მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იუსტიციის მინისტრის საგანგებო ბრიფინგი - რა დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ დავით კეზერაშვილის შესახებ
იუსტიციის მინისტრის საგანგებო ბრიფინგი - რა დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ დავით კეზერაშვილის შესახებ

“სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ და­ა­დას­ტუ­რა, რომ და­ვით კე­ზე­რაშ­ვილ­მა ქარ­თუ­ლი ჯა­რის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი 5 მლნ 60 ათა­სი ევრო გაფ­ლან­გა და და­ად­გი­ნა, რომ კე­ზე­რაშ­ვი­ლის მი­მართ პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით დევ­ნას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია - და­ვე­ლო­დე­ბით რო­გო­რი რე­ა­გი­რე­ბა ექ­ნე­ბა მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ევ­რო­პელ კო­ლე­გებს, რო­მელ­თაც კე­ზე­რაშ­ვი­ლი მე­დია მე­ნე­ჯე­რად წარ­მო­ა­ჩი­ნეს“, - ამის შე­სა­ხებ იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა ანრი ოხა­ნაშ­ვილ­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

  • მისი თქმით, ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ ასე­ვე და­ად­გი­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩე­ნი კე­ზე­რაშ­ვი­ლის დამ­ნა­შა­ვედ ცნო­ბის შე­სა­ხებ და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი იყო და მის მი­მართ უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმფცი­ის დარ­ღვე­ვას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია.

“სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ და­ა­დას­ტუ­რა, რომ და­ვით კე­ზე­რაშ­ვილ­მა თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრო­ბის დროს, 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომამ­დე მცი­რე ხნით ადრე, გაფ­ლან­გა ქარ­თუ­ლი ჯა­რის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი დიდი ოდე­ნო­ბის თან­ხა, კერ­ძოდ, 5 მლნ 60 ათა­სი ევრო, რაც დღე­ვან­დე­ლი კურ­სით შე­ად­გენს და­ახ­ლო­ე­ბით 15 მლნ ლარს. სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა, რომ და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის მი­მართ პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით დევ­ნას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია, ასე­ვე ის სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩე­ნი კე­ზე­რაშ­ვი­ლის დამ­ნა­შა­ვედ ცნო­ბის შე­სა­ხებ იყო და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი და მის მი­მართ უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმფცი­ის დარ­ღვე­ვას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია.

მსურს სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნო კე­ზე­რაშ­ვი­ლის მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი სქე­მის შე­სა­ხებ. კე­ზე­რაშ­ვილ­მა თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრო­ბის დროს 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომამ­დე მცი­რე ხნით ადრე კა­ნონ­მდებ­ლო­ბის დარ­ღვე­ვით, ერთ დღე­ში გა­ა­ფორ­მა ფიქ­ცი­უ­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა “ოფ­შორ­ში“ და­რე­გის­ტრი­რე­ბულ კომ­პა­ნი­ას­თან, ქარ­თუ­ლი ჯა­რის საბ­რძო­ლო წვრთნის თა­ო­ბა­ზე. მე­ტიც, აღ­ნიშ­ნუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ფორმ­და თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის გვერ­დის ავ­ლით. სი­ნამ­დვი­ლე­ში ქარ­თუ­ლი ჯა­რის არა­ვი­თა­რი წვრთნა არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა და შე­დე­გად, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად გა­იფ­ლან­გა ქარ­თუ­ლი ჯა­რის­თვის კუთ­ვნი­ლი თან­ხა. 5 მლნ 60 ათა­სი ევ­როს ოდე­ნო­ბით. ქარ­თუ­ლი ჯა­რის გა­ძარ­ცვით გამ­დიდ­რე­ბუ­ლი კე­ზე­რაშ­ვი­ლი სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო­ში და­მა­ტე­ბით ითხოვ­და სა­ხელ­მწი­ფოს­გან 15 ათა­სი ევ­როს ოდე­ნო­ბით მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბას, რა­ზეც სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ უარი უთხრა. სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და­ა­დას­ტუ­რა კე­ზე­რაშ­ვი­ლის მიერ გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე კა­ტე­გო­რი­ის და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა და ამით აღი­ა­რა სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩე­ნის კა­ნო­ნი­ე­რე­ბა. ვუ­ლო­ცავ ჩვენს სა­ხელ­მწი­ფოს, ქარ­თულ ჯარს და ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლო­ში ამ ღირ­სე­ულ გა­მარ­ჯვე­ბას. ასე­ვე, და­ვე­ლო­დე­ბით ევ­რო­პელ კო­ლე­გებს, იმ რე­ზო­ლუ­ცი­ის ავ­ტო­რებს, რომ­ლებ­მაც კე­ზე­რაშ­ვი­ლი წარ­მო­ა­ჩი­ნეს მე­დია მე­ნე­ჯე­რად, მე­დი­ა­ზე მზრუნ­ვე­ლად, რო­გო­რი რე­ა­გი­რე­ბა ექ­ნე­ბათ სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს მიერ დამ­ნა­შა­ვედ გა­მო­ცხა­დე­ბულ ამ პირ­თან და­კავ­ში­რე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და ანრი ოხა­ნაშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

იუსტიციის მინისტრის საგანგებო ბრიფინგი - რა დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ დავით კეზერაშვილის შესახებ

იუსტიციის მინისტრის საგანგებო ბრიფინგი - რა დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ დავით კეზერაშვილის შესახებ

“სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ დავით კეზერაშვილმა ქართული ჯარისთვის განკუთვნილი 5 მლნ 60 ათასი ევრო გაფლანგა და დაადგინა, რომ კეზერაშვილის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნას ადგილი არ ჰქონია - დაველოდებით როგორი რეაგირება ექნება მასთან დაკავშირებით ევროპელ კოლეგებს, რომელთაც კეზერაშვილი მედია მენეჯერად წარმოაჩინეს“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა ანრი ოხანაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

  • მისი თქმით, ევროპულმა სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი კეზერაშვილის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასაბუთებული იყო და მის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

“სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ დავით კეზერაშვილმა თავდაცვის მინისტრობის დროს, 2008 წლის აგვისტოს ომამდე მცირე ხნით ადრე, გაფლანგა ქართული ჯარისთვის განკუთვნილი დიდი ოდენობის თანხა, კერძოდ, 5 მლნ 60 ათასი ევრო, რაც დღევანდელი კურსით შეადგენს დაახლოებით 15 მლნ ლარს. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ დავით კეზერაშვილის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნას ადგილი არ ჰქონია, ასევე ის საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი კეზერაშვილის დამნაშავედ ცნობის შესახებ იყო დასაბუთებული და მის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

მსურს საზოგადოებას შევახსენო კეზერაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი სქემის შესახებ. კეზერაშვილმა თავდაცვის მინისტრობის დროს 2008 წლის აგვისტოს ომამდე მცირე ხნით ადრე კანონმდებლობის დარღვევით, ერთ დღეში გააფორმა ფიქციური ხელშეკრულება “ოფშორში“ დარეგისტრირებულ კომპანიასთან, ქართული ჯარის საბრძოლო წვრთნის თაობაზე. მეტიც, აღნიშნული ხელშეკრულება გაფორმდა თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის გვერდის ავლით. სინამდვილეში ქართული ჯარის არავითარი წვრთნა არ ჩატარებულა და შედეგად, მიზანმიმართულად გაიფლანგა ქართული ჯარისთვის კუთვნილი თანხა. 5 მლნ 60 ათასი ევროს ოდენობით. ქართული ჯარის გაძარცვით გამდიდრებული კეზერაშვილი სტრასბურგის სასამართლოში დამატებით ითხოვდა სახელმწიფოსგან 15 ათასი ევროს ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურებას, რაზეც სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა. სტრასბურგის სასამართლომ ყველაფრის გათვალისწინებით დაადასტურა კეზერაშვილის მიერ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა და ამით აღიარა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენის კანონიერება. ვულოცავ ჩვენს სახელმწიფოს, ქართულ ჯარს და ჩვენს საზოგადოებას ევროპულ სასამართლოში ამ ღირსეულ გამარჯვებას. ასევე, დაველოდებით ევროპელ კოლეგებს, იმ რეზოლუციის ავტორებს, რომლებმაც კეზერაშვილი წარმოაჩინეს მედია მენეჯერად, მედიაზე მზრუნველად, როგორი რეაგირება ექნებათ სტრასბურგის სასამართლოს მიერ დამნაშავედ გამოცხადებულ ამ პირთან დაკავშირებით“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

იხილეთ ასევე: