სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ "ოცნებამ“ შეირჩინა ის, რაც საქართველოს დამართა, მივიღებთ ყველაზე ბნელ, ბოროტ, პროვინციულ ძალას" - გიორგი გახარია
"თუ "ოცნებამ“ შეირჩინა ის, რაც საქართველოს დამართა, მივიღებთ ყველაზე ბნელ, ბოროტ, პროვინციულ ძალას" - გიორგი გახარია

თუ "ოც­ნე­ბამ“ შე­ირ­ჩი­ნა ის, რაც სა­ქარ­თვე­ლოს და­მარ­თა ბოლო ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, მი­ვი­ღებთ ყვე­ლა­ზე ბნელ, ბო­როტ, პრო­ვინ­ცი­ულ ძა­ლას - ჩვე­ნი მი­ზა­ნი, ლო­ზუნ­გი და მო­თხოვ­ნა უნდა იყოს, რომ სას­წრა­ფოდ გა­თა­ვი­სუფ­ლდეს ყვე­ლა უკა­ნო­ნოდ და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი და სას­წრა­ფოდ გა­მო­ცხად­დეს ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის კონ­კრე­ტუ­ლი თა­რი­ღი,- ამის შე­სა­ხებ "გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ლი­დერ­მა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ ვი­დეო მი­მარ­თვა­ში გა­ნა­ცხა­და.

  • მისი თქმით, მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად უნდა იყ­ვნენ ყველ­გან - აქ­ცი­ა­ზე თბი­ლის­ში, დიდ თუ პა­ტა­რა ქა­ლა­ქებ­ში და ასე­ვე, უნდა იმუ­შა­ონ სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­თან.

"ოც­ნე­ბა“ მშვი­დო­ბას დაგვპირ­და და თბი­ლის­ში, შუა რუს­თა­ველ­ზე ომი მოგ­ვი­წყო. დაგვპირ­და ქვეყ­ნის ევ­რო­პულ მო­მა­ვალს და ერთი გან­ცხა­დე­ბით მოკ­ლა სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი იმე­დე­ბი.

დღეს თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი, რო­მე­ლიც ვდგა­ვართ რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, ვიბ­რძვით არა მხო­ლოდ ქვეყ­ნის ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის­თვის, არა­მედ ჩვენ ვიბ­რძვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის, ჩვე­ნი უფ­ლე­ბის­თვის, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი ავირ­ჩი­ოთ ისე­თი, რო­გო­რიც გვინ­და; ჩვე­ნი უფ­ლე­ბის­თვის, არ­ჩევ­ნე­ბით ავირ­ჩი­ოთ ისე­თი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ვთვლით, რომ ჩვენს სამ­შობ­ლოს წინ წა­იყ­ვანს. დღეს ჩვენ თუ ვერ მი­ვაღ­წი­ეთ წარ­მა­ტე­ბას და "ოც­ნე­ბამ“ შე­ირ­ჩი­ნა ის, რაც და­მარ­თა სა­ქარ­თვე­ლოს ბოლო ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, იცო­დეთ, რომ ჩვენ მი­ვი­ღებთ ყვე­ლა­ზე ბნელ, ბო­როტ, პრო­ვინ­ცი­ულ ძა­ლას, რო­მე­ლიც არა­ვინ იცის, სად მი­იყ­ვანს ჩვენს სამ­შობ­ლოს. ამი­ტომ ჩვე­ნი გა­მარ­ჯვე­ბის­თვის, ჩვენ უნდა გა­ვაგ­რძე­ლოთ მშვი­დო­ბი­ა­ნი პრო­ტეს­ტი ყველ­გან, პირ­ველ რიგ­ში, თბი­ლის­ში, მაგ­რამ, ყვე­ლა დიდ და პა­ტა­რა ქა­ლაქ­ში. ჩვე­ნი მი­ზა­ნი, ლო­ზუნ­გი და მო­თხოვ­ნა უნდა იყოს ორი და ძა­ლი­ან პირ­და­პი­რი და მარ­ტი­ვი: პირ­ვე­ლი - სას­წრა­ფოდ უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდეს ყვე­ლა უკა­ნო­ნოდ და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი; მე­ო­რე- სას­წრა­ფოდ უნდა გა­მო­ცხად­დეს ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის კონ­კრე­ტუ­ლი თა­რი­ღი.

ამ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად ჩვენ უნდა ვი­ყოთ ყველ­გან - აქ­ცი­ა­ზე თბი­ლის­ში, აქ­ცი­ებ­ზე დიდ თუ პა­ტა­რა ქა­ლა­ქებ­ში, უნდა ვი­მუ­შა­ოთ ჩვენს სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­თან, რა­საც ყო­ველ­დღი­უ­რად ვა­კე­თებთ, მაგ­რამ იმის­თვის, რომ ჩვე­ნი გა­მარ­ჯვე­ბა იყოს კი­დევ უფრო დი­ა­დი და კი­დევ უფრო მომ­ხიბ­ვლე­ლი, ყო­ველ­თვის უნდა გვახ­სოვ­დეს ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბა ჩვე­ნი დახ­მა­რე­ბა. ეს არის უკა­ნო­ნოდ და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლე­ბი, ესე­ნი არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლია და მათ ჯან­მრთე­ლო­ბას დახ­მა­რე­ბა და მხარ­და­ჭე­რა სჭირ­დე­ბა. ასე­ვე, ის სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბი, რო­მელ­თაც გა­ბე­დეს და ხმა ამო­ი­ღეს ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ამ მო­ძა­ლა­დე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ“,- გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

sponsored by ContentRoom
ავტორი:

"თუ "ოცნებამ“ შეირჩინა ის, რაც საქართველოს დამართა, მივიღებთ ყველაზე ბნელ, ბოროტ, პროვინციულ ძალას" - გიორგი გახარია

"თუ "ოცნებამ“ შეირჩინა ის, რაც საქართველოს დამართა, მივიღებთ ყველაზე ბნელ, ბოროტ, პროვინციულ ძალას" - გიორგი გახარია

თუ "ოცნებამ“ შეირჩინა ის, რაც საქართველოს დამართა ბოლო ორი თვის განმავლობაში, მივიღებთ ყველაზე ბნელ, ბოროტ, პროვინციულ ძალას - ჩვენი მიზანი, ლოზუნგი და მოთხოვნა უნდა იყოს, რომ სასწრაფოდ გათავისუფლდეს ყველა უკანონოდ დაპატიმრებული და სასწრაფოდ გამოცხადდეს ახალი არჩევნების კონკრეტული თარიღი,- ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

  • მისი თქმით, მიზნების მისაღწევად უნდა იყვნენ ყველგან - აქციაზე თბილისში, დიდ თუ პატარა ქალაქებში და ასევე, უნდა იმუშაონ საერთაშორისო პარტნიორებთან.

"ოცნება“ მშვიდობას დაგვპირდა და თბილისში, შუა რუსთაველზე ომი მოგვიწყო. დაგვპირდა ქვეყნის ევროპულ მომავალს და ერთი განცხადებით მოკლა საქართველოს ევროპული იმედები.

დღეს თითოეული ჩვენგანი, რომელიც ვდგავართ რუსთაველის გამზირზე, ვიბრძვით არა მხოლოდ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, არამედ ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისთვის, ჩვენი უფლებისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი ავირჩიოთ ისეთი, როგორიც გვინდა; ჩვენი უფლებისთვის, არჩევნებით ავირჩიოთ ისეთი ხელისუფლება, რომელიც ვთვლით, რომ ჩვენს სამშობლოს წინ წაიყვანს. დღეს ჩვენ თუ ვერ მივაღწიეთ წარმატებას და "ოცნებამ“ შეირჩინა ის, რაც დამართა საქართველოს ბოლო ორი თვის განმავლობაში, იცოდეთ, რომ ჩვენ მივიღებთ ყველაზე ბნელ, ბოროტ, პროვინციულ ძალას, რომელიც არავინ იცის, სად მიიყვანს ჩვენს სამშობლოს. ამიტომ ჩვენი გამარჯვებისთვის, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მშვიდობიანი პროტესტი ყველგან, პირველ რიგში, თბილისში, მაგრამ, ყველა დიდ და პატარა ქალაქში. ჩვენი მიზანი, ლოზუნგი და მოთხოვნა უნდა იყოს ორი და ძალიან პირდაპირი და მარტივი: პირველი - სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს ყველა უკანონოდ დაპატიმრებული; მეორე- სასწრაფოდ უნდა გამოცხადდეს ახალი არჩევნების კონკრეტული თარიღი.

ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ უნდა ვიყოთ ყველგან - აქციაზე თბილისში, აქციებზე დიდ თუ პატარა ქალაქებში, უნდა ვიმუშაოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რასაც ყოველდღიურად ვაკეთებთ, მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენი გამარჯვება იყოს კიდევ უფრო დიადი და კიდევ უფრო მომხიბვლელი, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ის ადამიანები, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი დახმარება. ეს არის უკანონოდ დაპატიმრებულები, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია და მათ ჯანმრთელობას დახმარება და მხარდაჭერა სჭირდება. ასევე, ის საჯარო მოხელეები, რომელთაც გაბედეს და ხმა ამოიღეს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ამ მოძალადე ხელისუფლების წინააღმდეგ“,- განაცხადა გახარიამ.