მი­თხრა, რომ ახ­ლა­ვე აგიხ­სნით, რა­ტომ ვა­კა­ვებ­თო, თუმ­ცა არა­ფე­რი ამიხ­სნეს და გა­ვიდ­ნენ სა­დარ­ბა­ზოს უკა­ნა გა­სას­ვლე­ლი­დან. რო­გორც ჩემ­მა მე­უღ­ლემ მი­თხრა, ზარი ვი­ღაც გო­გომ და­რე­კაო, ან­დრომ გა­ა­ღო კა­რიო და გა­რეთ ბევ­რი პო­ლი­ცი­ე­ლი იყოო. არ იყ­ვნენ აგ­რე­სი­უ­ლე­ბიო. უთხრეს, რომ გე­დე­ბა ბრა­ლი ორ­გა­ნი­ზე­ბა­შიო. რო­მე­ლი თავ­დამ­სხმე­ლი ან­დროა? დიახ, დგას მი­ტინგზე! დიახ, მეც ვდგა­ვარ მი­ტინგზე! ჩემი ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რი... რომც არ წა­ვი­დეს ან­დრო მი­ტინგზე, ვე­ტყვი, რომ წა­ვი­დეს! მე უფრო აქ­ტი­უ­რი ვარ, ვიდ­რე ან­დრო. მე ჩემ­ზე უფრო მქონ­და მო­ლო­დი­ნი, ვიდ­რე ან­დრო­ზე. ვიცი, რომ არის მხნედ, არ არის ნა­ცე­მი. მინ­და ჩემი შვი­ლი მალე ვნა­ხო“, - გა­ნა­ცხა­და ან­დრო ჭი­ჭი­ნა­ძის დედა ლიკა გუნ­ცა­ძემ „ტვ პირ­ველ­თან“ სა­უ­ბარ­ში.

რე­ჟი­სო­რი, და­ვით დო­ი­აშ­ვი­ლი მსა­ხი­ობ ან­დრო ჭი­ჭი­ნა­ძის და­კა­ვე­ბა­ზე წერს:

"მოვ­ლე­ნე­ბი ისე შე­იც­ვა­ლა, რომ მარ­თლა არ ვიცი, რა კო­მენ­ტა­რი უნდა გა­ვა­კე­თო. ჩემ­თვი­საც ეს არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი ამ­ბა­ვი. ცუდ სიზ­მარ­შიც არ და­მე­სიზ­მრე­ბა, ალ­ბათ, სკორ­სე­ზეც ვერ მის­ცემ­და მაგ როლს ჭი­ჭი­ნა­ძეს, რომ ეგ გა­ე­მარ­თლე­ბი­ნა და ამათ­მა რო­გორ უნდა გა­ა­მარ­თლონ, რომ ან­დრო ჭი­ჭი­ნა­ძე ბინ ლა­დე­ნია, არ ვიცი, ვერ გე­ტყვით, რა­ნა­ი­რად შე­იძ­ლე­ბა ეს მოხ­დეს, მარ­თლა არ ვიცი, მგო­ნია, რომ ცუდი სიზ­მა­რია. აბ­სურ­დის თე­ატ­რია ჯერ­ჯე­რო­ბით. ვერ აღ­ვიქ­ვამ ამ რე­ა­ლო­ბას სე­რი­ო­ზუ­ლად.

ნუ გვა­ჯე­რებთ იმ რე­ა­ლო­ბას, რო­მე­ლიც და­უ­ჯე­რე­ბე­ლია. მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმის გამო, რომ არ შეგ­ვიძ­ლია და­გე­თან­ხმოთ იმ რე­ა­ლო­ბა­ში, რო­მელ­საც თქვენ გვთა­ვა­ზობთ, არ შე­იძ­ლე­ბა ამის გამო მე გა­მო­მა­ცხა­დოთ ტე­რო­რის­ტად ან ჩემი ყვე­ლა მსა­ხი­ო­ბი. თუ ან­დრო ჭი­ჭი­ნა­ძე ტე­რო­რის­ტია, მა­შინ ჩათ­ვა­ლეთ, რომ პირ­ველ რიგ­ში მთე­ლი თე­ატ­რი ტე­რო­რის­ტე­ბი ვართ. სხვა­ნა­ი­რად არ ვიცი რა გან­ცხა­დე­ბა უნდა გა­ვა­კე­თო, მარ­თლა არ ვიცი. ეს რო­გორ უნდა გა­მარ­თლდეს, არ ვიცი. ამი­ტომ მგო­ნია, რომ აბ­სურ­დია ეს ყვე­ლა­ფე­რი"- წერს და­ვით დო­ი­აშ­ვი­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, მსა­ხი­ო­ბი ან­დრო ჭი­ჭი­ნა­ძე დღეს და­ა­კა­ვეს. მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბით, თავ­და­პირ­ვე­ლად, ან­დრო ჭი­ჭი­ნა­ძის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში ჩხრე­კა ჩა­ტარ­და, რის შემ­დე­გაც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ის სა­კუ­თარ სახ­ლში­ვე და­ა­კა­ვეს. ამ ეტაპ­ზე უც­ნო­ბია, რა მუხ­ლით არის მსა­ხი­ო­ბი და­კა­ვე­ბუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ადამიანი
1

ვახო სანაიას მანქანას რომ წავებოდნენ და იქით დააკავეს დამხმარეები,ეგ საქმე როგორ იყო?

ნანა
4

როდის უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში ,, ვითომ "ცნობილი ადამიანების განსხვავებულობას სხვა ადამიანებისგან,და საერთოდ არ ცხვენიათ იმ ვაი მსახიობებს რობერტ სტურუას რომ აგინებენ...ეს სახელი და გვარი პირველად გავიგეთ და რობერტ სტურუას უტოლებენ და უფრო მეტიც..........

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"როგორ უნდა გაამართლონ, რომ ანდრო ჭიჭინაძე ბინ ლადენია, არ ვიცი..." - ცნობილი მსახიობის დაკავების დეტალები და გამოხმაურება კოლეგებისგან

"როგორ უნდა გაამართლონ, რომ ანდრო ჭიჭინაძე ბინ ლადენია, არ ვიცი..." - ცნობილი მსახიობის დაკავების დეტალები და გამოხმაურება კოლეგებისგან

დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორთან, სადაც მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე გადაიყვანეს, სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებმა წუხელ აქცია გამართეს. .

ადგილზე მისული მსახიობები მის სახელს სკანდირებენ და გულშემატკივრობენ. როგორც მსახიობმა, ირაკლი კვირიკაძემ განაცხადა, მათ წინააღმდეგ ეს არის სისტემის "ბოლო, განწირული მეთოდები".

"ეს არის ახალგაზრდების დაშინება ისე, რომ გარეთ გამოსვლა ვეღარ გაბედონ. ამ შემთხვევაში მაგალითი არის ანდრო, რომ თუ ცნობილი მსახიობი დააკავეს უკვე ახალგაზრდებში შესაძლებელია გაჩნდეს კითხვა: "მაშინ ჩემს შემთხვევაში რა ხდება?". ეს არის სისტემის ბოლო, განწირული მეთოდები ჩვენს წინააღმდეგ. ამით ვერ შეგვაშინებენ და ვერ შეაჩერებენ იმ ხალხს, რომლებიც თავიანთ ქალაქებში გამოდიან და აპროტესტებენ ამ ყველაფრის მკადრებელ მთავრობას" ,- განაცხადა ირაკლი კვირიკაძემ.

ანდრო ჭიჭინაძის დაკავების დეტალებზე მამამ ისაუბრა:

"დაახლოებით 7 საათისთვის მოვიდნენ, იყო ზარი კარზე, რომელიც ანდრომ გააღო და დახვდნენ გარეთ პოლიციის წარმომადგენლები. შემოვიდნენ სახლში. გვითხრეს, რომ ნერვიულობა საჭირო არ არის, შევედით ოთახში და დაიწყეს წარდგენა ბრალდების, ეს არის ჯგუფური ძალადობა. აქციაზე ყოფნისას რაღაც კანონსაწინააღმდეგო დარღვევა იყოო. შეადგინეს დაკავების აქტი, ანდროს წარუდგინეს ბრალეულობა, წარადგინეს სასამართლო განჩინება, დიდხანს იყო საუბარი ანდროსა და პოლიციას შორის. კითხვები იყო იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიზნებს ემსახურება მისი ყოფნა, მოსწონს, თუ არა მას, რომ პოლიციის მიმართ რაღაც საშუალებებია გამოყენებული აქციაზე, რაზეც ანდრო პასუხობდა ძალიან ჩვეულებრივად. თითქოს დაძაბულობის მომენტი არ იყო. თუმცა ბრალეულობის წარდგენის შემდეგ მას დაადეს ბორკილები და წაიყვანეს. მე როგორც მივხვდი, ელოდებოდნენ ტელევიზიის მოსვლას, რომ დაეფიქსირებინათ ანდროს წაყვანა. მე ამოვიყვანე ოპერატორი "იმედის". რადგან ანდრო ცნობადი სახეა, ალბათ თვლიან, რომ უნდა დაისაჯოს. საჩვენებელი დასჯის მომენტია" - აღნიშნა ანდრო ჭიჭინაძის მამა "მთავარ არხთან" საუბრისას.

დაკავების დეტალებზე საუბრობს მსახიობის დედა, ლიკა გუნცაძე. როგორ ის აცხადებს, დაკავების შემდეგ ანდრო ჭიჭინაძეზე ფიზიკური ზეწოლა არ განხორციელებულა.

„მე სანდრო დავტოვე სახლში, რაღაც პროექტზე მუშაობდა. ჩემს საქმეებს რომ მოვრჩი, ძალიან ბევრი ადამიანის გამოტოვებული ზარი ვნახე. შემდეგ მითხრეს, რომ სანდრო დაიჭირეს. შემოვედი ეზოში თუ არა, ვნახე, ალბათ, 60 პოლიციელი. ამასობაში ხელბორკილებით გამოიყვანეს ანდროც. ბოლოს იყო, რომ მითხრა „დედა არ ინერვიულოო“. მერე სამმა პოლიციელმა შემიყვანა სადარბაზოში და მითხრა, რომ ახლავე აგიხსნით, რატომ ვაკავებთო, თუმცა არაფერი ამიხსნეს და გავიდნენ სადარბაზოს უკანა გასასვლელიდან. როგორც ჩემმა მეუღლემ მითხრა, ზარი ვიღაც გოგომ დარეკაო, ანდრომ გააღო კარიო და გარეთ ბევრი პოლიციელი იყოო. არ იყვნენ აგრესიულებიო. უთხრეს, რომ გედება ბრალი ორგანიზებაშიო. რომელი თავდამსხმელი ანდროა? დიახ, დგას მიტინგზე! დიახ, მეც ვდგავარ მიტინგზე! ჩემი ოჯახის ყველა წევრი... რომც არ წავიდეს ანდრო მიტინგზე, ვეტყვი, რომ წავიდეს! მე უფრო აქტიური ვარ, ვიდრე ანდრო. მე ჩემზე უფრო მქონდა მოლოდინი, ვიდრე ანდროზე. ვიცი, რომ არის მხნედ, არ არის ნაცემი. მინდა ჩემი შვილი მალე ვნახო“, - განაცხადა ანდრო ჭიჭინაძის დედა ლიკა გუნცაძემ „ტვ პირველთან“ საუბარში.

რეჟისორი, დავით დოიაშვილი მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დაკავებაზე წერს:

"მოვლენები ისე შეიცვალა, რომ მართლა არ ვიცი, რა კომენტარი უნდა გავაკეთო. ჩემთვისაც ეს არის აბსოლუტურად გამაოგნებელი ამბავი. ცუდ სიზმარშიც არ დამესიზმრება, ალბათ, სკორსეზეც ვერ მისცემდა მაგ როლს ჭიჭინაძეს, რომ ეგ გაემართლებინა და ამათმა როგორ უნდა გაამართლონ, რომ ანდრო ჭიჭინაძე ბინ ლადენია, არ ვიცი, ვერ გეტყვით, რანაირად შეიძლება ეს მოხდეს, მართლა არ ვიცი, მგონია, რომ ცუდი სიზმარია. აბსურდის თეატრია ჯერჯერობით. ვერ აღვიქვამ ამ რეალობას სერიოზულად.

ნუ გვაჯერებთ იმ რეალობას, რომელიც დაუჯერებელია. მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ არ შეგვიძლია დაგეთანხმოთ იმ რეალობაში, რომელსაც თქვენ გვთავაზობთ, არ შეიძლება ამის გამო მე გამომაცხადოთ ტერორისტად ან ჩემი ყველა მსახიობი. თუ ანდრო ჭიჭინაძე ტერორისტია, მაშინ ჩათვალეთ, რომ პირველ რიგში მთელი თეატრი ტერორისტები ვართ. სხვანაირად არ ვიცი რა განცხადება უნდა გავაკეთო, მართლა არ ვიცი. ეს როგორ უნდა გამართლდეს, არ ვიცი. ამიტომ მგონია, რომ აბსურდია ეს ყველაფერი"- წერს დავით დოიაშვილი.

შეგახსენებთ, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე დღეს დააკავეს. მედიაში გავრცელებული ცნობით, თავდაპირველად, ანდრო ჭიჭინაძის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ის საკუთარ სახლშივე დააკავეს. ამ ეტაპზე უცნობია, რა მუხლით არის მსახიობი დაკავებული.