სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიმართვა მსახიობებს - "ან ახლა იტყვით, რომ ემიჯნებით ძალადობას, ან ყველა დღე სირცხვილში გაატარებთ"
მიმართვა მსახიობებს - "ან ახლა იტყვით, რომ ემიჯნებით ძალადობას, ან ყველა დღე სირცხვილში გაატარებთ"

უკვე ერთი კვი­რაა სა­ქარ­თვე­ლო მსოფ­ლიო მე­დი­ის ობი­ექ­ტივ­შია. თბი­ლი­სი და რე­გი­ო­ნე­ბი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­მა მო­იც­ვა. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი შვი­დი დღეა აპ­რო­ტეს­ტე­ბენ 28 ნო­ემ­ბერს მთავ­რო­ბის მიერ მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რომ ევ­რო­კავ­შირ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის გახ­სნის სა­კი­თხი 2028 წლის ბო­ლომ­დე დღის წეს­რიგ­ში არ და­ა­ყე­ნოს.

თით­ქმის ყო­ველ ღამე აქ­ცი­ე­ბის დაშ­ლი­სას სპეც­რაზ­მი იყე­ნებს წყლის ჭავლს, ცრემლსა­დენ გაზს და სხვა­დას­ხვა სა­შუ­ა­ლე­ბებს. შე­დე­გად ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და­შავ­დნენ. მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­ჯა­რო უწყე­ბებ­ში თა­ნამ­შრომ­ლე­ბის პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა. ასე­ვე გუ­შინ გა­ი­ფიც­ნენ კულ­ტუ­რის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. უკვე რამ­დე­ნი­მე დღეა ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი, სპორ­ტი­სა და კულ­ტუ­რის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, "ინფლუ­ენ­სე­რე­ბი" სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მხო­ლოდ ერთ თე­მას ეხე­ბი­ან - პრო­ტეს­ტი თბი­ლის­ში, ვი­თა­რე­ბა აქ­ცი­ა­ზე.

  • ცოტა ხნის წინ ჟურ­ნა­ლის­ტმა და პრო­დი­უ­სერ­მა ბექა მა­ი­სუ­რა­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოს­ტი და­წე­რა და იმ მსა­ხი­ო­ბებ­სა და ტე­ლე­წამ­ყვა­ნებს მი­მარ­თა, ვინც ამ დღე­ებ­ში დუმ­და. მათ შო­რის არი­ან ნა­ნუ­კა გუ­ლუა, სა­ლო­მე შარ­ვა­ძე, დუტა სხირტლა­ძე, თა­მუ­ნა ნი­კო­ლა­ძე, თა­თუ­ლი ედი­შე­რაშ­ვი­ლი და სხვე­ბი.

უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ დუტა სხირტლა­ძე ერ­თა­დერ­თია მათ­გან, რო­მე­ლიც საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ზე იდგა. ის აქ­ცი­ა­ზე ბაჩო ქა­ჯა­ი­ას­თან და ლაშა გურ­გე­ნი­ძეს­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და. ფოტო სწო­რედ გურ­გე­ნი­ძემ გა­მო­აქ­ვეყ­ნა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

"Nanuka Gulua Salome Sharvadze Tatuli Edisherashvili Tamuna Nikoladze Duta Skhirtladze ან ახლა გა­მოხ­ვალთ და იტყვით, რომ მო­დი­ხართ იმე­დი­დან, ან ახლა გა­მოხ­ვალთ და ხმა­მაღ­ლა იტყვით რომ ემიჯ­ნე­ბით იმ ძა­ლა­დო­ბას რა­საც რუსი არა­ლე­გი­ტი­მუ­რი მთავ­რო­ბა სჩა­დის ყო­ველ­დღე, ან არა­და ყვე­ლა თქვე­ნი დღე სირ­ცხვილ­ში მო­გი­წევთ გა­ა­ტა­როთ.

სხვა და­ნარ­ჩენ­მა, "ინფლუ­ენ­სე­რი­თა" და უნი­ჭო მსა­ხი­ო­ბე­ბით და­წყე­ბუ­ლი, ვი­თომ ხე­ლო­ვა­ნე­ბით დას­რუ­ლე­ბუ­ლი, უკვე გა­მო­უ­ტა­ნეს სა­კუ­თარ თავს გა­ნა­ჩე­ნი.თქვენ ჯერ კი­დევ გე­ლით ხალ­ხი" - წერს მა­ი­სუ­რა­ძე. მის პოსტს უამ­რა­ვი კო­მენ­ტა­რი აქვს და ყვე­ლა მთგა­ნი და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი სა­ხე­ე­ბი­დან პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბას ითხოვს.

ნა­ხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

მიმართვა მსახიობებს - "ან ახლა იტყვით, რომ ემიჯნებით ძალადობას, ან ყველა დღე სირცხვილში გაატარებთ"

მიმართვა მსახიობებს - "ან ახლა იტყვით, რომ ემიჯნებით ძალადობას, ან ყველა დღე სირცხვილში გაატარებთ"

უკვე ერთი კვირაა საქართველო მსოფლიო მედიის ობიექტივშია. თბილისი და რეგიონები საპროტესტო აქციებმა მოიცვა. მოქალაქეები შვიდი დღეა აპროტესტებენ 28 ნოემბერს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს.

თითქმის ყოველ ღამე აქციების დაშლისას სპეცრაზმი იყენებს წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს და სხვადასხვა საშუალებებს. შედეგად ჟურნალისტები და მოქალაქეები დაშავდნენ. მთავრობის გადაწყვეტილებას საჯარო უწყებებში თანამშრომლების პროტესტი მოჰყვა. ასევე გუშინ გაიფიცნენ კულტურის სფეროს წარმომადგენლები. უკვე რამდენიმე დღეა ცნობილი სახეები, სპორტისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, "ინფლუენსერები" სოციალურ ქსელში მხოლოდ ერთ თემას ეხებიან - პროტესტი თბილისში, ვითარება აქციაზე.

  • ცოტა ხნის წინ ჟურნალისტმა და პროდიუსერმა ბექა მაისურაძემ სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა და იმ მსახიობებსა და ტელეწამყვანებს მიმართა, ვინც ამ დღეებში დუმდა. მათ შორის არიან ნანუკა გულუა, სალომე შარვაძე, დუტა სხირტლაძე, თამუნა ნიკოლაძე, თათული ედიშერაშვილი და სხვები.

უნდა აღინიშნოს, რომ დუტა სხირტლაძე ერთადერთია მათგან, რომელიც საპროტესტო აქციებზე იდგა. ის აქციაზე ბაჩო ქაჯაიასთან და ლაშა გურგენიძესთან ერთად იმყოფებოდა. ფოტო სწორედ გურგენიძემ გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში.

"Nanuka Gulua Salome Sharvadze Tatuli Edisherashvili Tamuna Nikoladze Duta Skhirtladze ან ახლა გამოხვალთ და იტყვით, რომ მოდიხართ იმედიდან, ან ახლა გამოხვალთ და ხმამაღლა იტყვით რომ ემიჯნებით იმ ძალადობას რასაც რუსი არალეგიტიმური მთავრობა სჩადის ყოველდღე, ან არადა ყველა თქვენი დღე სირცხვილში მოგიწევთ გაატაროთ.

სხვა დანარჩენმა, "ინფლუენსერითა" და უნიჭო მსახიობებით დაწყებული, ვითომ ხელოვანებით დასრულებული, უკვე გამოუტანეს საკუთარ თავს განაჩენი.თქვენ ჯერ კიდევ გელით ხალხი" - წერს მაისურაძე. მის პოსტს უამრავი კომენტარი აქვს და ყველა მთგანი დასახელებული სახეებიდან პოზიციის დაფიქსირებას ითხოვს.

ნახეთ ასევე: