სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საიდან გაიზარდა ასეთი ხალხი? პოლიციის აკადემიაში თუ ასეთ სიმხეცეს ასწავლიან, დაიხუროს ის აკადემია" - ლეო ანთაძე სპეცრაზმსა და მიმდინარე მოვლენებზე
"საიდან გაიზარდა ასეთი ხალხი? პოლიციის აკადემიაში თუ ასეთ სიმხეცეს ასწავლიან, დაიხუროს ის აკადემია" - ლეო ანთაძე სპეცრაზმსა და მიმდინარე მოვლენებზე

"მო­ვუ­წო­დებ ახალ­გაზ­რდებს, რომ არ ჩა­ა­გონ ხმა­ლი ქარ­ქაშ­ში, რომ და­ი­წყებ საქ­მე ბო­ლომ­დეც უნდა მი­იყ­ვა­ნონ და ასეც იქ­ნე­ბა, ეს დამ­თავ­რდე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად გა­მარ­ჯვე­ბით, ისე რო­გორც ახალ­გაზ­რდებს უნ­დათ", - ამის შე­სა­ხებ მსა­ხი­ობ­მა ლეო ან­თა­ძემ გა­და­ცე­მა "რე­აქ­ცი­ა­ში" გა­ნა­ცხა­და.

  • ის მწვა­ვედ აკ­რი­ტი­კებს სა­პო­ლი­ციო ძა­ლე­ბის ქმე­დე­ბას და ამ­ბობს, რომ რა­საც სპეც­რაზ­მი ახალ­გაზ­რდებს უკე­თებს, სა­დიზ­მი და არა­ა­და­მი­ა­ნო­ბაა.

"თით­ქოს ნე­ტა­რე­ბას გა­ნიც­დი­ან ბავ­შვე­ბის ცე­მა­სა და წა­მე­ბა­ში. დაგ­დე­ბულ კაცს, რომ კიდე წიხლს ურტყამ, ეს არა­ა­და­მი­ა­ნო­ბაა. სა­ი­დან გა­ი­ზარ­და ასე­თი ხალ­ხი? პო­ლი­ცი­ის აკა­დე­მი­ა­ში ასეთ სიმ­ხე­ცეს თუ ას­წავ­ლი­ან და­ი­ხუ­როს ის აკა­დე­მია. ასე შე­იძ­ლე­ბა აღ­ზარ­დო ადა­მი­ა­ნი, რომ ასე­თი მხე­ცი იყო. გა­მე­ტე­ბით სცე­მენ ახალ­გაზ­რდებს. მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ხდე­ბა ახალ­გაზ­რდე­ბის მო­წამ­ვლა, თუ რა არის? აირ­წი­ნა­ღებს რა­ტომ უშ­ლი­ან.

ბოლო გა­ფარ­თხა­ლე­ბაა ამა­თი, კუ­თხე­ში არი­ან მიმ­წყვდე­ულ­ნი, ვირ­თხას რომ მი­იმ­წყვდევ, შე­იძ­ლე­ბა გი­კ­ბი­ნოს, ყვე­ლა ღო­ნეს ხმა­რო­ბენ, რომ ჩა­ახ­შონ, მაგ­რამ არ გა­მო­ვა ეგ ამ­ბა­ვი, ქარ­თვე­ლი ადა­მი­ა­ნი სხვა მენ­ტა­ლი­ტე­ტი­საა, ეშ­ლე­ბათ მა­გათ, რაც უფრო მეტ წნეხს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ უფრო უკუ­რე­აქ­ცი­ას მი­ი­ღე­ბენ, ამას ვხე­დავთ ყო­ველ­დღი­უ­რად, არ და­იშ­ლე­ბა ეს ხალ­ხი" - გა­ნა­ცხა­და ლეო ან­თა­ძემ.

ინ­ტერ­ვი­უმ­დე ან­თა­ძის ფე­ის­ბუქ პოს­ტი გავ­რცელ­და, სა­დაც ვკი­თხუ­ლობთ:

"რით ვერ გა­ი­გო ჩვენ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, რომ რაც არ უნდა მხე­ცუ­რი, არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი ქმე­დე­ბა ჩა­ი­დი­ნონ ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდე­ბის მი­მართ, რაც არ უნდა გაზი, წი­წა­კის სპრეი და სხვა სა­შუ­ა­ლე­ბა იხ­მა­რონ ამით უკუ რე­აქ­ცი­ას მი­აღ­წე­ვენ. რა თავ­გა­მო­დე­ბით, სა­დის­ტუ­რი ინ­სტინ­ქტე­ბით, მხე­ცუ­რად უს­წორ­დე­ბი­ან ვინც იბ­რძვის იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლო რუ­სე­თის მონა არ გახ­დეს. ვე­რაფ­რით ავ­ხსნი ძა­ლოვ­ნე­ბის ქმე­დე­ბას. რა დე­დამ გშო­ბათ, რა ოჯახ­ში გა­ი­ზარ­დეთ რომ ორ გრო­შად ყი­დით სამ­შობ­ლოს. ეტყო­ბა სა­ო­ცარ ნე­ტა­რე­ბას გა­ნიც­დით, რო­დე­საც 10-12 კაცი ურტყამთ წაქ­ცე­ულს. თავს იმარ­თლებთ იმით და გა­ი­ძა­ხით თუ­თი­ყუ­შე­ბი­ვით წეს­რიგს ვი­ცავ­თო, კა­ნონს ვი­ცავ­თო.

შვი­ლე­ბი არ გყავთ? გინ­დათ რომ თქვენ­მა შვი­ლებ­მა ჯო­ჯო­ხეთ­ში იცხოვ­რონ? რუ­სეთ­თან ყოფ­ნა ხომ ჯო­ჯო­ხე­თის ტოლ­ფა­სია! ჩვენ­მა დიდ­მა მწე­რალ­მა მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა ბრძა­ნა: " ვი­საც რუ­სეთ­თან ყოფ­ნა სურს, ის ან ბრიყ­ვია ან ნა­ძი­რა­ლა” დას­კვნა თქვენ­თვის მო­მინ­დვია.

გა­იხ­სე­ნეთ შოთა რუს­თა­ვე­ლის სი­ტყვე­ბი " სჯობს სა­ხე­ლი­სა მოხ­ვე­ჭა, ყოვ­ლი­სა მო­სახ­ვე­ჭელ­სა.” ოღონდ სა­ხე­ლის მოხ­ვე­ჭა სამ­შობ­ლო­სად­მი თავ­და­დე­ბით, სი­კე­თის თეს­ვი­თა და ზრუნ­ვით, რომ ეს ქვე­ყა­ნა უკე­თე­სი გახ­დეს. არი­ან ისე­თი არა­ა­და­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც ბო­რო­ტე­ბით გა­ით­ქვეს სა­ხე­ლი. ის­ტო­რი­ას დარ­ჩნენ რო­გორც ნა­ძირ­ლე­ბი და არამ­ზა­დე­ბი, რო­გო­რე­ბიც იყ­ვნენ ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლე­ბი, ორ­ჯო­ნი­კი­ძე­ე­ბი, ილი­ას მკვლე­ლე­ბი და სხვა.

მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთ სა­ოც­რე­ბას არ­ტე­მი­დეს ტა­ძარს ცე­ცხლი წა­უ­კი­და და მთლი­ა­ნად გა­დაწ­ვა ჰე­როს­ტრა­ტემ იმ მიზ­ნით, რომ მისი სა­ხე­ლი დარ­ჩე­ნი­ლი­ყო ის­ტო­რი­ას და მი­ზან­საც მი­აღ­წია. იგი ის­ტო­რი­ამ შე­ი­ნა­ხა რო­გორც სი­ბო­რო­ტის სიმ­ბო­ლო. პუ­ტინ­საც , ბი­ძი­ნა­საც და მთელ მის ხრო­ვა­საც ჰე­როს­ტრა­ტე­ბად მო­იხ­სე­ნი­ებს ის­ტო­რია.

P.S არ მე­გო­ნა თუ 92 წლის ასაკ­ში მო­მი­წევ­და თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის ბრძო­ლა. შე­უძ­ლოდ ვარ და რო­გორც კი გა­მოვ­კეთ­დე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად შე­ვუ­ერ­თდე­ბი ჩვენს გუ­ლან­თე­ბულ ახალ­გაზ­რდებს. ჩვენს მო­მა­ვალ ევ­რო­პულ სა­ქარ­თვე­ლოს!, – წერს ან­თა­ძე.

ნა­ხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"საიდან გაიზარდა ასეთი ხალხი? პოლიციის აკადემიაში თუ ასეთ სიმხეცეს ასწავლიან, დაიხუროს ის აკადემია" - ლეო ანთაძე სპეცრაზმსა და მიმდინარე მოვლენებზე

"საიდან გაიზარდა ასეთი ხალხი? პოლიციის აკადემიაში თუ ასეთ სიმხეცეს ასწავლიან, დაიხუროს ის აკადემია" - ლეო ანთაძე სპეცრაზმსა და მიმდინარე მოვლენებზე

"მოვუწოდებ ახალგაზრდებს, რომ არ ჩააგონ ხმალი ქარქაშში, რომ დაიწყებ საქმე ბოლომდეც უნდა მიიყვანონ და ასეც იქნება, ეს დამთავრდება აუცილებლად გამარჯვებით, ისე როგორც ახალგაზრდებს უნდათ", - ამის შესახებ მსახიობმა ლეო ანთაძემ გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.

  • ის მწვავედ აკრიტიკებს საპოლიციო ძალების ქმედებას და ამბობს, რომ რასაც სპეცრაზმი ახალგაზრდებს უკეთებს, სადიზმი და არაადამიანობაა.

"თითქოს ნეტარებას განიცდიან ბავშვების ცემასა და წამებაში. დაგდებულ კაცს, რომ კიდე წიხლს ურტყამ, ეს არაადამიანობაა. საიდან გაიზარდა ასეთი ხალხი? პოლიციის აკადემიაში ასეთ სიმხეცეს თუ ასწავლიან დაიხუროს ის აკადემია. ასე შეიძლება აღზარდო ადამიანი, რომ ასეთი მხეცი იყო. გამეტებით სცემენ ახალგაზრდებს. მიზანმიმართულად ხდება ახალგაზრდების მოწამვლა, თუ რა არის? აირწინაღებს რატომ უშლიან.

ბოლო გაფართხალებაა ამათი, კუთხეში არიან მიმწყვდეულნი, ვირთხას რომ მიიმწყვდევ, შეიძლება გიკბინოს, ყველა ღონეს ხმარობენ, რომ ჩაახშონ, მაგრამ არ გამოვა ეგ ამბავი, ქართველი ადამიანი სხვა მენტალიტეტისაა, ეშლებათ მაგათ, რაც უფრო მეტ წნეხს განახორციელებენ უფრო უკურეაქციას მიიღებენ, ამას ვხედავთ ყოველდღიურად, არ დაიშლება ეს ხალხი" - განაცხადა ლეო ანთაძემ.

ინტერვიუმდე ანთაძის ფეისბუქ პოსტი გავრცელდა, სადაც ვკითხულობთ:

"რით ვერ გაიგო ჩვენმა ხელისუფლებამ, რომ რაც არ უნდა მხეცური, არაადამიანური ქმედება ჩაიდინონ ჩვენი ახალგაზრდების მიმართ, რაც არ უნდა გაზი, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალება იხმარონ ამით უკუ რეაქციას მიაღწევენ. რა თავგამოდებით, სადისტური ინსტინქტებით, მხეცურად უსწორდებიან ვინც იბრძვის იმისთვის, რომ საქართველო რუსეთის მონა არ გახდეს. ვერაფრით ავხსნი ძალოვნების ქმედებას. რა დედამ გშობათ, რა ოჯახში გაიზარდეთ რომ ორ გროშად ყიდით სამშობლოს. ეტყობა საოცარ ნეტარებას განიცდით, როდესაც 10-12 კაცი ურტყამთ წაქცეულს. თავს იმართლებთ იმით და გაიძახით თუთიყუშებივით წესრიგს ვიცავთო, კანონს ვიცავთო.

შვილები არ გყავთ? გინდათ რომ თქვენმა შვილებმა ჯოჯოხეთში იცხოვრონ? რუსეთთან ყოფნა ხომ ჯოჯოხეთის ტოლფასია! ჩვენმა დიდმა მწერალმა მიხეილ ჯავახიშვილმა ბრძანა: ,, ვისაც რუსეთთან ყოფნა სურს, ის ან ბრიყვია ან ნაძირალა” დასკვნა თქვენთვის მომინდვია.

გაიხსენეთ შოთა რუსთაველის სიტყვები ,, სჯობს სახელისა მოხვეჭა, ყოვლისა მოსახვეჭელსა.” ოღონდ სახელის მოხვეჭა სამშობლოსადმი თავდადებით, სიკეთის თესვითა და ზრუნვით, რომ ეს ქვეყანა უკეთესი გახდეს. არიან ისეთი არაადამიანები, რომლებმაც ბოროტებით გაითქვეს სახელი. ისტორიას დარჩნენ როგორც ნაძირლები და არამზადები, როგორებიც იყვნენ ყორღანაშვილები, ორჯონიკიძეები, ილიას მკვლელები და სხვა.

მსოფლიოს ერთ-ერთ საოცრებას არტემიდეს ტაძარს ცეცხლი წაუკიდა და მთლიანად გადაწვა ჰეროსტრატემ იმ მიზნით, რომ მისი სახელი დარჩენილიყო ისტორიას და მიზანსაც მიაღწია. იგი ისტორიამ შეინახა როგორც სიბოროტის სიმბოლო. პუტინსაც , ბიძინასაც და მთელ მის ხროვასაც ჰეროსტრატებად მოიხსენიებს ისტორია.

P.S არ მეგონა თუ 92 წლის ასაკში მომიწევდა თავისუფლებისათვის ბრძოლა. შეუძლოდ ვარ და როგორც კი გამოვკეთდები აუცილებლად შევუერთდები ჩვენს გულანთებულ ახალგაზრდებს. ჩვენს მომავალ ევროპულ საქართველოს!, – წერს ანთაძე.

ნახეთ ასევე: